ზოქსინი-მედი 20მგ/მლ 60მლ შამპ

ზოქსინი-მედი 20მგ/მლ 60მლ შამპ

29.84 ლარი 25.36 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: აფლოფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კეტოკონაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 96429
გააზიარე:

 

ზოქსინი-მედი 20მგ/მლ 60მლ შამ

ზოქსინი-მედი

20 მგ/მლ კეტოკონაზოლი.

სამკურნალო შამპუნი. 

 

1. ზოქსინი-მედი და ის გამოყენება 

ზოქსინი-მედი არის სამკურნალო შამპუნი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კეტოკონაზოლს. იგი არის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის. 

 

თერაპიულიჩვენებები 

ზოქსინი-მედი ნაჩვენებია Malassezia yeasts გამოწვეული კანის სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისა და ადგილობრივი მკურნალობისთვის:

-         თავის კანის ქერტლი (ეპიდერმისის აქერცვლა თეთრი, ადვილად მოცილებადი ქერცლის სახით);

-         სებორეული დერმატიტის დროს (მოყავისფრო წითელი ლაქები მკერდზე და სახეზე, რომლებიც იქერცლება თეთრი ან ყვითელი ქერცლის სახით);

-         Pityriasis versicolor–ის დროს (პატარა, მოვარდისფრო-ბეჟი ან თეთრი ლაქები). 

 

2. ზოქსინი-მედისგამოყენებისწინ საყურადღებო ინფორმაცია

არგამოიყენოთზოქსინი-მედი 

- თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტი 6-ში). 

გაფრთხილებებიდასიფრთხილისზომები 

ზოქსინი–მედის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ ადრე დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდით ადგილობრივად კორტიკოსტეროიდებით, ექიმი გირჩევთ კორტიკოსტეროიდული მკურნალობის ეტაპობრივად მოხსნას (2-დან 3 კვირამდე). თუ კორტიკოსტეროიდები ძალიან სწრაფად მოიხსნა, კანი შეიძლება რეაგირებდეს სიწითლით და ქავილით. მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.
                             

თუ თქვენ განიცდით ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას, რომელიც გამოიხატება შამპუნთან შეხების ადგილას კანის სიწითლით და ქავილით, უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის გამოყენება და მიმართოთ ექიმს.
მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. თუ პრეპარატი მოხვდა თვალებში, დაიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.
სებორეული დერმატიტი და ქერტლი ხშირად თან ახლავს თმის მომატებულ ცვენას. როდესაც იყენებთ ზოქსინი–მედს, თმის ცვენა შეიძლება გაძლიერდეს. 

 

ბავშვები 

ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა განსაზღვრული არ არის. 

 

ზოქსინი-მედიდასხვამედიკამენტები 

ურთიერთქმედების მონაცემები არ არის. 

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახანს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები. 

 

ორსულობადალაქტაცია 

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან ბავშვის გაჩენას აპირებთ, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ზოქსინი-მედი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობისა და ლაქტაციის დროს, მხოლოდ თუ ექიმი მიიჩნევს, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია.

 

ავტომობილისმართვადამანქანებისგამოყენება

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

 

ზოქსინი-მედიშეიცავსკოშინელისწითელს (E 124)

კოშინელის წითელმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

 

 3. ზოქსინი-მედის გამოყენების წესი
 
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია პაციენტის საინფორმაციო ფურცელ–ჩანართში ან როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

მიღებისმეთოდიდადოზირება

 პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის.

დაიტანეთ შამპუნის შესაბამისი რაოდენობა დატენიანებულ თმებსა და კანზე, შეიზილეთ ქაფის წარმოსაქმნელად. ჩამოიბანეთ 5 წუთის შემდეგ.

შესაძლებელია თმის წინასწარ დაბანა ჩვეულებრივი შამპუნით.

 

თავის კანის  ქერტლისა და სებორეული დერმატიტის დროს:

მკურნალობა - კვირაში 2-ჯერ 2–4 კვირის განმავლობაში;
საპროფილაქტიკოდ - 2 კვირაში ერთხელ.
 

Pityriasis versicolor –ის შემთხვევაში:

მკურნალობა - დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში;
საპროფილაქტიკოდ - ზაფხულის პერიოდამდე, დღეში ერთხელ შემდეგი 3 დღის განმავლობაში.
 

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

 

თუ გრძნობთ, რომ მედიკამენტის მოქმედებაძალიანძლიერიანძალიანსუსტია, უნდა მიმართოთ ექიმს.

 

თუთქვენგამოიყენეთუფრომეტიზოქსინი-მედი, ვიდრესაჭიროა

მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს. მედიკამენტის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომ დაგინიშნოთ  შესაბამისი მკურნალობა.

 

თუდაგავიწყდათზოქსინი-მედისმიღება

 

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

 

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლოგვერდითიეფექტები
 
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა  არა ყველა ინდივიდში.

 

იშვიათი (1-დან 10-ში 10, 000 ადამიანიდან):

- ადგილობრივად ქავილი, წვა, კონტაქტური დერმატიტი, გაღიზიანება;

- ცხიმიანი ან მშრალი თმა.

 

ძალიან იშვიათი (10, 000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში):

თმის ფერის შეცვლა, ძირითადად თმის დაზიანება და გაჭაღარავება.
 

შეტყობინებაგვერდითიეფექტებისშესახებ

გვერდითი  ეფექტების განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც შესაძლოა არ იყოს აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში.  გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ:

სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის მედიკამენტების არასასურველი ეფექტის მონიტორინგის განყოფილებას

Al. Jerozolimskie 181C

02-222 ვარშავა

ტელ .: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

 

გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეიძლება აცნობოთ  ავტორიზაციის მფლობელს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით დამატებითი ინფორმაციის მიღებაში ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

 

5. ზოქსინი-მედის შენახვის წესი
 
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25˚C- ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

 ნუ გამოიყენებთ ზოქსინი-მედს, თუ  სითხემ შეიცვალა ფერი წითლიდან ყავისფერში.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ეტიკეტზე, ტუბზე და კოლოფზე მითითებული  ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ნიშნავს  თვის ბოლო დღეს.

 

შეფუთვის მარკირება:

Lot: სერიის ნომერი

EXP: ვარგისობის ვადა.

 

ნუ გადააგდებთ წამლებს გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვისშინაარსიდასხვაინფორმაცია
ზოქსინი-მედის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა კეტოკონაზოლი.
1 მლ სამკურნალო შამპუნი შეიცავს 20 მგ კეტოკონაზოლს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ლაურილ ეთერის სულფატი, ქოქოსის ბეტაინი, ქოქოსის ზეთის მჟავა დიეთანოლამიდი, ქოქოსის ზეთის გლიკოზიდები და გლიცეროლის ოლეატი, all-rac-α-ტოკოფეროლი, პოლისორბატი 20, იმიდაზოლიდინილ შარდოვანა, კოშინელის წითელი  (E 124), არომატული შემადგენლობა 60910, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა, გაწმენდილი წყალი.

 

ზოქსინი-მედისგარეგნულისახედაშეფუთვ

 ზოქსინი-მედი არის სამკურნალო შამპუნი.

შეფუთვა

პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც დახურულია პოლიპროპილენის თავსახურით, რომელიც შეიცავს 60 მლ სამკურნალო შამპუნს მუყაოს კოლოფში, ან
პოლიეთილენის ტუბი, რომელიც დახურულია პოლიპროპილენის თავსახურით, რომელიც შეიცავს 60 ან 100 მლ სამკურნალო შამპუნს  მუყაოს კოლოფში, ან
პაკეტები, რომელთაგან თითოეული შეიცავს 6 მლ-ს, მუყაოს კოლოფში. შეფუთვაში  6 პაკეტი.

7. რეგისტრაციისმოწმობის  მფლობელიდამწარმოებელი

Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o.

Partyzancka 133/151
95-200 Pabianice

ტელ: (42) 22-53-100.