ფთორურაცილი 50მგ/მლ5მლ#10ა(დარ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფტორურაცილი-დარნიცა
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება:
ფლუოროურაცილ; 5-ფტოროპირიდინ-2,4(1H,3H)-დიონი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე;
შემცველობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს 50 მგ ფტორურაცილს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა. საინექციო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტინეოპლასიკური საშუალებები. კოდი ATC L01B C02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. ციტოსტატიკური სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, პირიმიდინის სტრუქტურული ანალოგი. სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა განპირობებულია ქსოვილებში ფტორურაცილის აქტიურ მეტაბოლიტებად გარდაქმნით, მათ შორის 5-ფტორდეზოქსიურიდინი და 5-ფტორურიდინი.
5-ფტორდეზოქსიურიდინი ინჰიბირებს თიმიდილატსინთეტაზას და ბლოკავს დეზოქსიურიდილმჟავას თიმიდილმჟავად გარდაქმნის რეაქციას, რაც იწვევს თიმიდინის დეფიციტს და დნმ სინთეზის ინჰიბირებას. 5-ფტორურიდინი ჩაშენდება რნმ-ში ურიდინის მაგივრად, რაც იწვევს რნმ პროცესინგის დარღვევასა და ცილის სინთეზს. ფტორურაცილს გააჩნია ჰეპატო-, მიელო- და გასტროინტესტინალური ტოქსიკურობა, ახდენს იმუნოსუპრესიულ მოქმედებას. პრეპარატი თრგუნავს ეპითელიალური ახალწარმონაქმნების ზრდას, და ნაკლებად მოქმედებს რკინისებრი წარმომავლობის სიმსივნეებზე.
ფარმაკოკინეტიკა. ინტრავენური შეყვანისას პლაზმიდან ფტორურაცილის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 8-20 წუთს დოზის მიხედვით. საბოლოო T1/2 შეადგენს დაახლოებით 20 საათს. ადვილად აღწევს ფისტოჰემატურ ბარიერებში, ჰემატოენცეფალური ბარიერის ჩათვლით, და ორგანიზმის ქსოვილებსა (სიმსივნეები, ძვლის ტვინი, ღვიძლი და სხვ.) და სითხეებში ნაწილდება. სიმსივნის ქსოვილში შეყვანიდან რამოდენიმე საათში კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელში. მეტაბოლიზირდება ძირითადად ღვიძლში. პრეპარატის 20%-მდე უცვლელი სახით გამოიყოფა თირკნელებიდან, ნაწილი – სასუნთქი გზებიდან (60-80%) ნახშირბადის დიოქსიდის სახით.
გამოყენების ჩვენებები.
პალიატიური მონო- ან კომბინირებული ქიმიოთერაპია:
- საყლაპავის, კუჭის, სიგმორექტალური ნაერთის, სწორნაწლავის, ანუსის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების;
- ღვიძლისა და ღვიძლიშიდა ნაღველსადენების, კუჭქვეშა ჯირკვალის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების;
- სარძევე ჯირკვლების, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების;
- წინამდებარე ჯირკვლისა და შარდის ბუშტის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების.
გამოყენების წესი და დოზები.
ფტურორაცილი-დარნიცას გამოყენების სქემის შერჩევა ხდება ახალწარმონაქმნის სახეობისა და ლოკალიზაციის, მისი სტადიისა და მეტასტაზირების მიხედვით. პრეპარატი შეიყვანება ნელა ნაკადად, წვეთებად ან საინფუზიო ტუმბოს მეშვეობით გლუკოზას 5% ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში 4-24 საათის განმავლობაში.
ბავშვებისა და უფროსებისათვის შეიყვანება:
- ინტრავენურად ნელა, 2-3 წუთის განმავლობაში, საწყისი დოზით 12 მგ/კგ/დღე-ღამე (დღე-ღამის მაქსიმალური დოზა შეადგენს 800 მგ/დღე-ღამე) კურსით 4-5 დღე-ღამე; შემდგომი შეყვანები შემანარჩუნებელი თერაპიის სახით დოზით 6 მგ/კგ/დღე-ღამე დღეგამოშვებით (4 ინექცია);
- ინტრავენურად ინფუზიურად, საწყისი დოზით 15 მგ/კგ/დღე-ღამე (დღე-ღამის მაქსიმალური დოზა შეადგენს 1000 მგ/დღე-ღამე), 4 საათის განმავლობაში; კურსის ხანგრძლივობა 5 დღე-ღამე.
გვერდითი მოქმედება.
ანორექსია, ღებინება, დიარეა, სტომატიტი, ეზოფაგიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, ჰემორაგიები, უფრო იშვიათად აღინიშნება დერმატიტის და ალოპეცია, ჰიპერპიგმენტაცია. პრეპარატის ზეგავლენა სისხლწარმოქმნაზე ვლინდება რიგ შემთხვევებში კურსის შუაში, ხოლო ზოგჯერ უფრო გვიან – 8-14 დღეში მკურნალობის კურსის დამთავრებიდან. შესაძლებელია ტკივილები გულის არეში, რომლებსაც ახლავს კარდიოგრამის შეცვლა იშემიური ტიპის მიხედვით, სტენოკარდია, თრომბოფლებიტი. შესაძლებელია ნევროლოგიური დარღვევები, თავბრუსხვევა, ატაქსია, ტრემორი, მხრდველობითი ნერვის ნევრიტი, თავის ტკივილი, ნისტაგმი, მხედველობის დარღვევები, ეიფორია, დეზორიენტაცია, ამენორეა, ადოოსპერმია. ალერგიული რეაქციები – ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატისა და მისი კომპონენტების მიმართ, პერიფერიული სისხლის შემცველობის გამოხატული ცვლილებები (ლეიკოციტები 4X109/ლ-ზე დაბალი, თრომბოციტები 150X109/ლ-ზე დაბალი). მალაბსორბციის სინდრომი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევებიმ მძიმე ინფექციები, პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის წყლულები, ფსევდომემბრანოზული კოლიტი. პრეპარატი აბსოლუტურად უკუნაჩვენებია ორსულობის, რაიმე ლოკალიზაციის სისხლდენების დროს.
ჭარბი დოზა.
მწვავე ჭარბი დოზისას შესაძლებელია ფსიქომოტორული რეაქციები, ძილიანობა. ქრონიკულ ჭარბ დოზას ახასიათებს გამოხატული მიელოსუპრესია, თითქმის აგრანულოციტოზამდე, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული გართულებები, დიარეა.
მკურნალობა. სპეციფიური ანტიდოტე არ არსებობს. სისხლწარმოქმნის აშკარა დათრგუნვის არსებობისა რეკომენდებულია სისხლშემცვლელების ტრანსფუზია, ჰემომასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება.
გამოყენების განსაკუთრებულობანი.
ფტურორაცილი-დარნიცას გამოყენება უნდა მოხდეს კვალიფიციური ექიმის კონტროლის ქვეშ, რომელსაც გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარების გამოცდილება. ავადმყოფები უნდა იმყოფებოდნენ სტაციონარის პირობებში თუნდაც მკურნალობის პირველი კურსის დროს. დამატებითი კურსი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ადრე ჩატარებული კურსის შემდგომი ტოქსიკური ეფექტების აღმოფხვრის შემდეგ.
ფტურორაცილი-დარნიცას გამოყენება შეიძლება პოლიქიმიოთერაპიის სქემებში სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, ასევე სხივურ თერაპიასთან შეთანხმებით.
იმ პრეპარატებთან კომბინაციის შემთხვევაში, რომლებიც ავლენენ მიელოსუპრესიულ თვისებებს, ასევე ერთდროული ან ადრე ჩატარებული სხივური თერაპიისას, ფტურორაცილი-დარნიცას დოზა უნდა შემცირდეს.
თუ ავადმყოფს უკვე მიღებული აქვს სხივური ან ქიმიოთერაპიის კურსი, ფტურორაცილი-დარნიცას დანიშვნა შეიძლება 1-1.5 თვის შემდეგ სისხლის შემცველობის აღდგენის პირობით. რეკომენდებული არ არის პრეპარატის დანიშვნა 3-4 კვირაზე ადრე რთული ოპერაციული ჩარევების შემდეგ. რეკომენდებული არ არის პრეპარატის შეყვანა ძვლის ტვინში ფართო მეტასტაზებისას. ფტურორაცილი-დარნიცას შეყვანა არ შეიძლება ინტრატეკალურად ნეიროტოქსიკური მოქმედების საფრთხის გამო.
გართულებათა ასარიდებლად ან შესასუსტებლად მიმდინარე მკურნალობასთან ერთად მიზანშეწონილია B ჯგუფის ვიტამინების (მაგ., თიამინის ქლორიდი-დარნიცა 5% 100-150 მგ დღე-ღამეში, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა 5% 100-150 მგ დღე-ღამეში ინტრაკუნთურად), ბაქტერიული პრეპარატების გამოყენება, ცილოვანი სისხლშემცვლელების გადასხმა.
სტომატიტის საპროფილაქტიკოდ აუცილებელია პირის ღრუს კარგი მოვლა (მაგ., პირის გამორეცხვა მირამისტინის ხსნარით 3-5 წუთის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დღე-ღამეში მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში).
რეკომენდებული არ არის დანიშვნა პაციენტებისათვის ჩუტყვავილათი, ჰერპესითმწვავე ინფექციური დაავადებებით.
პრეპარატის ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენის პროფილაქტიკისათვის მიზანშეწონილია ჰეპატოპროტექტორების გამოყენება, მაგ.: დარსილი, ურსოქოლი. კარდიალური გვერდითი ეფექტები კუპირდება ორგანული ნიტრატების ან კალციუმის ანტაგონისტების დანიშვნით (მაგ., ამლოპრილი-დარნიცა); ნევროლოგიური – სისხლძარღვების გასაფართოვებელი საშუალებების დანიშვნით (მაგ., ცინარიზინი-დარნიცა).
ფტურორაცილი-დარნიცათი მკურნალობა უნდა ჩატარდეს პერიფერიული სისხლის შემცველობის კონტროლით. ანალიზები ტარდება არანაკლებ 3-ჯერ კვირაში, ხოლო ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რიცხვის შემცირების პირველი ნიშნების გამოვლინებისას – ყოველდღიურად.
პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს პირველი ტოქსიკური ნიშნების (ღებინება, დიარეა, წყლულოვანი სტომატიტი) და ლეიკოციტების რაოდენობის არანაკლებ 3.0X109/ლ, თრომბოციტების - 100X109/ლ-ზე ნაკლების დროს.
საჭიროა ყურადღების მიქცევა ავადმყოფებისათვის განვითარებული ლეიკოპენიით ინფექციის წარმოქმნის ნიშნების გამოვლინების მიზნით. ავადმყოფებში ნეიტროპენიით სხეულის ტემპერატურეს მომატებისას ანტიბიოტიკების გამოყენება უნდა დაიწყოს ემპირიულად.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ფტურორაცილი-დარნიცას ეფექტურობა და ტოქსიკურობა მატულობს სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების, კალციუმის ფოლინატის, ასევე ქლორდიაზეპოქსიდის, დისულფირამის, გრიზეოფულვინის, იზონიაზიდის ერთდროულად გამოყენების დროს.
მიტომიცინის ერთდროული ხანგრძლივი გამოყენება პოტენცირებს ჰემოლიტიკურ-ურემიული სინდრომის წარმოქმნის რისკს.
ფტურორაცილი-დარნიცათი მკურნალობის დროს არ შეიძლება ცოცხალი ვირუსული ვაქცინით ვაქცინაცია ჩაუტარდეს როგორც თვით ავადმყოფს, ასევე პირებს, რომლებიც მასთან კონტაქტში იმყოფებიან, იმუნოსუპრესიის პირობებში ვირუსის შესაძლო აქტივაციის გამო.
ანტიმიკრობული და წყლულის საწინააღმდეგო საშუალებები ინჰიბირებენ მეტაბოლისმს და ზრდიან პლაზმურ კონცენტრაციას, ფტორუცილის მოქმედების ხანგრძლივობასა და ტოქსიკურობას.
ფტურორაცილი-დარნიცა ფარმაცევტულად შეუთავსებადია სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებთან ანტრაციკლინებთან, დიაზეპამთან, ციტარაბინთან.
ციმეტიდინის გამოყენებისას შესაძლებელია ფტორურაცილის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. ალონურინენსა და მეტოტრექსატს შეუძლიათ შეცვალონ ფტორურაცილის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. კალციუმის ფოლიანტმა შეიძლება გააძლიეროს ფტორურაცილის სიმსივნის საწინააღმდეგო და ტოქსიკური მოქმედება, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C.
პრეპარატის უფრო დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას შესაძლებელია ნალექის წარმოქმნა. ამ შემთხვევაში ამპულა უნდა გაცხელდეს 60°C-მდე ენერგიული შენჯღრევით, რის შემდეგაც პრეპარატი უნდა გაცივდეს ტემპერატურამდე 35°C. თუ ნალექი დაიშლება და ხსნარი გამჭვირვალე გახდება, პრეპარატი გამოსაყენებლად ვარგისი იქნება.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 5 მლ ხსნარი ამპულაში, 10 ამპულა შეფუთვაში.
მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.