მეტრონიდაზოლი 0.5% 100მლ(ლიქვ)

მეტრონიდაზოლი 0.5% 100მლ(ლიქვ)

2.63 ლარი
ქვეყანა: სომხეთი
მწარმოებელი: ლიქვორი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეტრონიდაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 9839
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

მეტრონიდაზოლი

საინფუზიო ხსნარი 

სარეგისტრაციო ნომერი: _______________

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: მეტრონიდაზოლი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მეტრონიდაზოლი

წამლის ფორმა: საინფუზიო ხსნარი 0,5%

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება - მეტრონიდაზოლი - 5,0 გ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი - 7,9 გ, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2H2O – 0,355გ, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული - 0,162 გ, ლიმონმჟავა - 0,229 გ, საინექციო წყალი - 1 ლიტრამდე.

აღწერილობა. უფერო ან მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიპროტოზოული საშუალება ანტიმიკრობული აქტივობით, ნიტროიმიდაზოლის წარმოებული.

ათქ კოდი - J01XD01

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

ანტიპროტოზოული და ანტიმიკრობული პრეპარატი, 5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებული. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ანაერობული მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების უჯრედშიდა ტრანსპორტული პროტეინებით 5-ნიტროჯგუფის ბიოქიმიურ აღდგენაში. აღდგენილი 5-ნიტროჯგუფი ურთიერთმოქმედებს მიკროორგანიზმების უჯრედის დნმ-სთან მათი ნუკლეინური მჟავების სინთეზის ინჰიბირებით, რაც იწვევს ბაქტერიების სიკვდილს. პრეპარატი აქტიურია: Trichomonas vaginalis, Entaboeba histolytica, Gardnerella vaginalis, Giardia intestinalis, Lamblia spp. მიმართ; ანაერობული ბაქტერიების: Bacteroides spp. (მ.შ. Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus), Fusobacterium spp., Veillonella spp., Prevotella spp. (Prevotella bivia, Prevotella buccae, Prevotella disiens), Eubacterium spp., Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp. მიმართ. ამ შტამების ჟმმ შეადგენს 0,125-6,25 მკგ/მლ. ამოქსიცილინთან ერთად აქტივობას ავლენს Helicobacter pylori-ს მიმართ (ამოქსიცილინი თრგუნავს რეზისტენტობის განვითარებას მეტრონიდაზოლის მიმართ).

პრეპარატის მიმართ მდგრადია აერობული მიკროორგანიზმები და ფაკულტაციური ანაერობები, მაგრამ შერეული ფლორისას (აერობები და ანაერობები) მეტრონიდაზოლი სინერგიულად მოქმედებს აერობების წინააღმდეგ ეფექტურ ანტიბიოტიკებთან.

პრეპარატი აძლიერებს სიმსივნეების მგრძნობელობას დასხივების მიმართ, ახდენს დისულფირამო-მსგავს მოქმედებას, ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ვენაში 500 მგ დოზის 20 წთ განმავლობაში შეყვანის შემდეგ სისხლის შრატში 1 საათში Cmax შეადგენს 35,2 მკგ/მლ, 4 საათში - 33,9 მკგ/მლ, 8 საათში - 25,7 მკგ/მლ; შემდგომი შეყვანისას Cmin – 18 მკგ/მლ.

ვენაში შეყვანისას Cmax  მიიღწევა 30-60 წუთში, თერაპიული კონცენტრაცია შენარჩუნდება 6-8 საათის განმავლობაში.

ნაღვლის წნევის ნორმალური წარმოქმნისას მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია ნაღვლის წვენში ვენაში შეყვანის შემდეგ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს კონცენტრაციას პლაზმაში.

განაწილება

პლაზმის ცილებთან შეერთება - 10-20%. Vd მოზრდილებში - 0,55 ლ/კგ, ახალშობილებში - 0,54-0,81 ლ/კგ.

მეტრონიდაზოლს გააჩნია შეღწევადობის მაღალი უნარი. ბაქტერიციდულ კონცენტრაციებს აღწევს ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, ტვინში, კანში, ზურგის ტვინის სითხეში, ნაღვლის წვენში, ნერწყვში, ამნიოზურ სითხეში, აბსცესების ღრუში, ვაგინალურ სეკრეტში, თესლის სითხეში, დედის რძეში.

აღწევს ჰებ-ში, გადის პლაცენტურ ბარიერში.

მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზდება (დაახლოებით 30-60%) ჰიდროქსილირების, ჟანგვისა და გლუკურონირების გზით. ძირითადი მეტაბოლიტი - 2 ოქსიმეტრონიდაზოლი - ახდენს ანტიპროტოზოულ და ანტიმიკრობულ მოქმედებას.

გამოყოფა

გამოიყოფა თირკმელებით (60-80%), 20% - უცვლელი სახით; ნაწლავით გამოიყოფა 6-15%. T1/2 – 8 სთ (6-12 სთ). თირკმლის კლირენსი - 10,2 მლ/წთ.

ჩვენებები

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ანაერობული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:

-        მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (პერიტონიტი, მუცლის ღრუს აბსცესი, ღვიძლის აბსცესი);

-        გინეკოლოგიური ინფექციები (ენდომეტრიტი, ფალოპის მილების და საკვერცხეების აბსცესი, ვაგინალური სარდაფის ინფექციები ქირურგიული ჩარევების შემდეგ);

-        სეპტიცემია; ბაქტერიული ენდოკარდიტი;

-        კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

-        ძვლებისა და სახსრების ინფექციები;

-        ცნს ინფექციები (მენინგიტი, ტვინის აბსცესი);

-        სასუნთქი გზების ქვედა ნაწილების ინფექციები (ნეკროზული პნევმინია, ემპიემა, ფილტვების აბსცესი);

-        ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას (ძირითადად მუცლის ღრუს, მცირე მენჯის ორგანოებზე).

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ბავშები:

პრეპარატი ინიშნება ვენაში წვეთოვნად საწყისი დოზით 0,5-1 გ (ინფუზიის ხანგრძლივობა 30-40 წთ). შემდეგ ყოველ 8 საათში 500 მგ 5 მლ/წთ სიჩქარით. კარგი ამტანობისას პირველი 2-3 ინფუზიის შემდეგ ხდება გადასვლა ნაკადად შეყვანაზე. მკურნალობის კურსი - 7 დღე. საჭიროებისას ვენაში შეყვანა გრძელდება უფრო დიდი დროის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 4 გ. ჩვენებების მიხედვით ხდება გადასვლა შემანარჩუნებელ შიგნით მიღებაზე დოზით 400 მგ 3-ჯერ დღეში.

პროფილაქტიკის მიზნით მოზრდილებში და 12 წელზე უფროს ბავშვებში ინიშნება წვეთოვნად 0,5-1 გ ოპერაციის წინ, ოპერაციის დღეს და შემდეგ დღეს - 1,5 გ/დღე (500 მგ ყოველ 8 საათში). 1-2 დღეში ხდება გადასვლა შემანარჩუნებელ თერაპიაზე შიგნით მიღებით.

პაციენტებისთვის თირკმლის ქრონიკული უკმარისობით და 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 გ.

12 წლამდე ასაკის ბავშვები:

ვენაში  წვეთოვნად, ნელა:

ახალშობილები:

4 კვირამდე ასაკში, 1,2 კგ-ზე ნაკლები წონით დოზით 7,5 მგ/კგ ყოველ 24-48 საათში;

7 დღემდე ასაკში, 1,2-2 კგ წონით დოზით 7,5 მგ/კგ ყოველ 24 საათში;

7 დღემდე ასაკში, 2 კგ-ზე მეტი წონით დოზით 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში;

8 დღიდან 4 კვირამდე ასაკში, 1,2-2 კგ წონით დოზით 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში;

8 დღიდან 4 კვირამდე ასაკში, 2 კგ-ზე მეტი წონით დოზით 15 მგ/კგ ყოველ 12 საათში;

ბავშვები: 1 თვიდან 12 წლამდე ასაკში დოზით 7,5 მგ/კგ ყოველ 6-8 საათში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 4 გ.

გვერდითი მოქმედება

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, ნაწლავური კოლიკა, ყაბზობა, მეტალის გემო პირში, სიმშრალე პირში, გლოსიტი, სტომატიტი, პანკრეატიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, ატაქსია, გონების დაბინდვა, გაღიზიანებულობა, დეპრესია, მომატებული აგზნებულობა, სისუსტე, უძილობა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, პერიფერიული ნევროპათია.

საშარდე სისტემის მხრივ: დიზურია, ცისტიტი, პოლიურია, შარდის შეუკავებლობა, შარდის წითელ-ყავისფერი შეფერილობა.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის ჰიპერემია, ცხვირის შეგუბება, ცხელება, ართრალგია.

ადგილობრივი რეაქციები: ვენაში შეყვანისას - თრომბოფლებიტი (ტკივილი, სიწითლე, შეშუპება).

სხვა: კანდიდოზი, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, T ტალღის გასქელება ეკგ-ზე.

უკუჩვენებები

-        ლეიკოპენია (მ.შ. ანამნეზში);

-        ცნს ორგანული დაზიანებები;

-        ეპილეფსია;

-        ღვიძლის უკმარისობა (პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას);

-        ორსულობა (I ტრიმესტრი);

-        ლაქტაცია;

-        ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ჭარბი დოზა

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში:

-        ცნს დაავადებებით;

-        სისხლწარმოქმნის დარღვევებით;

-        მიდრეკილებით შეშუპებების მიმართ;

-        რომლებიც იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უკუნაჩვენებია ეთანოლის მიღება, ვინაიდან შესაძლებელია დისულფირამომსგავსი რეაქციის (სპასტიკური ტკივილი მუცელში, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, სისხლის უცაბედი მოწოლა სახეზე) განვითრება.

რეკომენდებული არ არის არამადეპოლარიზებელ მიორელაქსიურებთან (მაგალითად, ვეკურონიუმის ბრომიდთან), ასტემიზოლთან და ტერფენადინთან ერთად დანიშვნა.

პრეპარატს შეუძლია ტრეპონემების იმობილიზება და ცრუდადებითი პასუხის ჩვენება ნელსონის ტესტზე.

ხანგრძლივი თერაპიისას (10 და მეტი დღე) უნდა გაკონტროლდეს სისხლის სურათი.

ნევროლოგიური სიმპტომების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ორსულობის II და III ტრიმესტრებში.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის გამოყენების პერიოდში მანქანის ტარება ან რთულ ტექნიკასთან მუშაობა რეკომენდებული არ არის.

წამლებთან ურთიერთქმედება

მეტრონიდაზოლის გამოყენებისას არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან ერთად აღინიშნება პროთრომბინის წარმოქმნის დროის გაზრდა.

მეტრონიდაზოლის გამოყენებისას ლითიუმის მარილებთნ ერთად შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონის მომატება და ინტოქსიკაციის სიმპტომების განვითარება.

ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმის ინჰიბირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში მეტრონიდაზოლის დონის მომატება და გვერდითირეაქციების განვითარების რიკის გაზრდა.

სულფანილამიდები აძლიერებენ მეტრონიდაზოლის ანტიმიკრობულ მოქმედებას.

ეთანოლთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება დისულფირამის მსგავსი რეაქციების განვითარება.

ფარმაცევტული ურთიერთქმედება

ვენაში შესაყვანი მეტრონიდაზოლის შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან რეკომენდებული არ არის.

ვარგისობის ვადა

2 წელი. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე.

შენახვა

არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

გამოშვების ფორმა

პვქ პლასტიკური პაკეტები 100 მლ.

მწარმოებელი

დსს „ლიქვორი“, სომხეთი

0089, ერევანი, კოჩინიანის 7/9

ტელ.: 37460 378800

ელ ფოსტა: [email protected]