კლინდამიცინის ფოსფ600მგ/4მლ#5ა
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
ანოტაცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 600 მგ/4 მლ საინფუზიო ხსნარი
კლინდამიცინის ფოსფატი
ექვივალენტური პრეპარატი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ანოტაციას, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- შეინახეთ ეს ანოტაცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაგიჩნდებათ რაიმე სახის ეჭვი, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
- თუ გამოვლინდება გვერდითი მოვლენები, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს. იხილეთ მე-4 პუნქტი.
მოცემული ანოტაციის შინაარსი:
1. რა არის კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. და რა შემთხვევებში გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ას გამოყენებამდე
3. როგორ უნდა გამოიყენოთ კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ უნდა შეინახოთ კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.
6. შეფუთვის შინაარსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. და რა შემთხვევებში გამოიყენება
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. არის ხსნარი ვენაში (ინტრავენური გზით) ან კუნთში (ინტრამუსკულარული) ინექციისთვის.
ხსნარი შეიცავს კლინდამიცინის ფოსფატს, რომელიც კლავს ბაქტერიებს (ანტიბიოტიკი) და გამოიყენება ძლიერი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, მგრძნობიარე ანაერობული ბაქტერიები, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები და პნევმოკოკები).
გარდა ამისა, კლინდამიცინის ფოსფატი ეფექტურია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- ქლამიდია ტრაქომატისის სოკოთი გამწვავებული გინეკოლოგიური და მენჯის ინფექციები (სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად), როდესაც ტეტრაციკლინის გამოყენება (სხვა ანტიბიოტიკური პრეპარატები) უკუნაჩვენებია;
- თავის ტვინის ანთებები (ენცეფალიტი), რომელიც გამოწვეულია ტოქსოპლაზმა გონდის პარაზიტით, კომპრომეტირებული იმუნური სისტემის მქონე პირებში;
- პნევმონია, რომელიც გამოწვეულია პნევმოციტოზის კარინის სოკოებით, კომპრომეტირებული იმუნური სისტემის მქონე პირებში;
- ბაქტერიული ინფექციები (სტაფილოკოკები), სხვა ანტიბიოტიკურ პრეპარატებზე რეზისტენტული; თუმცა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ანალიზების გაკეთება, რათა დადგინდეს მისი ეფექტურობა ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ.
2. რა უნდა იცოდეთ კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.
- თუ თქვენ ალერგიული ხართ კლინდამიცინის, ლინკომიცინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
- თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე;
- თუ პირი, რომელმაც უნდა გამოიყენოს ეს პრეპარატი, არის 2 წლამდე ასაკის ბავშვი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
კლინდამიცინის ფოსფატის ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ შესაბამის სტრუქტურებში (საავადმყოფო, კლინიკები და სამკურნალო ცენტრები) და ჯანდაცვის სპეციალიზებული პერსონალის მიერ.
პრეპარატის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს:
- თუ ანტიბიოტიკოთერაპიის დროს გაწუხებთ ან ოდესმე გაწუხებდათ დიარეა, ან თუ ოდესმე გქონდათ კუჭის ან ნაწლავის პრობლემები;
- თუ გაქვთ ალერგიისადმი მიდრეკილება;
- თუ გაწუხებთ თირკმლების ან ღვიძლის პრობლემები. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის პერიოდული გამოკვლევები და სისხლის ანალიზები.
თითქმის ყველა ანტიბიოტიკის, მათ შორის კლინდამიცინის გამოყენებისას, გამოვლინდა Clostridium Difficile-თან (CDAD) დაკავშირებული დიარეის შემთხვევები, რომლის სიმძიმე შეიძლება შეიცვალოს მსუბუქი დიარეიდან ფატალურ კოლიტამდე (ნაწლავის მწვავე ანთება). ანტიბიოტიკებით მკურნალობა აზიანებს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას და იწვევს C. difficile-ის ჭარბ ზრდას.
C. difficile-ის ინფექციასთან დაკავშირებული დიარეის შემთხვევები დაფიქსირდა ანტიბიოტიკების მიღების დღიდან ორი თვის შემდეგაც.
თუ აღგენიშნებათ მწვავე ან ხანგრძლივი დიარეა, ან განავალში შეამჩნევთ სისხლის არსებობას, ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ან შემდეგ, შესაძლებელია გქონდეთ ნაწლავის ანთება (კოლიტი), რომელიც გამოვლინდება ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ და თუ არ მოხდება დიაგნოზის დაუყოვნებლივ დადგენა და მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები (პერიტონიტი, შოკი და ტოქსიკური მეგაკოლონი).
კოლიტის შემთხვევები შეიძლება გამოვლინდეს ამ პრეპარატის მიღების დროს, ან მკურნალობის დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგაც. თუ ეს სიმპტომები აღგენიშნებათ, უნდა დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელმაც შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს მკურნალობის შეჩერება.
ზოგჯერ ანტიბიოტიკების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ბაქტერიების განვითარება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუპერინფექცია.
ბავშვები
პროდუქტი არ უნდა დაინიშნოს დღენაკლულ ან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბენზილის სპირტის შემცველობის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ანაფილაქსიური რეაქციები 3 წლის ასაკამდე.
დღენაკლულ ბავშვებში ბენზილის სპირტი ასოცირდება ფატალურ დაავადებასთან (გასპინგის სინდრომი).
სხვა პრეპარატები და კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ, ან შესაძლებელია მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ჩამოთვლილმა პრეპარატებმა შეიძლება ხელი შეუშალონ კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მოქმედებას და პირიქით:
- კუნთოვანი ბლოკირების დროს გამოყენებული ნეირომუსკულარული ბლოკატორები (მაგ., ეთერები, ტუბოკარარინი, პანკრონიუმი);
- ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ბაქტერიის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატები), როგორიცაა მეტრონიდაზოლი, გენტამიცინი, ერითრომიცინი, ლინკომიცინი;
- ვარფარინი ან მსგავსი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად. ჰემორაგიის რისკი შეიძლება იყოს უფრო მეტი. თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს სისხლის ანალიზების გაკეთება, რათა შეამოწმოს სისხლის შედედების უნარი.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას ან ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
ორსულობისას ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ეს უცილობლად აუცილებელია.
კლინდამიცინის ფოსფატის ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის მიღება არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში, რადგან დედის რძეში გამოიყოფა.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. შეიცავს ბენზილის სპირტს.
ეს პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს და არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება დღენაკლულ ჩვილებში ან ახალშობილებში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები ბავშვებში 3 წლის ასაკამდე (იხილეთ პუნქტი „ბავშვები“).
3. როგორ უნდა გამოიყენოთ კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.გამოიყენება მხოლოდ საავადმყოფოში და სპეციალიზებული პერსონალის ფრთხილი მეთვალყურეობის ქვეშ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
მიღების დოზა და გზები უნდა განისაზღვროს ინფექციის სიმძიმისა და ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობის საფუძველზე.
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ას ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვევაში
თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი ჭარბი დოზით მიიღეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის გამოყენება
ვინაიდან ეს პრეპარატი ექვემდებარება ფრთხილი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მიღებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დოზა შეიძლება დაგავიწყდეთ. თუმცა, აცნობეთ ექიმს ან ექთანს, თუ ფიქრობთ, რომ დოზა გამოტოვეთ.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის ეჭვი ამ პრეპარატის გამოყენებაზე, მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატს, კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველა ადამიანში არ ვლინდება.
შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 პირს)
- ზედაპირული ვენების ანთება (თრომბოფლებიტი);
- ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს წყლიან დიარეას ზოგადად სისხლსა და ლორწოსთან ერთად, კუჭის ტკივილი და/ან ცხელება (ფსევდომემბრანული კოლიტი);
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- კანის მწვავე გაღიზიანება (მაკულოპაპური გამონაყარი).
იშვიათი (შეიძლება აღეიშნოს 100-დან 1 პირს):
- გემოს დარღვევა (დისგევზია);
- წნევის დავარდნა (ჰიპოტენზია) და გულის მწვავე პრობლემები (გულ-სისხლძარღვთა სისტემის შეჩერება);
- გულისრევა და დიარეა;
- გამონაყარი კანზე, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს როგორც ვეზიკულიტი მუქი ცენტრალური არით, რომელიც გარშემორტყმულია უფრო მკრთალი ველით, კიდეზე შიდა მუქი რგოლით (მრავალფორმიანი ერითემა);
- რელიეფური გამონაყარი კანზე, ქავილით (ჭინჭრის ციება);
- ადგილობრივი ტკივილი და ანთება ჩირქის წარმოქმნით (აბსცესი).
არ არის ცნობილი (რომელთა სიხშირეც არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემების საფუძველზე):
- საშოს ანთება (ვაგინიტი);
- სისხლის თეთრი უჯრედების დონის ცვლილება (ლეიკოპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);
- აგრეთვე მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტოიდური რეაქციები, მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიასა და სისტემურ სიმპტომებთან ერთად (DRESS));
- მუცლის ტკივილი და ღებინება;
- ყვითელი ფერის კანი და თვალების თეთრი ფერი, გამოწვეული ღვიძლის დაავადებით (სიყვითლე);
- თირკმლის დისფუნქცია სისხლში აზოტის დონის გაზრდასთან ერთად (აზოტემია), შარდის გამოყოფის შემცირება (ოლიგურია) და/ან შარდში ცილის არსებობა (პროტეინურია);
- კანზე წითელი გამონაყარის გავრცელება, ჩირქის შემცველი პატარა ბუშტუკებით (ექსფოლიატიური და ბულოზური დერმატიტი, წითელას ფორმის გამონაყარი);
- კანზე, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების (სტივენს-ჯონსონის სინდრომის) გარშემო გამონაყარის გავრცელება და ყველაზე მწვავე ფორმა, რომელიც იწვევს კანის ფართოდ მოცილებას (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
- წითელი გამონაყარი კანზე, ქოქოსით და კანის ქვეშ ფუფხითა და შეშუპებით და ბუშტუკებით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტოლოზი);
- ინექციის ადგილის გაღიზიანება.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც წინამდებარე ანოტაციაში მითითებული არ არის, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აგრეთვე, შესაძლებელია გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ მიუთითოთ საინფორმაციო ეროვნული სისტემის საშუალებით მისამართზე: http://www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili.. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
5. როგორ უნდა შეინახოთ კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე „ვარგისიანობის ვადა“. ვადის გასვლის თარიღი ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 8 ° C - 30 ° C ტემპერატურაზე.
არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა გამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შინაარსი და სხვა ინფორმაცია
რა შეიცავს კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.
- აქტიური ნივთიერება არის კლინდამიცინის ფოსფატი. თითოეული ამპულა შეიცავს 712.92 მგ კლინდამიცინის ფოსფატს, რაც 600.0 მგ კლინდამიცინის ფუძის ტოლია.
- სხვა კომპონენტებია (დამხმარე ნივთიერებები) დინატრიუმის ედეტატი, ბენზილის სპირტი, საინიექციო წყალი.
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ის გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ას თითოეული შეფუთვა შეიცავს საინფუზიო ხსნარის 4 მლ-იან 5 ამპულას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. ს.ს. ბიოინდუსტრია იტალიის პრეპარატების ლაბორატორია
ამბროზიის ქუჩა #2
ნოვი ლიგურე (ალექსანდრიე)
იტალია
წინამდებარე ანოტაციის განახლების თარიღი:
05/2015
ანოტაცია: ინფორმაცია ექიმისთვის
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. 600 მგ/4 მლ საინფუზიო ხსნარი
კლინდამიცინის ფოსფატი
ექვივალენტური პრეპარატი
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისთვის ან ჯანდაცვის მუშაკებისთვის.
მიღების დოზა და ფორმა
მიღების დოზა და მეთოდი უნდა განისაზღვროს ინფექციის სიმძიმის, პაციენტის მდგომარეობისა და გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობის საფუძველზე.
მოზრდილები:
მიღება ღრმა ინტრამუსკულარული გზით და წვეთოვანი გადასხმით.
გრამ-დადებითი და უფრო მგრძნობიარე ანაერობული კოკებით გამოწვეული მწვავე ინფექციები (ზოგადად, არ შედის მყიფე ბაქტერიოიდები, პეპტოკოკები და Clostridium perfringens-გან განსხვავებული კლოსტრიდები): 600-1200 მგ / დღეში იყოფა ორ, სამ ან ოთხ დოზად.
მწვავე ინფექციები, განსაკუთრებით კი დადასტურებული ან საეჭვო მყიფე ბაქტერიოიდებით, პეპტოკოკებით და Clostridium perfringens-გან განსხვავებული კლოსტრიდებით გამოწვეული: 1200-2700 მგ / დღეში იყოფა ორ, სამ ან ოთხ დოზად.
ეს დოზები, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს 4800 მგ-მდე/დღეში წვეთოვანი გადასხმით მიღების გზით, იმ ინფექციების დროს, რომლებსაც შეუძლია პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
ინტრამუსკულარული გზით შეყვანისას ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 600 მგ-ს.
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. ინტრავენური შეყვანისას უნდა იყოს გახსნილი, ინფუზია უნდა გაკეთდეს მინიმუმ 10-60 წუთის განმავლობაში.
პირველ ჯერზე პრეპერატის მიღება ხდება სწრაფი წვეთოვანი გადასხმით და შემდგომ კი ნელი წვეთოვანი გადასხმით, შემდეგი სქემის მიხედვით:
|
სისხლში კლენდამიცინის მაღალი კონცენტრაციის შესანარჩუნებლად: |
სწრაფი წვეთოვანი გადასხმის დაწყება: |
შემდგომ, გაგრძელება: |
|
4 მკგ/მლ |
10 მგ/წთ 30’ |
0.75 მგ/წთ |
|
5 მკგ/მლ |
15 მგ/წთ 30’ |
1.00 მგ/წთ |
|
6 მკგ/მლ |
20 მგ/წთ 30’ |
1.25 მგ/წთ |
მენჯის ანთებითი დაავადება: 900 მგ ყოველ 8 საათში ინტრავენურად გრამ უარყოფით აერობებზე მოქმედ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად. მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 4 დღის განმავლობაში და ნებისმიერ შემთხვევაში, 48 საათის განმავლობაში, მას შემდეგ რაც პაციენტს გაუმჯობესება აღენიშნება.
მკურნალობა გაგრძელდება პერორალური გზით მისაღები კლინდამიცინით 450 მგ დოზით ყოველ 6 საათში, მკურნალობის ციკლის დასრულებამდე (10-14 დღე).
ცერებრალური ტოქსოპლაზმოსი მაღალი რისკის იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში: 600-1200 მგ კლინდამიცინის ფოსფატი ინტრავენურად, ან კლინდამიცინის ჰიდროქლორიდი პერორალურად ყოველ 6 საათში ორი კვირის განმავლობაში, შემდგომ კი 300-600 მგ კლინდამიცინის ჰიდროქლორიდი პერორალურად ყოველ 6 საათში 8-10 კვირიანი მკურნალობის ციკლის დასრულებამდე.
როდესაც კლინდამიცინი კომბინირებულია პირიმეტამინთან, ამ უკანასკნელის დოზაა 25-75 მგ პერორალურად 8-10 კვირის განმავლობაში. პირიმეტამინის უფრო მაღალი დოზებს შემთხვევაში, რეკომენდირებულია ფოლინის მჟავის მიღება 10-20 მგ/დღეში.
Pneumocystis carinii-ით გამოწვეული პნევმონია მაღალი რისკის იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში: 600 მგ კლინდამიცინის ფოსფატი ყოველ 6 საათში ან 900 მგ ყოველ 8 საათში, მაგრამ 300-450 მგ კლინდამიცინის ჰიდროქლორიდი პერორალურად ყოველ 6 საათში 21 დღის განმავლობაში და 15-30 მგ პრიმაქინი პერორალურად დღეში ერთხელ, 21 დღის განმავლობაში.
ბავშვები:
ორ წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, მიღება ღრმა ინტრამუსკულარული გზით ან წვეთოვანი გადასხმით.
მწვავე ინფექციები: 15-25 მგ / კგ / დღეში იყოფა 3-4 დოზად
გამწვავებული ინფექციები: 25-40 მგ / კგ / დღეში იყოფა 3-4 დოზად
ალტერნატივის სახით, ბავშვებში მიღების დოზა შეიძლება შეფასდეს სხეულის ზედაპირის საფუძველზე: 350 მგ / მ2/დღეში მწვავე ინფექციებისთვის და 450 მგ / მ2/დღეში გამწვავებული ინფექციებისათვის.
თუ აღინიშნება მწვავე დიარეა, შეწყვიტეთ ანტიბიოტიკი. პარენტერალური გზით მკურნალობა შეიძლება შეიცვალოს პერორალურით (კაფსულები) მდგომარეობის გაუმჯობესებისას და ექიმის შეხედულებისამებრ. ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების ინფექციების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება სულ მცირე 10 დღის განმავლობაში.
გახსნა და შეყვანის სიჩქარე
ინტრამუსკულარული გზით შეყვანისას ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 600 მგ-ს. საინფუზიო გამხსნელში კლინდამიცინის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 18 მგ /მლ-ს და ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს წუთში. წვეთოვანის საშუალებით კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ.-ს შეყვანა უნდა გაკეთდეს შემდეგი სქემის მიხედვით:
|
დოზა |
გახსნა |
შეყვანის ტემპი: |
|
300 მგ |
50 მლ-ში |
10 წუთი |
|
600 მგ |
50 მლ-ში |
20 წუთი |
|
900 მგ |
50-100 მლ-ში |
30 წუთი |
|
1200 მგ |
100 მლ-ში |
40 წუთი |
რეკომენდირებულია არ შეიყვანოთ 1200 მგ-ზე მეტი ერთი საათის განმავლობაში ერთჯერადი ინფუზიისას.
თავსებადობა
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. ფიზიკურად და ქიმიურად თავსებადია არანაკლებ 24 საათის განმავლობაში 5% დექსტროზის საინექციო ხსნარსა და 0.9% ნატრიუმის ქლორიდთან, რომლებიც ფართოდ გამოყენებულ კონცენტრაციებში შემდეგ ანტიბიოტიკებს შეიცავენ: ამიკაცინი, აზტრეონამი, ცეფამანდოლი, ცეფაზოლინი, ცეფოტაქსიმი, ცეფოქსიტინი, ცეფტაზიდიმი, ცეფტიზოქსიმი, გენტამიცინი , ნეტილმიცინი, პიპერაცილინი და ტობრამიცინი.
პრეპარატების ნარევების თავსებადობა და გამძლეობა განსხვავდება კონცენტრაციისა და სხვა პირობების მიხედვით.
შეუთავსებლობა
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. შეუთავსებელია ამპიცილინთან, დიფენილგიდანტოინთან, ბარბიტურატებთან, ამინოფილინთან, მაგნიუმის სულფატსა და კალციუმის გლუკონატთან.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ეს პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს (9,45 მგ/მლ), არ შეიძლება მისი მიცემა დღენაკლული ბავშვებისთვის ან ახალშობილებისთვის.
ბავშვებში შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიკური და ანაფილაქსიური რეაქციები 3 წლის ასაკამდე. დღენაკლულ ბავშვებში ბენზილის სპირტი ასოცირდება გასპინგის ფატალურ სინდრომთან.
ცნობილი არ არის ბენზილის სპირტის რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია ტოქსიკური აღმოჩნდეს.
კლინდამიცინის გამოყენება აუცილებელია პაციენტებისთვის, რომლებიც ალერგიულები არიან პენიცილინის მიმართ, ან პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ექიმის აზრით პენიცილინი არ არის მითითებული.
კოლიტის შესაძლებლობიდან გამომდინარე, კლინდამიცინის დანიშვნამდე ექიმმა უნდა შეაფასოს ინფექციის ბუნება და ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატების გამოყენების შესაძლებლობა.
კლინდამიცინი ეფექტური აღმოჩნდა სხვა ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული სტაფილოკოკური ინფექციების სამკურნალოდ; თუმცა, გამოყენებამდე აუცილებელია შესაბამისი მიკრობიოლოგიური ანალიზის გაკეთება, რათა დადგინდეს ანტიბიოტიკზე მიკრობის ინ ვიტრო მგრძნობელობა.
თითქმის ყველა ანტიბიოტიკის, მათ შორის კლინდამიცინის გამოყენებისას, გამოვლინდა Clostridium Difficile-თან (CDAD) დაკავშირებული დიარეის შემთხვევები, რომლის სიმძიმე შეიძლება შეიცვალოს მსუბუქი დიარეიდან კოლიტამდე, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს მსუბუქიდან ფატალურ კოლიტამდე. ანტიბიოტიკებით მკურნალობა აზიანებს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას და იწვევს C. difficile-ის ჭარბ ზრდას. C. difficile წარმოქმნის A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობს დიარეის განვითარებას. C. difficile-ის შტამები, რომლებიც წარმოქმნიან ჭარბი რაოდენობის ტოქსინებს, იწვევენ ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდას, ვინაიდან ეს ინფექციები ზოგადად რეფრაქტერულია ანტიბაქტერიული თერაპიის მიმართ და ხშირ შემთხვევაში საჭიროებს კელექტომიას. საჭიროა გათვალისწინებული იყოს C. difficile-თან ასოცირებული დიარეის შესაძლებლობა ყველა პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ანტიბიოტიკური მკურნალობის შედეგად. გარდა ამისა, საჭიროა ანამნეზის შესწავლა, რადგან C. difficile-თან ასოცირებული დიარეის შემთხვევები გამოვლინდა ანტიბიოტიკების მიღებიდან ორი თვის შემდეგაც.
კოლიტს ჩვეულებრივ ახასიათებს მწვავე და ხანგრძლივი დიარეა მუცლის კრუნჩხვით და შესაძლებელია განავალში დაფიქსირდეს სისხლი და ლორწო. პეროტოტიტის, შოკისა და ტოქსიკური მეგაკოლონის განვითარება შეიძლება თუ არა დიაგნოზი და მკურნალობა სწრაფად შეიწოვება. თუ არ მოხდება კოლიტის დიაგნოზის დაუყოვნებლივ დადგენა და მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს პერიტონიტი, შოკი და ტოქსიკური მეგაკოლონი.
ენდოსკოპიურ გამოკვლევით შესაძლებელია ფსევდომემბრანული კოლიტის გამოვლენა. თუ არსებობს ეჭვი კოლიტზე, რეკომენდირებულია რექტოოსიგმოიდოსკოპიური გამოკვლევა. კოლიტის არსებობა შეიძლება შემდგომ დადასტურდეს განავლის კულტურის გამოკვლევით, Clostridium difficile-ზე სელექტიური საშუალებით და C. difficile-ის ტოქსინზე ანალიზის საშუალებით.
კლინდამიცინის ფოსფატის მიღების შემდეგ დაფიქსირდა დიარეის მცირე რაოდენობის შემთხვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მკურნალობის შეწყვეტა. ასევე დაფიქსირდა ხანგრძლივი და მწვავე დიარეის ცალკეული შემთხვევები. თანმხლები დიარეის დროს, განავალში ზოგჯერ აღინიშნა სისხლის და ლორწოს არსებობა, რომლის დროსაც გარკვეულ შემთხვევებში დაფიქსირდა მწვავე კოლიტი და ფატალური შედეგი. ანტიბიოტიკზე დამოკიდებული კოლიტი შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის მიღების პერიოდში ან თერაპიის დასრულებიდან ორი-სამი კვირის შემდეგაც. თუ არ მოხდება კოლიტის დიაგნოზის დაუყოვნებლივ დადგენა და მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს პერიტონიტი, შოკი და ტოქსიკური მეგაკოლონი.
მსუბუქი კოლიტის შემთხვევები სპონტანურად გადაწყდება კლინდამიცინის მიღების შეწყვეტასთან ერთად. ზომიერი ან მწვავე კოლიტის შემთხვევებზე დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მკურნალობა ელექტროლიტების ხსნარით და ცილის მიღებით.
ანტიპერისტალტიკურ საშუალებებს, ოპიოიდებსა და დიფენოქსილატს, ატროპინს შეუძლიათ გაახანგრძლივონ და/ან გააუარესონ მდგომარეობა.
ვანკომიცინი ეფექტური აღმოჩნდა Clostridium difficile-ით წარმოშობილი ანტიბიოტიკზე დამოკიდებული ფსევდომემბრანული კოლიტების სამკურნალოდ. მოზრდილებისთვის ვანკომიცინის დოზაა 500 მგ-დან 2 გ-მდე დღე-ღამეში, პერორალურად, გაყოფილი სამ-ოთხ დოზამდე, 7-10 დღის განმავლობაში.
ვანკომიცინით მკურნალობის შემდეგ აღინიშნა რეციდივის ცალკეული იშვიათი შემთხვევები.
ქოლესტირამინი დაკავშირებულია ინ ვიტრო ტოქსინთან: თუმცა ეს ფისი ასევე ვანკომიცინსაც უკავშირდება. ამიტომ, ქოლესტირამინის და ვანკომიცინის ერთდროულად მიღების შემთხვევაში, რეკომენდირებულია თითოეული პრეპარატის მიღება სხვადასხვა დროს.
ხელმისაწვდომი მონაცემები ცხადყოფს, რომ ხანდაზმული და/ან მძიმედ დაავადებული პაციენტები ნაკლებად იტანენ დიარეას; უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტებმა, რომლებიც კლინდამიცინით იტარებენ მკურნალობას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გამოდევნის სიხშირის ვარიაციებს.
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. უნდა დაინიშნოს სიფრთხილით ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებების, განსაკუთრებით კი კოლიტის და ატოპიების მქონე პირებში.
ზოგჯერ ანტიბიოტიკების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეზისტენტული მიკრობების, განსაკუთრებით კი საფუარა სოკოების განვითარება. თუ სუპერინფექციას ექნება ადგილი, საჭიროა შესაბამისი თერაპიული ზომების მიღება. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის პერიოდული გამოკვლევები და სისხლის საერთო ანალიზები უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში.
პრეპარატის ნახევარი ცხოვრება მხოლოდ ოდნავ შეიცვალა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში.
აქედან გამომდინარე, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ღვიძლისა და თირკმლის დარღვევებისას ჩვეულებრივ საჭირო არ არის დოზის შემცირება, რაც აუცილებელია ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესების შემთხვევაში.
კლინდამიცინის მნიშვნელოვანი დონე არ შეიძლება მიღწეულ იქნას ზურგის ტვინის სითხეში, ამიტომ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მენინგიტზე მკურნალობისას.
კლინდამიცინის ფოსფატი ბიოინდუსტრია ლ.ი.მ. ინტრავენური შეყვანისას უნდა იყოს გახსნილი, ინფუზია უნდა გაკეთდეს მინიმუმ 10-60 წუთის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით










