მეთფორმინ მატოფინი1000მგ#100ტ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
მატოფინი 1000 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
განკუთვნილია პირის გზით ( ორალურად ) მისაღებად .
- მოქმედი ნივთიერება : თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 1000 მგ მეტფორმინ HCl შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებებია : პოლივინილპროლიდონ K-90, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171) და პოლიეთილენ გლიკოლი.
|
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს :
- რა არის და რისთვის გამოიყენება მატოფინი ?
- მატოფინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ?
- როგორ გამოიყენება მატოფინი ?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ?
- მატოფინის შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება მატოფინი ?
- · თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი, გამოყენებისთვის წარმოდგენილია 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შემცველ, 100 ტაბლეტიან ბლისტერის შეფუთებში.
- · მატოფინი, თეთრი ფერის, ორივე ზედაპირზე დანაყოფის ხაზის მქონე, მოგრძო ფორმის აპკით შემოგარსული ტაბლეტია.
- · მატოფინი, ორალური ანტიდიაბეტიკური (ბიგუანიდები) წამლების სახელით ცნობილ ჯგუფში შემავალი წამალია. ამ სახის წამლები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება.
- · ინსულინი, პანკრეასის მიერ წარმოებული და სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი ჰორმონია, რომელიც თქვენი სხეულის სისხლში გლუკოზის (შაქარი) შთანთქმას უზრუნველყოფს. სხეული, გლუკოზას ენერგიის წარმოებისთვის იყენებს და ან მომავალში შემდგომი გამოყენების მიზნით ინახავს.
თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, პანკრეასი ინსულინს საკმარისი რაოდენობით ვერ აწარმოებს და ან სხეულის მიერ წარმოებული ინსულინი რეგულარულად ვერ გამოიყენება. ეს მდგომარეობა სისხლში გლუკოზის დონის მოამატებას იწვევს. მატოფინი, სხეულს სისხლში გლუკოზის დონის შეძლებისდაგვარად ნორმალურ დონეზე დაქვეითებაში ეხმარება.
- · მატოფინი, მონოთერაპიის სახით (მხოლოდ მატოფინის მიღება) ტიპი -2 შაქრიანი დიაბეტის დიეტის და ვარჯიშების საშუალებით მართვის გაძნელებისას, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე ავადმყოფებში გამოიყენება (ინსულინ დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის დროს, შაქრიანი დიაბეტის სახეობა).
- · ზრდარულებში, მატოფინი მონოთერაპიის სახით და ან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა წამლებთან (პირის გზით მისაღები წამლები და ან ინსულინი) ერთადაც გამოიყენება.
- · 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მატოფინის გამოყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპის სახით, ასევე ინსულინთან ერთდაც.
2. მატოფინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ?
მატოფინი , ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ :
თუ,
- · მეტფორმინის და ან მატოფინის შემადგენლობაში არსებული სხვა დამხმარე ნივთიერებებიდან (იხილეთ ნაწილი- დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ,
- · თირკმლების და ან ღვიძლის პრობლემები გაქვთ,
- · თირკმლების და ან ღვიძლის უკმარისობა გაქვთ და თირკმლის ფუნქციების დარღვევვისას, სისხლის შრატში კრეატინინის დონე მამაკაცებში >1.5მგ/დლ და ქალებში >1.4 მგ/დლ და ან კრეატინინის ანორმალური კლირენსი ფიქსირდება
- · მძიმე ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დეჰიდრატაცია, წონის სწრაფი კლება და კეტოაციდოზის მსგავსი მდგომარეობის თანხლებით, უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი გაქვთ,
კეტოაციდოზი, ,,კეტონური სხეულების’’ სახელით წოდებული ნივთიერებების სისხლში დაგროვება და დიაბეტური კომის გამომწვევი მდგომარეობაა. კეტოაციდოზის ნიშნებია: კუჭის ტკივილი, სწრაფი და ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ძილიანობა და ან უჩვეულ ხილის სუნი ამონასუნთქ ჰაერში.
- · აღინიშნება მჟავე იონების დაგროვება, რომელიც თირკმელების მიერ უნდა იქნას გამოყოფილი და ან ბიკარბონატული იონების ჭარბი გამოყოფა (მეტაბოლური აციდოზი)
მეტაბოლური აციდოზის ნიშნებია:გონების არევა, გაბრუება, ძილის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი. აღნიშული ნიშნების თქვენთან გამოვლინების შემთვევაში, გთოვთ თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
- · გახანგრძლივებული და ან ძლიერი დიარეა და ან ზედიზედ, ერთიმეორის მიყოლებით ძლიერი ღებინება გაქვთ, როს გამოც შეიძლება სხეულის მიერ სითხის ჭარბი დაკარგვის მდგომარეობა გამოვლინდეს (დეჰიდრატაცია)
დეჰიდრატაციამ შეიძლება თირკმლის პრობლემები გამოიწვიოს, ეს კი რძემჟავა აციდოზის განვითარების რისკს გაზრდის (გთხოვთ, იხილეთ ნაწილი ,,მატოფინი ქვემოთ მოცმეული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).
- · ფილტვების და ან ბრონქული სისტემის და ან ბრონქოექტაზიის მსგავსი სერიოზული ინფექციის რისკი გაქვთ,
სერიოზულმა ინფექციებმა შეიძლება თირკმლის პრობლემების განვითარება განაპირობოს, ეს კი თქვენთან რძემჟვაა აციდოზის განვითარების რისკს გაზრდის (გთხოვთ, იხილეთ ნაწილი ,,მატოფინი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).
- · გულის უკმარისობის გამო მკურნალობას გადიხართ და ან ახლო პერიოდში მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეთ, თუ, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გაქვთ (შოკის მსგავსი) და ან სუნთქვა გიჭირთ, სისხლსა და ქსოვილებში მიკროორგანიზმების და ან პათოგენების განვითარების რისკით გამოწვეული სისტემური დაავადება (სეპტიცემია) გაქვთ, ეს მდგომარეობა ქსოვილებისთვის ჟანგბადის წყაროს დეფიციტს გამოიწვევს, აღნიშნული კი თქვენთან რძემჟავა აციდოზის განვთარების რისკს გაზრდის (გთხოვთ, იხილეთ ნაწილი,,მატოფინი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
- · თუ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმართ,
- · ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ექიმს უთხარით , რომ მატოფინს ღებულობთ :
თუ ;
- · იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების სისხლის მიმოქცევაში შეყვანის საჭიროებაა, რენტგენოგრაფიის აპარატით და ან სხვა რადიოოგიური კვლევის საჭიროება გაქვთ,
- · სერიოზული, დიდი ოპერაცია იგეგემება, ჩარევამდე და ან ჩარევის შემდეგ საჭიროა მატოფინის მიღების გარკვეული პერიოდი შეჩერება.
თქვენი ექიმი, ამ დროის განმავლობაში სხვა ტიპის მკურნალობის საჭიროების საკითხს გადაწყვეტს.
ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით გაითვალისწინეთ.
მატოფინი , ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
თუ ;
|
გთხოვთ , განსაკუთრებული რისკის სახით რძემჟავა აციდოზს გაუფრთხილდით . მატოფინმა, განსაკუთრებით თირკმლების პრობლემების დროს, შეიძლება გამოიწვიოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულება რძემჟავა აციდოზი. რძემჟავა აციდოზის რისკის განვითარება მატულობს, როცა აღინიშნება უმართავი შაქრიანი დიაბეტის მდგომარეობა, გახანგრძლიებული შიმშილი და ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. რძემჟავა აციდოზის ნიშნებია:ღებინება, კუნთოვანი კრუნჩხვებით მიმდიანრე მუცლის ტკივილი, ძლიერი დაღლილობის მდგომარეობის თანხლებით ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ავად ყოფნის შეგრძნება, სუბთქვის გაძნელება. თუ , ზემოთ მოცემული მდგომარეობა თქვენთან გამოვლინდება , სასწრაფოდ საავადმყოფოს უნდა მიმართოთ მკურნალობის მიზნით , რადგანაც რძემჟავა აციდოზის შ ეიძლება კომაში გადაიზარდოს . მატოფინის გამოყენება მაშინვე შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ყველაზე ახლო საავადმყოფოს დაუკავშირდით . |
მხოლოდ მატოფინის მიღება ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაცემა) ვერ გამოიწვევს, მატოფინის, სხვა შაქრიანი დიაბეტი სამკურნალო წამლებთან და ან ჰიპოგლიკემიის გამომწვევ სხვა წამლებთნ ერთად გამოყენებისას, (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი, მეგლიტინიდები), სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, ჰიპოგლიკემიის რისკი მატულობს. თუ თქვენთან გამოვლინდება სისუსტე, დაღლილობა, ოფლიანობის მომატება, გულისცემის აჩქარება, ამ მდგომაროების გამოსწორებაში დაგეხმარებათ შაქრის შემცველი სასმელის და ან საკვების მიღება.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
მატოფინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
მატოფინის მიღება შესაძლებელია როგორც კვების დროს, ასევე კვების შემდეგ.
მატოფინის გამოყენების დროს ალკოჰოლი არ მიიღოთ. ალკოჰოლი, განსაკუთრებით ღვიძლის პრობლემების და ან კვებითი დარღვევების დროს რძემჟავა აციდოზის რისკს გაზრდის. აღნიშნული მდგომარეობა გასათვალისწინებელია ალკოჰოლის შემცველი სხვა წამლების მიღების დროსაც.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
ორსულობის პერიოდში, შაქრიანი დიაბეტის მართვის მიზნით შეიძლება ინსულინის გამოყენება გახდეს საჭირო.
თუ, ორსულად ხართ და ან ორუსლობის ალბათობა მაღალია და ან ორსულობას გეგმავთ, მატოფინის გამოყენებამდე თქვენს ექიმს აცნოებთ, ამ მდგომარეობაში შეიძლება ექიმი მკურნალობის გეგემას შეცვლის.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება - ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ და ან ბავშვის ძუძუთი კვებას გეეგმავთ, მატოფინი არ გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
მხოლოდ მატოფინის მიღება ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის დონის დაცემა) ვერ გამოიწვევს. ამიტომ, მატოფინი ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებარ არ მოახდენს.
თუმცა, თუ მატოფინს დიაბეტის სამკურნალო სხვა წამლებთან ერთად ღებულობთ (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი, მეგლიტინიდები), სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ჰიპოგლიკემიის ნიშნებია: სისუსტე, გაბრუება, ოფლიანობის მომატება, გულის ცემის აჩქარება, მხედველობის დარღვევები და ან კონცენტრაციის დარღვევები. თუ, აღნიშნული ნიშნების შეგრძნება დაიწყება, ავტომობილი და ან მექანიზმები არ მართოთ.
მატოფინის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
თუ,მატოფინის შემადგენლობაში არსბული დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა არა გაქვთ, ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული უარყოფითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, მატოფინით მკურნალობის დროს იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით რენტგენოლოგიური და ან სხვა რადიოლოგიური კვლევა დაგჭირდებათ, ჩარევამდე და ან ჩარევის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს მატოფონის გარკვეული დროით შეჩერება.
მატოფინი , ქვემოთ მოცემულ წამლებთან ერთად არ გამოიყენოთ . ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში შაქრის დონის უფრო ხშირი განსაზღვრა და ან ექიმის მიერ მატოფინის დოზის რეგულირება:
- · შარდმდენები (დიურეტიკები)
- · ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-2 აგონისტები (სალბუტამოლი და ან ტერბუტალინის მსგავსი)
- · კანის ძლიერი ანთებითი პროცესის და ან ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული კორტიკოსტეროიდები
- · დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა წამლები
- · ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის მსგავსი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება მატოფინი ?
მატოფინი, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიერ მიღებულ სარგებელს ვერ შეცვლის. წამლის გამოყენებისას, ექიმის მიერ თქვენთვის რეკომენდირებული ვარჯიში და დიეტა უნდა გააგრძელოთ
სწორი გამოყენება და დოზები / გამოყენების სიხშირე და მითითებები :
- · თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციას არ მოგცემთ, ზრდასრულებში მატოფინის მიღების სტანდარტული საწყისი დოზაა: 500მგ და ან 850 მგ დღეში 2-ჯერ და ან 3-ჯერ. მაქსიმალურად მისაღები დღიური დოზაა: სამ ნაწილად დაყოფილი 3000 მგ.
- · თუ, ინსულინსაც ღებულობთ (იკეთებთ), ექიმი მატოფინის მიღების დეტალებს აგიხსნით.
დაკვირვება :
თქვენი ექიმი, სისხლში გლუკოზის დონეს რეგულარულად გადაამოწმებს და სისხლში გლუკოზის დონის შესაბამისად მატოფინის დოზას განსაზღვრავს.
თქვენი ექიმი, მკურნალობის პერიოდში, წელიწადში მინიმუმ ერთხელ თირკმლის ფუნქციებსაც გადაამოწმებს. თუ, თირკმლების ფუნქცია დარღვეული იქნება, ექიმი თირკმლების ფუნქციურ ტესტებს უფრო ხშირად გადააკონტროლებს.
გამოყენების გზა და მეთოდი :
მატოფინის მიღება შეიძლბა როგორც საკვების მიღების დროს, ასევე კვების შემდეგაც. მატოფინის, საკვების მიღების დროს და ან კვების შემდეგ მიღება, წამლის მიერ საჭმლის მომნელებელი სისტემაზე ზემოქმედებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების განვითარებას ხელს შეუშლის.
ტაბლეტები არ დაღეჭოთ და ან არ დაფხვნათ.
მატოფინის ტაბლეტი, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთდ უნდა გადაიყლაპოს.
- · თუ, მატოფონი დოზას დღეში 1-ჯერ ღებულობთ, დილით (საუზმეზე) მიიღეთ
- · თუ, მატოფინის დოზას დღეში 2- ჯერ, დაყოფილი სახით ღებულობთ, დილით (საუზმეზე) და საღამოს (ვახშმის) დროს მიიღეთ.
- · თუ, მატოფინის დოზას დღეში 3- ჯერ, დაყოფილი სახით ღებულობთ, დილით (საუზმეზე), შუადღეზე (სადილის დროს) და საღამოს (ვახშმის) დროს მიიღეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები :
ბავშვებში გამოყენება :
10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზადებში მატოფინის მიღების სტანდარტული საწყისი დოზაა: 500მგ- და ან 850 მგ-მდე დღეში 1ჯერ. დღიურად მისაღები მაქსიმალური დოზაა, 2 და ან 3 ნაწილად დაყოფილი დოზის სახით 2000 მგ. 10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში მატოფინით მკურნალობასთან დაკავშირებით საკმარისი კვლევა არ არის ჩატარებული, ამიტომ ექიმის პირადი გამოცდილების მიხედვით გაიცემა რეკომენდაცია.
- · დაკვირვება :
ბავშვებსა დამოზარდებში მატოფინის მისაღები სამკურნალო დოზას, ექიმი მიერ სისხლში გლუკოზის დონის შესაბამისად განისაზღვრება. ექიმთან რეგულარული კონტაქტი დაამყარეთ.
ხანდაზმულებში გამოყენება :
ასაკის მატებასთან ერთად თირკმლის ფუნქციები შეიძლება დაირღვას. ექიმი, მატოფინის დოზას თირკმლის ფუნქციების შესაბამისდ განსაზღვავს. ექიმთან რეგულარული კონტაქტი დაამყარეთ.
- · დაკვირვება :
თქვენი ექიმი, მატოფინის დოზას თირკმლის ფუნქციების შესაბამისად განსაზღვავს. ექიმთან რეგულარული კონტაქტი დაამყარეთ.
ექიმი, წელიწადში მინიმუმ ერთხელ თირკმლის ფუნქციების გადასამოწმებლად ანალიზებს მოითხოვს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები :
თირკმლების უკმარისობა :
თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში მატოფინი არ უნდა იქნას გამოყენებული.
თიკრმლების ფუნქციის დარღვევისას, (კრეატინინის კლირენსი<60მგ/წთ) (სისხლის შრატში კრეატინინის დონე მამაკაცემში >1.5მგ/დლ და ქალებში>1.4 მგ/დლ) მატოფინი უკუნაჩვენებია.
ხანდაზმულ ავადმყოფებში, თირკმლის ფუნქციების დარღვევის პოტენციალის გამო მეტფორმინის ჰიდროქლორიდის დოზა თირკმლის ფუნქციების შესაბამისაად უნდა დარეგულირდეს. ამ დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციების რეგულარული კონტროლი.
ღვიძლის უკმარისობა :
ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში მატოფინი არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ,ფიქრობთ, რომ მატოფინის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ , მატოფინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ :
თუ, მატოფინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენთან შეიძლება რძემჟავა აციდოზი განვითარდეს. რძემჟავა აციდოზის ნიშნებია: ღებინება, კუნთოვანი კრუნჩხვების თანხლებით მუცლის ტკივილი (აბდომინალური ტკივილი), ძლიერი დაღლილობა და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ავად ყოფნის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება.
თუ, აღნიშნული ნიშნები თქვენთან გამოვლინდება, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა, ამიტომ მაშინვე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
თუ, მატოფინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს და ან ფარმცევტს დაუკავშირდით.
თუ , მატოფინის მიღება დაგავიწყდებათ :
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ, მატოფინის მიღება დაგავიწყდებათ, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და მომდევნო დოზა მიღების ნორმალურ დროზე მიიღეთ.
მოვლენები , რომელიც მატოფინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს :
ექიმთან კონსულტაციის გარეშე მატოფინით მკურნალობა არ შეწყვიტოთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები :
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, მატოფინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ , ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება , მატოფინის გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ :
- · რძემჟვა აციდოზი
რძემჟავა აციდოზი, განსკუთრებუით მაშინ თუ თირკმლების ფუნქციის დარღვევა გაქვთ, იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული მდგომარეობაა. თუ, აღნიშნული მდგომარეობა თქვენთან გამოვლინდება, საჭიროა სასწრაფოდ მკურნალობის დაწყება. რძემჟავა აციდოზის ნიშნებია: ღებინება, კუნთოვანი კრუნჩხვების თანხლებით მუცლის ტკივილი (აბდომინალური ტკივილი), ძლიერი დაღლილობა და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ავად ყოფნის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება.
- · გონების არევა, გაბრუება, ძილის დარღვევები, ღებინება, გულისრევა და თავის ტკივლით მიმდინარე მეტქაოლური აციდოზი.
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
თუ , ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება , მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ :
- · სისხლში ვიტ.B12 დაბალი დონე
- · ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევები
- · ჰეპატიტი (ღვიძლის ანთებით გამოწვეული დაღლილობა, მადის დაკარგვა, წონის დაკლება, კანის და ან თვალის სკლერების გაყვითლება)
- · ქოლესტაზური ჰეპატიტი; სიყვითლე, ღია ფერის განავალი, ქავილი, სისუსტე, უმადობით მიმდინარე მდგომარეობა
- · ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
- · ანემია (ჰემოლიზური ანემია)
- · კანკალით, ოფლიანობით და კანზე ჩხვლეტის შეგრძნებით, სიფერმკრთალით , გულის ფრიალით, მოუსვენრობით მიმდინარე სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია)
- · კანზე სიწითლეების გაჩენა (ერითემა), ქავილი, ჭინჭრის ციების მსგავსი კანის რეაქციები
- · პრიალა, მოლურჯო ფერის პაპულოზური გამონაყარის თანხლებთ კანის პრობლემები
- · წონის დაკლება და გახდომა (კახექსია), მადის დაქვეითება (ანორექსია)
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.
თუ , ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება , მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ :
- · გემოს შეგრძნების დარღვევები
- · ავად ყოფნის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი (აბდომინალური ტკივილი),შესივება, დისპეფსიური მოვლენები, მადის დაკარგვა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები. აღნიშნული გვერდითი ეფექტები მკურნალობის დასაწყისში ვლინდება. თუ დოზას დღის განმავლობაში გადაანაწილებთ და ტაბლეტებს საკვების მიღების დროს და ან საკვების მიღებისთანავე მიიღებთ, ჩივილები შემცირდება.
- · სისუსტე (ასთენია), თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი.
ზემოთ აღნიშნული მატოფინის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები :
ბავშვები და მოზარდები :
ბავშვებსა და მოზარდებში მიღებული მონაცემები შეზღუდულია, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი გვერდითი ეფეტები და გამოვლინების სიმძიმე ზრდასრულებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების და სიმძიმის მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM).
გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. მატოფინის შენახვა
მატოფინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად .
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ მატოფინი არ გამოიყენოთ.
თუ, პროდუქტზე და/და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, მატოფინი არ გამოიყენოთ.
ლიცენზიის მფლობელი : შპს. სანოველის წამლის წარმოება და ვაჭრობა
34460 ისტინიე-სტამბოლი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
წარმოების ადგილი : შპს. სანოველის წამლის წარმოება და ვაჭრობა
34580 სილივრი-სტამბოლი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია ............... დამოწმებულია .










