გლუკოზა 10% 500მლ#1ფლ(თურქ)
გააზიარე:
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში
ინტრავენური გამოყენებისათვის
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ყოველი 100 მლ ხსნარი შეიცავს 10 გრამ დექსტროზის ანჰიდრატს (გლუკოზას).
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში გამოყენება
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში ინტრავენური ხსნარია, რომელიც გამოიყენება ორგანიზმიდან დაკარგული ნახშირწყლების ჩასანაცვლებლად ან რომლის ადეკვატურად მიღება პერორალურად შეუძლებელია, ორგანიზმის ენერგეტიკული საჭიროების ნაწილის დასაკმაყოფილებლად.
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში გამოყენების ჩვენებებია:
პრეოპერაციული და პოსტოპერაციული პერიოდები ან ღვიძლის, თირკმელების, გულის და კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებები, პერორალურად საკვებისა და წყლის შეზღუდული მიღებით, იმ შემთხვევებში, როდესაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ცილების შეწოვა ან ორგანიზმის ცილებზე მოთხოვნა დარღვეულია; იმ შემთხვევებში, როცა წვის ხარისხის იზრდება, გამოიყენება ცილის შესაბამის წყაროსთან ერთად.
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში გამოყენება ასევე შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც სისხლში შაქარი ეცემა. ხსნარში შემავალი გლუკოზის (შაქრის) გამო, იგი ორგანიზმს უზრუნველყოფს წყლით და ასევე კალორიებით; ასევე გამოიყენება ზოგიერთი მდგომარეობის სამკურნალოდ, როდესაც ორგანიზმი დეჰიდრატირებულია (წყლის მიღების შეზღუდვა, დიარეა, პიღებინება ან ჭარბი შარდვის გამო სითხის ჭარბი დაკარგვა).
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში ასევე გამოიყენება ინტრავენური შეყვანისთვის შესაბამისი ზოგიერთი პრეპარატის გასაზავებლად კონცენტრირებული ფორმით ინტრავენური შეყვანის წინ.
პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ ინტრავენურად და ამ მიზნით შესაფერისი პლასტმასის მილის (კომპლექტის) მეშვეობით.
უკუჩვენებები
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში მრავალი პაციენტისთვის უსაფრთხო პრეპარატია. თუმცა, გულის, თირკმელების, ღვიძლის ან ფილტვების პრობლემების, დიაბეტის შემთხვევაში ეს პროდუქტი არ გამოიყენება.
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში ასევე არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– ალერგიული რეაქცია დექსტროზის მიმართ. ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში შემავალი აქტიურ ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების გამოყენებისას, ანუ ისეთი სიმპტომების არსებობა, როგორიცაა უეცარი ქოშინი, ხიხინი, კანის გამონაყარი, ქავილი ან შეშუპება, ეს პრეპარატი არ გამოიყენება;
– ეს პრეპარატი არ გამოიყენება ასევე სიმინდის პროდუქტების მიმართ ალერგიულ პირებში.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გაქვთ თუ არა ალერგია, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ეს პრეპარატი ასევე არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
– ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევები;
– მდგომარეობები, როდესაც ორგანიზმი ძლიერ დეჰიდრატირებულია;
– მდგომარეობები, რომლის დროსაც ვერ ხდება შარდვა (ანურიის მდგომარეობა);
– კომა ღვიძლის დაავადების გამო.
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში სიფრთხით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– ლატენტური ან აშკარა შაქრიანი დიაბეტი ან რაიმე მიზეზით ნახშირწყლების აუტანლობა;
– შ ორგანიზმში მარილის რაოდენობის შემცირება;
– გულის უკმარისობა (შეიძლება აღინიშნოს სითხის გადაჭარბებული დაგროვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში);
– თირკმელების უკმარისობა (ამ შემთხვევაში შეიძლება დაქვეითდეს შაქრის მიმართ ამტანობა და თუ თირკმლის ფუნქციები დაქვეითებულია, ასეთი პრეპარატების მიღებისას ორგანიზმში მოხვედრილმა ალუმინმა შეიძლება ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ გამოიწვიოს მოწამვლა).
ეს პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.
გარდა ამისა, ეს პრეპარატი ასევე სიფრთხილით ინიშნება ახალშობილებში ძალიან დაბალი წონით (შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სითხის ნაწილის სიმკვრივის მატება და ინტრაკრანიალური სისხლდენის რისკის გაზრდა).
თუ იღებთ პრეპარატს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ინტრავენური მკურნალობა გახანგრძლივდა, მკურნალმა ექიმა შეიძლება ხელახალი გამოკვლევისა და სისხლის სხვადასხვა ანალიზის ჩატარება მოითხოვოს.
ამ პრეპარატის შეყვანისას რეკომენდებულია გამოყენებული მილების (კომპლექტების) გამოცვლა ყოველ 24 საათში. გარდა ამისა, პროდუქტი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაკეტი ხელუხლებელია და არ ფიქსირდება გაჟონვა, ხოლო მასში არსებული ხსნარი გამჭვირვალეა.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებათ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარის წყალში გამოყენება საკვებთან ან სასმელთან
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში ვენაში შესაყვანი პრეპარატია; შეყვანის გზის გათვალისწინებით, ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან არ აღინიშნება.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში ორსულობის დროს, თუ ეს განსაკუთრებულად მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული ექიმის მიერ.
თუ მკურნალობის დროს შეიტყობთ ორსულობის შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს. არ გამოიყენოთ ნეოფლექსი 10% დექსტროზას ხსნარი წყალში ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს განსაკუთრებულად მიზანშეწონილად არის მიჩნეული ექიმის მიერ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მოსალოდნელი არ არის ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში შემავალ დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები, თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარე არ არის მსგავსი ნივთიერებების მიმართ.
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
თუ გეგმავთ სხვა პრეპარატების, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების, ვაქცინების ან მცენარეული პრეპარატების მიღებას, აცნობეთ ექიმს.
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში შეუთავსებელია ზოგიერთ პრეპარატთან. ეს პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ შეუთავსებელია, არ უნდა დაემატოს ხსნარს; ამ პრეპარატების გაზავებისთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს სხვა ხსნარებს. ხსნარში დასამატებელ სხვა პრეპარატებთან შეუთავსებლობის რისკის შესამცირებლად, ჯანდაცვის პერსონალი შეამოწმებს, შერევისთანავე შესაყვანი საბოლოო ნარევი არის თუ არა მღვრიე ან შეიცავს თუ არა ნალექს, გამოყენების წინ და გამოყენების დროს გარკვეული ინტერვალებით.
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იყენებენ სტეროიდულ პრეპარატებს.
თუ ამჟამად იყენებთ რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს, ან თუ გამოიყენეთ ცოტა ხსნის წინ, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში გამოყენების წესი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ
ექიმი გადაწყვეტს ამ პრეპარატის საჭირო რაოდენობას და მიღების დროს. ამ პრეპარატის შესაყვანად ექიმი ასევე გაითვალისწინებს პაციენტის ასაკს, სხეულის წონას და პრეპარატის გამოყენების მიზეზს. თუ ექიმის მიერ სხვაგვარი რეკომენდაციები არ არის გაცემული, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.
ექიმი შეგატყობინებთ ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში მკურნალობის პერიოდს. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ადრე, რადგან ასეთ შემთხვევაში, ვერ მიიღებთ მოსალოდნელ შედეგს.
მიღების მეთოდი
პრეპარატი შეჰყავთ ვენაში შესაბამისი პლასტიკური მილის (კომპლექტის) მეშვეობით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
დოზირებას და შეყვანის ადგილის ზომას ბავშვებისთვის გადაწყვეტს ექიმი, რომელიც გასცემს პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციას.
გამოყენება ხანდაზმულებში
პრეპარატის დოზა და შეყვანის სიჩქარე განისაზღვრება ექიმის მიერ პაციენტის წონის, კლინიკური და ბიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით, როგორც მოზრდილებში, და თანმხლები მკურნალობის გათვალისწინებით.
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები არ არსებობს.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარის წყალში ზემოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბება
თუ გამოიყენეთ რეკომენდებულზე მეტი ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში,მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების ტიპიური საწყისი ნიშნებია ორგანიზმში წყლის მომატება, სისხლში გლუკოზის მომატება, სისხლის მნიშვნელობების დაქვეითება (ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი), სისხლში მარილების კონცენტრაციის დაქვეითება და სისხლის სიმკვრივის გაზრდა.
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შარდის გამოყოფა იზრდება, რასაც თან ახლავს ორგანიზმში მარილების დაკარგვა. შარდის გამოყოფის მატების მიხედვით აღინიშნება ორგანიზმში დეჰიდრატაციის განსხვავებული ხარისხი.
იმ შემთხვევებში, როდესაც არ აღინიშნება შარდის რაოდენობის მომატება, შეიძლება განვითარდეს სისხლის მიმოქცევის გადატვირთვასთან დაკავშირებული სიმპტომები (წყლის დაგროვება ორგანიზმში და უჯრედშიდა კალიუმის დონის შემცირება).
დოზის გამოტოვება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ნეოფლექსით 10% დექსტროზის ხსნარი წყალში მკურნალობისას
არ არის.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარმა წყალში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მისი შემადგენლობის მიმართ მგრძნობიარე პირებში.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:
- ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
- არახშირი: 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
- იშვიათი: 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
შეწყვიტეთ ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარის წყალში გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა:
– სიწითლე/შეშუპება ქავილი, წვის შეგრძნება პრეპარატის შეყვანის ადგილზე;
– სუნთქვის დარღვევა, ხიხინი, ტკივილი გულმკერდის არეში;
– ძლიერი სიცხის ან სიცივის შეგრძნება სხეულში;
– ხელების, ფეხების, ტუჩების, სახის ან მთელი სხეულის შეშუპება;
– თავბრუსხვევა;
– ტაქიკარდია
ყველა ეს მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
რომელიმე ზემოაღნიშნული მოვლენის განვითარება ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარზე წყალში. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენას:
ხშირი გვერდითი მოვლენები:
– ორგანიზმში მარილის (ელექტროლიტების) დონის დარღვევა;
– სისხლში შაქრის მომატება (ჰიპერგლიკემია).
არახშირი გვერდითი მოვლენები:
– სისხლის დილუცია (ჰემოდილუცია);
– ორგანიზმში წყლის რაოდენობის გაზრდის გამო (ჰიპერვოლემია), წყლის დაგროვება ორგანიზმში ან კიდურებში (შეშუპება), ხშირი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება წოლისას ან კიბეებზე ასვლისას (გულის შეგუბებითი უკმარისობის სიმპტომები);
– რეაქციები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება;
– ანთება შეყვანის ადგილზე;
– შაქრის გამოყოფა შარდში;
– ოფლიანობა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
– ალერგიული რეაქციები (დამოკიდებულია ხსნარში დამატებულ პრეპარატზე);
– სიმაგრე, სიწითლე ან შეშუპება (თრომბოფლებიტი), რომელიც ვრცელდება ყველგან ვენებში, დაწყებული გამოყენების ადგილიდან.
ყველა ეს მოვლენა სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც ზემოთ არ არის მითითებული, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთი მოვლენის, რომელიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ ექიმს ან ფარმაცევტს, ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
გამოშვების ფორმა
ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში წარმოდგენილია პოლიპროპილენის პაკეტებში 100, 150, 250, 500 და 1000 მილილიტრის მოცულობით და პვქ პაკეტებში 500 მილილიტრის მოცულობით. აღნიშნულ მოქნილ პაკეტებს გარედან უფრო სქელი დამცავი გარსი აქვთ. არსებობს ორი ფორმა - კომპლექტებით და მათ გარეშე.
შენახვის წესი
შეინახეთ ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
პრეპარატი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.
ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადის თარიღი მითითებულია თითოეულის პაკეტის ეტიკეტზე. პრეპარატი არ გამოიყენება, თუ მისი ვარგისობის ვადა ამოწურულია.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ნეოფლექსი 10% დექსტროზის ხსნარი წყალში შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
TURKTIPSAN SAĞLIK TURIZM EĞITIM VE TICARET A.Ş.
აქიურთი/ანკარა
ტელეფონი: 0 312 844 15 08
ელფოსტა:turktipsan@hs0l .kep.tr
საწარმოო ქარხანა
TURKTIPSAN SAĞLIK TURIZM EĞITIM VE TICARET A.Ş.
აქიურთი/ანკარა
ტელეფონი: 0 312 844 15 08
ელფოსტა:turktipsan@hs0l .kep.tr
ინფორმაცია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
ხსნარი შეყვანილი უნდა იყოს ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით სტერილური შეყვანის კომპლექტის მეშვეობით. სისტემაში ჰაერის შეღწევის თავიდან ასაცილებლად, გამოყენებამდე სითხემ უნდა გაიაროს შეყვანის კომპლექტში.
დამატებითი მედიკამენტების დამატება შეიძლება ინფუზიის წინ და ინფუზიის დროს ნემსის საშუალებით ინექციის წვერიდან ასეპტიკურ პირობებში. მიღებული საბოლოო პროდუქტის იზოტონურობა უნდა განისაზღვროს პარენტერალური მიღების წინ.
პაციენტისთვის შეყვანამდე, დამატებული პრეპარატი მთლიანად უნდა იყოს შერეული ხსნართან. დამატებითი მედიკამენტების შემცველი ხსნარები გამოყენებული უნდა იყოს მედიკამენტის დამატების შემდეგ დაუყოვნებლივ; არ შეიძლება შენახვა შემდგომი გამოყენებისთვის.
ხსნარში დამატებითი მედიკამენტების დამატებამ ან არასწორი შეყვანის ტექნიკამ შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურული რეაქცია პროდუქტის პიროგენული დაბინძურების გამო. არასასურველი რეაქციის შემთხვევაში, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ნაწილობრივ გამოყენებული ხსნარები არ უნდა ინახებოდეს.
ნაწილობრივ გამოყენებული პაკეტების ხელახლა შეერთება შესაყვან სისტემებთან არ შეიძლება.
გასახსნელად
1. შეამოწმეთ გარე შეფუთვის მთლიანობა და არის თუ არა გაჟონვა; არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია.
2. გახიეთ და გახსენით დამცავი გარე შეფუთვა.
3. მოჭერით შეამოწმეთ პაკეტის მთლიანობა დამცავ შეფუთვაში. შეამოწმეთ პაკეტში ხსნარის გამჭვირვალობა და მინარევების არარსებობა.
მომზადება შესაყვანად
- ჩამოკიდეთ პაკეტი.
- მოხსენით დამცავი თავსახური შეყვანის ბუნიკიდან.
- მყარად მოათავსეთ შეყვანის კომპლექტის წვერი შეყვანის ბუნიკში.
- ხსნარის პაციენტისთვის შესაყვანად აუცილებელია კომპლექტის საინფორმაციო ფურცელში მოცემული მითითებების დაცვა.
სხვა მედიკამენტების დამატება
გაფრთხილება
როგორც ყველა პარენტერალური ხსნარის შემთხვევაში, პროდუქტში დასამატებელი ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს პროდუქტთან თავსებადი. თუ პროდუქტს უნდა დაემატოს სხვა მედიკამენტები, პაციენტისთვის შეყვანამდე უნდა შემოწმდეს საბოლოო ნარევის თავსებადობა.
მედიკამენტების დამატება შეყვანამდე
- უნდა ჩატარდეს პრეპარატის შესაყვანი ბუნიკის დეზინფექციაა.
- დასამატებელი პრეპარატის შეყვანა ხდება პრეპარატის შესაყვანი ბუნიკიდან 19-22 დიამეტრის ნემსით.
- ხდება ხსნარის და მასში დამატებული მედიკამენტის კარგად შერევა. ინტენსიურ მედიკამენტებში, როგორიცაა კალიუმის ქლორიდი, შერევა ხდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში პაკეტის შესაერთებელზე ნაზად დარტყმით.
გაფრთხილება
დამატებითი მედიკამენტების შემცველი პაკეტები არ უნდა ინახებოდეს.
მედიკამენტის დამატება შეყვანის დროს
- კომპლექტის დამჭერი უნდა დაიკეტოს.
- პრეპარატის შესაყვან ბუნიკს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.
- დასამატებელი პრეპარატი შეჰყავთ პრეპარატის შესაყვანი ბუნიკიდან 19-22 დიამეტრის ნემსით.
- პაკეტი უნდა მოიხსნას საკიდიდან და ამოტრიალდეს.
- ამ მდგომარეობაში პაკეტის შესაყვან შესაერთებელს და საინექციო პორტს ნაზად უნდა დაარტყათ ხსნარისა და დამატებითი მედიკამენტის შესარევად.
- პაკეტი უნდა მოთავსდეს თავდაპირველ პოზიციაში, დამჭერი უნდა გაიხსნას და შეყვანა გაგრძელდეს.