რა უნდა ვიცოდეთ დემოდეკოზის შესახებ
გააზიარე:
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს სახეზე ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა მიკროსკოპული არსება – ტკიპა დასახლდეს. სულ რაღაც 0,2-0,5 მმ ზომის ცოცხალი ორგანიზმი წამწამთა ფოლიკულებში იბუდებს, ერთხანს მშვიდობიანად თანაცხოვრობს (პარაზიტობს!) ადამიანთან, მაგრამ საკმარისია, ორგანიზმის იმუნიტეტი მწყობრიდან გამოვიდეს, რომ ტკიპა შეტევაზე გადმოდის.
თვალის პათოლოგია, რომელსაც ტკიპა Demodex folliculorum იწვევს, დემოდეკოზის სახელით არის ცნობილი. იგი იწყება თვალების სწრაფი დაღლით, ცრემლდენით, ქავილით. თუ სწორი დიაგნოზი დროულად არ დაისვა, პათოლოგიური პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება: ქავილი მეტისმეტად შემაწუხებელი ხდება, განსაკუთრებით – ღამით, ქუთუთოები შუპდება და წითლდება, წამწამის ძირებში წარმოიქმნება მუდმივი ნადები, თავს იჩენს
ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება) და კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), რომელიც თვალების სიწითლით, გაძლიერებული ცრემლდენითა და თვალში უცხო სხეულის შეგრძნებით ვლინდება. ქალბატონებს კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაზე უარის თქმა უწევთ. მაგრამ დემოდეკოზი განსაკუთრებით აუტანელი მაშინ ხდება, როდესაც წამწამები ცვენას იწყებს. ამდენად, გარდა ფიზიკური დისკომფორტისა, ამ დროს თავს ესთეტიკური პრობლემებიც იჩენს, რაც ადამიანს აიძულებს, დაუყოვნებლივ მიმართოს ოფთალმოლოგს და ჩაიტაროს მკურნალობა.
დემოდეკოზის მსხვერპლნი უმთავრესად სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები და ის ბავშვები არიან, რომელთაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ფილტვების ქრონიკული დაავადება ანდა რეფრაქციული მანკი აქვთ.
მკურნალობის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, ის მალამოები უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც ტკიპას გაანადგურებს. თუმცა სრულფასოვანი ეფექტისთვის ეს არ კმარა. საჭიროა ისეთი სამკურნალო საშუალების შერჩევა, რომელიც არა მხოლოდ გაგათავისუფლებთ პარაზიტისგან, არამედ დაგეხმარებათ დაზიანებული კანის აღდგენაში, მოახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების შიგთავსის სანაციას (გაწმენდას), შეამცირებს განმეორებითი ინფიცირების რისკს. სწორედ ასეთ უნიკალურ თვისებებს ფლობს ცინკომეთილი.
მკურნალობის პერიოდში იკრძალება:
. კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება;
. ტკბილეულის, ალკოჰოლის, ძლიერ ცხარე და ცხელი საკვების, ალერგიული პროდუქტების ჭარბი მიღება;
. მზეზე დიდხანს ყოფნა;
. გაძლიერებული მხედველობითი დატვირთვა, მაგალითად, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა.
მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, თუკი არ დაიცავთ პირადი ჰიგიენის წესებს. საზოგადოდ, დემოდეკოზი გადამდებია. შეიძლება, არამცთუ სხვა ადამიანი, არამედ საკუთარი თავიც კი დააინფიციროთ ხელმეორედ. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ სახე ხშირად ჩამოიბანოთ ანტისეპტიკური საპნით (ამ გზით ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებისგან გათავისუფლდებით) და ყოველ საღამოს, ძილის წინ, თვალში 1-2 წვეთი ცინკომეთილი ჩაიწვეთოთ.