რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ

გააზიარე:

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა თავდაცვის ათასგვარი საშუალება გამოიგონა (ჩასახვის საწინააღმდეგო ანტისეპტიკური სანთლები და აბები, ანტიბაქტერიული მედიკამენტების ფართო სპექტრი, სპეციალური საპნები და ქაფები, დაბოლოს, ბარიერი ბარიერთა შორის – პრეზერვატივი!), სქესობრივი გზით გადამდები სნეულება ლამის ყოველ მესამე ადამიანს ემართება.

რას დავაბრალოთ სგგი-ს ეპიდემია? ამის ცოდნა უთუოდ დაგვეხმარება, რომ თავდაცვის ეფექტური სტრატეგია შევიმუშაოთ. 

სგგი-ს ფართოდ გავრცელების მიზეზთა შორის აღსანიშნავია:

  • კონტრაცეპტივების მრავალსახეობა.  მას შემდეგ, რაც პრეზერვატივს კონკურენტები გამოუჩნდა და არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დაცვა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისა და სპირალის მეშვეობით უფრო მოხერხებული გახდა, სგგი-ს შემოტევის მოგერიებაც გვიწევს.
  • სქესობრივი გზით გადამდები სნეულებების უმეტესობა უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომატიკით მიმდინარეობს, ამიტომ ინფიცირებულს აზრადაც არ მოსდის, სპეციალისტს მიმართოს, გამოკვლევა ჩაიტაროს და, რაც მთავარია, თავი დაიცვას, რათა სხვაც არ დაასნებოვნოს. სწორედ ამგვარი  “ფარულად” დაავადებულები ავრცელებენ ინფექციას.
  • ბარიერული დამცავი საშუალებების (პრეზერვატივის) უგულებელყოფა. მოგწონთ ეს თუ არა, დღეს კონდომი არასასურველი ფეხმძიმობისა და სასქესო ინფექციებისგან დამცავი საუკეთესო საშუალებაა, თუმცა 100%-იან უსაფრთხოებას ვერც ის უზრუნველყოფს, ამიტომ სპეციალისტები მასთან ერთად სპერმიციდების გამოყენებას გვირჩევენ.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავი მაქსიმალურად რომ დავიცვათ, რამდენიმე მარტივი, თუმცა აუცილებელი პირობის შესრულება მოგვიწევს.

განსაკუთრებული ყურადღება პირად ჰიგიენას ზაფხულში მიაქციეთ. ამ დროს იზრდება სგგი-ით  ინფიცირების ალბათობა. როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ბაქტერიები და ვირუსები წყლის მეშვეობით (ზღვაში, აუზში ნებივრობისას) არ გადადის, მაგრამ საკმარისია, ნესტიანი საცურაო კოსტიუმით დიდხანს იაროთ ან ისეთ ადგილას დაჯდეთ, სადაც თქვენამდე ინფიცირებული ადამიანი იჯდა, რომ დასნებოვნების საფრთხე გაიზრდება. საერთო პირსახოცის გამოყენებასაც მკაცრად გიკრძალავთ.

გამოიყენეთ ინტიმური ჰიგიენის ისეთი საშუალებები, რომლებიც იდეალურ სისუფთავეს უზრუნველყოფს და, ამავე დროს, ინფექციებისგანაც მაქსიმალურად დაგიცავთ. ასეთი გახლავთ “საუგელას” ინტიმური თხევადი საპონი და ხელსახოცები. წელიწადის ცხელ დროს, როდესაც აუზსა და პლაჟზე ნებივრობას არაფერი გვირჩევნია, არჩევანი ქალბატონებმა მწვანე “საუგელაზე” შეაჩერეთ, რომელიც საუკეთესო ანტისეპტიკურ თვისებებს ფლობს, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს კი მამაკაცის “საუგელას” ვურჩევთ.

სქესობრივი კონტაქტის დროს, თუ დარწმუნებული არ ბრძანდებით თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობაში, გირჩევთ, პრეზერვატივი გამოიყენოთ.

ნებისმიერი საეჭვო ნიშნის (უხვი გამონადენი, შარდვის ხასიათის შეცვლა და ა.შ.) შემჩნევისას უმალვე მიმართეთ კანისა და ვენერული სნეულებების სპეციალისტს, უროლოგს ან გინეკოლოგს. 

არამც და არამც არ დაიწყოთ თვითმკურნალობა. ასე შეიძლება სიმპტომები დროებით ჩააცხროთ, მაგრამ პათოლოგიურ პროცესს თავს ვერ დააღწევთ და ინფექცია კიდევ უფრო გაღრმავდება.

გააზიარე: