მეგა როიალი #20ფლ
გააზიარე:
მეგა როიალი 15მლ #20 დასალევი ხსნარის შემცველი ფლაკონი, საკვები დანამატი
შემადგენლობა 1 ფლაკონში: სამეფო ჟელე 500მგ, პროპოლისი 250მგ, Lactobacillus acidophilus 1x109 კწე/გ 50მგ, ვიტამინი A 400მკგ, ვიტამინი B1 0,55მგ, ვიტამინი B6 0,7მგ, ვიტამინი B12 1,25მკგ, ფოლიუმის მჟავა 100მკგ, პანთოტენის მჟავა 3მგ, ვიტამინი C 40მგ, ვიტამინი D 2,5მკგ, ვიტამინი E 6მგ α-TE, რკინა 7მგ, თუთია 5მგ.
კომპონენტები: წყალი, ფრუქტოზა, პროპოლისის ექსტრაქტი, ლიოფილიზებული სამეფო ჟელე (3:1) შეიცავს სულ მცირე 4% HDA-ს, Lactobacillus acidophilus 1x109 კწე/გ, L-ასკორბინის მჟავა, რკინის პიროფოსფატი, მარწყვის არომატიზატორი, თუთიის გლუკონატი, მჟავას მარეგულირებელი ლიმონმჟავა, კონსერვანტი კალიუმის სორბატი, DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი, კალციუმის D-პანთოტენატი, დამატკბობელი სუკრალოზა, ციანკობალამინი (0.1%), ქოლეკალციფეროლი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რეტინოლის პალმიტატი, თიამინის ჰიდროქლორიდი, ფტეროილმონოგლუტამის მჟავა. რძეს და რძის პროდუქტებს არ შეიცავს.
სამეფოჟელე (ფუტკრისრძე) შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნუტრიენტებს, მათ შორის B ჯგუფის ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.
მის შემადგენლობაში შემავალი მჟავა HDA (10-ჰიდროქსი-2-დეცენის მჟავა) წარმოადგენს ცხიმოვან მჟავას, რომელიც არის იმუნომოდულატორი. ხასიათდება სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებებით.
სამეფოჟელე აძლიერებს იმუნურ სისტემას. ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს ინფექციებისადმი. ამცირებს ინფექციური დაავადებების ინსიდენტობას.
პროპოლისი წარმოადგენს იმუნომოდულატორს. ზრდის მაკროფაგების ანტიმიკრობულ აქტივობას.
L. acidophilus-ს მრავალ სხვა თერაპიულ სარგებელთან ერთად იმუნური სისტემის გამაძლიერებელი მოქმედებაც აქვს, ახდენს გრიპისა და გაციების სიმტომების პრევენციას და შემცირებას.
ვიტამინი A, ვიტამინი B1, ვიტამინი B6, ვიტამინი B12, ფოლიუმისმჟავა, პანთოტენისმჟავა, ვიტამინი C, ვიტამინი D, ვიტამინი E, რკინა, თუთია ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ნორმალურ აბსორბცია/უტილიზაციას, ძვალ-კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.
გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:
ü გრიპისა და გაციების სიმპტომების პრევენცია და მკურნალობა
ü ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული და სოკოვანი ინფექციები
ü არასრულფასოვანი კვება
ü ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
მეგა როიალ საბავშვო
ü არ შეიცავს გლუტენს
ü კარგად გადაიტანება დიაბეტიანებში
ü არ შეიცავს ალკოჰოლს
მიღებისწესი: მიიღეთ 1 ფლ. დღეში ერთხელ საუზმის შემდეგ. შეიძლება, ფლაკონი გაიხსნას წყალში ან ხილის წვენში.
გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ბავშვებში 3 წლამდე და შემადგენელი კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვისპირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს. მოცულობა: 300მლ.
მწარმოებელი: DietMed – Produtos Dietéticos e Medicinais, S.A. Portugal. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ავერსი-ფარმა“