საგანგებოდ მოწყობილ „ავერსის“ კუთხეში კურსდამთავრებულთათვის სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.
"ახალგაზრდებში ინვესტირება ქვეყნის წარმატებული მომავლის საწინდარია, ამიტომ ჩვენი კომპანია აქტიურად ეხმარება სტუდენტებს პროფესიულ ზრდაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში" - აღნიშნა „ავერსის“ ადამიანური რესურსების სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მჭედლიშვილმა.
ვულოცავთ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპის დაწყებას და მთელი კომპანიის სახელით ვუსურვებთ პროფესიულ წარმატებას.
























