პროზერ-ნეოსტიგმნ0.05%1მლ#6(თურ

პროზერ-ნეოსტიგმნ0.05%1მლ#6(თურ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნეოსტიგმინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 97188
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი

0.5 მგ/1მლ საინექციო ხსნარი

ინტრამუსკულური, კანქვეშა ან ინტრავენური გამოყენებისთვის

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ყოველი 1 მლ ამპულა შეიცავს 500 მკგ ნეოსტიგმინის მეთილის სულფატს.

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის დახასიათება და გამოყენება

ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი წარმოდგენილია ამპულის ფორმით, შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – ნეოსტიგმინის მეთილის სულფატს, რომელიც მიეკუთვნება ნერვული სისტემის სამკურნალო საშუალებების ჯგუფს.

ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის 1 მლ-იანი ამპულა შეიცავს 0,5 მგ ნეოსტიგმინის მეთლსულფატს. მუყაოს კოლოფი შეიცავს 6 ცალ ამპულას.

ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი ხშირად გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • მიასთენია გრავისის, კუნთების სუსტი დაავადების მკურნალობისას,
  • ნაწლავის გაუვალობა (პარალიტიკური ილეუსი) გამოწვეული ნაწლავის მოქმედების შენელებით,
  • ქირურგიული პროცედურების შემდეგ შარდის შეკავების შემცირების დროს,
  • ოკლუზიური ვენების დარღვევა და ოკლუზია,
  • ნაწლავის მოძრაობის სისუსტე (ნაწლავის ატონია),
  • ნებაყოფლობითი მოძრაობის დაკარგვა და დამბლა (ჰემიპლეგია) მარჯვენა ან მარცხენა სხეულის ნახევარში და მხოლოდ ერთი ორგანოს, კუნთების ჯგუფის ან ერთი კუნთის დამბლა (მონოფლეგია).

უკუჩვენება

არ შეიძლება ნეოსტიგმინი მეთლსულფატის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

1. თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის მიმართ;

2. პერიტონეალური ანთება (პერიტონიტი), განგრენა;

3. საჭმლის მომნელებელი სისტემის ან საშარდე ტრაქტის ობსტრუქცია არაკლინიკური მიზეზის გამო;

4. თუ იღებთ სხვა ნებისმიერ კუნთების სარელაქსაციო საშუალებებს (მაგ., სუქსამეტონიუმი).

ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, თუ ვლინდება

1. ეპილეფსია;

2. ასთმა;

3. შენელებული პულსი;

4. ახალი ოკლუზია გულის მკვებავ სისხლძარღვებში;

5. ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი;

6. გულის რითმის დარღვევა;

7. წყლულები კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში (წყლულები);

8. ვაგუსის ნერვის გადაჭარბებული აქტივობა;

9. პარკინსონის დაავადება, კუნთოვანი ნერვის დაავადება ტრემორით.

თუ ეს გაფრთხილებები აღინიშნება ან  თუნდაც გამოვლინდა წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთა

ვინაიდან ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი არ გამოიყენება ორალურად, ამიტომ არ არის მოსალოდნელი საკვებთან ურთიერთქმედება.

ორსულობა

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

არ არის ჩატარებული ადეკვატური კვლევები ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატით ორსულ ქალებში ან საკვლევ ცხოველებზე. ამიტომ არ არის ცნობილი, გამოიწვევს თუ არა ის მნიშვნელოვან ზიანს ორსულებში და ექნება თუ არა გავლენა ნაყოფიერებაზე.

ამიტომ ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი ორსულებში უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და ექიმის მიერ მკურნალობის რისკ-სარგებელის შეფასების შემდეგ.  ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის და მსგავსი მედიკამენტების ინტრავენური შეყვანისას ორსულ ქალებში, რომლებთაც მალევე უწევთ მშობიარობა, შესაძლოა აღინიშნოს ნაადრევი მშობიარობის ან/და საშვილოსნოს არასაჭირო შეკუმშვის რისკი.

თუმკურნალობისდროსშეამჩნევთ, რომორსულადხართ, დაუყოვნებლივმიმართეთექიმსანფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდი

ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. უცნობია გადადის თუ არა ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი დედის რძეში. ვინაიდან ჩვილებში ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის მიღებისას მაღალია სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი, მედიკამენტების მიღების აუცილებლობის გათვალისწინებით და ექიმის შეფასების მიხედვით უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება ჩვილის ძუძუთი კვების შეწყვეტის თუ მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, დედის რძეში აქტიური ნივთიერების გადასვლის საფრთხის გამო.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სანამ არ გეცოდინებათ, თუ როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატით მკურნალობაზე, უნდა მოერიდოთ ხელსაწყოებისა და მექანიზმების გამოყენებას.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ აბსოლუტურად აუცილებელია ზოგიერთ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში გამოყენება, როგორიცაა ნეომიცინი, სტრეპტომიცინი, კანამიცინი, ამ მედიკამენტების დოზა უნდა დარეგულირდეს ფრთხილად. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ტკივილგამაყუჩებელი, საანესთეზიო საშუალებები,  მედიკამენტები, რომლებიც არეგულირებს გულის რითმს და სხვა მედიკამენტები, რომლებიც ცვლის კუნთების ნერვის სტიმულაციის მდგომარეობას.

ნეირომუსკულური მაბლოკირებელი საშუალებები: ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი სერიოზულად ეწინააღმდეგება არადეპოლარიზებული მიორელაქსანტების ეფექტებს (როგორიცაა ტუბოკურარინი, გალამინი ან პანკურონიუმი). ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც უპირატესობა მკურნალობაში ოპერაციის შემდეგ კუნთების საპირისპირო რელაქსაცია. ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი არ ახდენს უარყოფით გავლენას დეპოლარიზებული მიორელაქსანტების ზემოქმედებაზე, როგორიცაა სუქცინილქოლინი, პირიქით, შეიძლება გაახანგრძლივოს მოქმედების ხანგრძლივობა.

სხვა მედიკამენტები

ატროპინი გამოიყენება ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის საზიანო მუსკარინული ეფექტის სიმპტომების შესამსუბუქებლად (ნერწყვი, ოფლი, ცრემლები და ბრონქების შეკუმშვა და გადაჭარბებული სეკრეცია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კრუნჩხვისმაგვარი ტკივილი მუცელში, შარდის და დეფეკაციის შეუკავებლობა და გულისცემის ძლიერი  შენელება ).

ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის დოზა შესაბამისად უნდა დარეგულირდეს მიასთენიის გრავიის მქონე პაციენტებში.

თუ ამჟამად იყენებთ რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტს, ან თუ იყენებდით მას ცოტა ხნის წინ, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

ნეოსტიგმინისმეთილის სულფატის მიღების წესი

ინსტრუქცია გამოყენების და დოზირები/მიღების სიხშირის შესახებ

ექიმი მიიღებს განსაზღვრავს  შესაბამის დოზირებას დაავადების და მკურნალობის პასუხის მიხედვით.

განსაკუთრებული შემთხვევები

თირკმელების /ღვიძლის უკმარისობა

ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის დოზირების კორექცია შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ტურქტიპსან ნეოსტიგმინისმეთილის სულფატი თქვენზე ახდენს ძალიან ძლიერ ან პირიქით სუსტ ზემოქმედებას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარამცევტს კონსულტაციისათვის.

თუ მიიღეთ ტურქტიპსან ნეოსტიგმინისმეთილის სულფატის ჭარბი დოზირება

ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის ზედოზირების მიღების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ზედოზირების სიმპტომები

ოფლიანობა, ცრემლდენა, ცხვირიდან სეკრეტი, კუჭში გაზების დაგროვება, უნებლიე დეფეკაცია და შარდვა, სახეზე ხურვება, თვალის გუგების შეკუმშვა, თვალებზე სისხლჩაქცევა, წამწამების უნებლიე ხამხამი, თვალების უნებლიე რიტმული მოძრაობები, მოუსვენრობა, შიში, ჭარბი ნახველის გამომუშავება, პულსის შენელება და დაბალი წნევა, კუნთების სპაზმი, ძლიერი სისუსტე, გარკვეული კუნთების ფუნქციონირების უუნარობა, კუნთების ნაწილობრივი ან ზოგადი უნებლიე შეკუმშვა, კომა.

ზედოზირების მკურნალობა

ექიმი გირჩევთ ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის მიღების შეწყვეტას და საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს მედიკამენტებს, რომლებიც შეამცირებენ ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის ეფეტურობას.

თუ დაგავიწყდათ ტურქტიპსან ნეოსტიგმინისმეთილის სულფატის დოზის მიღება

ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას გამოტოვებული დოზის მიღების შესახებ.

მნიშვნელოვანია დაიცვათ ექიმის მითითებები შემდგომი დოზირების მიღების დროის მხრივ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.

ეფექტები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდენ ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის მიღების შეწყვეტისას

არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების გამოვლენა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები პირებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას რაც შეიძლება სწრაფად, თუ ქვემოთ აღწერილი ეფექტებიდან  რომელიმე გამოვლინდა:

1. კუნთების ნაწილობრივი ან ზოგადი უნებლიე შეკუმშვა;

2. გონების დაკარგვა;

3. დაბუჟება;

4. მეტყველების დარღვევა;

5. გუგების შეკუმშვა;

6. პულსის შენელება;

7. პულსის აჩქარება;

8. გულის რითმის დარღვევა;

9. ეკგ-ს ცვლილებები;

10. გულის გაჩერება;

11. გონების მომენტალური დაკარგვა ტვინში სისხლის ნაკადის შეფერხების გამო;

12. ჰიპოტენზია;

13. სასუნთქი კუნთების დამბლა;

14. სუნთქვის დათრგუნვა;

15. სუნთქვის გაჩერება.

აღნიშნული სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ აღინიშნება ამ სიმპტომებიდან რომელიმე, ეს ნიშნავს, რომ გახასიათებთ ალერგია ტურქტიპსან ნეოსტიგმინი მეთილის სულფატის მიმართ. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა და ჰოსპოტალიზაცია.

ეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ვლინდება იშვიათად.

მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას, თუ შემდეგი გვერდით მოვლენებიდან შენიშნავთ რომელიმეს:

1. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;

2. თავის ტკივილი;

3. თავბრუსხვევა;

4. ბრონქების შევიწროება;

5. ვენების ანთების გამო სისხლის შედედების წარმოქმნა;

6. ქოშინი;

7. კომა.

აღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა. ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:

1. გულისრევა;

2. ღებინება;

3. ცრემლდენა;

4. ნერწყვის ჭარბი გამოყოფა;

5. დიარეა;

6. შარდვის სურვილი;

7. კუჭის სპაზმი;

8. სახსრების ტკივილი;

9. ყლაპვის გაძნელება;

10. შეშუპება;

11. კანის სიწითლე;

12. ქავილი.

ეს არის ტურქტიპსან ნეოსტიგმინი მეთილის სულფატის მსუბუქი გვერდითი მოვლენები. დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, თუ   შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც ზემოთ არ არის აღნიშნული.

გვერდითი რეაქციების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიე გვერდით მოვლენას, რომელიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი, მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შესახებ  ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ  ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ნეოსტიგმინის მეთილის სულფატის შენახვის წესი

შეინახეთ ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.

ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი საწყის შეფუთვაში. გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად. არ გამოიყენოთ ტურქტიპსან ნეოსტიგმინის მეთილის სულფატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

TURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞÎTÎM VE TÎCARET A.Ş.

AKYURT/ANKARA

ტელეფონი: 0 312 844 15 08

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

TURKTIPSAN SAĞLIK TURÎZM EĞÎTÎM VE TÎCARET A.Ş.

AKYURT/ANKARA

ტელეფონი: 0 312 844 15 08

ელ-ფოსტა: [email protected]