ატენტო პლუსი 40/10/12.5მგ#28ტ

ატენტო პლუსი 40/10/12.5მგ#28ტ

38.72 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ბერლინ-ხემი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ოლმესარტანი+ამლოდიპინი+ჰიდროქლორთიაზიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 97635
გააზიარე:

ატენტო პლუსი 40/10/12.5


აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ოლმესარტანის მედოქსომილი/ამლოდიპინი/ჰიდროქლოროთიაზიდი
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ
სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
− შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
− თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
− მოცემული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ
ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ
მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
− რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს
ან ფარმაცევტს. ეს ასევე,ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომლებიც არ
არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი4.

მოცემული ჩანართის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ატენტო პლუსი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ატენტო პლუსის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება პრეპარატი ატენტო პლუსი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. პრეპარატ ატენტო პლუსის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ატენტო პლუსი და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ატენტო პლუსი შეიცავს სამ მოქმედ ნივთიერებას: ოლმესარტანის
მედოქსომილს, ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით) და
ჰიდროქლოროთიაზიდს. ამ სამი ნივთიერების საშუალებით ხდება მომატებული
არტერიული წნევის კონტროლი.
• ოლმესარტანის მედოქსომილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები“, რომლებიც აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების გზით.

• ამლოდიპინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „კალციუმის არხების ბლოკერები“. ამლოდიპინი აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების ხარჯზე.
• ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით თიაზიდური დიურეზულები (შარდმდენი საშუალებები). ის აქვეითებს არტერიულ წნევას ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოყოფით, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის გაზრდის გზით. აღნიშნული ნივთიერებების მოქმედება ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას. პრეპარატი ატენტო პლუსი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:
• მოზრდილ პაციენტებში, როდესაც არ ხდება არტერიული წნევის სათანადო კონტროლი ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის კომბინაციით, რომელიც მიიღება ორი მოქმედი ნივთიერების კომბინირებული პრეპარატის სახით, ან
• პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ კომბინირებულ პრეპარატს მოქმედი ნივთიერებების ოლმესარტანის მედოქსომილის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებული შემცველობით, ასევე ამლოდიპინს ცალკე პრეპარატის სახით (ტაბლეტები), ან კომბინირებულ პრეპარატს მოქმედი ნივთიერებების ოლმესარტანის მედოქსომილის და ამლოდიპინის ფიქსირებული შემცველობით, ასევე ჰიდროქლოროთიაზიდს ცალკე პრეპარატის სახით (ტაბლეტები).
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ატენტო პლუსის გამოყენებამდე
პრეპარატი ატენტო პლუსი არ მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:
• ალერგიის არსებობისას ოლმესარტანის მედოქსომილის, ამლოდიპინის ან „კალციუმის არხების ბლოკერების“ ჯგუფის (დიჰიდროპირიდინები), ჰიდროქლოროთიაზიდის ან ჰიდროქლოროთიაზიდის ანალოგიური ნივთიერებების (სულფონამიდები), ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგია, პრეპარატ ატენტო პლუსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
• თირკმელების მხრივ მძიმე დარღვევებისას.
• დიაბეტის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების არსებობისას, ასევე, არტერიული წნევის დამწევი ალისკირენის შემცველი პრეპარატების მიღებისას.
• სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობის, ნატრიუმის დაბალი შემცველობის, კალციუმის ან შარდმჟავას მაღალი შემცველობის (პოდაგრის სიმპტომების ან თირკმელებში კენჭების არსებობისას) დროს, თუ ეს დარღვევები არ ექვემდებარება მკურნალობას.
• 3 თვიდან ორსულობის დროს. (აგრეთვე, თავი შეიკავეთ პრეპარატ ატენტო პლუსის გამოყენებისგან ორსულობის ადრეულ ეტაპზე – იხ. პარაგრაფი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
• ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევისას, ნაღვლის გამოყოფის დარღვევისას ან ნაღვლის ბუშტიდან მისი გადინების დარღვევისას (მაგალითად, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას), ან სიყვითლის დროს (კანის და თვალის სკლერების გაყვითლება).
• ქსოვილებში სისხლის არასაკმარისი მიწოდებისას და შემდეგი სიმპტომების არსებობისას: დაბალი არტერიული წნევა, სუსტი პულსი, აჩქარებული გულისცემა ან შოკი (კარდიოგენული შოკის ჩათვლით, რომელიც გამოწვეულია მძიმე დარღვევებით გულის მხრივ).
• გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა.
• გულიდან სისხლის გადინების შენელების ან ბლოკადის დროს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს სისხლძარღვის სანათურის ან სარქველის შევიწროებას, საიდანაც სისხლი გაედინება გულიდან (აორტის სტენოზი).
• თუ შემცირებული გაქვთ გულის წუთმოცულობა გულის შეტევის შემდეგ (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი). გულის წუთმოცულობის შემცირება შეიძლება გამოვლინდეს ქოშინით ან ტერფებისა და კოჭების შეშუპებით. არ მიიღოთ პრეპარატი ატენტო პლუსი, თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მდგომარეობა.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ატენტო პლუსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
ქვემოთ ჩამითვლილიდან ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, აცნობეთ მკურნალ ექიმს:
• აგფ ინჰიბიტორები (მაგალითად, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები, გამოწვეული დიაბეტით,
• ალისკირენი.
მკურნალმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული კონტროლის ჩატარება.
ასევე, იხ. ინფორმაცია პარაგრაფში „პრეპარატი ატენტო პლუსი არ მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში“:

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ მითითებულიდან ნებისმიერი დაავადება:
• თირკმელების დაავადებები ან თირკმლის გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა.
• ღვიძლის დაავადებები.
• გულის უკმარისობა ან გულის სარქველების ან კუნთის დაავადებები.
• მძიმე ღებინება, ფაღარათი, მკურნალობა „შარდმდენი საშუალებების“ (დიურეზულები) მაღალი დოზებით, ან იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობით.
• სისხლში კალიუმის დონის მომატება.
• თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები (თირკმელების თავზე განთავსებული შიდა სეკრეციის ჯირკვლები).
• დიაბეტი.
• წითელი მგლურა (აუტოიმუნური დაავადება).
• ალერგია ან ასთმა.
• კანის რეაქციები – როგორიცაა მზის დამწვრობა ან გამონაყარი მზეზე ან სოლარიუმში ყოფნის შემდეგ.
• თუ გაქვთ კანის კიბო ან მკურნალობის დროს მოულოდნელად განვითარდა კანზე დაზიანების კერა.

ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით მისი მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გაზარდის კანისა და ტუჩის გარკვეული ტიპის კიბოს რისკი (კანის არამელანომური კიბო). პრეპარატ ატენტო პლუსის მიღების დროს დაიცავით კანი მზის სხივების და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისგან.
• თუ წარსულში ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ განვითარდა დარღვევები სუნთქვის ან თირკმელების მხრივ (ანთების ან ფილტვებში სითხის დაგროვების ჩათვლით). თუ პრეპარატ ატენტო პლუსის მიღების შემდეგ განვითარდა გამოხატული ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს:
• მძიმე, ხანგრძლივი ფაღარათი სხეულის მასის კარგვით. ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი სიმპტომები და მიიღოს გადაწყვეტილება, მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო რომელი პრეპარატის მიღებაა მიზანშეწონილი.
• მხედველობის გაუარესება ან თვალების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული ექსუდატი) ან თვალშიდა წნევის მომატების ნიშნები; ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს პრეპარატ ატენტო პლუსის მიღებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. ეს შესაძლოა, იწვევდეს მხედველობის მუდმივ დარღვევას, თუ არ იქნება ჩატარებული შესაბამისი მკურნალობა.

როგორც არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს, გულის ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში წნევის ძლიერმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი. ასეთ შემთხვევებში, მკურნალმა ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა.
პრეპარატ ატენტო პლუსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლიპიდებისა და შარდმჟავასკონცენტრაციის მომატება (რაც, თავის მხრივ, იწვევს პოდაგრის, სახსრების მტკივნეული შეშუპების განვითარებას). ამ მაჩვენებლების კონტროლის მიზნით მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის პერიოდულად ჩატარება. ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ელექტროლიტების დონის შეცვლა.

ამ მაჩვენებლების კონტროლის მიზნით მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის პერიოდულად ჩატარება. სისხლში ელექტროლიტების დონის შეცვლის სიმპტომებს წარმოადგენს:

წყურვილი, სიმშრალე პირის ღრუში, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვა, კუნთების დაღლილობა, დაბალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპოტენზია), სისუსტის შეგრძნება, მოდუნება, დაღლილობა, ძილიანობა ან მოუსვენრობა, გულისრევა, ღებინება, შარდვის შეკავება, გულის შეკუმშვათა გახშირება. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს. პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევამდე უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ
ატენტო პლუსის მიღება.
ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის შემთხვევაში აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო სამი თვიდან ორსულობისას მისი მიღება არ შეიძლება, რადგან ამ პერიოდში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს (იხ. პარაგრაფი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ატენტო პლუსის მიღება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატ ატენტო პლუსის და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებები:
• არტერიული წნევის დამწევი სხვა პრეპარატები, რადგან ერთდროულად გამოყენებისას პრეპარატ ატენტო პლუსის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ დოზის კორექცია ან/და სიფრთხილის სხვა ზომების მიღება:
თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორს ან ალისკირენს (ასევე, იხ. ინფორმაცია პარაგრაფებში „პრეპარატი ატენტო პლუსი არ მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:“ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
• ლითიუმს (გამოიყენება გუნება-განწყობის დარღვევების და ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს), პრეპარატ ატენტო პლუსთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება ჰქონდეს უფრო გამოხატული ტოქსიკური მოქმედება. თუ დაგენიშნათ ლითიუმის პრეპარატი, მკურნალმა ექიმმა უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის დონე.
• დილთიაზემი, ვერაპამილი, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევებისას და მომატებული არტერიული წნევის დროს.
• რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტეტრაციკლინები ან სპარფლოქსაცინი, ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს.
• კრაზანა (Hypericum perforatum), მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
• ცისაპრიდი, რომელიც გამოიყენება კუჭსა და ნაწლავში საკვები მასების გადაადგილების დასაჩქარებლად.
• დიფემანილი, რომელიც გამოიყენება შენელებული გულისცემის სამკურნალოდ ან ოფლიანობის შესამცირებლად.
• ჰალოფანტრინი, რომელიც გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ.
• ინტრავენური ვინკამინი, რომელიც გამოიყენება ნერვული სისტემის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
• ამანტადინი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ.
• კალიუმის შემცველი საკვები დანამატები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, „შარდმდენი” საშუალებები (დიურეზულები), ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად და კოლტების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის), აგფ ინჰიბიტორები (არტერიული წნევის დასაქვეითებლად), საფაღარათო საშუალებები, სტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (აკტჰ), კარბენოქსოლონი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუჭისა და პირის ღრუს წყლულების სამკურნალოდ), პენიცილინ G-ს ნატრიუმის მარილი (რომელსაც ასევე ეწოდება ბენზილპენიცილინ-ნატრიუმი, ანტიბიოტიკი), გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა („ასპირინი“) ან სალიცილატები. ამ სამკურნალო საშუალებების და პრეპარატ ატენტო პლუსის კომბინირებისას შესაძლებელია სისხლში კალიუმის დონის შეცვლა.
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს, სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის, შეშუპების და ანთების სხვა სიმპტომების მოსახსნელად, მათ შორის ართრიტის დროს) პრეპარატ ატენტო პლუსთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკი.

პრეპარატ ატენტო პლუსის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს აასს- ის მიღებისას. სალიცილატების მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ტოქსიკური ზემოქმედების გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
• საძილე, სედაციური საშუალებები და ანტიდეპრესანტები, რადგან ამ სამკურნალო საშუალებების პრეპარატ ატენტო პლუსთან ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს არტერიული წნევის მოულოდნელად დაცემას ფეხზე ადგომისას.
• კოლესეველამის ჰიდროქლორიდი, სამკურნალო საშუალება, რომელიც აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ვინაიდან შესაძლებელია პრეპარატ ატენტო პლუსის მოქმედების შესუსტება. მკურნალმა ექიმმა უნდა გირჩიოთ შეწყვიტოთ პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება კოლესეველამის ჰიდროქლორიდის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
• ზოგიერთი ანტაციდი (გამოიყენება მოუნელებლობის ან გულძმარვის დროს), რადგან პრეპარატ ატენტო პლუსის მოქმედება შეიძლება მცირედით შესუსტდეს.
• ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად – მაგალითად, ბაკლოფენი ან ტუბოკურარინი.
• ანტიქოლინერგული საშუალებები – მაგალითად, ატროპინი და ბიპერიდენი.
• კალციუმის შემცველი საკვები დანამატები.
• დანტროლენი (ინფუზია, რომელიც გამოიყენება სხეულის ტემპერატურის მძიმე დარღვევების დროს).
• სიმვასტატინი – პრეპარატი, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ლიპიდების (ტრიგლიცერიდების) დონეს.
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება იმუნური პასუხის საკონტროლოდ (მაგალითად, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი და ციკლოსპორინი) გადანერგვის შემდეგ ორგანოს მოშორების პროფილაქტიკისთვის. აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებები:
• გარკვეული ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ – როგორიცაა თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, ამისულპრიდი, პიმოზიდი, სულტოპრიდი, თიაპრიდი, დროპერიდოლი ან ჰალოპერიდოლი.
• სისხლში შაქრის მომატებული შემცველობის (მაგალითად, დიაზოქსიდი) ან მომატებული არტერიული წნევის (მაგალითად, ბეტა-ბლოკერები, მეთილდოპა) სამკურნალოდ, რადგან პრეპარატი ატენტო პლუსი გავლენას ახდენს ამ სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე.
• გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ – როგორიცაა მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, დოფეტილიდი, იბუტილიდი ან საინექციო ერითრომიცინი.
• აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგალითად, რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი)
• სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი,ამფოტერიცინი).
• გულის დაავადებების სამკურნალოდ – მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, ბეპრიდილი ან სათითურას პრეპარატები.
• ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ – როგორიცაა ამიფოსტინი, ციკლოფოსფამიდი ან მეტოტრექსატი.
• არტერიული წნევის მოსამატებლად და გულის შეკუმშვათა სიხშირის შესანელებლად – მაგალითად, ნორადრენალინი.
• პოდაგრის სამკურნალოდ – მაგალითად, პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი.
• სისხლში ცხიმოვანი მჟავების დონის დასაქვეითებლად – მაგალითად, ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი.
• სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად – მაგალითად, მეტფორმინი ან ინსულინი.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას. პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. თუ იღებთ პრეპარატ ატენტო პლუსს, არ უნდა მიიღოთ გრეიპფრუტის წვენი ან გრეიპფრუტი. იმის გამო, რომ გრეიპფრუტი და გრეიპფრუტის წვენი ხელს უწყობს სისხლში მოქმედი ნივთიერების ამლოდიპინის შემცველობის გაზრდას, ეს შეიძლება იწვევდეს პრეპარატ ატენტო პლუსის მოქმედების არაპროგნოზირებულ გაძლიერებას არტერიული წნევის დაქვეითების თვალსაზრისით.

პრეპარატ ატენტო პლუსით მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ალკოჰოლის მიღებისას, რადგან ეს შეიძლება იწვევდეს გულის წასვლის წინა მდგომარეობას ან თავბრუსხვევას. მსგავსი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღების დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მოხმარებისგან. ხანდაზმული პირები
თუ ხართ 65 წლის ან უფროსი ასაკის პირი, წნევის მკვეთრად დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა პრეპარატის ნებისმიერი დოზით გაზრდის შემთხვევაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს. სავსებით შესაძლებელია, რომ მკურნალი ექიმი მოგიხსნით პრეპარატ ატენტო პლუსს ორსულობის დადგომამდე ან ორსულობის დადგომისთანავე, და პრეპარატ ატენტო პლუსის ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს, ხოლო სამი თვიდან ორსულობისას მისი მიღება არ შეიძლება, რადგან ამ პერიოდში პრეპარატმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს. პრეპარატ ატენტო პლუსით მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ძუძუთი კვება
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. ცნობილია, რომ ამლოდიპინი და ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ქალებისთვის, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ, პრეპარატ ატენტო პლუსის გამოყენება რეკომენდებული არ არის, ხოლო თუ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვება, მკურნალმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი. თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მაღალი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების გამოყენება შეიძლება იწვევდეს ძილიანობას, გულისრევას ან თავბრუსხვევას. ამ შემთხვევაში, სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისაგან. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოცემული სამკურნალო საშუალების აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს
1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პრეპარატი
„პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს“.
3. როგორ გამოიყენება პრეპარატი ატენტო პლუსი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის
რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღების შესახებ ეჭვის არსებობის
შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• პრეპარატ ატენტო პლუსის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღე-
ღამეში.
• მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან
დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხის
(მაგალითად, ჭიქა წყალი) მიყოლებით. ტაბლეტი არ უნდა დაღეჭოთ. ტაბლეტს არ
უნდა მიაყოლოთ გრეიპფრუტის წვენი.
• თუ შესაძლებელია, პრეპარატის სადღეღამისო დოზა მიიღეთ ერთსა და იმავე დროს,
მაგალითად, საუზმის დროს.
თუ მიიღეთ პრეპარატ ატენტო პლუსის საჭიროზე მეტი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია არტერიული წნევის
დაცემა, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა,
აჩქარებული ან შენელებული გულისცემა.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები, ან თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა
პრეპარატის ტაბლეტ(ებ)ი, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სასწრაფო
სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას, თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა და
ეს ჩანართი.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ ის დანიშნული დოზით,
ჩვეულებრივ, მეორე დღეს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის
საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება
მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება მანამ, სანამ მკურნალი
ექიმი არ მოგიხსნით მკურნალობას.
თუ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, კონსულტაციისთვის
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს
გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს
გვერდითი მოქმედება არის მსუბუქი ხარისხის და არ საჭიროებს პრეპარატით
მკურნალობის შეწყვეტას.
მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი მოქმედებები არ გვხვდება ხშირად, ქვემოთ
მითითებული გვერდითი მოქმედება შეიძლება იყოს სერიოზული:
პრეპარატ ატენტო პლუსით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული
რეაქციები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს მთელ სხეულზე და გამოვლინდეს სახის,
პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპებით და თან ახლავს ქავილი და გამონაყარი.
აღნიშნული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ ატენტო პლუსის
მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
შეიძლება განვითარდეს გულის წასვლის წინა მდგომარეობა ან გონების დაკარგვა, რადგან
პრეპარატ ატენტო პლუსს შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის გამოხატული
დაქვეითება ამ რეაქციის განვითარების მიმართ მიდრეკილების მქონე პირებში. ასეთი
რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ ატენტო პლუსის მიღება,
დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი ატენტო პლუსი წარმოადგენს სამი მოქმედი ნივთიერების კომბინაციას. ქვემოთ
წარმოდგენილია ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც დღემდე
აღინიშნებოდა კომბინირებული პრეპარატის ატენტო პლუსის მიღებისას (გარდა ზემოთ
აღნიშნულისა), ასევე, გვერდითი მოქმედების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა ამ
პრეპარატის თითოეული მოქმედი ნივთიერების ცალ-ცალკე ან ერთად გამოყენების
ფონზე.
გამოვლენის სიხშირის მიხედვით ყველა გვერდითი მოქმედება იყოფა: ხშირად, ზოგჯერ,
იშვიათად და ძალიან იშვიათად გამოვლენილ გვერდით მოქმედებებად.
ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი მოქმედება, რომელიც დღემდე აღენიშნა პაციენტებს
რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ატენტო პლუსს:
ეს გვერდითი მოქმედება ჩვეულებრივ მსუბუქად გამოხატულია, და მათი გამოვლენის
შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა აუცილებელი არ არის.
ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტში)
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები; ტკივილი ყელის ან ცხვირის არეში; საშარდე გზების
ინფექციები; თავბრუსხვევა; თავის ტკივილი; გულისცემის შეგრძნება; დაბალი
არტერიული წნევა; გულისრევა; ფაღარათი; შეკრულობა; კრუნჩხვა; შეშუპება სახსრების
არეში; გახშირებული შარდვა; სისუსტე; შეშუპება კოჭების არეში; დაღლილობა;
ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.
ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში)
თავბრუსხვევა ფეხზე წამოდგომისას; ვერტიგო; გახშირებული გულისცემა; გულის
წასვლის წინა მდგომარეობა; სახის კანის გაწითლება და სახეზე წამოხურების და სიცხის
შეგრძნება; ხველა; სიმშრალე პირის ღრუში; კუნთების სისუსტე; ერექციის მიღწევის ან
შენარჩუნების შეუძლებლობა.
ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება თითოეული
კომპონენტის ცალ-ცალკე ან ერთად გამოყენებისას:
პრეპარატ ატენტო პლუსის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოქმედება,
რომელთა შესახებ ცნობები ადრე პრეპარატის მიღებისას არ დაფიქსირებულა.
ძალიან ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
შეშუპება (სითხის შეკავება)
ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
ბრონქიტი, კუჭისა და ნაწლავის ინფექციები, ღებინება, სისხლში შაქრის მომატებული
დონე, შარდში შაქრის არსებობა, ცნობიერების არევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა
(მათ შორის თვალებში გაორება და არამკვეთრი მხედველობა), სურდო ან ცხვირის
გაჭედვა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ტკივილი მუცლის არეში,
გულძმარვა, კუჭის არეში დისკომფორტის შეგრძნება, მუცლის შებერილობა, ტკივილი
სახსრებში ან ძვლებში, ტკივილი ზურგის არეში, ტკივილი ძვლებში, სისხლი შარდში,
გრიპის მსგავსი სიმპტომები, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ტკივილი.
ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც ცნობილია, როგორც
თრომბოციტები, რაც შეიძლება იწვევდეს სილურჯეების განვითარებას ან სისხლდენის
დროის გახანგრძლივებას; ანაფილაქსიური რეაქციები; მადის მნიშვნელოვანი დაქვეითება
(ანორექსია); ცუდი ძილი; გაღიზიანებადობა; ხასიათის ცვალებადობა, მათ შორის
შფოთვის შეგრძნება; მდგომარეობის დათრგუნვა ან დეპრესია; კანკალი, ძილის დარღვევა;
გემოს აღქმის დარღვევა; ცნობიერების დაკარგვა; მგრძნობელობის დაქვეითება; ჩხვლეტის
შეგრძნება; ახლომხედველობის გაღრმავება; ხმაური ყურებში (ტინიტუსი); სტენოკარდია
(ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, ცნობილი, როგორც
სტენოკარდია); არარეგულარული გულისცემა; გამონაყარი; თმის ცვენა; ალერგიული
ხასიათის ანთება კანზე; კანის გაწითლება; მეწამული ლაქები ან ბალთები კანზე მცირე
ზომის სისხლჩაქცევების გამო (პურპურა); კანის ფერის შეცვლა; წითელი ფერის
გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება); მომატებული ოფლიანობა; ქავილი; კანზე
გამონაყარი; კანის რეაქციები სინათლის მიმართ – როგორიცაა, მზის დამწვრობა ან
გამონაყარი; კუნთების ტკივილი; შარდვის გაძნელება; ღამით შარდვის მოთხოვნილება;
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება; სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება; სახის
შეშუპება; ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება; სხეულის მასის გაზრდა ან შემცირება;
ძლიერი დაღლილობა.
იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს)
სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება ან მტკივნეულობა; სისხლის თეთრი უჯრედების
რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს;
ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია);ძვლის ტვინის დაზიანებს;
მოუსვენრობა; ინტერესის დაკარგვის შეგრძნება (აპათია); კრუნჩხვა (კონვულსია); საგნების
დანახვა ყვითელ ფერში; თვალების სიმშრალე; სისხლის კოლტების წარმოქმნა
(თრომბოზი, ემბოლია); ფილტვებში სითხის დაგროვება; პნევმონია; სისხლძარღვების და
კანის კაპილარების ანთება; კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება; კანისა და თვალების გაყვითლება;
ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება; წითელი მგლურას სიმპტომები – როგორიცაა გამონაყარი,
სახსრების ტკივილი და ცივი ხელის მტევნები და თითები; მძიმე ხარისხის რეაქციები
კანის მხრივ, მათ შორის გამოხატული გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, მთელ სხეულზე
კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აქერცვლა და შეშუპების
განვითარება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური
ეპიდერმული ნეკროლიზი), რაც ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშია; მოძრაობის დარღვევა;
თირკმელების მწვავე უკმარისობა; არაინფექციური ხასიათის ანთებითი პროცესები
თირკმელებში; თირკმელების ფუნქციის დარღვევა; ცხელება.
ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 ადამიანს)
კუნთების გამოხატული დაჭიმულობა, ხელის მტევნების ან კოჭების შეშუპება, გულის
შეტევა, კუჭის ანთება, ღრძილების გასქელება, ნაწლავის გაუვალობა, ღვიძლის ანთება,
მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (სუნთქვის მწვავე დარღვევის სინდრომი)
(ნიშნები მოიცავს გამოხატულ ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და ცნობიერების არევას).
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
მხედველობის გაუარესება ან თვალების ტკივილი (თვალის სისხლძარღვოვან გარსში
სითხის დაგროვების (ქორიოიდული ექსუდატი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი
გლაუკომის შესაძლო ნიშნები).
კანკალი, დაძაბული პოზა, ნიღაბის მსგავსი სახე, მოძრაობის შენელება და არამყარი
ნაბიჯები.
კანისა და ტუჩების კიბო (კანის არამელანომური კიბო).
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან
ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის
მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის
გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით.
გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება
მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის
შეგროვებაში.
5. პრეპარატ ატენტო პლუსის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც
მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე, ფლაკონსა და ბლისტერზე წარწერა „ვარგისიას“
შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო
დღეს.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო
ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით
მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ ატენტო პლუსის შემადგენლობა
− მოცემული პრეპარატის მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენს ოლმესარტანის
მედოქსომილი, ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის სახით) და
ჰიდროქლოროთიაზიდი.
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ოლმესარტანის
მედოქსომილს, 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით) და 12.5 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდს.
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ოლმესარტანის
მედოქსომილს, 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბესილატის სახით) და 12.5 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდს.
− სხვა კომპონენტები:
ტაბლეტის ბირთვი: სიმინდის სახამებელი პრეჟელატინიზებული, სილიფიცირებული
მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის
სტეარატი.
აპკიანი გარსი: პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი 3350, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი
(E171), რკინის (III) ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის (III) წითელი ოქსიდი (E172)
(პრეპარატებისთვის 20 მგ/5 მგ/12,5 მგ, 40 მგ/10 მგ/12.5 მგ), რკინის (II, III) შავი ოქსიდი
(E°172) (პრეპარატის 20 მგ/5მგ/12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებში)
პრეპარატ ატენტო პლუსის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი ატენტო პლუსი 20 მგ/5 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
წარმოადგენს ღია-ნარინჯისფერ მრგვალ ტაბლეტებს დიამეტრით 8 მმ, გრავირებით „C51”
ერთ მხარეს.
პრეპარატი ატენტო პლუსი 40 მგ/10 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
წარმოადგენს მონაცრისფრო-წითელი ფერის მრგვალ ტაბლეტებს დიამეტრით 9,5 მმ,
გრავირებით “C55” ერთ მხარეს.
პრეპარატი ატენტო პლუსი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამოდის
ლამინირებული პოლიამიდის/ალუმინის/პოლივინილქლორიდის/ალუმინის
ბლისტერებში 14, 28, 30, 56, 84, 90, 98 და 10x28, 10x30 აპკიანი გარსით დაფარული
ტაბლეტით.
შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა.
დე ლა გარეს გამზირი 1,
1611 ლუქსემბურგი,
ლუქსემბურგი
მწარმოებელი
ბერლინ-ჰემი აგ
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2022 წლის იანვარი

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (145 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-10-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2026-10-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-10-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-11-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-10-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-10-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2026-10-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-10-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-10-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-10-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-10-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-10-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-10-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-10-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-10-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-10-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-10-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-10-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-10-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-10-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-10-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-10-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-10-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-10-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-10-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2026-10-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-03-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-10-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-10-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-10-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-10-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-10-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-10-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-10-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-10-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-10-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-10-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-10-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2026-10-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2026-10-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2026-10-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2026-10-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2026-10-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-10-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2026-10-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2026-10-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-10-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2026-10-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2026-10-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-10-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-03-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-10-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2026-10-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2026-10-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-10-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2026-10-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2026-10-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2026-10-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2026-10-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2026-10-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2026-10-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2026-10-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2026-10-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2026-10-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2026-10-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2026-10-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2026-03-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2026-10-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2032-07-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2026-10-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2026-10-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2026-10-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2026-10-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2026-10-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2026-10-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2026-10-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2026-10-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2026-10-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2026-10-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2026-10-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2026-10-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2026-10-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2026-03-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2026-10-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-10-01

რეგიონი (198 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2026-10-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2026-10-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2026-10-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2026-10-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2026-10-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2026-10-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2026-10-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2026-10-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2026-10-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2026-10-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2026-10-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2026-10-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2026-10-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2026-10-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2026-10-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2026-10-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2026-10-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2026-10-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2026-10-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2026-10-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2026-10-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2026-10-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-10-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2026-10-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2026-03-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2026-10-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2026-10-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2026-10-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2026-10-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2026-10-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-10-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2026-10-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2026-10-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2026-10-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2026-10-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2026-10-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2026-10-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2026-10-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2026-10-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2026-10-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2026-10-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2026-03-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2026-10-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2026-10-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2026-10-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2026-10-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2026-10-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2026-10-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2026-10-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2026-10-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2026-10-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2026-10-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-10-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2026-10-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2026-10-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2026-10-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-10-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2026-10-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2026-10-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2026-10-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2026-10-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2026-10-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2026-10-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2026-10-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2026-10-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-10-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2026-10-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2026-10-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2026-10-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2026-10-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2026-10-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2026-10-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-10-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2026-10-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2026-10-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2026-10-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2026-10-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2026-10-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2026-03-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2026-10-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2026-10-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2026-03-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2026-10-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2026-10-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2026-10-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2026-10-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2026-10-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2026-10-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2026-10-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2026-10-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2026-10-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2026-10-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2026-10-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2026-10-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2026-10-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2032-07-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2026-10-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2026-10-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2026-10-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2026-10-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2026-10-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2026-10-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2026-10-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-10-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-11-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2026-03-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2026-10-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2026-10-01