რით ვუშველოთ იმუნიტეტს

გააზიარე:

იმუნიტეტის ასამაღლებლად მრავალი საშუალება არსებობს. თუნდაც მხოლოდ იმ მედიკამენტებს რა ჩამოთვლის, რომლებიც ორგანიზმის დამცველობითი ძალების მოძლიერებაში გვეხმარება!
გთავაზობთ მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც განსაკუთრებით გაზაფხულის დამდეგს გვარგებს – ახლა ხომ ჩვენს იმუნიტეტს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება!

. ნახევარი ლიმონი (კანიანად) წვრილად დაჭერით და ნახევარლიტრიან ქილაში ჩაყარეთ. დაამატეთ 2-3 კბილი დანაყილი ნიორი. დაასხით ანადუღარი გაცივებული წყალი. 4 დღით დადგით სიბნელეში, შემდეგ მაცივარში შედგით. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში ერთხელ, დილაობით, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
. აურიეთ ერთმანეთში 100 გ ალოეს წვენი, 500 გ დაკეპილი ნიგოზი, 300 გ თაფლი და 3-4 ცალი საშუალო ზომის ლიმონის წვენი. მიიღეთ დესერტის კოვზით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
. აურიეთ ერთმანეთში დაქუცმაცებული (ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული) ნახევარი ჩაის ჭიქა ქიშმიში, ორი ლიმონი კანიანად, ერთი ჩაის კოვზი ნიგოზი, ნახევარი ჩაის ჭიქა ნუში და იმავე ოდენობის თაფლი. 1-2 დღით დადგით სიბნელეში. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.
. 1 ს.კ. სამკურნალო ბარისპირას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და 2 საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1`3 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.
. 2 ს.კ. მანანას დაასხით ერთი ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთს, შეფუთეთ და მთელი ღამით დააყენეთ. დილით გაფილტრეთ და ჩაისავით დალიეთ. სვით აგრეთვე წყლის მაგივრად, სურვილისამებრ (ეს ერთი დღის ულუფაა). მკურნალობის კურსი 2 თვეა. შეგიძლიათ, 2-3-კვირიანი შესვენების შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეოროთ.
. 10-12 გ არყის ხის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და 15 წუთს დააყენეთ. ნაყენი მიიღეთ მცირე ულუფებით ― 100-100 გრამობით დღეში 3-4-ჯერ.
. აიღეთ 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი, დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ ერთმანეთში. 4 ჩ.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, 3-4 საათს დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში 3-4 ულუფად.
. 4 ჭიქა ნაძვის წიწვს დაასხით 3 ჭიქა ანადუღარი გაგრილებული წყალი, დაამატეთ 2 ჩ.კ. მარილმჟავას ხსნარი (1:20), 3 დღით დააყენეთ სიბნელეში, მერე კი გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ. შეგიძლიათ, შაქრით დაატკბოთ.
. 200 გ ნიორი გარეცხეთ, გახეხეთ, შეურიეთ 10 ცალი საშუალო ზომის ლიმონის წვენი, მოათავსეთ ქილაში და დაახურეთ დოლბანდი. 1 ჩ.კ. მზა ნარევი ერთ ჭიქა თბილ წყალში გააზავეთ და ისე მიიღეთ.
. მიიღეთ 1`4 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. თუ უძილობა შემოგეჩვიათ, ძილის წინ ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
გრეიპფრუტის წვენი რბილობითურთ მეტად სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა პათოლოგიისა და უმადობის  დროს.
. 1 ს.კ. ძახველის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 1-2 საათს გააჩერეთ და გაფილტრეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში.

გააზიარე: