ექსფორჯი 10მგ/160მგ#28ტ(თურქ)
გააზიარე:
ექსფორჯი 10 მგ/160 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
მიიღება ორალური (პირის)გზით.
- მოქმედი ნივთიერებები: თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 10 მგ ამლოდიპინის ბაზის ექვივალენტურ 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატს და 160 მგ ვალსარტანს შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 4000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
- რა არის და რისთვის გამოიყენება ექსფორჯი?
- ექსფორჯის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- როგორ გამოიყენება ექსფორჯი?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
- ექსფორჯის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ექსფორჯი?
ექსფორჯი, 28 ცალი ტაბლეტის შემცველი ბლისტერებით არის წარმოდგენილი შეფუთვაში.
თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 10 მგ ამლოდიპინს და 160 მგ ვალსარტანს შეიცავს.
ექსფორჯი, კალციუმის არხების ბლოკერების ჯგუფში შემავალ ნივთიერებას ამლოდიპინს და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფში შემავალ ნივთიერებას-ვალსარტანს შეიცავს. ეს ორივე ნივთიერება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) რეგულირებისთვის გამოიყენება. ამლოდიპინი-სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედების კალციუმის არხებს ბლოკავს, ეს კი ხელს უშლის სისხლძარღვების შეკუმშვას. ორგანიზმში წარმოებული ნივთიერება ანგიოტენზინ II იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას და ზრდის არტერიულ წნევას. ვალსარტანი, ანგიოტენზინ II ბლოკირებით ავლენს ეფექტს. ეს ორი მექანიზმი სისხლძარღვებს ადუნებს და სისხლის არტერიულ წნევას აქვეითებს.
ექსფორჯი, გამოიყენება იმ ავადმყოფების მაღალი არტეიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, რომლებიც ღებულობენ მხოლოდ ამლოდიპინს ანდა მხოლოდ ვალსარტანის შემცველ წამალს, მაგრამ წნევის კონტროლი საკმარისი არ არის. თუ, მაღალი არტერიული წნევა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის, გულის და თირკმლების სისხლძარღვების დაზიანება და ინსულტი, გულის უკმარისობა ანდა თირკმლების უკმარისობა. სისხლის მაღალი წნევის ნორმაზე დაყვანა აღნიშნული დარღვევების გამოვლენის რისკს შეამცირებს.
2. ექსფორჯის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ექსფორჯი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ:
- ვალსარტანზე, ამლოდიპინის ბესილატზე ანდა ექსფორჯის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია ანდა უჩვეულო რეაქცია გაქვთ (თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ალერგია გქონდეთ, თქვენი ექიმისგან რეკომენდაციები მიიღეთ),
- ამლოდიპინზე ანდა სხვა კალციუმის არხების ბლოკერზე(მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლის ჯგუფი)ალერგია გაქვთ, აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს ქავილით, კანის შეწითლებით ანდა სუნთქვის გაძნელებით.
- სერიოზული ღვიძლის უკმარიოსობა გაქვთ, სანაღვლე გზებთან დაკავშირებული ციროზი ანდა ნაღვლის დაგროვების განმაპირობებელი დაავადება გაქვთ,
- ალისკირენის(სისხლის მაღალი წნევის დამაქვეითებელი წამალი) გამოყენებისას შაქრიანი დიაბეტი ანდა თირკმლების უკმარისობა (თირკმლების ფილტრაციის ფუნქციის მაჩევენებლი ანალიზი-გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე-GFR<60მლ/წთ/1/73მ2) გაქვთ,
- ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ეს წამალი არ მიიღოთ.
- სისხლის არტერიული წნევა ძალიან დაბალი გაქვთ(ჰიპოტენზია),
- გულის სარქვლების შევიწროება (აორტული სტენოზი)გაქვთ ანდა გული სხეულს საკმარისი რაოდენობით სისხლს ვერ აწვდის(კარდიოგენული შოკი),
- მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეთ და შედეგად გულის უკმარისობა გაქვთ.
ექსფორჯი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
თუ;
- ღებინება ანდა დიარეა გაქვთ ,
- ღვიძლის ანდა თირკმლების უკმარისობა გაქვთ,
- თირკმლების ტრანსპალნტაცია გადაიტანეთ ანდა თირკმლების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება გაქვთ,
- ორგანიზმში წარმოებული ალდოსტერონის სახელით ცნობილი ჰორმონის მაღალი დონის განმაპირობებელი თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება (პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი) გაქვთ,
- აგფ ინჰიბიტორით( მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამალის ჯგუფი)(განსაკუთრებით, თუ შაქრიან დიაბეტთან დაკაშირებული თირკმლის პრობლემები გაქვთ) ანდა ალისკირენით (სისხლის წნევის დამაქვეითებელი წამალი) მკურნალობთ, (ამ წამლების ერთად გამოყენების აუცილებელი საჭიროებისას, მხოლოდ სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ შეიძლება მიღება და თირკმლების ფუნციები, ელექტროლიტები და სისხლის წნევა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. თუ, დიაბეტური ნეფროპათიის სახელით ცნობილი დაავადება გაქვთ, რომელიც შაქრიანი დიაბეტის დიდი ხნის (წლების) არსებობის შედეგად ვლინდება, აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ერთად გამოყენება არ შეიძლება).
- აგფ ინჰიბიტორების(მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლის ჯგუფი) წამლების სხვა ჯგუფთან ერთდ მიღების შემთხვევაში თუ სახეზე და ხახაში შეშუპება გამოვლინდება, ექსფორჯის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ
ექიმს დაუკავშირდით. ექსფორჯი განმეორებით აღარ მიიღოთ.
- ექიმმა გულის სარქვლების შევიწროების (აორტის ანდა მიტრალური სტენოზი) ანდა შევიწროებასთან ერთად გულის კუნთის ანორმალური გასქელების (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) დიაგნოზი დაგისვათ,
- გულის უკმარისობა ანდა მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეთ, საწყისი დოზის მისაღებად ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. ექიმი ასევე დროს თირკმლების ფუნქციებსაც გადაამოწმებს. ექიმი თირკმლის ფუნქციებს, სისხლის არტერიულ წნევა და სისხლში ელექტროლიტების რაოდენობას(მაგ. კალიუმი) რეგულარულად გააკონტროლებს.
თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ექსფორჯის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ექსფორჯის მიღება შეიძლება მშიერზე ანდა კვების შემდეგ.
ავადმყოფები, რომელიც ექსფორჯით მკურნალობენ, გრეიფრუტი ანდა გრეიფრუტის წვენი არ უნდა მიიღონ, რადგანაც გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს ამ წამლის მოქმედი ნივთიერების ამლოდიპინის დონის მომატება სისხლში, რაც ექსფორჯის სისხლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტის ნაცვლად გამოიწვევს წნევის მოულოდნელ ამაღლებას.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ექიმს მიმართეთ. ნორმალურ მდგომარეობაში, ექიმი ორსულობამდე ანდა ორსულობის დადასტურების გაგებისთანავე გირჩევთ, რომ ექსფორჯის გამოყენება შეწყვიტოთ და მის ნაცვლად სხვა წამლის გამოყენების რეკომენდაციას მოგცემთ.
ექსფორჯის ორსულობის დროს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლად მყოფი ბავშვის სერიოზული დაზიანებები. ორსულობის პერიოდში ექსფორჯი არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
დადასტურებულია, რომ ამლოდიპინის მცირე რაოდენობა დედის რძეში გადადის.
თუ, ძუძუთი კვებაზე ხართ, ექიმს აცნობეთ. მეძუძურ ქალებმა ექსფორჯი არ უნდა გამოიყენონ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ისევე როგორც სხვა მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლების (ანტიჰიპერტენზიული წამლები) შემთხვევაში, ექსფორჯიც იშვიათ შემთხვევებში იწვევს გაბრუებას და კონცენტრაციის უნარის დაკარგვას. ამიტომ, ავტომობილისა და მექანიზმების მართვამდე, ასევე სხვა აქტივობების დროს, რომელიც ყურადღებას მოითხოვს, დარწმუნდით ექსფორჯის თქვენზე გამოხატულ ეფექტებში. თუ დარწმუნებული არა ხართ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
ექსფორჯის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
თუ, ექსფორჯის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა არ გაქვთ, ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული უარყოფითი ეფექტი არ არის მოსალოდნელი.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
- ექსფორჯიმ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებზე და პირიქით, ქვემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა შეიძლემა იმოქმედოს ექსფორჯის ეფექტზე:
- რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი(ანტიბიოტიკები)
- კანის სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიის და სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლის მსგავსი),
- შიდსის ან აივ ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (რიტონავირი, ინდინავირის მსგავსი),
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (კლარიტრომიცინი, ტალიტრომიცინი, რიფამპიცინი, ერითრომიცინის მსგავსი),
- სიმვასტატინი (მომატებული ქოლესტერინის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი),
- გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გამოყენებული წამლები (ციკლოსპორინი),
- ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ლითიუმი,
- დილთიაზემი (ჰიპერტენზიის, სტენოკარდიის (ტკივილი მკერდში) და ზოგიერთი არითმიის (გულის რითმის დარღვევები) სამკურნალოდ გამოყენებული წამლები),
- ეპილეფსიური გულყრების პროფილაქტისითვის გამოყენებული წამლოები (ანტიეპილეპტიკები, მაგ.კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი) და ზოგიერთი მცენარეული წამლები (მაგ. წმ. ჯონის ვორტი-ჰიპერიკუმ პერფორატუმი),
- სისხლის არტერიული წნევის დასაქვეითებლად გამოყენებული წამლები, განსაკუთრებით, შარდმდენები, აგფ ინჰიბიტორები ანდა ალისკირენი,
- დანტროლენთან(სხეუის ტემპერატურის სერიოზული დარღვევების დროს გამოიყენება)ერთად გამოყენებისას, სიფრთხილეა საჭირო.
- ექსფორჯის ურთიერთქმედება კალიუმის შემცველ საკვებთან უცნობია. კალიუმის შემნახველ წამლებთან, კალიუმის დანამატებთან ანდა მარილის ნაცვლად გამოყენებულ კალიუმის შემცველ ნივთიერებებთან ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. ექიმმა სისხლში კალიუმის შემცველობა პერიოდულად უნდა გააკონტროლოს.
- არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებელ წამლებთან ანდა სელექტიურ COX-2 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, წამლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტი შეიძლება შემცირდეს, ამ წამლების ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. ექიმმა ამ დროს თირკმლის ფუნქციებიც უნდა გადაამოწმოს.
- მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა წამლების (ანტიჰიპერტენზიული წამლები) და წნევის დამაქვეითებელ (ჰიპოტენზიური) სხვა, გვერდითი ეფექტების გამოვლენის განმაპირობებელ წამლებთან ერთად გამოყენებამ (მაგ.დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, პროსტატის ჯირკვლის გადიდებისა გამოყენებული ალფა ბლოკერები) შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტი.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორგამოიყენებაექსფორჯი?
სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები:
- ექსფორჯის რეკომენდირებული დღიური დოზაა: ერთი აპკით შემოგარსული ტაბლეტი 1- ჯერ დღეში. წამალი, ყოველდღე, ერთსადიგივე დროს, სასურველია დილით მიიღოთ.
- ზუსტ დოზას, ანუ დღეში რამდენი ტაბლეტი რამდენჯერ უნდა მიიღოთ, ექიმი აგიხსნით. მკურნალობაზე მიღებული პასუხის(შედეგის) შესაბამისად, ექიმი უფრო მაღალი ანდა უდრო დაბალი დონის რეკომენდაციას მოგცემთ.
- საუკეთესო შედეგის მიღებისთვის და გვერდითი ეფექტების რისკის შემცირებისთვის, საჭიროა ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინება და ექსფორჯის მიღება ექიმის მითითებების შესაბამისად. ექსფორჯის გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას, ექიმს მიმართეთ.
- რეკომენდირებულ დოზას არ გადააჭარბოთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
- ექსფორჯი, მხოლოდ პირის გზით მიღებისთვისაა განკუთვნილი.
- ექსფორჯის მიღება შესაძლებელია მშიერზე ანდა საკვებთან ერთად. ტაბლეტი 1 ჭიქა წყლით გადაყლაპეთ. გრეიფრუტის ანდა გრეიფრუტის წვენთან ერთად არ მიიღოთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება (18 წლამდე)
ბავშვებსა და მოზარდებში ექსფორჯის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
65 წლის და მეტის ასაკის ავადმყოფებში დოზის განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს. დოზის მომატებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
თუ, თირკმლების უკმარისობა გაქვთ, სიფრთხილით გამოიყენეთ.
თუ, თირკმლების მძიმე უკამრისობა გაქვთ, არ გამოიყენოთ.
ღვიძლის უკმარისობა:
თუ, ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, სიფრთხილით გამოიყენეთ.
თუ, ღვიძლის მძიმე უკამრისობა გაქვთ, არ გამოიყენოთ.
თუ, ექიმი სხვა მითითებებს არ მოგცემთ, არსებული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.
წამლის დროული მიღება არ დაგავიწყდეთ.
ექსფორჯით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას ექიმი მოგაწვდით.
მკურნალობა ადრეულად არ შეწყვიტოთ, რადგანაც ექსფორჯით მკურნალობის შეწყვეტამ მდგომარეობა შეიძლება უფრო დაამძიმოს.
თუ ფიქრობთ, რომ ექსფორჯის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ ექსფორჯის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ ექსფორჯის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ ექსფორჯის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, წამლის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, დავიწყებული დოზა მიიღეთ და მომდევნო დოზა როგორც ყოველთვის, თავის დროზე მიიღეთ.
თუ, წამლის მიღება რომ დაგავიწყდათ, გვიან გაგახსენდებათ, მომდევნო დოზის მიღების დროსთან ახლო პერიოდში, ამ დროს დავიწყებული დოზა გამოტოვეთ, აღარ მიიღოთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
ექსფორჯის მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:
თქვენი ექიმის მითითების გარეშე, ექსფორჯის მიღება არ შეწყვიტოთ. ექსფორჯით მკურნალობის შეწყვეტამ თქვენი დაავადების დამძიმება შეიძლება გამოიწვიოს.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ექსფორჯიში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ექსფორჯის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენის განყოფილებას მიმართეთ.
- გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, მთელი სხეულის კანზე სიწითლე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის აშრევება და შეშუპება, ლორწოვან გარსებზე ჩირქოვანი ანთება (სტევენს-ჯონსოსნის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი) ანდა სსვა ალერგიული ნიშნების მომცველი კანის რექციები, თვალის ქუთუთოებზე, სახეზე, ტუჩებზე ანდა ენაზე შესივება, სუნთქვის გაძნელება ანდა ჩასუნთქვის გაძნელება, სისხლის დაბალი არტერიული წნევა (გონების დაკარგვის შეგრძნება, გაბრუება), უეცარი ქოშინი, ტკივილი მკერდში, ძლიერი მუცლის და ზურგის ტკივილი, რომელიც პანკრეასის ჩირქოვანი ანთებისთვისაა დამახასიათებელი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რითმის დარღვევა.
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ექსფორჯის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
ექსფორჯის გამოყენების შედეგად შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:
გავრცელებული:
- გრიპი,
- ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი და ყლაპვისას დისკომფორტი,
- სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება(ჰიპოკალემია),
- თავის ტკივილი,
- ხელების, მკლავების, ფეხების, კოჭების და ტერფების შეშუპება,
- დაღლილობა, სისუტე,
- სახეზე და /ანდა კისრის არეში შეწითლება და შეხურება,
- შეშუპება, შეშუპება ჩაღრმავებით(თითით ზეწოლისას დროებითი ჩაღრმავების გაჩენა), სახის შეშუპება.
ნაკლებად გავრცელებული:
- უმადობა,
- სისხლში კალციუმის დონის დაქვეითება(ჰიპოკალცემია),
- სისხლში ლიპიდების დონის მომატება(ჰიპერლიპიდემია),
- სისხლში შარდმჟავას დონის მომატება(ჰიპერურიკემია),
- სისხლშ ნატრიუმის დონის დაქვეითება(ჰიპონატრემია),
- კოორდინაციის დარღვევა,
- თავბრუსხვევა,
- ძილიანობა,
- მხედველობის დაკარგვა,
- ხახასა და ხორხს შორის მიდამოს ტკივილი.
- მუცელში დისკომფორტის შეგრძნება,
- გაბრუება,
- გულისრევა და მუცლის ტკივილი,
- პირის სიმშრალე,
- დაბუჟება, ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება,
- ირგვლივ არსებულის ანდა საკუთარი თავის არარეგულარული და სწაფი ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო),
- გულის ცემის გახშირება, გულის ფრიალი,
- ფეხზე ადგომისას დაწყებული გაბრუება,
- ხველა,
- დიარეა,
- ყაბზობა,
- კანზე გამონაყარი, შეწითლება,
- სახსრების შესივება,
- ზურგის ტკივილი,
- სახსრების ტკივილი,
იშვიათი:
- შფოთვა(მღელვარება),
- ყურებში ხმაური,
- გონების დაკარგვა,
- ნორმაზე მეტი რაოდენობით შარდის გამოყოფა ანდა ხშირი შარდვა,
- ერექციის პრობლემები,
- სიმძიმის შეგრძნება.
- გაბრუება, თავბრუსხვევის მსგავსი ნიშნებით გამოვლენილი დაბალი არტერიული წნევა,
- ჭარბი ოფლიანობა,
- კანზე გავრცელებული გამონაყარი,
- ქავილი,
- კუნთების სპაზმი,
- მხედველობის დარღვევები,
- მომატებული მგრძნობელობა.
სხვა გვერდითი ეფექტები
ამლოდიპინი
ამ წამლის მიღების შემდეგ, ქვემოთ მოცემული ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტებიდან თუ რომელიმე გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს მიმართეთ.
გავრცელებული:
- თავბრუსხვევა,
- თავის ტკივილი,
- მუცელში დისკომფორტის შეგრძნება,
- დაღლილობა,
- შეშუპება
- გაბრუება
- ძილიანობა,
- პალპიტაცია(გულის ცემის შეგრძნება, ფრიალი),
- შეხურება,
- სახსრების შეშუპება(ედემა),
- მუცლის ტკივილი,
- გულისრევა.
ნაკლებად გავრცელებული:
- ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები,
- შფოთვითი მდგომარეობა,
- კანზე ჭიანჭველების სიარულის შეგრძნება,
- ჩასუნთქვის გაძნელება,
- ნაწლავთა ჩვეული მოქმედებების ცვლილება,
- დიარეა,
- პირის სიმშრალე,
- კანზე სიწითლე და გამონაყარი,
- სინათლეზე მგრძნობელობა,
- სახსრების ტკივილი,
- ზურგის ტკივილი,
- დაღლილობა, სისუსტე,
- შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება,
- სისუსტე,
- ტკივილი მკერდში,რომელიც გულთან არ არის დაკავშირებული,
- წონის მატება ანდა დაკლება,
- დეპრესია,
- უძილობა,
- კანკალი,
- გემოს შეგრძნების ცვლილება,
- გონების დაკარგვა,
- ტკივილის შეგრძნების დაკარგვა,
- მხედველობის დარღვევა,
- მხედველობის დაკარგვა,
- ყურებში ხმაური,
- დაბალი არტერიული წნევა,
- ცხვირის სავალების ჩირქოვანი ანთების შედეგად ცემინება/ცხვირიდან გამონადენი(რინიტი),
- დისპეფსია,
- ღებინება(გულისრევა),
- თმის ცვენა,
- ჭარბი ოფლიანობა,
- კანის ქავილი,
- კანის ფერის შეცვლა,
- მოშარდვის დარღვევები,
- ღამით მოშარდვის საჭიროების მომატება,
- ხშირი შარდვა,
- ერექციის პრობლემები,
- მამაკაცებში სარძევე ჯირკვალში დისკომფორტის შეგრძნება ანდა სარძევე ჯირკვლის ზრდა,
- ტკივილი,
- ცუდად ყოფნის შეგრძნება,
- კუნთების ტკივილი,
- კუნთების კრუნჩხვები,
- წონის დაკლება ანდა მომატება
იშვიათი:
- გონების არევა
ძალიან იშვიათი:
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება,
- სისხლის წითელი უჯრედების- თრომბოციტების დაზიანება, რაც იწვევს ადვილად სისხლჩაქცევებს და დალურჯებებს,
- სისხლში შაქრის მაღალი დონე(ჰიპერგლიკემია),
- მომატებული მგრძნობელობა,
- პანკრეასის ჩირქოვანი ანთება(პანკრეატიტი),
- ფეხებში დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება(პერიფერიული ნეიროპათია),
- გულის რითმის დარღვევა,
- ხველა,
- განსაკუთრებით სახის მიმდაოში და ხახაში შეშუპება(შესაძლო ანგიოედემის სიმპტომები),
- უეცარი და მომჭერი ტკივილი მკერდში(შესაძლო მიოკარდიუმის ინფარქტის ნიშნები),
- გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩების, თვალების ანდა პირის მიდამოში ბუშტუკები, კანის აშრევება(შესაძლო მულტიფორმული ერითემის სიმპტომები),
- გამონაყარი კანზე,
- კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებსა ანდა პირის ღრუში ბუშტუკები, კანის აშრევება, ცხელება(შესაძლო სტევენს-ჯონსის სინდრომის სიმპტომები),
- სხეულის რომელიმე მიდამოს, განსაკუთრებით კი ტუჩების, თვალის ქუთუთოების და სასქესო მიდამოების კანქვეშა ქსოვილის შეშუპება(კვინკეს შეშუპება),
- ღრძილების შეშუპება,
- მუცლის შებერილობა(გასტრიტი),
- ღვიძლის ფუნქციების დარღვევა,
- ღვიძლის ანთება( დაჩირქება) (ჰეპატიტი),
- კანის გაყვითლება(სიყვითლე),
- ღვიძლის ფერმენტების მომატება, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ზოგიერთი სამედიცინო ანალიზის შედეგებზე,
- კუნთების დაჭიმულობის მომატება,
- სისხლძარღვების ანთებითი პროცესი, რომელიც ძირითადად თან ახლავს კანის გამონაყარს,(კანის ჩირქოვანი ანთება),
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა,
- კიდურების გამკვრივება, კანკალი და /ანდა მოძრაობის დარღვევები,
უცნობი:
- მოძრაობის დარღვევებ(ექსტრაპირამიდული სინდრომი),
ვალსარტანი:
ნაკლებად გავრცელებული:
- ირგვლივი გარემოს და საკუთარი თავის არარეგულარული და სწრაფი ტრიალის შეგრძნება(ვერტიგო),
- ხველა,
- მუცელში დისკომფორტის შეგრძნება და მუცლის ზემო ნაწილში ტკივილი,
- დაღლილობა,
უცნობის სიხშირის:
- მომატებული მგრძნობელობა,
- ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის მაჩვენებელოის შემცირება,
- სისხლის წითელი უჯრედების შემცირება,
- სისხლში თრომბოციტების და თეთრი უჯრედების შემცირება,
- სისხლში კრეატინინის მომატება,
- ინფექციასთან დაკავშირებით ცხელება, ყელის ტკივილი და პირის ღრუში იარები,
- სისხლძარღვების ჩირქოვანი ანთება,
- თავისით გამოვლენილი სისხლჩაქცევები ანდა დალურჯებები,
- სისხლში კალიუმის მაღალი დონე,
- ღვიძლის ფუნქციების დარღვევები,
- თირკმლების ფუნქციების დაქვეითება და თირკმლების ფუნქციების სერიოზული დაქვეითება,
- განსაკუთრებით, სახისა და ხახის შეშუპება,
- კუნთების ტკივილი,
- გამონაყარი, მოლურჯო-მოწითალო ლაქები,
- ცხელება,
- ქავილი,
- ალერგიული რეაქციები,
- კანზე ბუშტუკების(ბულოზური დერმატიტის ნიშნები)
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. ექსფორჯის შენახვა
ექსფორჯი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
ექსფორჯი <300 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.
ნესტისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ექსფორჯი არ გამოიყენოთ.
თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ექსფორჯი არ გამოიყენოთ.
ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:ს.ს. ნოვარტის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან ვე თიჯ. ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბული
წარმოების ადგილი: ს.ს. ნოვარტის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან ვე თიჯ., ფენდიქი/სტამბული