გლუკოზა 5% 500მლ#1ფლ(თურქ)

გლუკოზა 5% 500მლ#1ფლ(თურქ)

3.70 ლარი 2.96 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ტურკტიპსანი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსტროზა
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 97178
გააზიარე:

ნეოფლექსის  5%  დექსტროზის  წყალხსნარი

ინტრავენური   გამოყენებისთვის

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ხსნარის ყოველი 100 მლ შეიცავს 5 გრამ დექსტროზის ანჰიდრატს (გლუკოზას) .

დამხმარე ნივთიერებები:  საინექციო წყალი.

ნეოფლექსის 5% დექსტროზას გამოყენება

ნეოფლექსის 5% დექსტროზა, დექსტროზის სახელით ცნობილი, ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილებისთვის საჭირო შაქრების შემცველი სტერილური (მიკრობის არ შემცველი) ხსნარია, რომელიც განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის.

ნეოფლექსის 5% დექსტროზა გამოიყენება:

– ორგანიზმის გაუწყლოვანების (დეჰიდრატაციის) მდგომარეობის სამკურნალოდ სხეულის მიერ დაკარგული სითხის აღდგენისთვის.

– სხეულის მიერ დაკარგული ანდა პერორალურად შაქრების არასაკმარისი რაოდენობით მიღებისას ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილებების გარკვეული  ნაწილის დასაკმაყოფილებლად.

– სხვა  კონცენტრირებული ფორმით არსებული ინტრავენური გამოყენების წამლების ინტრავენურ ინფუზიამდე გაზავების მიზნით.

უკუჩვენებები

ნეოფლექსის 5% დექსტროზა პაციენტა უმეტესობისათვის უსაფრთხო წამალია. თუმცა, თუ გულის, თირკმლების, ღვიძლის ანდა ფილტვების პრობლემა  ანდა შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, ექიმმა შეიძლება ეს წამალი არ გამოიყენოს.

გარდა ამისა, აღნიშნული ხსნარის ინფუზია არ შეიძლება როგორც სისხლის ტრანსფუზიასთან ერთად, ასევე ინფუზიის წინ ანდა შემდეგ იმავე საინფუზიო სისტემიდან.

ნეოფლექსის 5% დექსტროზა არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

–         სისხლში შაქრის ნორმაზე მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია);

–         არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი;

–         ორგანიზმში მეტაბოლიზმის შენელების დროს წარმოქმნილი ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა;

–         უკიდურესად დეჰიდრატირებული ორგანიზმისთვის და ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გლუკოზის შემცველი სითხის მიცემასთან დაკავშირებით კომის (ჰიპეროსმოლარული კომა) განვითარება;

–         ორგანიზმში ნახშირწყლების დაშლის შედეგად წარმოქმნილი არასასურველი პროდუქტის – რძემჟავას  მომატებული დონე (ჰიპერლაქტემია);

–         სიმინდის ანდა სიმინდის ნაწარმის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია).

ნეოფლექსის 5% დექსტროზა სიფრთხილით გამოიყენება ქვემოთ  მოცემული მდგომარეობის დროს

–         მოწამვლა;

–         თირკმლის უკმარისობა, როცა შარდის რაოდენობა შემცირებულია ანდა შარდი საერთოდ არ გამოიყოფა;

–         გულის უკმარისობა;

–         ფილტვების უკმარისობა;

–         თავის ტვინის სისხლძარღვების უეცარი დახშობის ანდა სისხლჩაქცევის შედეგად დამბლის განვითარება (მწვავე იშემიური ინსულტი);

–         ბოლო 24 საათის განმავლობაში თავის ტვინის ტრავმა;

–         ქალას შიდა წნევა მომატება.

თუ, აღნიშნული წამალი ელექტრონული ტუმბოს საშუალებით გეძლევათ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ხსნარის პარკის სრულად დაცლამდე ტუმბოს მუშაობა შეჩერებულია.

ამ წამლის  ინტრავენური შეყვანის დროს, გამოყენებული მილები (გადასხმის სისტემის ნაკრები) 24 საათში ერთხელ უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა,  ხსნარი  გამოიყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსნარის შემცველი პარკის მთლიანობა არ არის დარღვეული, არ ჟონავს და ხსნარი გამჭვირვალეა.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები  ამჟამად ანდა  წარსულის ნებისმერ დროს გამოვლინდა, კონსულტაციისთვის  მიმართეთ ექიმს.

ნეოფლექსის 5% დექსტროზას  გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ნეოფლექსის 5% დექსტროზა ინტრავენური გამოყენებისთვის განკუთვნილი წამალია;  წამალს  საკვებთან და  სასმელთან ურთიერთქმედება არ აქვს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ანდა ფარმაცევტს.

ნეოფლექსის 5% დექსტროზის გამოყენების აუცილებლობის გარეშე, ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, ორსულად ხართ ანდა  ფიქრობთ, რომ ორსულობის ალბათობა არსებობს,  მაშინვე ექიმს აცნობეთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ წამლის გამოყენებამდე  კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ნეოფლექსის 5% დექსტროზით მკურნალობის დროსავტომობილის და მექანიზმების მართვა შეუძლებელია. მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია დღიური აქტივობის გაგრძელება, ავტომობილის და მექანიზმების მართვა.

ნეოფლექსის 5% დექსტროზის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერების სახით საინექციო წყალს შეიცავს, ამიტომ რაიმე სახის გაფრთხილებას არ საჭიროებს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ნეოფლექსის 5% დექსტროზის გამოყენებისას,   დამატებით რომელიმე წამლის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, ამ წამლის გამოყენება  არ შეიძლება ან  შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლში შაქრის გამანეიტრალებელი საშუალების დამატებით.

აღნიშნული წამლით მკურნალობის დაწყებამდე  აუცილებლად  აცნობეთ ექიმს ყველა იმ წამლის შესახებ, რომელსაც ღებულობთ, რეცეპტის გარეშე გაცემული წამლების ჩათვლით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, აღნიშნულის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ნეოფლექსის 5% დექსტროზას გამოყენების წესი

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები

–         აღნიშნული წამლის საჭირო დოზის და ინფუზიის დროს გამოყენების საკითხს ექიმი გადაწყვეტს. ამ დროს მნიშვნელოვანია პაციენტის წონის, ასაკის და ამ წამლის  გამოყენების მიზეზის გათვალისწინება;

–         ექიმის მიერ სხვა მითითებების არ არსებობის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია აღნიშნული რეკომენდაციები;

–         არ დაგავიწყდეთ წამლის დროული მიღება;

–         ექიმი განსაზღვრავს ნეოფლექსის 5% დექსტროზით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა დროზე ადრე არ შეწყვიტოთ, რადგანაც ასეთ შემთვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

შეყვანისგზა და მეთოდი

წამალი გამოიყენება ვენაში ჩადგმული პლასტიკური ნაკრების დახმარებით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

ბავშვებში გამოყენება

ბავშვებისთვის დოზას და გამოყენებული ინფუზიის სისტემის ნაკრების დეტალებს ექიმი გადაწყვეტს.

ხანდაზმულებში გამოყენება  

ზრდასრულებში გამოყენებული დეტალების მსგავსად გამოიყენება.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები

თირკმლების /ღვიძლის  უკმარისობა

თირკმლების და ღვიძლის უკმარისობის დროს, დავადების სიმძიმის შესაბამისად,  ეს წამალი შეიძლება არ იქნას გამოყენებული.  წამლის  ინფუზიის გადაწყვეტილების მიღების შემთვევაში, ინფუზია დაკვირვების ქვეშ განხორციელდება.

თუ,ფიქრობთ, რომ ნეოფლექსის 5% დექსტროზის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

დოზის გადაჭარბება

თუ ნეოფლექსის 5% დექსტროზის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ,  ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

დოზის გამოტოვება

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ნეოფლექსის 5% დექსტროზით  მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს

არ არსებობს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა წამლის მსგავსად, ნეოფლექსის 5% დექსტროზის შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

ნეოფლექსის 5% დექსტროზის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე აცნობეთ  ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე  ნიშანი გამოვლინდება:

–         გავრცელებული ანდა ლოკალური ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ხმაურიანი სუნთქვა, მკერდში მოჭერის შეგრძნება, წნევის დაცემა, მაღალი ცხელება, ავად ყოფნის შეგრძნება, კუჭის არეში ტკივილი ანდა კანკალი/სურდოს მსგავსი სიმპტომები.

ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ  ნეოფლექსის 5% დექსტროზის  მიმართ ალერგია გაქვთ.  ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს  სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ  ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება:

–         ორგანიზმში სითხის რაოდენობის შემცირება და სხეულის გაუწყლოვნება (დეჰიდრატაცია);

–         სისხლში იონების სახელით წოდებული ნივთიერებების (კალიუმის, მაგნიუმის, ფოსფატის და ა.შ.) დონის შემცირება;

–         სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია);

–         სისხლის მიმოქცევის მოცულობის მომატება(ჰიპერვოლემია);

–         შარდის რაოდენობის მომატება;

–         ინფუზიის ადგილიდან  ხსნარის ვენიდან გარეთ გამოჟონვა;

–         ინფუზიის ადგილის ირგვლივ ტკივილი, სიწითლე და შეშუპება;

–         ინფუზიის ადგილის დაჩირქება;

–         ინფუზიის ვენის დაზიანება, გაღიზიანებ;ა

–         ინფუზიის ადგილიდან დაწყებული, ვენის გაყოლებით გავრცელებული ჩირქოვანი ანთება;

–         ინფუზიის ადგილიდან დაწყებული ვენების დახშობის განმომწვევი თრომბის განვითარება.

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ  ექიმს  ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  ან ფარმაცევტს.  ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ  აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr   ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში  დაკლიკებით ან დარეკეთ  ტელეფონის ნომერზე: 0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს  ცენტრი (TUFAM).  გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის  მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

გამოშვების ფორმა

ხსნარი 50, 100, 150, 250, 500 და 1000 მილილიტრი მოცულობის პოლიეთილენის  პარკებში ან პილივინილ ქლორიდის პარკებშია მოთავსებული. აღნიშნული პარკები გარედან დაფარულია უფრო სქელი, დამცავი საფარით. ვენებში პლასტმასის მილის (ინფუზიის სისტემის ნაკრები) საშუალებით გადაესხმება.

შენახვის წესი

ნეოფლექსის 5% დექსტროზა  ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

თითოეული საინფუზიო ხსნარის პარკის ეტიკეტზე მითითებულია გამოყენების ბოლო ვადა. თუ ეს ვადა გასულია, წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ ხსნარი გამჭვირვალე არ არის, არ გამოიყენოთ.

შეინახეთ  <250C  ოთახის ტემპერატურაზე.

გამოყენების შემდეგ დარჩენილი ხსნარი გადააგდეთ. გამოუყენებელი ნაწილი კვლავ არ გამოიყენოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ნეოფლექსის 5% დექსტროზა  არ გამოიყენოთ/გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის გასვლამდე.

ვადაგასული  ან  გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, არამედ ჩააბარეთ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი  

ს.ს. თურქთიპსან  საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯარეთ

აქიურთი/ანკარა

ტელ:  0 312 8441508

ელ. ფოსტა:  [email protected]

წარმოების ადგილი

ს.ს. თურქთიპსან  საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯარეთ

აქიურთი/ანკარა

ტელ:  0 312 8441508

ელ. ფოსტა:  [email protected]

 

 

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (18 აფთიაქი)