ოპტინოლი 0.4% 10მლ დამატ.თვ/წვ

ოპტინოლი 0.4% 10მლ დამატ.თვ/წვ

35.90 ლარი 32.30 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები
ქვეყანა: ხორვატია
მწარმოებელი: იადრანი გალენსკი ხორვატია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ჰიალურონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 97623
გააზიარე:

ოპტინოლი ღრმა დატენიანება წვეთები თვალის 0.4% 10 მლ ფლაკონი

შემადგენლობა :

ერთი მლ შეიცავს:

  • · ჰიალურონის მჟავა ნატრიუმის ჰიალურონატის სახით – 4,028 მგ
  • · ნატრიუმის ქლორიდი - 8,358 მგ
  • · ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 0,705 მგ
  • · დინატრიუმის ფოსფატი უწყლო - 1,108 მგ
  • · გამოხდილი წყალი - 1 მლ-მდე

გამოყენების ჩვენებები :

დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ღრმა დატენიანება გამოიყენება თვალების ინტენსიური და ხანგრძლივი დატენიანებისთვის შემდეგი მდგომარეობების დროს:
„მშრალი თვალის“ სინდრომი (დისკომფორტი, სიმშრალე, უცხო სხეულის შეგრძნება („ქვიშა თვალებში“), წვა, გაღიზიანება);
სხვადასხვა ტიპის კონტაქტური ლინზების ტარება - დისკომფორტის მოსახსნელად;
თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პეროდი ან რქოვანა გარსის დაზიანება და ტრავმები;

გამოყენების წესი :

გადაწიეთ თავი უკან და ფრთხილად ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში. წვეთების თანაბრად გადასანაწილებლად თვალის ზედაპირზე დაახამხამეთ თვალები რამდენჯერმე.
საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია დღეში რამდენჯერმე.

  • · მოხსენით დამცავი ხუფი ფლაკონს. ხელით არ შეეხოთ საწვეთურის ღია ბოლოს.
  • · მოათავსეთ საჩვენებელი და შუა თითები ფლაკონის ფსკერზე, ხოლო დიდი თითი ფლაკონის ზედა ნაწილზე არსებულ მრგვალ ფირფიტაზე.
  • · პირველი გამოყენების წინ გადმოატრიალეთ ფლაკონი წვერით ქვემოთ და 2-3-ჯერ დააჭირეთ დიდი თითი ფირფიტას პირველი წვეთის გამოჩენამდე.
  • · გადაწიეთ თავი უკან. თავისუფალი ხელის საჩვენებელი თითით ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და აიხედეთ ზემოთ. ფლაკონი შეძლებისდაგვარად ვერტიკალურად დაიჭირეთ.
  • · პრეპარატის ერთხელ ჩასაწვეთებლად დააჭირეთ ფირფიტას თითი. სპეციალურად შექმნილი მექანიზმის წყალობით, ყოველი ზეწოლის დროს გამოიყოფა ზუსტად 1 წვეთი. დახუჭეთ თვალი და ნელა ამოძრავეთ თვალის კაკალი ყველა მიმართულებით ხსნარის თანაბრად გადასანაწილებლად რქოვანა გარსის ზედაპირზე.
  • · გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალზე.

! ფლაკონის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ შეახოთ მისი წვერი თვალს ან ლინზებს და არ შეეხოთ მას ხელით.
! ყოველი გამოყენების შემდეგ შეამშრალეთ საწვეთურის წვერი და დააფარეთ ხუფი.

შენახვის პირობები :

ინახება 10°C-დან 30°C ტემპერატურის, 45 – 80% ტენიანობისა და 84 – 106,7 კპა წნევის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.