დექსამეტაზონი-პაბი 8მგ #20ტ

დექსამეტაზონი-პაბი 8მგ #20ტ

49.49 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: ადამეტ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსამეტაზონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 97586
გააზიარე:

დექსამეტაზონი-პაბი ტაბლეტები

1. პაბი-დექსამეაზონდა მისი გამოყენება

პაბი-დექსამეტაზონი სინთეზური გლუკოკორტიკოიდია. გლუკოკორტიკოიდი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული ეფექტი, და ასევე თრგუნავს იმუნურ სისტემას.

პაბი-დექსამეტაზონი რეკომენდებულია რევმატული და აუტოიმუნური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, არასრულწლოვანთა იდიოპათიური ართრიტი, კვანძოვანი პოლიარტერიტი (polyarteritis nodosa)), სასუნთქი გზების (მაგ. ბრონქული ასთმა, კრუპი), კანის (მაგ. ერითროდერმა, ვულგარული პემფიგუსი (pemphigus vulgaris)), ტუბერკულოზური მენინგიტის სამკურნალოდ მხოლოდ ანტიინფექციურ თერაპიასთან ერთად, სისხლის დაავადებების (მაგ. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში), ცერებრალური შეშუპების, სიმპტომატური მრავლობითი მიელომის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადება და არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ. სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში,  ნეოპლასტური დაავადებების პალიატიური მკურნალობისთვის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა,ოპერაციის შემდეგომი ღებინების მკურნალობა და პრევენცია, ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში.

2. პაბი-დექსამეაზონის მიღებამდე საჭირო ინფორმაცია

პაბი-დექსამეაზონიარ გამოიყენება:

• თუ ალერგიული ხართ დექსამეტაზონზე ან ამ პრეპარატის შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე (ჩამოთვლილია პუნქტში 6);

• თუ გაქვთ ინფექცია, რომელიც ზემოქმედებს მთელ  ორგანიზმზე (თუ არ იტარებთ მკურნალობას);

• თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;

• თუ აპირებთ აცრას ცოცხალი ვაქცინებით.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს პაბი-დექსამეტაზონის მიღებამდე:

• თუ ოდესმე გქონიათ მძიმე დეპრესია ან მანიაკალური დეპრესია (ბიპოლარული აშლილობა). ეს მოიცავს სტეროიდული მედიკამენტების, როგორიცაა დექსამეტაზონი, მიღებამდე ან მიღების დროს არსებულ დეპრესიას;

• თუ რომელიმე თქვენს ახლო ოჯახის წევრს ჰქონდა ეს დაავადებები;

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება აღინიშნოს ისეთი სტეროიდების მიღებისას, როგორიცა არის პაბი-დექსამეტაზონი.

ეს დაავადებები შეიძლება იყოს სერიოზული. ჩვეულებრივ, ისინი იწყება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში. ამ მდგომარეობების განვითარება უფრო სავარაუდოა, მაღალი დოზების გამოყენებისას.

პრობლემების უმეტესობა ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის შეწყვეტის შემთხვევაში. თუმცა, თუ პრობლემები წარმოიქმნება, შეიძლება საჭირო გახდეს მათი მკურნალობა.

გაესაუბრეთ ექიმს, თუ თქვენ (ან ვინმე, ვინც ამ პრეპარატს იღებს) გაქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რაიმე ნიშანი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დეპრესიაში ხართ, ან შესაძლოა თვითმკვლელობაზე ფიქრობთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიქმნება დოზის შემცირების ან შეწყვეტისას.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე, თუ:

• გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა),

• გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა),

• გაქვთ მაღალი წნევა, გულის დაავადება ან ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა (ცნობილია მიოკარდიუმის გასკდომის შესახებ),

• გაქვთ დიაბეტი ან ანამნეზში გაქვთ დიაბეტი ოჯახის წევრების,

• გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლების გათხელება), განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში ქალები,

• წარსულში ამ ან სხვა სტეროიდების მიღებისას გქონდათ კუნთების სისუსტე,

• გაქვთ გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება) ან გაქვთ გლაუკომა, კატარაქტა ოჯახურ ანამნეზში (თვალში ირისის დაბინდვა, რაც იწვევს მხედველობის დაქვეითებას),

• გაქვთ მიასთენია გრავისი (მდგომარეობა, რომელიც იწვევს  კუნთების სისუსტეს),

• გაქვთ ნაწლავური დარღვევა ან კუჭის (პეპტიური) წყლული,

• გაქვთ ფსიქიატრიული პრობლემები ან გქონდათ ფსიქიატრიული დაავადება, რომელიც გაუარესდა ამ ტიპის მედიკამენტების გამო,

• გაქვთ ეპილეფსია (მდგომარეობა განმეორებითი შეტევებით ან კრუნჩხვებით),

• გაქვთ შაკიკი,

• გაქვთ ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვალი,

• გაქვთ პარაზიტული ინფექცია,

• გაქვთ ტუბერკულოზი, სეპტიცემია ან სოკოვანი ინფექცია თვალში,

• გაქვთ ცერებრალური მალარია,

• გაქვთ ჰერპესი (ცივი წყლულები ან გენიტალური ჰერპესი და თვალის მარტივი ჰერპესი რქოვანას შესაძლო პერფორაციის გამო),

• გაქვთ ასთმა,

• მკურნალობთ სისხლის კოლტების გამო დახშულ სისხლძარღვებს  (თრომბოემბოლია),

• გაქვთ რქოვანას წყლულები და რქოვანას დაზიანებები.

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარი. ეს შეიძლება გახდეს მიზეზი ინფექციებისა, გამოწვეული იმ ბატერიების მიერ, რომელებიც ნორმალურ პირობებში იშვიათად იწვევს ინფექციას (ე.წ. ოპორტუნისტული ინფექციები). თუ ამ მედიკამენტით მკურნალობისას რაიმე სახის ინფექცია განვითარდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ შეამჩნევთ პნევმონიის ნიშნებს: ხველა, ცხელება, ქოშინი და გულმკერდის ტკივილი. ასევე შეიძლება იგრძნოთ გონების არევა, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ასაკის.  ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გქონდათ ტუბერკულოზი ან იმყოფებოდით რეგიონებში, სადაც გავრცელებულია მრგვალი ჭიებით ინფექციები.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მედიკამენტის მიღებისას მოერიდოთ კონტაქტს ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც აქვს ჩუტყვავილა, წითურა ან წითელა. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდათ კონტაქტი რომელიმე ამ დაავადების მქონე პირთან, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის. ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ოდესმე გქონიათ ინფექციური დაავადებები, როგორიცაა წითელა ან ჩუტყვავილა და ჩატარებული გაქვთ რაიმე სახის ვაქცინაცია.

უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ სიმსივნური ლიზისის სინდრომის რაიმე სიმპტომი, როგორიცაა კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, გონების არევა,  მხედველობის დაკარგვა ან დარღვევები და ქოშინი, თუ გაქვთ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნე.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.

ამ მედიკამენტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, თვალის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის დაბინდვას ან დარღვევას. ეს ჩვეულებრივ ხდება ერთ-ერთ თვალში.

ამ მედიკამენტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მყესების ანთება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მყესები შეიძლება გაწყდეს. ეს რისკი იზრდება გარკვეული ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობისას და თირკმელების პრობლემებისას. მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ტკივილს, სახსრების ან მყესების გაშეშებას ან შეშუპებას.

პაბი-დექსამეტაზონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა სახელწოდებით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა. ამის გამო შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ეფექტურობის ცვლილება სტრესისა და ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, მშობიარობის ან ავადმყოფობის შემდეგ და ორგანიზმმა შეიძლება ვერ შეძლოს ჩვეული რეაგირება მძიმე სტრესზე, როგორიცაა უბედური შემთხვევები, ოპერაცია, მშობიარობა ან ავადმყოფობა.

თუ მოხდა უბედური შემთხვევა, ხართ ავად, გაქვთ სხვა სპეციფიური ფიზიკური სტრესული მდგომარეობები, ან გჭირდებათ რაიმე ოპერაცია (თუნდაც სტომატოლოგიური), ან გჭირდებათ ვაქცინაცია (განსაკუთრებით ცოცხალი ვირუსის ვაქცინებით) პაბი-დექსამეტაზონის მიღების დროს ან მიღების დასრულების შემდეგ,  აცნობეთ თქვენს მკურნალ პირს, რომ იღებთ ან იღებდით სტეროიდებს.

თუ იტარებთ სუპრესიულ ტესტებს (ტესტი ორგანიზმში ჰორმონის რაოდენობაზე), კანის ტესტს  ალერგიაზე ან ტესტს ბაქტერიულ ინფექციაზე, უნდა აცნობოთ ტესტის ჩამტარებელ პირს, რომ იღებთ დექსამეტაზონს, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს შედეგებს.

ექიმმა შეიძლება ასევე შეამციროს მარილის რაოდენობა პაციენტის კვების რაციონში და დანიშნოს კალიუმის დანამატი ამ მედიკამენტის მიღების დროს.

თუ ხართ ხანდაზმული,  ამ პრეპარატის ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს უფრო სერიოზული, განსაკუთრებით ძვლების გათხელება (ოსტეოპოროზი), მაღალი არტერიული წნევა, კალიუმის დაბალი დონე, დიაბეტი, ინფექციებისადმი მიდრეკილება და კანის გათხელება. ექიმი უფრო ყურადღებით უნდა აკონტროლებდეს პაციენტის მდგომარეობას.

ბავშვები და მოზარდები

თუ ამ პრეპარატს იღებს ბავშვი, მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა აკონტროლოს მისი ზრდა და განვითარება ხშირი ინტერვალებით. პაბი-დექსამეტაზონი არ უნდა იქნას გამოყენებული რუტინულად რესპირატორული პრობლემების მქონე დღენაკლულ ახალშობილებში.

სხვა მედიკამენტები და პაბი-დექსამეტაზონი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინიღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები:

• ანტიკოაგულანტები, რომლებიც ათხელებს სისხლს (მაგ. ვარფარინი);

• აცეტილსალიცილის მჟავა ან მსგავსი პრეპარატები (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები) მაგ. ინდომეტაცინი;

• დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები;

• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები;

• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;

• დიურეტიკები;

• ამფოტერიცინი B ინექცია;

• ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი);

• რიფაბუტინი, რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);

• ანტაციდები - განსაკუთრებით მაგნიუმის ტრისილიკატის შემცველი;

• ბარბიტურატები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ჩაძინების გასაადვილებლად და შფოთვის მოსახსნელად);

• ამინოგლუტეთიმიდი (სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა);

• კარბენოქსოლონი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);

• ეფედრინი (ნაზალური დეკონგესტანტი);

• აცეტაზოლამიდი (გამოიყენება გლაუკომისა და ეპილეფსიის დროს);

• ჰიდროკორტიზონი, კორტიზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები;

• კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების დროს);

• რიტონავირი (შიდსისთვის);

• ანტიბაქტერიული საშუალებები ერითრომიცინის, ფტორქინოლონების ჩათვლით;

• მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს კუნთების მოძრაობას მიასთენია გრავისის დროს (მაგ. ნეოსტიგმინი);

• ქოლესტირამინი (ქოლესტერინის მაღალი დონეებისთვის);

• ესტროგენული ჰორმონები ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ჩათვლით;

• ტეტრაკოსაქტიდი, რომელიც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციურ ტესტში;

• სულტოპრიდი, რომელიც გამოიყენება ემოციების დასამშვიდებლად;

• ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ უკუგდების თავიდან ასაცილებლად;

• ტალიდომიდი, რომელიც გამოიყენება მაგალითად, მრავლობითი მიელომისთვის;

• პრაზიკვანტელი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ჭიებით ინფექციების დროს;

• ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით;

• ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი  და მეფლოქინი (მალარიისთვის);

• სომატოტროპინი;

• პროტირელინი.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს. სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაზარდო, თუ დექსამეტაზონს იღებთ ამ მედიკამენტებთან ერთად:

• ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს პაბი-დექსამეტაზონის ეფექტი და ექიმმა შეიძლება მოისურვოს მდგომარეობის მონიტორინგი ყურადღებით, თუ იღებთ ამ მედიკამენტებს (მათ შორისა აივ-ის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი: რიტონავირი, კობიცისტატი);

• აცეტილსალიცილის მჟავა ან მსგავსი პრეპარატი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები) მაგ. ინდომეტაცინი;

• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;

• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;

• დიურეტიკები;

• ამფოტერიცინი B ინექცია;

• აცეტაზოლამიდი (გამოიყენება გლაუკომისა და ეპილეფსიის დროს);

• ტეტრაკოსაქტიდი, რომელიც გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციურ ტესტში;

• კარბენოქსოლონი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);

• ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი და მეფლოქინი (მალარიისთვის);

• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ;

• ტალიდომიდი, რომელიც გამოიყენება მაგალითად, მრავლობითი მიელომისთვის;

• ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით;

• მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს კუნთების მოძრაობას მიასთენია გრავის დროს (მაგ. ნეოსტიგმინი);

• ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის ფტორქინოლონები.

პაბი-დექსამეტაზონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა წაიკითხოთ პაბი-დექსამეტაზონთან კომბინაციაში მიღებული ყველა სამკურნალო პროდუქტის ინსტრუქციები ამ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის. როდესაც გამოიყენება ტალიდომიდი, ლენალიდომიდი ან პომალიდომიდი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ორსულობის ტესტირებას და პრევენციის მოთხოვნებს.

პაბი-დექსამეტაზონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

დექსამეტაზონი მიიღება საკვებთან ერთად ან მის შემდეგ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების შესამცირებლად. თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველი სასმელების მიღება. რეკომენდებულია მცირე ულუფებით ხშირი კვება და შესაძლოა ანტაციდების მიღება, ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაბი-დექსამეტაზონი უნდა დაინიშნოს ორსულობის დროს და განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება რისკს დედისთვის და ბავშვისთვის.

თუ პროდუქტის გამოყენებისას დაორსულდებით, არ შეწყვიტოთ პაბი-დექსამეტაზონის გამოყენება, მაგრამ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომ ორსულად ხართ.

კორტიკოსტეროიდები შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის ან დექსამეტაზონით თერაპიის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ მიღებული უნდა იქნას ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და ქალისთვის დექსამეტაზონით თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.

ავტომობილების და მექანიზმების მართვა

არ მართოთ ავტომობილი, არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები და არ შეასრულოთ რაიმე სახიფათო საქმიანობა თუ გაქვთ გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გონების არევა, ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, გონების დაკარგვა ან მხედველობის დაბინდვა.

პაბი-დექსამეტაზონი შეიცავს ლაქტოზას

თითოეული 4 მგ ტაბლეტი შეიცავს 74 მგ ლაქტოზას (37 მგ გლუკოზა და 37 მგ გალაქტოზა).

თითოეული 8 მგ ტაბლეტი შეიცავს 148 მგ ლაქტოზას (74 მგ გლუკოზა და 74 მგ გალაქტოზა).

ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ დოზაზე, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს".

3. პაბი-დექსამეაზონის მიღების წესი

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაბი-დექსამეტაზონი არის 4 მგ, 8 მგ და 20 მგ ტაბლეტების სახით. 20 მგ ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად, დამატებითი 10მგ დოზის უზრუნველსაყოფად ან ყლაპვის გასაადვილებლად.

დექსამეტაზონი მიიღება ჩვეულებრივ დოზებში 0,5-დან 10 მგ-მდე დღეში, დაავადების მიხედვით. დაავადების უფრო მძიმე მდგომარეობებისას, შეიძლება საჭირო გახდეს 10 მგ-ზე მეტი დოზა დღეში. დოზის ტიტრირება უნდა განხორციელდეს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. გვერდითი ეფექტების შესამცირებლად, გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.

განსხვავებული დანიშნულების არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება შემდეგი დოზირების რეკომენდაციები:

ქვემოთ ჩამოთვლილი დოზირების რეკომენდაციები მოცემულია მხოლოდ სახელმძღვანელოდ. საწყისი და დღიური დოზები ყოველთვის უნდა განისაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის საფუძველზე.

- ცერებრალური შეშუპება: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და დაავადების სიმძიმეზე, 6-16 მგ (24 მგ-მდე)/დღეში პერორალურად, დაყოფილი 3-4 ინდივიდუალურ დოზად.

- მწვავე ასთმა: მოზრდილები: 16 მგ/დღეში ორი დღის განმავლობაში. ბავშვები: 0.6 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით, ერთი ან ორი დღის განმავლობაში.

- კრუპი: ბავშვები: 0,15მგ/კგ-0,6მგ/კგ ერთჯერადი დოზის სახით.

- კანის მწვავე დაავადებები: დაავადების ხასიათისა და გავრცელების მიხედვით, 8-40 მგ სადღეღამისო დოზები, ზოგიერთ შემთხვევაში 100 მგ-მდე, რასაც კლინიკური საჭიროების მიხედვით უნდა მოჰყვეს ქვემოთ ტიტრირება.

- რევმატიული სისტემის დარღვევების აქტიური ფაზა: სისტემური წითელი მგლურა 6-16 მგ/დღეში.

- აქტიური რევმატოიდული ართრიტი მძიმედ პროგრესირებადი ფორმებით: სწრაფი დესტრუქციული ფორმებისას 12-16 მგ/დღეში, ექსტრა-არტიკულარული გამოვლინებით 6-12 მგ/დღეში.

- იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა: 40 მგ 4 დღის განმავლობაში ციკლურად.

- ტუბერკულოზური მენინგიტი: II ან III ხარისხის დაავადების მქონე პაციენტები იღებდნენ ინტრავენურ მკურნალობას ოთხი კვირის განმავლობაში (0.4 მგ კგ-ზე დღეში პირველ კვირას, 0.3 მგ კილოგრამზე დღეში მე-2 კვირას, 0.2 მგ კილოგრამზე დღეში მე-3 კვირას და 0.1 მგ კილოგრამზე დღეში მე-4 კვირას) და შემდეგ მკურნალობას აგრძელებდნენ პერორალურად ოთხი კვირის განმავლობაში, დაწყებული 4 მგ-ით დღეში და 1 მგ-ით შემცირებით ყოველ შემდეგ კვირაში. I ხარისხის დაავადების მქონე პაციენტებმა მიიღეს ორკვირიანი ინტრავენური თერაპია (0.3 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში ერთი კვირის განმავლობაში და 0.2 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში მე-2 კვირის განმავლობაში) და შემდეგ ოთხკვირიანი პერორალური თერაპია (0.1 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში მკურნალობის მესამე კვირას, შემდეგ 3 მგ დღეში, ყოველ მომდევნო კვირაში 1 მგ-ით შემცირებით).

- სიმსივნური დაავადებების პალიატიური მკურნალობა: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა გამომწვევისა და სიმძიმის მიხედვით, 3-20 მგ/დღეში. ძალიან მაღალი დოზები 96 მგ-მდე ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პალიატიური მკურნალობისთვის. ოპტიმალური დოზირებისა და რაოდენობის ან ტაბლეტების შემცირებისთვის გამოიყენეთ მცირე დოზის სიძლიერის კომბინაცია (4 და 8 მგ) და უფრო მაღალი დოზის სიძლიერე (20 მგ).

- ციტოსტატიკებით გამოწვეული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ემეტოგენური ქიმიოთერაპია ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში: 8-20 მგ დექსამეტაზონი ქიმიოთერაპიულ მკურნალობამდე, შემდეგ 4-16 მგ/დღეში მე-2 და მე-3 დღეს.

- პოსტოპერაციული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში: ერთჯერადი დოზა 8 მგ ოპერაციამდე.

- სიმპტომატური მრავლობითი მიელომის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების და არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში: ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში.

იმ დოზებისთვის, რომლის მიღწევაც შეუძლებელია ამ სიძლიერით, ბაზარზე ხელმისაწვდომია სხვა სამკურნალო საშუალებები.

დოზა და მიღების სიხშირე ცვალებადია თერაპიული პროტოკოლისა და ასოცირებული მკურნალობა(ებ)ის მიხედვით. დექსამეტაზონის შეყვანისას დაცული უნდა იყოს დექსამეტაზონის შეყვანის შესახებ ინსტრუქციები, რაც აღწერილია ასოცირებული მკურნალობის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებაში. თუ ეს არ არსებობს, დაცული უნდა იყოს მკურნალობის ადგილობრივი ან საერთაშორისო პროტოკოლები და გაიდლაინები. მკურნალმა ექიმებმა გულდასმით უნდა შეაფასონ გამოსაყენებელი დექსამეტაზონის დოზა, პაციენტის მდგომარეობისა და დაავადების სტატუსის გათვალისწინებით.

გრძელვადიანიმკურნალობა

საწყისი თერაპიის შემდეგ, ზოგიერთი მდგომარეობის გრძელვადიანი მკურნალობისას, გლუკოკორტიკოიდული მკურნალობა უნდა შეიცვალოს დექსამეტაზონიდან პრედნიზონზე/პრედნიზოლონზე გადასვლით, რათა შემცირდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

თუ ბავშვი იღებს ამ მედიკამენტს, მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა აკონტროლოს მისი ზრდა და განვითარება ხშირი ინტერვალებით.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ პაბი-დექსამეაზონს

თუ მიიღებთ ძალიან პრეპარატს რეკომენდებულზე დიდი დოზით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ პაბი-დექსამეაზონის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და მნიშვნელოვნად მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ პაბი-დექსამეტაზონის მიღებას

თუ მკურნალობა უნდა შეწყდეს, მიჰყევით ექიმის რჩევას. მან შეიძლება გირჩიოთ, მისაღები პრეპარატის რაოდენობის თანდათან შეამცირება, სანამ საერთოდ არ შეწყვეტთ მის მიღებას. სიმპტომები, რომლებიც დაფიქსირდა მკურნალობის ძალიან სწრაფად შეწყვეტისას, მოიცავდა დაბალ წნევას და ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადების რეციდივს, რომლისთვისაც ტარდებოდა მკურნალობა.

შეიძლება ასევე განვითარდეს „მოხსნის სინდრომი“, რომელიც მოიცავს ცხელებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ცხვირის ლორწოვანის ანთებას (რინიტი), წონის დაკლებას, კანის ქავილს და თვალის ანთებას (კონიუნქტივიტი). თუ მკურნალობას ძალიან მალე შეწყვეტთ და განვითარდება რამდენიმე ხსენებული სიმპტომი, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ისინი შეიძლება განვითარდეს ყოველი 100 ადამიანიდან 5-ში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, როგორიცაა დექსამეტაზონი. ეს პრობლემები მოიცავს:

• დეპრესიას, თვითმკვლელობაზე ფიქრის ჩათვლით,

• აჟიტირების განცდა (მანია) ან განწყობის ცვლილებები,

• შფოთვის შეგრძნება, ძილის პრობლემები, ფიქრის გაძნელება ან გონების არევა და მეხსიერების დაკარგვა,

• არარსებულის შეგრძნება, დანახვა ან მოსმენა. უცნაური და საშიში აზრების ქონა, ქცევის შეცვლა ან მარტო ყოფნის შეგრძნობა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ:

• მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთების ძლიერი სისუსტე და დაღლილობა, ძალიან დაბალი არტერიული წნევა, წონის დაკლება და ცხელება, რადგან ეს შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები;

• მუცლის უეცარი ტკივილი, მგრძნობელობა, გულისრევა, ღებინება, ცხელება და სისხლი განავალში, რადგან ეს შეიძლება იყოს ნაწლავის გახეთქვის ნიშნები, განსაკუთრებით თუ გაქვთ ან გქონდათ ნაწლავური დაავადება.

ამ პრეპარატმა შეიძლება გააუარესოს არსებული გულის პრობლემა. თუ გაწუხებთ ქოშინი ან კოჭის შეშუპება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

სხვა გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს (სიხშირე უცნობია):

• ინფექციების, მათ შორის ვირუსული და სოკოვანი ინფექციების განვითარება, მაგალითად, სტომატიტი; ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების რეციდივი, მაგალითად, თვალის ინფექციების, თუ უკვე გქონიათ;

• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა, კოაგულაციის დარღვევა;

• ალერგიული რეაქცია მედიკამენტზე, მათ შორის სერიოზული, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ალერგიული რეაქცია (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის და ყელის ან ენის შეშუპების სახით და მძიმე შემთხვევებში სუნთქვის გაძნელების ან თავბრუსხვევის სახით);

• ორგანიზმის მიერ ჰორმონების რეგულირების დარღვევა, სხეულის შეშუპება და წონის მომატება, „სავსე მთვარის“ სახე (კუშინგოიდური მდგომარეობა), ენდოკრინული სისტემის ეფექტურობის ცვლილება სტრესისა და ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, მშობიარობის ან ავადმყოფობის შემდეგ, შესაძლოა ორგანიზმმა ვერ შეძლოს რეაგირება ჩვეული გზით მძიმე სტრესზე, როგორიცაა უბედური შემთხვევები, ოპერაცია, მშობიარობა ან ავადმყოფობა; ზრდის შეფერხება ბავშვებში და მოზარდებში, მენსტრუალური ციკლის (პერიოდების) არარეგულარულობა და არარსებობა, ჭარბი თმის განვითარება სხეულზე (განსაკუთრებით ქალებში);

• წონის მომატება, ცილებისა და კალციუმის ბალანსის დაკარგვა, მადის მომატება, მარილოვანი დისბალანსი, ორგანიზმში წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რიტმის დარღვევა, დიაბეტური მედიკამენტების საჭიროების გაზრდა, დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია);

• განწყობის უკიდურესი ცვალებადობა, შიზოფრენია (ფსიქიკური აშლილობა) შეიძლება გაუარესდეს, დეპრესია, ძილის უუნარობა;

• მძიმე უჩვეულო თავის ტკივილი მხედველობის დარღვევებით, რაც დაკავშირებულია მკურნალობის შეწყვეტასთან, კრუნჩხვები და ეპილეფსიის გაუარესება, თავბრუსხვევა;

• თვალის წნევის მომატება, პაპილოედემა, თვალის გარსების გათხელება, თვალის ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების მომატება, რქოვანას წყლულებთან დაკავშირებული სიმპტომების გაუარესება,  თვალის არსებული ინფექციების გაუარესება, თვალის კაკლების პროტრუზია, კატარაქტა, მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა, ბუნდოვანი მხედველობა;

• გულის შეგუბებითი უკმარისობა მგრძნობიარე ადამიანებში, გულის კუნთის რღვევა ცოტა ხნის წინ გადატანილი ინფარქტის შემდეგ, გულის დეკომპენსაცია;

• მაღალი არტერიული წნევა, სისხლის შედედება: თრომბის წარმოქმნა, რამაც შეიძლება დაბლოკოს სისხლძარღვები, მაგალითად, ფეხებში ან ფილტვებში (თრომბოემბოლიური გართულებები);

• სლოკინი;

• გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი კუჭში და მუცლის შეშუპება, ანთება და წყლულები საყლაპავში, პეპტიური წყლულები, რომლებიც შეიძლება გასკდეს და განვითარდეს სისხლდენა, პანკრეასის ანთება (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ზურგში და მუცლის არეში ტკივილის სახით), მეტეორიზმი, საყლაპავის კანდიდოზი;

• გათხელებული ნაზი კანი, უჩვეულო ნიშნები კანზე, სისხლჩაქცევები, კანის სიწითლე და ანთება, სტრიები, შესამჩნევი შეშუპება, კაპილარები, აკნე, მომატებული ოფლიანობა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, თმის შეთხელება, უჩვეულო ცხიმოვანი დეპოზიტები, თმის ჭარბი ზრდა, ორგანიზმში წყლის შეკავება, პიგმენტური დარღვევები, დასუსტებული კაპილარები, რომლებიც ადვილად სკდება, აღინიშნება კანის ქვეშ სისხლდენა (კაპილარების სიმყიფის გაზრდა), კანის გაღიზიანება პირის გარშემო (პერიორალური დერმატიტი);

• ძვლის გათხელება მოტეხილობების (ოსტეოპოროზის), ძვლის ნეკროზის, ტენდინიტის, მყესების რღვევის, კუნთების განლევის, მიოპათიის, კუნთების სისუსტის, ძვლის ზრდის ადრეული შეჩერების გაზრდილი რისკით (ეპიფიზის ნაადრევი დახურვა);

• სპერმის რაოდენობისა და მოძრაობის ცვლილება, იმპოტენცია;

• ვაქცინაციაზე და კანის ტესტებზე რეაქციის დარღვევა, ჭრილობების შეხორცების შენელება, დისკომფორტი, სისუსტე;

• შეიძლება ასევე განვითარდეს „მოხსნის სინდრომი“, რომელიც მოიცავს ცხელებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ცხვირის ლორწოვანის ანთებას (რინიტი), წონაში კლებას, კანის ქავილს ტკივილით და თვალის ანთებას (კონიუნქტივიტი).

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ სამკურნალო საშუალების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური საშუალებების რეგისტრაციის სამსახურის ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა,

ტელეფონი: +48 22 49-21-301,

ფაქსი: +48 22 49-21-309,

www: https: //smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეიძლება ასევე მიეწოდოს სავაჭრო ნებართვის მფლობელს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. როგორ ინახება პაბი-დექსამეტაზონი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პაბი-დექსამეაზონის შემცველობა

აქტიური ნივთიერება: დექსამეტაზონი.

პაბი-დექსამეტაზონის თითოეული 4 მგ ტაბლეტი შეიცავს 4 მგ დექსამეტაზონს.

პაბი-დექსამეტაზონის თითოეული 8 მგ ტაბლეტი შეიცავს 8 მგ დექსამეტაზონს.

სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზებული, სილიკა, კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი (E572) და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი. იხილეთ პუნქტი 2 „პაბი-დექსამეტაზონიშეიცავს ლაქტოზას".

 

პაბი-დექსამეაზონის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პაბი-დექსამეტაზონის 4 მგ ტაბლეტები: თეთრი-მოთეთრო, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია რიცხვი "4".

პაბი-დექსამეტაზონის 8 მგ ტაბლეტები: თეთრი-მოთეთრო, ოვალური, ბრტყელი ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია რიცხვი "8".

პვქ/პვდქ90/ალუმინის ფოლგის ბლისტერები მუყაოს კოლოფში.

პაბი-დექსამეტაზონის 4 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია ყუთებში 20, 30, 50, 100 ტაბლეტის შემცველობით.

პაბი-დექსამეტაზონის 8 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია ყუთებში 20, 30, 50, 100 ტაბლეტის შემცველობით.

სავაჭრო ლიცენზიის  მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Adamed Pharma S.A.

პიენკოვი, მ. ადამკიევიჩის ქ. 6ა

05-152 ჩოსნოვი.

მწარმოებელი

Adamed Pharma S.A.

მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქ. 5

95-200 პაბიანიცე.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (144 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2027-01-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2027-01-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2027-01-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2027-01-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2027-01-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2027-01-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2027-01-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2027-01-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2027-01-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2027-01-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2027-01-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-02-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2027-01-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2027-01-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2027-01-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2027-01-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2027-01-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2027-01-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2027-01-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2027-01-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2027-01-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2027-01-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2027-01-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2027-01-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2027-01-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2027-01-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2027-01-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2027-01-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2027-01-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2027-01-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2027-01-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2027-01-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2027-01-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2027-01-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2027-01-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2027-01-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2027-01-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2027-01-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2027-01-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2027-01-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2027-01-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2027-01-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2027-01-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2027-01-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2027-01-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2027-01-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2027-01-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2027-01-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2027-01-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2027-01-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2027-01-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2027-01-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2027-01-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2027-01-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2027-01-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2027-01-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2027-01-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2027-01-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2027-01-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2027-01-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2027-01-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2027-01-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2027-01-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2027-01-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2027-01-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2027-01-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2027-01-01
ავერსი 29
ზღვისუბანი, მე-10 კვარტალი, 28-ე კორპუსის მიმდებარედ.
ვადა: 2027-01-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2027-01-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2027-01-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2027-01-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2027-01-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2027-01-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2027-01-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2027-01-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2027-01-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2027-01-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2027-01-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2027-01-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2027-01-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2027-01-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2027-01-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2027-01-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2027-01-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2027-01-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2027-01-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2027-01-01
ავერსი 117
გლდანის №8 ს. ა. დ.
ვადა: 2026-02-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2027-01-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2027-01-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2027-01-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2027-01-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2027-01-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2027-01-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2027-01-01

რეგიონი (181 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2027-01-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2027-01-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2027-01-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2027-01-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2027-01-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2027-01-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2027-01-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2027-01-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2027-01-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2027-01-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2027-01-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2027-01-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2027-01-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2027-01-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2027-01-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2027-01-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2027-01-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2027-01-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2027-01-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2027-01-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2027-01-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2027-01-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2027-01-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2027-01-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2027-01-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2027-01-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2027-01-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2027-01-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2027-01-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2027-01-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-01-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2027-01-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2027-01-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2027-01-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2027-01-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2027-01-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2027-01-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2027-01-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2027-01-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2027-01-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2027-01-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2027-01-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2027-01-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2027-01-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2027-01-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2027-01-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2027-01-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2027-01-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2027-01-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2027-01-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2027-01-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2027-01-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2027-01-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2027-01-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2027-01-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2027-01-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2027-01-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2027-01-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2027-01-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2027-01-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2027-01-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2027-01-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2027-01-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2027-01-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2027-01-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2027-01-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2027-01-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2027-01-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2027-01-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2027-01-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2027-01-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2026-02-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2027-01-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2027-01-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2026-02-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2027-01-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2027-01-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2027-01-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2027-01-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2027-01-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2027-01-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2027-01-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2027-01-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2027-01-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2027-01-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2027-01-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2027-01-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2027-01-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2027-01-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2027-01-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2027-01-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2027-01-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2027-01-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2027-01-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-01-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2027-01-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2027-01-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2027-01-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2027-01-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2027-01-01