მემორიუმ ენერჯი #60კაფს.
გააზიარე:
მემორიუმ ენერჯი (მეხსიერება) #60 კაფსულა, საკვები დანამატი
შემადგენლობა 2 კაფს: არგინინის ასპარტატი 480მგ, მიკროინკაფსულირებული თევზის ქონის კონცენტრირებული ექსტრაქტი ომეგა-3 480მგ (19.6მგ DHA, 28.4 EPA), სამეფო ჟელე 234მგ, ჟენშენი (30% გინსენოზიდები) 120მგ, ვარდისფერი როდიოლა (3% როზავინი, 1% სალიდროზიდი) 90მგ, ფოსფატიდილსერინი 20% 40მგ, ვიტამინი B1 1,1მგ, ვიტამინი B6 1,4მგ, ვიტამინი B12 2.5მკგ, ფოლიუმის მჟავა 200მკგ, პანთოტენის მჟავა 6მგ, ბიოტინი 50მკგ, ნიაცინი 16მგ, ვიტამინი C 80მგ, თუთია 10მგ.
L-არგინინი არის ამინომჟავა, რომელიც ჩართულია მრავალ ბიოლოგიურ პროცესში და წარმოადგენს ენზიმების NO სინთაზასა და NO არგინაზას სუბსტრატს. L-არგინინი ასრულებს ფუნდამენტურ როლს ენდოთელური უჯრედების მიერ NO-ს პროდუქციაში, სისხლძარღვოვანი ტონუსის რეგულაციასა და კარდიოვასკულურ ჰომეოსტაზში. L-არგინინი ამცირებს ანგიოტენზინ II-ით ინდუცირებულ მიტოქონდრიული ჟანგბადის რეაქტიულ ფორმებს. L-არგინინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მონრეალის კოგნიტური ტესტის მაჩვენებელს ჰიპერტენზიის მქონე ასაკოვან პაციენტებში.
სამეფო ჟელე (ლიოფილიზებული) არის ძლიერი ნეიროპროტექტორი, რომელიც შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან პროტეინებს, ცხიმოვან მჟავებს, B ჯგუფის 7 ვიტამინს, მინერალებს. ის არის ანტიოქსიდანტი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, არეგულირებს ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს სისხლში, აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს.
კორეული ჟენშენი (30% გინსენოზიდები) ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც აძლიერებს თავის ტვინის ფუნქციებს, აუმჯობესებს სამუშაო მეხსიერებას, ქცევასა და გუნება-განწყობილებას. ჟენშენი პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტების ენერგიულობას ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.
მიკროინკაფსულირებული ომეგა 3 განსხვავდება არაინკაფსულირებული ფორმისგან. ის უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს მდგრადობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობითა და ეფექტურობით. მემორიუმ ენერჯი შეიცავს 2 მნიშვნელოვან ომეგა-3-ს: დოკოზაჰექსაენის მჟავა/DHA და ეიკოზაპენტაენის მჟავა/EPA.
DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) აუცილებელია თავის ტვინის ზრდისა და განვითარებისთვის ბავშვთა ასაკში, ხოლო მოზრდილებში ის თავის ტვინის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი. ის შეადგენს თავის ტვინის საერთო ლიპიდების 10-20%-ს და კონცენტრირებულია რუხ ნივთიერებაში. DHA მონაწილეობას იღებს ნეიროტრანსმისიაში, ნეიროგენეზში, მიელინიზაციაში, მემბრანული რეცეპტორების ფუნქციონირებაში, სინაპსების პლასტიკურობაში. DHA ზრდის დასწავლისა და დამახსოვრების უნარს. ომეგა-3-ს შეუძლია შეამციროს ასაკობრივი მენტალური გაუარესებისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკი.
ვარდისფერი როდიოლა (3% როზავინი, 1% სალიდროზიდი) ზრდის მეხსიერებისა და დასწავლის ფუნქციებს, ამცირებს სტრესსა და დაღლილობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ასტიმულირებს გონებრივ მაჩვენებლებს, გამოიყენება ფიზიკური და ფსიქიკური დაღლილობის დროს.
ფოსფატიდილსერინი არის ფოსფოლიპიდი, რომელიც უჯრედების მემბრანების ძირითადი შემადგენელი კომპონენტია. ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას თავის ტვინში. გამოიყენება ასაკობრივი კოგნიტური გაუარესებისა და ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალოდ.
სტრესულ მდგომარეობებში ფოსფატიდილსერინი არეგულირებს კორტიზოლის გამოყოფას, რის შედეგადაც მცირდება სტრესორებით გამოწვეული შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები.
B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ეხმარება თავის ტვინს ნორმალურ ფუნქციონირებაში, მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, ამცირებს მენტალური და ფიზიკური დაღლილობის სიმპტომებს.
B1 ვიტამინი აუმჯობესებს კონცენტრაციას და მეხსიერებას. თიამინს „მორალის ვიტამინსაც“ უწოდებენ, რადგან ხელს უწყობს მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
B3 ვიტამინი მიჩნეულია თავის ტვინის სტრესისგან დამცავ ვიტამინად. ის მონაწილეობას იღებს ტრიფტოფანისგან ბედნიერების ჰორმონ სეროტონინის სინთეზში. ნიაცინის მწვავე დეფიციტი იწვევს მეხსიერების გაუარესებასა და დემენციას.
B5 ვიტამინი მეხსიერების შენარჩუნებაში დიდ როლს ასრულებს, მონაწილეობს აცეტილქოლინის სინთეზში და მისი ცერებრალური უკმარისობა იწვევს ნეიროდეგენერაციას და დემენციას ალცჰეიმერის დაავადების დროს.
B7 ვიტამინი (D-ბიოტინი) არის ვიტამინი, რომლის დეფიციტიც აზიანებს მეხსიერებას, განსაკუთრებით, ხანმოკლე მეხსიერებას.
B9, B12 და B6 ვიტამინების დაბალი სტატუსი მჭიდროდ არის დაკავშირებული ნეიროდეგენერაციული და ცერებროვასკულური დაავადებების განვითარების მომატებულ რისკთან, სწორედ ამიტომ მათი მიღება აღნიშნული მდგომარეობების განვითარების რისკს ამცირებს. ეს ვიტამინები იცავს თავის ტვინს ჰომოცისტეინის მომატებული რაოდენობის ტოქსიკური ზეგავლენისგან.
C ვიტამინის ადეკვატური რაოდენობა უზრუნველყოფს მეხსიერების, კონცენტრაციის, ყურადღების ფუნქციის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას.
თუთია არის მიკროელემენტი, რომელიც ადამიანის სხვა ორგანოების გარდა, თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაშიც არის ჩართული და მონაწილეობას იღებს როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი მეხსიერების ნორმალურ ფუნქციონირებაში.
შემადგენლობა 2 კაფს: არგინინის ასპარტატი 480მგ, მიკროინკაფსულირებული თევზის ქონის კონცენტრირებული ექსტრაქტი ომეგა-3 480მგ (19.6მგ DHA, 28.4 EPA), სამეფო ჟელე 234მგ, ჟენშენი (30% გინსენოზიდები) 120მგ, ვარდისფერი როდიოლა (3% როზავინი, 1% სალიდროზიდი) 90მგ, ფოსფატიდილსერინი 20% 40მგ, ვიტამინი B1 1,1მგ, ვიტამინი B6 1,4მგ, ვიტამინი B12 2.5მკგ, ფოლიუმის მჟავა 200მკგ, პანთოტენის მჟავა 6მგ, ბიოტინი 50მკგ, ნიაცინი 16მგ, ვიტამინი C 80მგ, თუთია 10მგ.
გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:
- კოგნიტური ფუნქციების, მათ შორის, დასწავლისა და დამახსოვრების უნარების გასაძლიერებლად ინტენსიური გონებრივი მუშაობის პერიოდში
- ფიზიკური და ფსიქიკური დაღლილობა
- სტრესი და დეპრესია
მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფსულა დღეში ორჯერ, მემორიუმ ენერჯის მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში, საუზმისა და სადილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზაა 2 კაფს. დღეში ორჯერ.
გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენება ბავშვებში 12 წლამდე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს. წონა: 51გ. ვარგისობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე. მწარმოებელი: DietMed – Produtos Dietéticos e Medicinais, S.A. Portugal. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ავერსი-ფარმა“