ზინასენი 10მგ #60ტ

ზინასენი 10მგ #60ტ

17.68 ლარი
ქვეყანა: პორტუგალია
მწარმოებელი: ატრალ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფლუნარიზინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 97097
გააზიარე:

 

ზინასენი 10 მგ ტაბლეტები

  1. 1.    ზინასენიდამისიგამოყენება

ზინასენის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ფლუნარიზინი (დიჰიდროქლორიდის ფორმით). ზინასენი  ხელს უწყობს შაკიკის შეტევების თავიდან აცილებას და ამსუბუქებს თავბრუსხვევის გარკვეულ ფორმებს.            

 

2. ზინასენის მიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

არ მიიღოთ ზინასენი

-         თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ფლუნარიზინის ან ზინასენის სხვა კომპონენტების მიმართ;

-         თუ უჩივით დეპრესიას;

-         თუ გაქვთ პარკინსონის დაავადება.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ზინასენის მიმართ

-         თუ იგრძნობთ დაღლილობას, რაც იმატებს მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად;

-         თუ იღებთ ზინასენს რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ შემთხვევებში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ღვიძლის უკმარისობით, გლაუკომით ან პროსტატიტით დაავადებულ პაციენტებში.

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ფლუნარაზინს შეუძლია გამოიწვიოს ეპიგასტრალური დისკომფორტი. მედიკამენტის მიღებამ კვების შემდეგ შესაძლოა შეამციროს ეს სიმპტომები.

 

ზინასენის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ან მიგიღიათ ბოლო პერიოდში სხვა მედიკამენტები, რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.

თუ იღებთ ზინასენს, ამავდროულად ალკოჰოლის, ძილის აბების ან დამამშვიდებლების, ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტების მიღებამ შესაძლოა უფრო სწრაფად გამოიწვიოს ძილიანობა ან თვლემა. ამ მიზეზის გამო, უნდა შეზღუდოთ მისაღები რაოდენობა და მიიღოთ ძილის აბები ან დამამშვიდებლები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გამოგიწერთ ზინასენთან ერთად მისაღებად.

 

ზინასენის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ მიიღოთ ზინასენი ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.

 

ორსულობადალაქტაცია

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, რომელიც გადაწყვეტს შეგიძლიათ თუ არა ზინასენის მიღება.

თუ იღებთ ზინასენს, არ შეიძლება ძუძუთი კვება. ამ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

ავტომობილისმართვადამექანიზმებისგამოყენება

განსაკუთრებით ზინასენით მკურნალობის საწყის პერიოდში, შესაძლოა იგრძნოთ ძილიანობა. გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების დროს.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზინასენის ზოგიერთ კომპონენტზე

ზინასენი შეიცავს ლაქტოზას. თუ ინფორმირებული ხართ თქვენი ექიმის მიერ, რომ თქვენ გაქვთ შაქრის რომელიმე სახის აუტანლობა, დაუკავშირდით მას ამ მედკამენტის მიღებამდე.

 

3. ზინასენის გამოყენების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ექიმის მითითებების თანახმად.   
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენი ექიმი მიგითითებთ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ზინასენი.      
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ ცოტა წყალთან ერთად.  
არასდროს მიიღოთ ექიმის რეცეპტით გათვალისწინებულ დოზაზე მეტი.         
ზინასენით მკურნალობის წესი

-         თუ ხართ 65 წელზე ნაკლები ასაკის, მიიღეთ 1 ტაბლეტი, ყოველდღე დაწოლის წინ.

-         თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, მიიღეთ ნახევარი ტაბლეტი, ყოველდღე, დაწოლის წინ.

სავარაუდოდ, პირველი თვის განმავლობაში იგრძნობთ გარკვეულ გაუმჯობესებას, მაგრამ უნდა მიიღოთ მედიკამენტი მომდევნო თვეშიც, სანამ მის სრულ ეფექტს იგრძნობთ.    
მაქსიმალური დოზა: არ გადააჭარბოთ 20 მგ-ს დღეში (2 ტაბლეტი).

ზინასენით მკურნალობის გაგრძელება    
2 თვის შემდეგ,  ექიმი გეტყვით უნდა გააგრძელოთ  თუ არა ზინასენის მიღება. რეკომენდირებული დოზა არის შემდეგი:           
მიიღეთ ტაბლეტების იგივე რაოდენობა რასაც იღებდით, 1 ან ნახევარი ტაბლეტი, ყოველდღე დაწოლამდე, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში; არ მიიღოთ არცერთი ტაბლეტი შემდეგი 2 დღის განმავლობაში.   

გაიმეორეთ ეს მკურნალობა (5 დღე მიიღეთ მედიკამენტი, მომდევნო 2 დღე არ მიიღოთ მედიკამენტი), მკურნალობის დასრულებამდე.      

ზინასენით მკურნალობა გრძელდება მაქსიმუმ  6 თვე.     
თუ შეაჩერებთ მკურნალობას, მაგრამ ისევ გექნებათ სიმპტომები, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს შესაძლებელია თუ არა ზინასენით მკურნალობის თავიდან დაწყება.        

 

ბავშვები      
ბავშვებში მისაღები დოზა არის 5-დან 10 მგ-მდე დღეში. 

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები     
ხელმისაწვდომი მონაცემები არ იძლევა საშუალებას განისაზღვროს მისაღები დოზა ამ ჯგუფის პაციენტებში.

 

თუ გადააჭარბებთ ზინასენის მისაღებ დოზ

ზინასენის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. შესაძლოა იგრძნოთ ძილიანობა, დაღლილობა ან, ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა იგრძნოთ შფოთვა და აჩქარებული გულისცემა. თუმცა, შეგიძლიათ, ამ შემაწუხებელი სიმპტომებისგან გასათავისუფლებლად, დაიწყოთ მკურნალობა გააქტივებული ნახშირით, რომელიც ხელმისაწვდომია აფთიაქში, ის შთანთქავს კუჭში არსებულ ნებისმიერ მედიკამენტს.

 

თუ დაგავიწყდათ ზინასენის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თქვენი ექიმი გეტყვით თუ რამდენი ხნის განმავლობაში გესაჭიროებათ ამ მედიკამენტის მიღება.     
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლოგვერდითიმოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ზინასენსაც  შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ყველა ადამიანში არ ვლინდება.

იმ შეთხვევაში თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც მოცემულ ინსტრუქციაში მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთი პაციენტი გრძნობს ძილიანობას ან დაღლილობას, მაგრამ ძირითადად ეს ეფექტები სწრაფად ქრება. თუ ასე მოხდა და იგრძენით დისკომფორტი, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ზოგჯერ, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ვლინდება წონის ან მადის მომატება, ამის გამო, მოერიდეთ ჩვეულებრივზე მეტის ჭამას.

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ზუგჯერ თავს იჩენს დეპრესია, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ადრე აწუხებდათ დეპრესია. ხანდაზმულებმა შესაძლოა იგრძნონ მოძრაობის შენელება ან გაშეშება. შესაძლოა გამოვლინდეს ასევე მოუსვენრობა, კანკალი ან სახის, მკლავების და ფეხების არაკონტროლირებადი მოძრაობები.

თუ იგრძნობთ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

იშვიათი უარყოფითი რეაქციებია: გულისრევა, ეპიგასტრალია (კუჭის ტკივილი), პირის სიმშრალე (ქსეროსტომია), ჰიპერტროფული გინგივიტი, უძილობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა.

 

5. ზინასენის შენახვის წესი

შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.                      
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.              
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და  შეუმჩნეველ ადგილას.      
არ მიიღოთ ზინასენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.       
არ მიიღოთ ზინასენი თუ შეამჩნევთ გაფუჭების ნიშნებს. 
არ გადააგდოთ არცერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

 

6. სხვა ინფორმაციები

ზინასენის შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ფლუნარიზინი (დიჰიდროქლორიდის ფორმით). თითო ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ფლუნარიზინს.

სხვა კომპონენტებია: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი და სიმინდის სახამებელი.

 

ზინასენის ფორმა და შეფუთვის შიგთავსი

ზინასენი წარმოდგენილია ბლისტერებში, 20, 50 და 60 ტაბლეტიან შეფუთვებში.

შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს კომერციალიზებული.

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი       
Laboratórios Atral, S.A.  (Atral ლაბორატორიების საზოგადოება)  
                       

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.