მეტრონიდაზოლი 0.5% 100მლ(თურქ)

მეტრონიდაზოლი 0.5% 100მლ(თურქ)

2.95 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ტურკტიპსანი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეტრონიდაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 97177
გააზიარე:

ნეოფლექსი 0,5% მეტრონიდაზოლი

ინტრავენური გამოყენებისათვის

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: ყოველი 100 მლ ხსნარი შეიცავს 500 მილიგრამ მეტრონიდაზოლს

დამხმარე ნივთიერება: ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის ჰეპტაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი.

 

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენება

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი საინექციო ხსნარი გამოიყენება ნაწლავის ამებიაზის (ამებიით გამოწვეული ინფექციის ტიპი), ღვიძლის ამებიაზის, არასპეციფიკური  ვაგინიტის (ვაგინალური ინფექცია), ანაერობული ინფექციების და ტრიქომონული  გენიტალური ინფექციების დროს. ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის შეფუთვა შეიცავს 100 მლ-ს პოლიპროპილენის ტომარაში. 

 

უკუჩვენებები

  500მგ/100მლ მეტრონიდაზოლის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

–         პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულების ან ამ მედიკამენტში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

 

გაფრთხილება

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი სიფრთხილით გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

–         თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის პრობლემები;

–         დიალიზზე მყოფი პირები თირკმლის უკმარისობის გამო;

–         ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დაავადება;

–         მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელებისგან და არ დალიოთ ალკოჰოლი მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში;

–         მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული თუ ანამნეზში აღინიშნება სისხლთან დაკავშირებული გენეტიკური დაავადების შემთხვევები;

–         იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის ხანგრძლივი გამოყენება, გრძელვადიანი გამოყენება უნდა იყოს შეფასებული და გადაწყვეტილი განსაკუთრებული სიფრთხილით.

 

ნეოფექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვინაიდან ნეოფლექსი 0,5% მეტრონიდაზოლის საინექციო ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად, მისი მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე ასევე კვების შემდეგაც.

 

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენებას უნდა მოერიდოთ ორსულობის დროს, თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  ექიმი ამას მიიჩნევს განსაკუთრებულად საჭიროდ. პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ლაქტაციის პერიოდი

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან ნეოფლექსი 0 5% მეტრონიდაზოლი გადადის დედის რძეში, იგი არ გამოიყენება  მეძუძურ ქალებში.

 

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე (მაგ. დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, მხედველობის დარღვევა და ა.შ.) თუ ეს გვერდითი მოვლენები გამოვლინდა კონკრეტულ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ნატრიუმის შემცველობის გამო საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალ ნატრიუმიან საკვებს და იცავენ უმარილო დიეტას.

 

სხვა მედიკამენტების მიღება/გამოყენება

მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა და მსგავსი ფსიქოლოგიური რეაქციები დისულფირამის თერაპიასთან ერთად გამოყენებისას.

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ვარფარინით.

ასევე, აცნობეთ  ექიმს, თუ მკურნალობთ შემდეგი მედიკამენტებით: ლითიუმი, ვეკურონიუმი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი, 5-ფტორურაცილი, ბუსულფანი, ციკლოსპორინი.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ამჟამად ან წარსულში იყენებდით ნებისმიერ მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო საშუალებებსაც.

 

ნეოფლექსი 0,5% მეტრონიდაზოლის მიღების წესი

ინსტრუქცია გამოყენების წესის და დოზირების/ინექციის სიხშირის შესახებ

ნეოფლექსი 0,5% მეტრონიდაზოლის საინექციო ხსნარი გამოიყენება განსაკუთრებულ სიტუაციებში. ექიმი განსაზღვრავს პაციენტისთვის საჭირო დოზირებას და მიღების სიხშირეს პაციენტის დაავადების სახეობის და დაავადების სირთულის შესაბამისად.

 

გამოყენების წესი და მეთოდი

კეთდება ვენაში ინექციის გზით.

 

განსაკუთრებული ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში.

 

გამოყენება ხანდაზმულებში

სიფრთხილეა საჭიროა ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაღალი დოზირებებისას.

 

გამოყენების სპეციალური შემთხვევები

თირკმელის/ღვიძლის დარღვევები

ვინაიდან პრეპარატი გამოიყოფა შარდში, სიფრთხილეა საჭირო თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში გამოყენებისას.

ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დაბალი დოზირება ან ხანმოკლე ვადით მკურნალობა ღვიძლის დაავადების დროს.

თუ გაქვთ განცდა, რომ ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი ძალიან ძლიერ ან პირიქით სუსტ ეფექტს ახდენს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

 

ჭარბი დოზირება

მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს თუ მიიღეთ ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის ჭარბი დოზირება.

 

ნეოფლექს 0.5% მეტრონიდაზოლის დოზის გამოტოვება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ გამოტოვეთ ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის დოზა, მომდევნო დოზა უნდა მიიღოთ ჩვეულებრივ მისაღებ დროს.

ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

მკურნალობის შეწყვეტა

მეტრონიდაზოლით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი არ არის რაიმე ეფექტები.

 

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენების დროსაც შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან სამედიცინო დახმარებას თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს:

–         შეშუპება ხელებზე, ტერფებზე, სახსრებზე, სახეზე, ტუჩებზე ან ყელზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება. შესაძლოა ასევე  ქავილიანი გამონაყარი. ეს მიუთითებს,   პაციენტის ალერგიული რეაქციაზე ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლის მიმართ;

–         რთული, მაგრამ ძალიან იშვიათი ეფექტია თავის ტვინის დაავადება – ენცეფალოპათია, რომელსაც ახასიათებს განსხვავებული სიმპტომები: სიცხე, კისრის რიგიდულობა, თავის ტკივილი ან შესაძლოა ხმები ყურში, რომლებიც არ არსებობს. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ხელებისა და ფეხების მოძრაობის გართულება, მეტყველების დაქვეითება ან თავბრუსხვევის შეგრძნება.

აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

რომელიმე მათგანის გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და ჰოსპიტალიზაცია.

 

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკაში სამედიცინო დახმარებას   შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში:

  • კანისა და თვალების ყვითლად შეფერვა. ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის დაავადებაზე (სიყვითლე). ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტრონიდაზოლით სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად.
  • მოულოდნელი ინფექციები, პირის ღრუს წყლულები, სისხლჩაქცევები, ღრძილებიდან სისხლდენა და დაღლილობა. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის პრობლემებით.
  • მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა ზურგზე (პანკრეატიტი), რაც  სერიოზული გვერდითი მოვლენაა. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა. ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

 

აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს

ძალიან იშვიათად (<1 / 10,000)

  • კრუნჩხვები;
  • ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა თავბრუსხვევა და არ არსებული საგნების მოსმენა ან დანახვა (ჰალუცინაციები);
  • გამონაყარი კანზე ან სიწითლე;
  • თვალის პრობლემები, როგორიცაა ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა;
  • თავის ტკივილი;
  • შარდის მუქი ფერი;
  • ძილიანობა ან თავბრუსხვევა;
  • კუნთების ან სახსრების ტკივილი.

 

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

  • გრძნობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილი ან დაღლილობა ხელებსა და ფეხებში;
  • უსიამოვნო გემო პირში;
  • ჟანგისფერი ენა;
  • გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლილობა ან დიარეა;
  • მადის დაკარგვა;
  • ცხელება;
  • ფსიქიკური დეპრესიის შეგრძნება, ტკივილი თვალებში (ოპტიკური ნევრიტი);
  • სიმპტომების ჯგუფის კომბინაცია, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, გულისრევა და ღებინება. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მიმდებარე გარსის ანთებით (მენინგიტი).

თუ აღინიშნება რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ზემოთ არ არის მითითებული,აცნობეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი ეფექტებისაც, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ თურქეთის ფარმაკოლოგიური კონტროლის ცენტში (TUFAM), ვეგ-გვერდზე www.titck.gov.tr ან ცხელ ხაზზე დარეკვის მეშვეობით 0 800 314 00 08.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

 

ნეოფლქსი 0.5% მეტრონიდაზოლის შენახვის პირობები

შეინახეთ ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი ყოველთვის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.

მედიკამენტი ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას. გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

ნეოფლექსი 0.5% მეტრონიდაზოლი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

 

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

ტურკტიპსან საგლიკ ტურიზმ ეგიტიმ ვე ტიკარეტ ა.ს.

აკზურტ/ანკარა

ელ.ფოსტა: [email protected]

ტელ: +903128441508

ფაქსი:+90 312 8441527

 

მწარმოებელი

ტურკტიპსან საგლიკ ტურიზმ ეგიტიმ ვე ტიკარეტ ა.ს.

აკზურტ/ანკარა

ელ.ფოსტა: [email protected]

ტელ: +903128441508

ფაქსი:+90 312 8441527.

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (19 აფთიაქი)

რეგიონი (16 აფთიაქი)