ჯესი 20მკგ/3მგ #28ტ(თურქ)
გააზიარე:
|
ჯესი® 3 მგ/0,02 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დროსპირენონი/ეთინილესტრადიოლი |
ბაიერი - 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (24+4 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) - ორალური |
გამოყენების ინსტრუქცია
ჯესი® 3 მგ/0,02 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
- · აქტიური ნივთიერება : თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 3 მგ დროსპირენონს და 0,02 მგ ეთინილესტრადიოლს (ბეტადექს კლატრატის სახით).
- · დამხმარე ნივთიერებები : აპკიანი გარსით დაფარული ღია ვარდისფერი ტაბლეტები აქტიური ნივთიერებით: ლაქტოზის მონოჰიდრატი (რძე), სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.
თეთრი ტაბლეტები აქტიური ნივთიერების გარეშე: ლაქტოზის მონოჰიდრატი (რძე), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.
|
ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა იცოდეთ კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების (კჰკ) შესახებ:
- · სათანადო სახით გამოყენების შემთხვევაში ეს არის კონტრაცეფციის ერთ-ერთი ყველაზე სანდო, შექცევადი მეთოდი.
- · განსაკუთრებით გამოყენების პირველ წელს ან 4 კვირიანი ან უფრო დიდი ინტერვალის შემდეგ კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების ხელახლა დაწყებისას ნაწილობრივ იზრდება ვენებსა და არტერიების თრომბოზის რისკი.
- · თუ თვლით, რომ შესაძლებელია გქონდეთ თრომბის სიმპტომები, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და მიმართოთ თქვენს ექიმს (იხილეთ თავი 2 „თრომბი“).
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
1. რა არის ჯესი და რისთვის გამოიყენება?
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ჯესის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ჯესი?
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
5. ჯესის შენახვა
1. რა არის ჯესი და რისთვის გამოიყენება?
- · ჯესი 3 მგ/0,02 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების შეფუთვაში მოთავსებულია აპკიანი გარსით დაფარული, აქტიური ნივთიერების შემცველი 24 ცალი ტაბლეტი და აპკიანი გარსით დაფარული 4 ცალი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების გარეშე. ჯესი წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელშიც მოთავსებულია 84 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შემდეგი სახით - 24+4 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი და 3 x (24+4 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი). თითოეული ღია ვარდისფერი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - 3 მგ დროსპირენონს და 0,02 მგ ეთინილესტრადიოლს (ბეტადექს კლატრატის სახით). ეს ტაბლეტი არის მრგვალი, ღია ვარდისფერი, ორმხრივამოზნექილი, ცალ მხარეს გრავირებით წესიერ ექვსკუთხედში „DS“. ხოლო ტაბლეტი აქტიური ნივთიერების გარეშე არის მრგვალი, თეთრი, ორმხრივამოზნექილი, ცალ მხარეს გრავირებით - წესიერ ექვსკუთხედში „DP“. ჯესი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს (რძე).
- · ორალურ კონტრაცეფციულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ესტროგენსა და პროგესტერონს, ეწოდება „კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი“ (კოკ). ამ ჯგუფის პრეპარატებს განეკუთვნება ჯესიც.
- · ჯესის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერებები - დროსპირენონი და ეთინილესტრადიოლი (ბეტადექს კლატრატის სახით) თრგუნავენ ჰიპოფიზის მიერ (თავის ტვინის ქვედა ნაწილში მოთავსებული ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს მნიშვნელოვან ჰორმონებს) ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) და მალუთეინიზერებელი ჰორმონის (LH, ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს მენსტრუალურ ციკლში) გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ოვულაციის ეტაპამდე ფოლიკულის (ტომსიკა, რომელიც შეიცავს კვერცხუჯრედს) მოსამწიფებლად, და ამ სახით ხელს უშლიან ოვულაციას.
დროსპირენონი ახდენს ცერვიკალური ლორწოს გასქელებას, რითაც ხელს უშლის საკვერცხემდე სპერმის მიღწევას. ასევე შეუძლია ზემოქმედება ფალოპის მილების (მილის ფორმის სტრუქტურები საშვილოსნოს ზედა კუთხეებიდან საკვერცხემდე) მოძრაობასა და სეკრეციაზე. გარდა ამისა, დროსპირენონი იწვევს საშვილოსნოს შიდა გარსის გათხელებას და ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განთავსებას.
ჯესი გამოიყენება:
- · ორსულობისგან თავის დაცვის,
- · ორგანიზმში სითხის შეკავებიდან გამომდინარე სიმპტომებისას გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით,
- · აკნეთი დაავადებული ქალების სამკურნალოდ, რომლებსაც სურთ ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება,
- · პრედმენსტრუალური დარღვევების სამკურნალოდ.
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ჯესის გამოყენებამდე
სისხლის მიმოქცევის დარღვევებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების წარმოქმნის რისკი განსაკუთრებით მაღალია 35 წელზე მეტი ასაკის და მწეველ ქალებთან.
დროსპირენონის შემცველი კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) გამოყენებისას ვენური თრომბოემბოლიის რისკი (ვთე) უფრო მაღალია ლევონორგესტრელის შემცველ კოკ-ებთან შედარებით და შესაძლებელია იყოს დესოგესტრელის/გესტოდენის შემცველი კოკ-ებით გამოწვეული რისკის მსგავსი.
|
ზოგადი მითითებები ჯესის გამოყენებამდე უნდა წაიკითხოთ ამ თავში მოცემული ინფორმაცია თრომბის შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თრომბის სიმპტომების შესახებ ინფორმაციის წაკითხვა (იხილეთ, თავი 2 „თრომბი“. ჯესის დაწყებამდე ექიმი დაგისვამთ შეკითხვებს თქვენი და თქვენი ახლო ნათესავების ჯანმრთელობის შესახებ. ამავე დროს გაგიზომავთ არტერიულ წნევას და ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია ჩაგიტაროთ ზოგიერთი სხვა ანალიზი. წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში განმარტებულია შემთხვევები, როდესაც დაგჭირდებათ ჯესის შეწყვეტა ან შემცირებულია ჯესით უზრუნველყოფილი დაცვა. ასეთ შემთხვევაში უნდა ან მოერიდოთ სქესობრივ კონტაქტს ან მიიღოთ ჩასახვის საწინააღმდეგო დამატებითი ზომა, როგორიცაა, კონდომი ან კონტრაცეფციის სხვა ბარიერული მეთოდი. არ გამოიყენოთ გრაფიკის მეთოდი ან სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი. ეს მეთოდები შესაძლებელია არ იყოს სანდო, რადგანაც ჯესი ზემოქმედებას ახდენს სხეულის ტემპერატურასა და ცერვიკალური ლორწოს ყოველთვიურ ცვლილებებზე. ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ტაბლეტების მსგავსად, ჯესი არ უზრუნველყოფს აივ ინფექციისგან (შიდსი) და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან დაცვას. |
არ გამოიყენოთ ჯესი შემდეგ შემთხვევებში:
არ გამოიყენოთ ჯესი, თუ ადგილი აქვს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევას. თუ რომელიმე ეს შემთხვევა გეხებათ თქვენ, ჯესის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შესაძლებელია ექიმმა გირჩიოთ სხვა ტიპის ტაბლეტი ან აბსოლუტურად განსხვავებული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი (არაჰორმონალური).
- · თუ გაქვთ ფეხებზე (ღრმა ვენების თრომბოზი (ღვთ), ფილტვებში (პულმონარული ემბოლია (პე)) ან სხეულის სხვა მიდამოში თრომბი ან ანამნეზში მითითებულია თრომბოზის შემთხვევა (ადრე გადატანილი/ წარმოქმნილი);
- · თუ გაქვთ რომელიმე დარღვევა, რომელიც ზემოქმედებს სისხლის შედედებაზე (მაგალითად, მემკვიდრული წინასწარგანწყობა ან შეძენილი მიდრეკილება ვენური ან არტერიული თრომბოზისადმი, როგორიცაა C პროტეინის დეფიციტი, S პროტეინის დეფიციტი, ანტითრომბინი III-ის დეფიციტი, ფაქტორი V ლეიდენი ან APC (აქტივირებული პროტეინი C) რეზისტენტობა);
- · თუ გადატანილი გაქვთ ოპერაცია, რომლის გამოც საჭიროა დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ ყოფნა (იხილეთ, თავი „თრომბი“);
- · თუ გადატანილი გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი;
- · თუ გაქვთ სტენოკარდია, რომელიც ვითარდება გულის მკვებავ სისხლძარღვებში ჟანგბადის ნაკლებობიდან გამომდინარე მიოკარდიუმის შეკუმშვის შედეგად, იწვევს ძლიერ ტკივილს გულმკერდის მიდამოში, რომელიც შესაძლებელია ვრცელდებოდეს მარცხენა მკლავზე და წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტის პირველ სიმპტომს, ან გაქვთ მსუბუქი ინსულტი, რომელსაც უწოდებენ ტრანზიტორულ იშემიურ შეტევას, მუდმივი შედეგების გარეშე (ან გადატანილი გქონდათ წარსულში);
- · თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება, რომელსაც შეუძლია გაზარდოს არტერიებში თრომბის წარმოქმნის რისკი:
- • თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ზემოქმედებს სისხლძარღვებზე,
- • ძალიან მაღალი არტერიული წნევა,
- • სისხლში ლიპიდების ძალიან მაღალი დონე (ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები),
- • ჰიპერჰომოცისტეინემია (ერთადერთი მემკვიდრული რისკის ფაქტორი, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც არტერიული, ასევე ვენური თრომბოემბოლია);
- · გაქვთ (ან წარსულში გქონდათ) შაკიკი, რომელსაც ახლავს შემდეგი სიმპტომები: მხედველობის დარღვევები, მეტყველების დარღვევები, სხეულის რომელიმე მიდამოში ძალის ან შეგრძნების დაკარგვა;
- · თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ღვიძლის დაავადება (სიმპტომები შესაძლებელია იყოს კანის სიყვითლე ან ქავილი) და ღვიძლი ჯერ კიდევ ვერ ფუნქციონირებს გამართულად;
- · თუ იღებთ რომელიმე ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ომბიტასვირს, პარიტაპრევირს, რიტონავირს ან დისაბუვირს და მათ კომბინაციას. ეს ანტივირუსული პრეპარატები გამოიყენება ქრონიკული (ხანგრძლივი) C ჰეპატიტის (C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადება, რომელიც ზემოქმედებს ღვიძლზე) სამკურნალოდ;
- · თუ გაქვთ (ან წარსულში გქონდათ) ონკოლოგიური დაავადება, რომელიც შესაძლებელია პროგრესირებდეს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით (მაგალითად, ძუძუს ან სასქესო ორგანოს);
- · თუ გაქვთ (ან წარსულში გქონდათ) თირკმლის მძიმე უკმარისობა ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;
- · თუ გაქვთ (ან წარსულში გქონდათ) ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი;
- · თუ გაქვთ არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა;
- · თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ეჭვი ორსულობაზე;
- · თუ ანამნეზში გაქვთ პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, დაკავშირებული სისხლში ლიპიდების მაღალ შემცველობასთან) ან მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემია (სისხლში ტრიგლიცერიდების შემცველობის გაზრდა);
- · თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ჯესის შემადგენელ რომელიმე ნივთიერებაზე. ქვემოთ ჩამოთვლილია ალერგიული რეაქციის ზოგიერთი სიმპტომი:
- • ქოშინი
- • ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება
- • სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის ან სხეულის სხვა მიდამოს შეშუპება
- • კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილი ან ჭინჭრის ციება
პრეპარატის პირველად მიღების შემდეგ რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. პრეპარატის შეწყვეტის შემთხვევაში გამოიყენეთ ჩასახვის საწინააღმდეგო არაჰორმონალური ზომები.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ჯესის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე :
|
ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში მიიღეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს: თუ შეამჩნევთ თრომბის სავარაუდო სიმპტომებს ფეხზე (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი) ან ფილტვში (მაგალითად, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია), ასევე თრომბის სიმპტომებს, რომელიც შესაძლებელია მიუთითებდეს, რომ თქვენ გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს (იხილეთ „თრომბი“). ამ სერიოზული გვერდითი მოვლენების სიმპტომებთან დაკავშირებული განმარტებისთვის, გთხოვთ, იხილოთ თავი „როგორ ამოვიცნოთ თრომბი?“ |
აცნობეთ თქვენს ექიმს ქვემოთ მითითებული რომელიმე სიმპტომის პირველად გამოვლენის ან გაუარესების შემთხვევაში:
- · თუ ხართ მწეველი
- · თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი
- · თუ გაქვთ ჭარბი წონა
- · თუ გაქვთ ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა)
- · თუ გაქვთ გულის სარქვლის დაავადება ან გულის რითმის გარკვეული დარღვევა
- · თუ რომელიმე ახლო ნათესავს ახალგაზრდა ასაკში ჰქონდა თრომბოზი (ფეხზე - ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვში - პულმონარული ემბოლია ან სხვა ადგილას), მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი
- · თუ გაქვთ შაკიკი
- · თუ გაქვთ ეპილეფსია
- · თუ სისხლში კალიუმის დონე არის ნორმის ზედა ზღვარზე (მაგალითად, თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემის გამო) და დამატებით იღებთ პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლებელია გაზარდონ სისხლში კალიუმის რაოდენობა (მაგალითად, დიურეზული საშუალებები)
- · თუ ახლო ნათესავებს აქვთ ან წარსულში ჰქონდათ ძუძუს კიბო
- · თუ გაქვთ ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება
- · თუ გაქვთ თირკმლის დაავადება
- · თუ გაქვთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი (ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება), რომელიც იწვევს ნაწლავის წყლულს ან ახასიათებს ნაწლავის კედლის გასქელება, ლორწოვანი გარსის დაწყლულება ან რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება
- · თუ გაქვთ სისტემური ერითემატოზური მგლურა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს და კანზე გამონაყარს
- · თუ გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა - ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, რომელიც იწვევს თირკმლის უკმარისობას
- · თუ გაქვთ ანემიის გარკვეული ტიპი - ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია
- · თუ სისხლში გაქვთ ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (ჰიპერტრიგლიცერიდემია) ან ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება ეს დაავადება. ჰიპერტრიგლიცერიდემია დაკავშირებულია პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) განვითარების მომატებულ რისკთან.
- · თუ გესაჭიროებათ ოპერაცია ან გარკვეული დაავადების გამო დიდი ხნის განმავლობაში გაქვთ წოლითი რეჟიმი (იხილეთ „თრომბი“)
- · მელოგინე ქალებში იმატებს თრომბის წარმოქმნის რისკი. უნდა ჰკითხოთ ექიმს, მშობიარობიდან რამდენი ხნის შემდეგ შეძლებთ დაიწყოთ ჯესის გამოყენება
- · თუ გაქვთ კანქვეშა სისხლძარღვების ანთება (ზედაპირული თრომბოფლებიტი)
- · თუ გაქვთ ვარიკოზული ვენები
- · თუ გაქვთ დაავადება, რომელიც პირველად გამოვლინდა ან გართულდა ორსულობის პერიოდში ან ადრე გამოყენებული იქნა სასქესო ჰორმონები (მაგალითად, სმენის დაკარგვა, მეტაბოლური დაავადება, სახელად პორფირია, კანის დაავადება, სახელად ორსულთა ჰერპესი, ან ნევროლოგიური დაავადება - სიდენჰამის ქორეა)
- · თუ გაქვთ სახეზე ყვითელი-ყავისფერი ლაქები (ქლოაზმა), რომელიც შესაძლებელია წარმოიქმნას ორსულობის პერიოდშიც (ამ შემთხვევაში მოერიდეთ მზის ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას)
- · თუ გაქვთ მემკვიდრული ანგიონევროზული ედემა (თუ გაქვთ ანგიოედემის სიმპტომები, როგორიცაა სახის, ენის ან ყელის შეშუპება და/ან ყლაპვის გაძნელება ან სუნთქვის გაძნელებასთან ერთად ჭინჭრის ციება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ესტროგენის შემცველმა პრეპარატებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ანგიოედემის სიმპტომები ან მათი გაუარესება.)
პრეპარატის გამოყენებისას რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევის პირველად გამოვლენის, გამეორების ან დამძიმების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თრომბი
სისხლის მიმოქცევის დარღვევებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების წარმოშობის რისკი განსაკუთრებით მაღალია 35 წელზე მეტი ასაკის და მწეველ ქალებთან.
ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, როგორიცაა ჯესი, თრომბის წარმოქმნის რისკი იზრდება იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ასეთ პრეპარატებს არ იღებენ. იშვიათ შემთხვევებში თრომბით სისხლძარღვების დახშულობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები.
თრომბი შესაძლებელია წარმოიშვას შემდეგ მიდამოებში:
- · ვენებში ( ეწოდება „ვენების თრომბოზი“, „ვენური თრომბოემბოლია“ ან „ვთე“)
- · არტერიებში ( ეწოდება „არტერიების თრომბოზი“, „არტერიული თრომბოემბოლია“ ან „ათე“)
ყოველთვის არ ხდება თრომბისგან სრული გამოჯანმრთელება. იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული და ხანგრძლივი შედეგები ან ძალიან იშვიათად - სიკვდილი.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად დაბალია ჯესიდან გამომდინარე სახიფათო თრომბის წარმოქმნის რისკი.
ექიმი შეამოწმებს, რისკის ფაქტორების კომბინაციის ან ერთი ძალიან ძლიერი რისკის ფაქტორის გამო გაქვთ თუ არა თრომბის წარმოქნის მაღალი რისკი. ფაქტორების კომბინაციის შემთხვევაში შესაძლებელია რისკი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ორი ცალკეული რისკის ჯამი. თუ რისკი ძალიან მაღალია, ექიმი არ დაგინიშნავთ ამ პრეპარატს. (გარდა ამისა, იხილეთ თავი 2 „არ გამოიყენოთ ჯესი შემდეგ შემთხვევებში“).
როგორ ამოვიცნოთ თრომბი?
თუ შენიშნავთ ქვემოთ მითითებულ რომელიმე ნიშანს ან სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიიღეთ სამედიცინო დახმარება.
|
ხომ არ გაქვთ რომელიმე სიმპტომი? |
რა შესაძლო პრობლემაა? |
|
ღრმა ვენების თრომბოზი |
|
ხომ არ გაქვთ რომელიმე სიმპტომი? |
რა შესაძლო პრობლემაა? |
ზოგი სიმპტომი, მაგალითად, ხველა ან ქოშინი, შესაძლებელია აგერიოთ უფრო მსუბუქ შემთხვევაში, როგორიცაა სასუნთქი გზების ინფექცია (მაგალითად, „ზედა სასუნთქი გზების ინფექცია“). თუ არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის. |
პულმონარული ემბოლია |
|
ხომ არ გაქვთ რომელიმე სიმპტომი? |
რა შესაძლო პრობლემაა? |
|
სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება ცალ თვალში:
|
ბადურის ვენის თრომბოზი (თვალში თრომბი) |
|
მიოკარდიუმის ინფარქტი |
|
ხომ არ გაქვთ რომელიმე სიმპტომი? |
რა შესაძლო პრობლემაა? |
ზოგჯერ ინსულტის სიმპტომები შესაძლებელია გაგრძელდეს ძალიან მცირე ხნით და თითქმის მთლიანად გამოჯანმრთელდეს, მაგრამ თქვენ შესაძლებელია იყოთ სხვა ინსულტის რისკის ქვეშ, რის გამოც დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ სამედიცინო დახმარება. |
ინსულტი |
|
ხომ არ გაქვთ რომელიმე სიმპტომი? |
რა შესაძლო პრობლემაა? |
|
სხვა სისხლძარღვების თრომბით დახშობა |
სისხლძარღვების თრომბოზი
რა შესაძლებელია მოხდეს ვენაში თრომბის წარმოქმნისას?
- · კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების (კჰკ) გამოყენება დაკავშირებულია ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) განვითარების რისკის ზრდასთან. ამასთანავე ეს იშვიათი გვერდითი მოვლენაა. ყველაზე ხშირად თრომბი წარმოიქმნება კჰკ-ის გამოყენების პირველ წელს.
- · ფეხის ან ტერფის რომელიმე ვენაში თრომბის წარმოქმნამ შესაძლებელია გამოიწვიოს ღრმა ვენების თრომბოზი (ღვთ).
- · თრომბის ფეხიდან ფილტვში გადაადგილებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პულმონარული ემბოლია.
- · ძალიან იშვიათად შესაძლებელია თრომბი წარმოიქმნას სხვა ორგანოში, როგორიცაა თვალი (ბადურის ვენის თრომბოზი).
რომელ პერიოდშია ვენაში თრომბის წარმოქმნის რისკი ყველაზე მაღალი?
პერიოდი, როდესაც ყველაზე მაღალია ვენაში თრომბის წარმოქმნის რისკი, არის კჰკ-ის დაწყებიდან პირველი წელი. ამასთანავე 4 კვირის ან მეტი დროის განმავლობაში შესვენების შემდეგ კჰკ-ის (იმავე ან განსხვავებული პროდუქციის) ხელახლა დაწყებისას შესაძლებელია რისკი გაიზარდოს.
თუმცა პირველი წლის შემდეგ რისკი მცირდება, იგი ყოველთვის მაღალია იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს.
როდესაც შეწყვეტთ ჯესის მიღებას, თრომბოზის რისკი რამდენიმე კვირის განმავლობაში დაუბრუნდება ნორმას.
რას ნიშნავს თრომბის წარმოქმნის რისკი?
რისკი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაქვთ ბუნებრივად ვენური თრომბოემბოლიის რისკი, ასევე თქვენ მიერ გამოყენებული კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების ტიპზე.
ჯესის გამოყენების შედეგად ფეხსა და ფილტვში თრომბის (ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) წარმოქმნის რისკი, ზოგადად, დაბალია.
- · 10.000 ქალიდან, რომელიც არ იყენებს რომელიმე სახის კჰკ-ს და არ არის ორსულად, ერთი წლის განმავლობაში თრომბი შესაძლებელია წარმოექმნას დაახლოებით ორს.
- · 10.000 ქალიდან, რომელიც იყენებს ლევონორგესტრელის შემცველ კჰკ-ს, როგორიცაა ჯესი, ერთი წლის განმავლობაში თრომბი შესაძლებელია წარმოექმნას დაახლოებით 5-7 ქალს.
- · 10.000 ქალიდან, რომელიც იყენებს დროსპირენონის შემცველ კჰკ-ს, როგორიცაა ჯესი, ერთი წლის განმავლობაში თრომბი შესაძლებელია წარმოექმნას დაახლოებით 9-12 ქალს.
- · თრომბის წარმოქმნის რისკი იცვლება თქვენი ინდივიდუალური სამედიცინო ანამნეზის მიხედვით (იხილეთ, თავი „ფაქტორები, რომლებიც ზრდიან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის რისკს“).
|
ერთი წლის განმავლობაში თრომბის წარმოქმნის რისკი |
|
|
ქალები, რომლებიც არ იყენებენ კჰკ-ს და არ არიან ორსულად |
10.000 ქალიდან დაახლოებით 2 |
|
ქალები, რომლებიც იყენებენ ლევონორგესტრელის, ნორეტისტერონის ან ნორგესტიმატის შემცველ კჰკ-ს |
10.000 ქალიდან დაახლოებით 5-7 |
|
ქალები, რომლებიც იყენებენ ჯესს |
10.000 ქალიდან დაახლოებით 9-12 |
ფაქტორები, რომლებიც ზრდიან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის რისკს
თუმცა ჯესის გამოყენებიდან გამომდინარე თრომბოზის რისკი დაბალია, ზოგი გარემოება ზრდის რისკს. ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში რისკი მაღალია:
- · თუ ხართ ჭარბწონიანი (თუ სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2-ს).
- · თუ თქვენს ახლო ნათესავს ახალგაზრდა ასაკში (მაგალითად, 50 წელზე ნაკლებ ასაკში) გამოუვლინდა თრომბი ფეხზე, ფილტვში ან სხვა ორგანოზე. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლის შედედების მემკვიდრულ დარღვევას.
- · თუ გესაჭიროებათ ოპერაცია ან ტრავმის ან სხვა ავადმყოფობის გამო დიდი ხნის განმავლობაში გაქვთ წოლითი რეჟიმი ან ფეხზე გაქვთ თაბაშირი. ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე ან იმ ხნის განმავლობაში, როდესაც უმოძრაოდ უნდა იყოთ, შესაძლებელია საჭირო გახდეს ჯესის შეწყვეტა. თუ გესაჭიროებათ ჯესის შეწყვეტა, ჰკითხეთ ექიმს, როდის შეძლებთ პრეპარატის ხელახლა დაწყებას.
- · ასაკის მატებასთან ერთად (განსაკუთრებით 35 წლის ზევით).
- · თუ მშობიარობის შემდეგ გასულია რამდენიმე კვირაზე ნაკლები დრო.
ზემოაღნიშნული საკითხებიდან რამდენადაც მეტი ფაქტორი გეხებათ თქვენ, იმდენად იზრდება თრომბის წარმოქმნის რისკი.
თუ თქვენ გაქვთ ზემოაღნიშნული სხვა ფაქტორებიდან რამდენიმე, თვითმფრინავით მგზავრობამ (4 საათზე მეტი ხნით) დროებით შესაძლებელია გაზარდოს თრომბოზის რისკი.
თუ ამ ფაქტორებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, თუნდაც არ იყოთ დარწმუნებული, მნიშვნელოვანია, აცნობოთ თქვენს ექიმს. მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ჯესის შეწყვეტის საჭიროების შესახებ.
თუ ჯესის მიღების პერიოდში რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოება შეიცვლება, მაგალითად, თქვენი ოჯახის წევრს უცნობი მიზეზით გამოუვლინდება თრომბოზი ან ძალიან მოიმატებთ წონაში, აცნობეთ თქვენს ექიმს.
არტერიული თრომბოზი
რა შეიძლება მოხდეს არტერიაში თრომბის წარმოქმნისას?
ვენური თრომბოზის მსგავსად, არტერიულმა თრომბოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები. მაგალითად, შესაძლებელია გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
ფაქტორები, რომლებიც ზრდიან არტერიებში თრომბის წარმოქმნის რისკს
ჯესის გამოყენებიდან გამომდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკი ძალიან დაბალია, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შესაძლებელია რისკი გაიზარდოს ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე:
- · ასაკის მატება (დაახლოებით 35 წელზე მეტი)
- · თამბაქოს მოხმარება. კჰკ-ის, მაგალითად, ჯესის მიღებისას რეკომენდებულია, თავი დაანებოთ მოწევას. თუ მოწევას თავს ვერ ანებებთ და ხართ 35 წელზე მეტი ასაკის, ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ სხვა ტიპის კონტრაცეპტივის გამოყენება.
- · ჭარბი წონა
- · მაღალი არტერიული წნევა
- · ახლო ნათესავებში ახალგაზრდა ასაკში (მაგალითად, 50 წელზე ანაკლებ ასაკში) მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის შემთხვევა. ამ შემთხვევაში თქვენთვის მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკი შესაძლებელია იყოს უფრო მაღალი.
- · თუ თქვენ ან თქვენს ახლო ნათესავს აქვს სისხლში ლიპიდების მაღალი დონე (ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები),
- · თუ გაქვთ შაკიკი, განსაკუთრებით შაკიკი აურით (შაკიკის სახეობა, რომელსაც თავის ტკივილის დაწყებამდე ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ზიგზაგისებური ფიგურების დანახვა და სინათლის მიმართ მგრძნობელობა),
- · გულის ნებისმიერი დაავადება (გულის სარქვლის დაავადება, რიტმის დარღვევა, რომელსაც უწოდებენ მოციმციმე არითმიას),
- · თუ გაქვთ დიაბეტი.
თუ ზემოაღნიშნული გარემოებებიდან ერთზე მეტი გეხებათ თქვენ, ან რომელიმე მათგანი განსაკუთრებით ძლიერია, თრომბის წარმოქმნის რისკი შესაძლებელია კიდევ უფრო გაიზარდოს. ჯესის გამოყენების პერიოდში თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოება შეიცვლება, მაგალითად, თუ დაიწყებთ სიგარეტის მოწევას, ოჯახის წევრს უცნობი მიზეზით განუვითარდება თრომბოზი ან ძალიან მოიმატებთ წონაში, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ონკოლოგიური დაავადებები
ძუძუს კიბო შედარებით ხშირად გვხვდება ქალებთან, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს, მაგრამ არ არის ცნობილი, ვითარდება თუ არა იგი მკურნალობის შედეგად. მაგალითად, კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენებისას ძუძუში ახალწარმონაქმნის შემთხვევების დადგენა შესაძლებელია გამომდინარეობდეს იქიდან, რომ ეს ქალები უფრო ხშირად იტარებენ სამედიცინო შემოწმებას. ძუძუს სიმსივნის რისკი კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების შეწყვეტის შემდეგ დროთა განმავლობაში მცირდება. მნიშვნელოვანია, სისტემატურად შეიმოწმოთ სარძევე ჯირკვალი და, თუ იგრძნობთ ნებისმიერი სახის კვანძს, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მომხმარებლებთან დაკავშირებით იშვიათად ცნობილია ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნის, უფრო იშვიათად - ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები. ერთეულ შემთხვევებში სიმსივნის მიერ გამოწვეული იქნა სიცოცხლისთვის სახიფათო შინაგანი სისხლდენა. მუცლის ძალიან ძლიერი ტკივილის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ფსიქოლოგიური დარღვევები
ქალებში, რომლებიც იყენებენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, მათ შორის ჯესს, ცნობილია დეპრესიის ან დეპრესიული მდგომარეობის შემთხვევები. დეპრესია შესაძლებელია იყოს სერიოზული და ზოგჯერ გამოიწვიოს სუიციდური აზრები. თუ გამოგივლინდებათ სულიერი მდგომარეობის ცვლილებები და დეპრესიის სიმპტომები, რამდენადაც შესაძლებელია, უმოკლეს ვადაში მიმართეთ თქვენს ექიმს სამედიცინო რეკომენდაციისთვის.
მენსტრუალურ ციკლებს შორის სისხლდენა
როგორც ყველა კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების შემთხვევაში, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს მენსტრუალურ ციკლებს შორის არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა (ფერადი გამონადენი ან შუალედური სისხლდენა). შესაძლებელია დაგჭირდეთ ჰიგიენური საფენის გამოყენება, მაგრამ შეგიძლიათ განაგრძოთ ტაბლეტების ჩვეულებრივ მიღება. არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა, როგორც წესი, შეწყდება, როდესაც თქვენი ორგანიზმი შეეჩვევა ტაბლეტს (როგორც წესი, ტაბლეტის მიღების 3 ციკლიანი პერიოდის შემდეგ). თუ სისხლდენა გაგრძელდება, გაძლიერდება ან ხელახლა დაიწყება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
რა უნდა გაკეთდეს, თუ არ იქნება მენსტრუალური სისხლდენა
თუ ტაბლეტებს მიიღებთ რეგულარულად, არ გექნებათ ღებინება ან ძლიერი ფაღარათი და არ გამოიყენებთ სხვა პრეპარატებს, ძალიან დაბალია დაორსულების ალბათობა. განაგრძეთ ჯესის მიღება ჩვეულებრივი სახით.
თუ ტაბლეტებს მიიღებთ არასწორად ან ტაბლეტების სწორად მიღების მიუხედავად ზედიზედ ორჯერ არ გექნებათ მოსალოდნელი მენსუტრუაცია, შესაძლებელია იყოთ ორსულად. დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. არ დაიწყოთ მომდევნო პაკეტი, სანამ არ დარწმუნდებით, რომ არ ხართ ორსულად. ამავე დროს გამოიყენეთ ჩასახვის საწინააღმდეგო არაჰორმონალური საშუალებები.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ჯესის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტაბლეტი უნდა ჩაყლაპოთ მთლიანად, საკმარისი რაოდენობით წყლით.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ შეიძლება ორსულობის დროს ჯესის გამოყენება. თუ ჯესის მიღების პერიოდში დადგება ორსულობა, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ შეიძლება ჯესის გამოყენება, სანამ არ შეწყვეტთ ბავშვის ძუძუთი კვებას.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
არ ჩატარებულა კვლევა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ჯესის ზემოქმედებასთან დაკავშირებით. არ შეინიშნება კომბინირებული კონტრაცეფციული ტაბლეტების ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჯესის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ჯესი შეიცავს ლაქტოზას. თუ წარსულში ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ აუტანლობა (არატოლერანტობა) ზოგიერთი ტიპის შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელ პრეპარატებს ან მცენარეულ საშუალებებს იღებთ. არსებობს ზოგიერთი პრეპარატი, რომლის მიღებაც არ შეიძლება ჯესთან ერთად. (იხილეთ თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში არ მიიღოთ ჯესი“.) ექიმს შეუძლია აგიხსნათ, გჭირდებათ თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო დამატებითი საშუალებები (მაგალითად, კონდომი), ან, თუ გჭირდებათ, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ, ან საჭიროა თუ არა თქვენთვის საჭირო სხვა პრეპარატის შეცვლა.
ზოგიერთ პრეპარატთან ერთად მიღებამ
- შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სისხლში ჯესის დონეზე
- ნაკლებად ეფექტური გახადოს ორსულობის თავიდან აცილების მხრივ
- გამოიწვიოს მოულოდნელი სისხლდენა.
ეს პრეპარატები შეიცავენ ქვემოთ მითითებულ ნივთიერებებს:
- · ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები:
- o ეპილეფსია (მაგალითად, ფენიტოინი, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი და ბარბიტურატები)
- o ტუბერკულოზი (მაგალითად, რიფამპიცინი)
- o სოკოვანი ინფექციები (გრიზეოფულვინი, აზოლის ჯგუფის ანტიფუნგალური საშუალებები, როგორიცაა იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, კეტაკონაზოლი)
- o ბაქტერიული ინფექციები (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)
- o ზოგიერთი გულის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა (კალციუმის არხების ბლოკატორები, როგორიცაა ვერაპამილი, დილთიაზემი)
- o ართრიტი (სახსრების ანთება), ართროზი (სახსრების დეფორმაცია) (ეტორიკოქსიბი)
- o ფილტვის ჰიპერტენზია (ბოსენტანი)
- o აივ (შიდსი) და ჰეპატიტი C ვირუსის ინფექციები (პროტეაზას ინჰიბიტორები და არანუკლეოზიდურიშებრუნებითი ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები)
- · გრეიპფრუტის წვენი
- · მცენარე კრაზანა
ჯესმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედების მექანიზმზე, როგორიცაა:
- · ლამოტრიჟინი (გამოიყენება ეპილეფსიური შეტევების პრევენციის მიზნით)
- · ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ უცხო ქსოვილების მიმართ ორგანიზმის რეაქციის შესამცირებლად და ორგანიზმის მიერ ორგანოს უარყოფის პრევენციის და სათანადო სახით ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად)
- · მელატონინი (ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ბიოლოგიური საათის რეგულირებასა და ძილის ნორმალიზაციაში)
- · მიდაზოლამი (გამოიყენება ქირურგიული ჩარევის დროს ანესთეზიისთვის)
- · თეოფილინი (გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ)
- · ტიზანიდინი (გამოიყენება კუნთების ტკივილის და/ან კრამპის სამკურნალოდ)
თუ ჯესს მიიღებთ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს, თეორიულად შესაძლებელია გაიზარდოს კალიუმის დონე.
ეს პრეპარატები შეიცავენ შემდეგ ნივთიერებებს:
- o მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ანგიოტენზინ-II- რეცეპტორის ანტაგონისტები (როგორიცაა, ლოსარტანი, ვალსარტანი, ტელმისარტანი),
- o კალიუმის დამზოგავი დიურეზული საშუალებები (როგორიცაა, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი),
- o დიურეზული საშუალებები ალდოსტერონის ანტაგონისტები (როგორიცაა, სპირონოლაქტონი, ეპლერენონი).
არ მიიღოთ ჯესი, თუ დაავადებული ხართ C ჰეპატიტით და იღებთ ომბიტასვირის/პარიტაპრევირის /რიტონავირის და დასაბუვირის შემცველ პრეპარატებს, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების მატება (ღვიძლის ფერმენტის - ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) მატება). ამ პრეპარატებით მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სხვა სახის დაცვის მეთოდს. შესაძლებელია ჯესის ხელახლა დაწყება ზემოაღნიშნული მკურნალობის დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ. იხილეთ „არ მიიღოთ ჯესი შემდეგ შემთხვევებში “.
ლაბორატორიული ანალიზები
თუ გესაჭიროებათ სისხლის ანალიზის ან სხვა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, თქვენ ექიმს ან ლაბორატორიის თანამშრომლებს აცნობეთ, რომ იღებთ ამ პრეპარატს, რადგანაც ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ზოგიერთი ანალიზის შედეგზე.
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ მიიღება ჯესი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
ჯესი უნდა მიიღოთ პაკეტზე ისრებით ნაჩვენები მიმართულებით, ყოვედღიურად, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს გარკვეული რაოდენობით წყალთან ერთად. როგორ წესი, ჰორმონის გარეშე 4 თეთრი ტაბლეტის მიღების დაწყებიდან 2-3 დღის შემდეგ დაიწყება მენსტრუაცია, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო პაკეტის დაწყების დროსაც. არ შეიძლება პაკეტებს შორის ინტერვალის გაკეთება. მომდევნო პაკეტიდან ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოთ არსებული პაკეტის დასრულებიდან მეორე დღესვე, თუნდაც სისხლდენა გრძელდებოდეს.
კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების სწორი სახით გამოყენებისას წელიწადში წარუმატებლობის რისკი შეადგენს დაახლოებით 1%-ს. ეს მაჩვენებელი იზრდება, თუ დაგავიწყდებათ პრეპარატის მიღება ან არასწორად მიიღებთ.
ჯესის პირველი კოლოფის დაწყება : თუ წინა თვეში არ იღებდით ჩასახვის საწინააღდეგო ტაბლეტებს, ჯესის მიღება უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის პირველი დღიდან. შესაძლებელია ტაბლეტების დაწყება მენსტრუაციის მეორედან მეხუთე დღემდე პერიოდში, მაგრამ პირველი შვიდი დღის განმავლობაში საჭიროა, გამოიყენოთ დამატებითი ბარიერული მეთოდი (როგორიცაა, კონდომი).
სხვა კონტრაცეფციული ტაბლეტებიდან გადასვლა : ჯესის მიღება უნდა დაიწყოთ წინა კონტრაცეფციული საშუალების ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მომდევნო დღეს. დასაშვებია ინტერვალი არაუმეტეს იმ პერიოდის ბოლო დღემდე, როდესაც არ უნდა მიგეღოთ ტაბლეტი ან უნდა მიგეღოთ ტაბლეტი ჰორმონის გარეშე. ვაგინალური რგოლის ან პლასტირის გამოყენების შემთხვევაში ჯესის მიღება უნდა დაიწყოთ რგოლის ან პლასტირის მოხსნის დღიდან ან არაუგვიანეს იმ დღისა, როდესაც უნდა გაგეკეთებინათ რგოლი ან პლასტირი. თუ ტაბლეტის მიღებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში გექნებათ სქესობრივი კონტაქტი, უნდა გამოიყენოთ დაცვის დამატებითი მეთოდი (როგორიცაა კონდომი ან დიაფრაგმა).
მხოლოდ პროგესტერონის შემცველი მეთოდიდან გადასვლა: შესაძლებელია გადასვლა ნებისმიერ დღეს, მაგრამ ტაბლეტის მიღებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია დაცვის დამატებითი მეთოდის გამოყენება.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში თვითნებური აბორტის შემდეგ : შესაძლებელია დაუყოვნებლივ დაწყება. არ არის საჭირო დაცვის დამატებითი მეთოდი. მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული სახით.
მშობიარობის შემდეგ ან მეორე ტრიმესტრში თვითნებური აბორტის შემდეგ : არ შეიძლება პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტამდე. ქალებმა, რომლებიც არ აწოვებენ ან რომლებსაც ჰქონდათ თვითნებური აბორტი, უნდა დაიწყონ პრეპარატის მიღება მშობიარობის ან აბორტის შემდეგ 21-ე - 28-ე დღეს. უფრო გვიან დაწყების შემთხვევაში პირველი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია დაცვის დამატებითი მეთოდის გამოყენება. პრეპარატის მიღებამდე სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ არ ხართ ორსულად, ან დაელოდოთ მომდევნო მენსტრუაციას.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ტაბლეტები უნდა მიიღოთ კოლოფზე მითითებული რიგითობით, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, საკმარისი რაოდენობით წყლით. ტაბლეტები უნდა მიიღოთ მუდმივად. ზედიზედ 28 დღის განმავლობაში ყოველდღე მიიღებთ დღეში ერთ ტაბლეტს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
ჯესი ნაჩვენებია მხოლოდ პირველი მენსტრუაციის შემდეგ.
ასაკოვნები:
ჯესი არ გამოიყენება ასაკოვნებში. ჯესი არ არის ნაჩვენები მენოპაუზის დადგომის შემდეგ.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები :
თირკმლის უკმარისობა :
არ შეიძლება ჯესის მიღება თირკმლის ძლიერი უკმარისობის დროს.
ღვიძლის უკმარისობა :
არ შეიძლება ჯესის მიღება ღვიძლის მძიმე დაავადების დროს.
თუ თვლით, რომ ჯესის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ჯესი საჭიროზე მაღალი დოზით :
თუ შემთხვევით მიიღეთ ჯესი საჭიროზე მაღალი დოზით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს ინფორმაცია დიდი რაოდენობით ჯესის ტაბლეტის მიღების შედეგად გამოწვეული სერიოზული მავნე ზემოქმედების შესახებ.
ჰორმონის შემცველი ტაბლეტების ჭარბი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება და ვაგინალური სისხლდენა. ამ პრეპარატის შემთხვევით მიღებისას გოგონებს, რომლებსაც არა აქვთ დაწყებული მენსტრუალური ციკლი, შესაძლებელია აღენიშნებოდეთ სისხლდენა. თუ გამოგივლინდებათ ეს სიმპტომები, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ჯესის მიღება:
თუ დაგავიწყდებათ ერთი ტაბლეტის მიღება, იმის მიხედვით, რომელი დღეა, შესაძლებელია დაგჭირდეთ ჩასახვის საწინააღმდეგო დამატებითი ზომის მიღება. მაგალითად, ბარიერული მეთოდის გამოყენება, როგორიცაა კონდომი. ტაბლეტები მიიღეთ ქვემოთ განსაზღვრული სახით. გარდა ამისა, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „დავიწყებული ტაბლეტის გრაფიკი“. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვს მიმართეთ თქვენს ექიმს.
- · თუ დაგავიწყდებათ ჰორმონის გარეშე 4 ცალი აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტის (ბლისტერზე ბოლო 4 ტაბლეტი) მიღება, ჯერ კიდევ დაცული ხართ ორსულობისგან, რადგანაც ეს ტაბლეტები არ შეიცავენ ჰორმონს. მაგრამ იმისათვის, რომ არ შეცვალოთ ტაბლეტის მიღების რეჟიმი, რაც მნიშვნელოვანია კონტრაცეფციის თვალსაზრისით, უნდა განაგრძოთ მომდევნო ტაბლეტის მიღება ჩვეულებრივ დროს. გადააგდეთ გამოტოვებული აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტი, რათა არ აგერიოთ. თუ დაგავიწყდებათ პაკეტში ბოლო თეთრი ტაბლეტის მიღება, მნიშვნელოვანია, სათანადო დროს მიიღოთ პირველი ტაბლეტი მომდევნო პაკეტიდან.
თუ დაგავიწყდათ ჰორმონის შემცველი ღია ვარდისფერი ტაბლეტის (ბლისტერზე პირველი 24 ტაბლეტი) მიღება:
- თუ გასულია 24 საათზე ნაკლები დრო, ორსულობისგან დაცვა არ შემცირდება. ტაბლეტი უნდა მიიღოთ გახსენებისთანავე. მომდევნო ტაბლეტების მიღებას კი განაგრძობთ ჩვეულებრივ დროს.
- თუ გასულია 24 საათზე მეტი დრო, შესაძლებელია შემცირდეს ორსულობისგან დაცვა. რამდენადაც მეტი ღია ვარდისფერი ტაბლეტის მიღება დაგავიწყდებათ, იმდენად იზრდება ორსულობისგან დაცვის შემცირების რისკი. ორსულობის დადგომის რისკი განსაკუთრებით იზრდება, თუ დაგავიწყდებათ პაკეტის დასაწყისში ან ბოლოს (24 ღია ვარდისფერი ტაბლეტის ბოლოს) მოთავსებული ტაბლეტის დალევა. ამასთანავე უნდა შესრულდეს ქვემოთ მითითებული 2 მარტივი წესი:
1. არ შეიძლება ტაბლეტების მიღების შეწყვეტა 7 დღეზე მეტი ხნით (გაითვალისწინეთ, რომ ჰორმონის გარეშე ტაბლეტების რეკომენდებული პერიოდი შეადგენს 4 დღეს).
2. იმისათვის, რომ დაიწყოს ეფექტური დაცვა, საჭიროა არანაკლებ 7 დღის განმავლობაში ტაბლეტის მიღება ინტერვალის გარეშე.
თუ დაგავიწყდებათ ერთზე მეტი ტაბლეტის მიღება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ დღეში 2 ტაბლეტზე მეტი.
თუ დაგავიწყდებათ პაკეტში მოთავსებული ტაბლეტების მიღება და ბლისტერის დასრულებისას არ დაიწყება მოსალოდნელი მენსტრუაცია (ბოლო 4 თეთრი ტაბლეტი ჰორმონის გარეშე), შესაძლებელია იყოთ ორსულად. მომდევნო პაკეტის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ყოველდღიურ გამოყენებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გაიცეს შემდეგ რეკომენდაციები:
პირველიდან მეშვიდე დღემდე პერიოდში 1 ტაბლეტის დავიწყებისას: საჭიროა გახსენებისთანავე მიიღოთ ბოლო დავიწყებული ტაბლეტი. მომდევნო ტაბლეტები უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ დროს. პირველი 7 დღის განმავლობაში საჭიროა დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდის გამოყენება. ამ 7 დღემდე პერიოდში სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დაორსულების ალბათობა. გარდა ამისა, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „დავიწყებული ტაბლეტის გრაფიკი“.
თუ პრეპარატის დავიწყებამდე 7 დღის განმავლობაში არ გქონდათ სქესობრივი კონტაქტი, გახსენებისთანავე დალიეთ გამოტოვებული ღია ვარდისფერი ტაბლეტი (თუნდაც საჭირო გახდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღება) და მომდევნო ტაბლეტები მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. მომდევნო 7 დღის განმავლობაში გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეფციული საშუალებები (ბარიერული მეთოდი).
მერვედან მეთოთხმეტე დღემდე პერიოდში 1 ტაბლეტის დავიწყებისას: გახსენებისთანავე დალიეთ ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი. მომდევნო ტაბლეტების მიღება განაგრძეთ ჩვეულებრივ დროს (თუნდაც საჭირო გახდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღება). თუ პირველ დავიწყებულ ტაბლეტამდე 7 დღის განმავლობაში ტაბლეტებს იღებდით სწორად, არ არის საჭირო დაცვის დამატებითი მეთოდის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან თუ დაგავიწყდათ ერთზე მეტი ტაბლეტის მიღება, უნდა გამოიყენოთ დაცვის დამატებითი მეთოდი.
მეთხუთმეტედან ოცდამეოთხე დღემდე პერიოდში 1 ტაბლეტის დავიწყებისას: თუ პირველ დავიწყებულ ტაბლეტამდე 7 დღის განმავლობაში ტაბლეტებს იღებდით სწორად, ქვემოთ მოცემული 2 ვარიანტიდან ერთის შესრულების შემთხვევაში არ არის საჭირო დაცვის დამატებითი მეთოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ვარიანტთან ერთად საჭიროა დაცვის დამატებითი მეთოდის გამოყენება.
1- ბოლო დავიწყებული ტაბლეტი უნდა მიიღოთ გახსენებისთანავე. უნდა განაგრძოთ აქტიური ნივთიერების შემცველი დარჩენილი ტაბლეტების ჩვეულებრივ დროს მიღება (თუნდაც საჭირო გახდეს ერთდროულად ორი ტაბლეტის მიღება). უნდა გადაყაროთ აქტიური ნივთიერების გარეშე 4 ტაბლეტი და გადახვიდეთ მომდევნო კოლოფზე. არ არის მოსალოდნელი სისხლდენა მეორე კოლოფში მოთავსებული აქტიური ნივთიერების შემცველი ტაბლეტების დასრულებამდე. მაგრამ ამ დღეებში, შესაძლებელია შეინიშნებოდეს ფერადი გამონადენი ან წყვეტილი სისხლდენა.
2- უნდა შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება გახსნილი კოლოფიდან. 4 დღიანი შუალედის შემდეგ (დავიწყებული დღეების ჩათვლით) უნდა დაიწყოთ ახალი კოლოფი.
დავიწყებული ტაბლეტის გრაფიკი
თუ ღია ვარდისფერი ტაბლეტის მიღების შემდეგ გექნებათ ღებინება ან ძლიერი ფაღარათი, შესაძლებელია ვერ მოხდეს ტაბლეტის აქტიური ნივთიერების მთლიანად შეწოვა. თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში გექნებათ ღებინება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გამოტოვეთ ტაბლეტი. შესაბამისად უნდა შეასრულოთ რეკომენდაციები, რომელიც მოცემულია თავში „თუ დაგავიწყდათ ჯესის მიღება “. ძლიერი ფაღარათის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ბლისტერის ბოლოს 4 ცალი ჰორმონის გარეშე, აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტის მიღების შემდეგ ღებინება ან ფაღარათი არ მოახდენს ზეგავლენას კონტრაცეფციაზე.
მენსტრუაციის გადავადება: მენსტრუაციის გადავადებისთვის არ უნდა მიიღოთ თქვენ მიერ გამოყენებულ კოლოფში მოთავსებული ტაბლეტები აქტიური ნივთიერების გარეშე, უნდა გადახვიდეთ ჯესის ახალ კოლოფზე და დაიწყოთ მასში მოთავსებული აქტიური ნივთიერების შემცველი ტაბლეტების მიღება. ეს გადავადება შესაძლებელია გაგრძელდეს მე-2 პაკეტში მოთავსებული, აქტიური ნივთიერების შემცველი ტაბლეტების დასრულებამდე სასურველი ვადით. ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელია იყოს წყვეტილი სისხლდენა ან ფერადი გამონადენი. აქტიური ნივთიერების გარეშე ტაბლეტების პერიოდის დაწყების შემდეგ უნდა გაგრძელდეს პრეპარატის ჩვეულებრივ მიღება.
მენსტრუაციის დაწყების დღის შეცვლა : თუ ტაბლეტებს მიიღებთ მითითებული სახით, მენსტრუაცია დაიწყება ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ, დაახლოებით ერთსა და იმავე დღეს. თუ გსურთ აღნიშნულის შეცვლა, მეორე პაკეტზე გადასვლამდე არ მიიღოთ ბლისტერის ბოლოს მოთავსებული, აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტები, რომლებიც არ შეიცავენ ჰორმონს. მაგალითად, თუ მენსტრუაციის პერიოდი, როგორც წესი, იწყება პარასკევს, და გსურთ, მომავალი პერიოდი დაიწყოს სამშაბათს (3 დღით ადრე), მეორე პაკეტი უნდა დაიწყოთ ჩვეულებრივზე სამი დღით ადრე. გამოტოვეთ დაწყებული პაკეტის ბოლო 3 ცალი აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტი და ინტერვალის გარეშე განაგრძეთ მეორე პაკეტი. რამდენადაც შეამცირებთ ჰორმონის გარეშე ტაბლეტის რაოდენობას, იმდენად იზრდება ალბათობა, რომ არ დაგეწყებათ სისხლდენა. მომდევნო პაკეტის გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოულოდნელ სისხლდენას ან ფერად გამონადენს.
ჯესით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ ჯესის მიღება. თუ არ გსურთ დაორსულება, სხვა სანდო კონტრაცეფციის მეთოდებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ ჯესის მიღებას თავს ანებებთ, რადგანაც გსურთ დაორსულება, რეკომენდებულია, დაელოდოთ პირველ მენსტრუაციას. ეს დაგეხმარებათ გამოითვალოთ, დაორსულებისთვის რომელ დღეებშია საჭირო სქესობრივი კონტაქტი.
თუ გაქვთ სხვა შეკითხვა ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ჯესის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები. თუ ადგილი აქვს განსაკუთრებით ძლიერ ან მუდმივ გვერდით რეაქციას ან გექნებათ ჯანმრთელობის ცვლილება, რომელიც, თქვენი აზრით, შესაძლებელია გამომდინარეობდეს ჯესის მიღებიდან, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სერიოზული რეაქციები იხილეთ თავებში „არ გამოიყენოთ ჯესი შემდეგ შემთხვევებში “ და „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ჯესის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე “. ყურადღებით წაიკითხეთ ეს თავები და, თუ საჭიროა, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ყველა ქალს, რომელიც იყენებს კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს (კჰკ), აღენიშნება ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) და არტერიული თრომბოემბოლიის (ათე) მომატებული რისკი. კჰკ-ის მიღებიდან გამომდინარე სხვადასხვა რისკებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თავი „2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ჯესის გამოყენებამდე“.
ქვემოთ მითითებული რომელიმე რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ ჯესის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
- · სერიოზული ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სუნთვის გაძნელება, პირის ღრუს, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება)
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ გამოვლინდა რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია ჯესზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
ქვემოთ ჩამოთვლილია ჯესის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები.
შესაძლო გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ხშირი:
- · გუნება-განწყობის ცვალებადობა
- · თავის ტკივილი
- · გულისრევა
- · სარძევე ჯირკვლების ტკივილი, მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა არარეგულარული მენსტრუაცია, ამენორეა
არახშირი:
- · დეპრესია, დაძაბულობა, ძილიანობა
- · თავბრუსხვევა, პარესთეზია
- · შაკიკი, ვარიკოზი, მაღალი არტერიული წნევა
- · მუცლის ტკივილი, ღებინება, დისპეფსია, მეტეორიზმი, გასტრიტი, ფაღარათი
- · აკნე, ქავილი, გამონაყარი
- · ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი, კუნთების კრამპის მსგავსი ტკივილი
- · ვაგინალური სოკოვანი ინფექცია, ტკივილი საზარდულის მიდამოში, სარძევე ჯირკვლების გადიდება, ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათია (ძუძუში მასა, რომელიც ხელით ისინჯება), საშვილოსნოდან/ვაგინიდან სისხლდენა (მკურნალობის გაგრძელებისას, როგორც წესი, ქრება), ვაგინალური გამონადენი, წამოხურება, ვაგინის ანთება (ვაგინიტი), არარეგულარული მენსტრუაცია, მტკივნეული მენსტრუაცია, მენსტრუაციის დაგვიანება, ძლიერი მენსტრუაციული სისხლდენა, ვაგინის სიმშრალე, ნაცხის ანალიზის შედეგში დარღვევები, ლიბიდოს შემცირება
- · დაღლილობა, ჭარბი ოფლიანობა, ედემა (გავრცელებული, პერიფერიული, სახეზე)
- · წონაში მატება
იშვიათი:
- · კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია)
- · ანემია, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
- · ალერგიული რეაქცია
- · ენდოკრინული (ჰორმონებთან დაკავშირებული) დარღვევები
- · მადის გაძლიერება, საკვების მიღების გაძნელება, სისხლში კალიუმის კონცენტრაციის ანომალიურად მომატება, სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის ანომალიურად შემცირება
- · ანორგაზმია, უძილობა
- · ვერტიგო (ორგანიზმის ვესტიბულურ სისტემაში არსებული პრობლემით გამოწვეული თავბრუ), კანკალი
- · თვალის დარღვევები, როგორიცაა თვალის სიმშრალე, ქუთუთოს ანთება
- · ტაქიკარდია
- · ვენების ანთება, ცხვირიდან სისხლდენა, გონების დაკარგვა
- · მუცლის მიდამოს გადიდება, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, კუჭ-ნაწლავის გადავსება, მუცლის თიაქარი, პირის ღრუს კანდიდოზი, ყაბზობა, პირის სიმშრალე
- · ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების ანთება, ტკივილი
- · კანზე ყვითელი-ყავისფერი ლაქები, ეგზემა, თმის ცვენა, კანის ანთება აკნეთი, კანის სიმშრალე, კანის ანთება ამობურცული ადგილებით, ჭარბთმიანობა, კანზე დარღვევები, კანის აჭრელება, ფოტოდერმატიტი, კანის კვანძი (ქსოვილის ზრდა)
- · მტკივნეული სქესობრივი აქტი, ვულვოვაგინიტი, სქესობრივი აქტის შემდეგ სისხლდენა, პრეპარატის მოხსნის სისხლდენა, სარძევე ჯირკვლის კისტა, სარძევე ჯირკვლის გადიდება, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, საშვილოსნოს ყელის პოლიპი, ენდომეტრიუმის შემცირება, საკვერცხის კისტა, საშვილოსნოს გადიდება
- · სისუსტე
- · წონაში კლება
- · ერთ ვენაში ან არტერიაში საზიანო თრომბი, მაგალითად:
- o ფეხზე ან ტერფზე (როგორიცაა, ღვთ)
- o ფილტვში (როგორიცაა, პე)
- o მიოკარდიუმის ინფარქტი
- o ინსულტი
- o მცირე ინსულტი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით გარდამავალი იშემიური შეტევა ან გარდამავალი ინსულტის მსგავსი სიმპტომები (TIA)
- o ღვიძლის, კუჭის/ნაწლავების, თირკმლის ან თვალის თრომბოზი.
თრომბის წარმოქმნის ალბათობა შესაძლებელია უფრო მაღალი იყოს, თუ გაქვთ სხვა გარემოებები, რომელიც ზრდის რისკს (გარემოებები, რომელიც ზრდის თრომბის რისკს, და თრომბის სიმპტომების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მე-2 თავში - საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ჯესის გამოყენებამდე).
დამატებით, კჰკ-ების გამოყენებასთან დაკავშირებით ცნობილია ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები, თუმცა არსებული ინფორმაციით უმეტესად შეუძლებელია ვარაუდი მათ სიხშირესთან დაკავშირებით: ჰიპერმგრძნობელობა, მულტიფორმული ერითემა.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
5. ჯესის შენახვა
ჯესი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ჯესი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
„ვარგისიანობის ვადის“ შემდეგ მითითებული ციფრი ნიშნავს თვეს და აღნიშნული თვის ბოლო დღე წარმოადგენს გამოყენების ბოლო დღეს.
არ მიიღოთ ჯესი, თუ პროდუქციაზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული და/ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს ბაიერ თურქ ქიმია სან.
ფათიჰ სულთან მეჰმეთის უბანი, ბალქანის გამზ. №53 34770 უმრანიე/სტამბოლი
ტელეფონი: (0216) 528 36 00 ფაქსი: (0216) 645 39 50
წარმოების ადგილი:
Bayer Weimar GmbH und Co.KG,
Industrial Park North / ვაიმარი / გერმანია
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 29.05.2020 წელს.
89001773
ბაიერი
89001773
QR კოდი.










