კორდარონი 200მგ #30ტ(თურქ)

კორდარონი 200მგ #30ტ(თურქ)

9.50 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანოფი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამიოდარონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 96404
გააზიარე:

კორდარონიR  200 მგ

                 ტაბლეტი დაყოფის ხაზით

                 განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.

  • მოქმედი ნივთიერება: ამიოდარონის ჰიდროქლორიდი 200 მგ
  • დამხმარე ნივთიერებებია: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (მსხვილფეხა რქოსანის რძისგან მიღებული), მაგნიუმის სტეარატი, პოლივიდონ  K90F, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად  თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის  გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ.  თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა  მაღალი ანდა დაბალიდოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

  1. რა არის და რისთვის გამოიყენება კორდარონი?
  2. კორდარონის გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  3. როგორ გამოიყენება კორდარონი?
  4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
  5. კორდარონის შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება კორდარონი ?

კორდარონის მოქმედი ნივთიერება ამიოდარონის ჰიდროქლორიდია. დაყოფის ხაზის მქონე თითოეული ტაბლეტი 200 მგ ამიოდარონის ჰიდროქლორიდს შეიცავს.  პრეპარატი, წარმოდგენილია მოხმარებისთვის დაყოფის ხაზის მქონე 30 ტაბლეტიანი  ბლისტერის შეფუთვით. ბაზარზე ასევე არსებობს პრეპარატის ამპულის ფორმაც.

კორდარონი, ანტიარითმული წამლების სახელით ცნობილი და გულის რითმის დარღვევის  სამკურნალოდ გამოყენებული წამალია. კორდარონი გამოიყენება გულის რითმის გახშირების და რითმის დარღვევის მდგომარეობების სამკურნალოდ.

ექიმი, კორდარონს ქვემოთ მოცემული მიზეზების ანდა მდგომარეობის დროს გამოგიწერთ:

-          გულისცემის სიხშირის მომატებისას, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში  იყოს

გულისცემის სიხსირის ნორმის აღდგენის უზრუნველყოფისთვის

-          გულისცემის რითმის დარღვევის დროს, გულისცემის ნორმალური რითმის აღდგენის უზრუნველყოფისთვის

- სიცოცხლესთან შეუთავსებელი გულისცემის რითმის დარღვევების დროს

2. კორდარონის   გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

კორდარონი,  ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

  • თუ, იოდის მიმართ ალერგია გაქვთ
  • თუ, მოქმედი ნივთიერების ამიოდარონის ან წამლის სხვა დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ  ალერგია გაქვთ
  • თუ, გულისცემის რითმი ძალიან გახშირებული, ძალიან შენელებული ანდა დარღვეულია, რომელიც ხშირად ვლინდება გულის გამტარებლობის ბლოკადების დროს
  • თუ, გულისცემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემა გაქვთ ანდა გულში პეისმეიკერი გაქვთ ჩასმული
  • თუ, გამტარებლობის დარღვევა გაქვთ
  • თუ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გაქვთ
  • თუ, ორსულად ხართ ანდა ბავშვს ძუძუთი კვებავთ
  • თუ, Torsades de pointes-ს (გულის რითმის სერიოზული დარღვევა) გამომწვევ წამლებთან ერთად:

-          Ia ჯგუფის ანტიარითმულ წამლებს ღებულობთ (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდის მსგავსი)

-          III ჯგუფის ანტიარითმულ წამლებს ღებულობთ (სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, სულტოპრიდის მსგავსი)

-          სხვა წამლებს (ბეპრიდილი, სისაპრიდი, დიტემანილი, ერითრომიცინი IV, მიზოლასტინი, სპარფლოქსაცინის მსგავსი) ღებულობთ

  • თუ, გულისცემის რითმზე მოქმედ სხვა წამლებს ღებულობთ (იხილეთ ნაწილი-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’)
  • თუ, ექიმის მიერ სხვა ფორმით რეკომენდირებული არ იქნება, დილთიაზემის ინექციის ფორმა, ზოგიერთი განსაზღვრული ანტიბიოტიკი, სოტალოლი და ესმოლოლის გარდა ბეტა ბლოკერები და ზოგიერთი ნეიროეპილეპტიკები ხანგრძლივი დროით  გამოყენებული არ უნდა იქნას.

კორდარონი, ქვემოთ  მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

  • თუ, ბავშვი ანდა მოზარდი ხართ
  • თუ, ღვიძლის დაავადება გაქვთ
  • თუ, ასთმა ანდა  ფილტვების სხვა დაავადება გაქვთ
  • თუ, მხედველობის ნებისმიერი სახის დარღვევა გაქვთ( ,,ოპტიკური ნევრიტის’’ სახელით წოდებული დაავადების ჩათვლით)
  • თუ, ხანდაზმული ხართ (გულის ცემის რითმის მკვეთრი შენელების  განმაპირობებელი)
  • თუ, გულის უკმარისობა გაქვთ
  • თუ, გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი გაქვთ (გულის სერიოზული არითმიების და უეცარი სიკვდილის გამომწვევი მდგომარეობა) ანდა  Torsades de pointes-ს მდგომარეობა (სიცოცხილისთვის საშიში გულის რითმის დარღვევა) გაქვთ
  • თუ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა გაქვთ (ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ სისხლის ანალიზებს გაგიკეთებთ და შესაბამისი ქმედებით ამ მდგოამრეობას გააკონტროლებს)
  • თუ, მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება გაქვთ, რომელსაც შეიძლება ახლდეს ზოგადი მდგომარეობის დარღვევა
  • თუ, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით მიმდინარე მდგომრეობა გაქვთ (განსაკუთრებით, თუ  კალიუმის დეფიციტის მსგავსი მდგომარეობა გაქვთ, ამ დროს წამლის მიღებამდე ამ მდგომარეობის დაბალანსება, გამოსწორებაა საჭირო)
  • თუ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ მოხვდით(ამ დროს  ვლინდება კანის სიწითლე, გამონაყარი და ფერის ცვლილების მსგავსი მგრძნობელობის ნიშნები). ამ დროს მზის დამცავი უნდა გამოიყენოთ
  • თუ, ქირურგიული ჩარევაა დაგეგმილი ანდა ანესთეზია უნდა გაგიკეთდეთ
  • თუ, მხედველობის პრობლემები გაქვთ, ,,ოპტიკური ნერვის ნევრიტის’’(თვალის ნერვის ანთებითი პროცესი) სახელით წოდებული დაავადების ჩათვლით
  • თუ, გულში პეისმეიკერი ანდა  სხეულში  კარდიოვერსიული დეფიბრილატორის აპარატი გაქვთ ჩასმული
  • თუ, C ჰეპატიტის სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით ანდა დაკლატასვირის, სიმეპრევირის, ლედიპასვირის მსგავს წამლებთან ერთად სოფოსბუვირს იყენებთ. კორდარონის, სოფოსბუვირთან,  დაკლატასვირთან, სიმეპრევირთან, ლედიპასვირის მსგავს C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყენებულ წამლებთან ერთდ გამოყენებისას, სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში გულის რითმის შენელება(ბრადიკარდიას) შეიძლება გამოიწვიოს. ბრადიკარდიის სიმპტომებია: გაბრუება, გონების დაკარგვა, სუნთქვის შეკვრა, გონების არევა. თუ, აღნიშნული სიმპტომებიდან  რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ.
  • თუ, წამლის გამოყენების დროს კანზე გამონაყარი გამოვლინდება

კორდარონით მკურნალობა მუდმივ  დაკვირვებას საჭიროებს.  მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში, ექიმი თქვენს მდგომარეობას შეაფასებს და შეიძლება მოითხოვოს სისხლის ანალიზები, ფილტვების რენტგენოგრაფია, თვალის გამოკვლევა და ეკგ მსგავსი გამოკვლევები.

თუ, თქვენთან გულის გადანერგვა იგეგმება, ექიმი შეიძლება მკურნალობის გეგმას შეცვლის, რადგანაც კორდარონის მოქმედი ნივთიერების- ამიოდარონის გულის გადანერგვამდე გამოყენების შემთხვევაში, გადანერგვის ოპერაციის შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში, გადანერგილი გულის მუშაობის გაჩერება შეიძლება განვითრდეს.ამ დროს, პირველადი გრაფტის დისფუნქციის სახელით ცნობილი, სიცოცხლისთვის საშიში გართულების (დაავადებასთან ერთად გამოვლენილი დარღვევა) განვითარების  რისკის მატულობს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

კორდარონის  გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

კორდარონის გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტების მიღების დროს გრეიფრუტის წვენი არ მიირთვათ.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

კორდარონი, ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს  მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

წამალი, დედის რძეში გადადის და შეიძლება ბავშვის ფარისებრ ჯირკვალზე მოქმედი არასასურველი ეფექტები გამოვლინდეს, ამიტომ ბავშვის ძუძუთი კვების დროს კორდარონი არ უნდა იქნას გამოყენებული.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

რაიმე სახის ზემოქმედება გამოვლინებული არ არის.

კორდარონისშემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

კორდარონი ლაქტოზას შეიცავს. თუ, ექიმის მიერ  ადრე მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ  ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ (მომატებული მგრძნობელობა), ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

კორდარონი,  მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც გარკვეული დროის განმავლობაში სხეულში რჩება. მკურნალობის შეწყვეტიდან თვეების შემდეგაც კი  შეიძლება წამლებს შორის  ურთიერთქმედება გამოვლინდეს.

კორდარონი, ქვემოთ მოცემულ წამლებთან ერთად  კატეგორიულად არ გამოიყენოთ:

  • სიცოცხლისთვის საშიში გულის რითმის დარღვევის( Torsades de pointes)  გამომწვევი წამლები:

მაგალითად;

-          ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, სოტალოლი ანდა ბრეტილიუმი (გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ გამოიყენება),

-          ინტრავენური გამოყენების ერითრომიცინი, კო-ტრიმოქსაზოლი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი, ვინკამინი, სისაპრიდი, მიზოფასტინი და სპარფლოქსაცინის მსგავსი ინექციური ფორმის ანტიბიოტიკები,

-          ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული სულტოპრიდი,

-          ბეპრიდილი(გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო განვითრებული მკერდის ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება), სისაპრიდი (საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალოდ გამოიყენება), ინტრავენური გზით გამოყენებული ვინკამიცინი (ხანდაზმულებში გონებრივი ფუნქციების დარღვევებთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება),

-          ქინინი, მეფლოკინი, ქლოროქინი, ჰალოფანტრინის მსგავსი მალარიის სამკურნალო წამლები,

-          ტერფენადინი, აცეტამიზოლი ანდა მიზოლასტინის მსგავსი ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომელიც სეზონური ალერგიის, კანზე გამონაყარის ანდა სხვა ალერგიული რეაქციების  სამკურნალოდ გამოიყენება,

-          ქლორპრომაზინი, თიორიდაზინი, ფლუფენაზინი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, ამისულფირიდი, სერტინდოლის მსგავსი ზოგიერთი წამლები, რომლებიც ფსიქიატრიული დაავადებების სამკრუნალოდ გამოიყენება,

-          ლითიუმი (ბიპოლარული დარღვევების სახელით წოდებული  ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება),

-          დოქსეპინი, მაპროტილინი, ამიტრიპტილინის მსგავსი  ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, რომელიც დეპერსიის სამკურნალოდ გამოიყენება,

-          მასტიმულირებელი, ყაბზობის სამკურნალო წამლები

კორდარონის გამოყენება ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთად არ არის რეკომენდირებული:

  • ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი წამლები (მაგ.თიორიდაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულფირიდი, ტრიაპრიდი, პიმოზიდი, დროპერიდოლი
  • პროპანოლოლის მსგავსი, ბეტა-ბლოკერების სახელით წოდებული, გულის დაავადებების და არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი წამლები(სოტალოლის და ესმოლოლის გარდა)
  • ბეტა -ბლოკერები, გულისცემის სიხშირის შენელების გამომწვევი კალციუმის არხების ინჰიბიტორები (ვერაპამილი, დილთიაზემი)
  • ბისაკოდილი ანდა  სენას მსგავსი ყაბზობის სამკურნალო წამლები (საფაღარათოები)
  • ფტორქინოლონები (ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი ანდა ლევოფლოქსაცინის მსგავსი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკის ჯგუფი)
  • ღვიძლის დაავადების, C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოყენებული სოფოსბუვირით, დაკლატასვირით, სიმეპრევირით და ლედიპასვირით მკურნალობის დროს სიცოცხლისთვის საშიში, სერიოზული ბრადიკარდია (გულისცემის სიჩაქრის ნორმაზე მეტი შენელება) შეიძლება განვითარდეს. კორდარონი, ამ წამლებთან ერთდ არ უნდა იქნას გამოყენებული.

კორდარონის, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთდ გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო:

  • ვარფარინი, დაბიგატრანის მსგავსი სისხლის გამათხელებელი წამლები (შედედების საწინააღმდეგო წამლების ამ ჯგუფის გამოყენებისას წამლის ეფექტი მოიმატებს და სისხლდენის რისკი მატულობს)
  • სიმვასტატინი, პრავასტატინი, ატორვასტატინი და ლოვასტატინის მსგავსი სისხლში ცხიმის დონის დამაქვეითებელი სტატინები (ერთად გამოყენებისას კუნთოვანის ტოქსიკურობის რისკი იზრდება)
  • ოპერაციის დროს გამოყენებული  ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ფენტანილი (ერთად გამოყენებისას ტოქსიურობის რისკი მატულობს)
  • ლიდოკაინი (ანესთეზიისთვის გამოყენებული), ტაკროლიმუსი(ორგანოთა გადანერგვის შემდეგ ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება), სილდენაფილი, ტადალაფილი ანდა ვარდენაფილი (იმპოტენციის სამკურნალოდ გამოიყენება), მიდაზოლამი და ტრიაზოლამი (ოპერაციამდე დამამშვიდებლის სახით გამოიყენება), დიჰიდროერგოტამინი და ერგოტამინი (მიგრენის სამკურნალოდ გამოიყენება), კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება),  კორდარონი, სისხლში ამ წამლების  დონის მომატებას და  ტოქსიურობის მატებას განაპირობებს.
  • გულის ცემის რითმის დარღვევის სამკურნალოდ გამოყენებული ფლეკაინიდი (ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს ამ წამლის დოზის განახევრება), ექიმი, მკურნალობის პროცესს  მკაცრად დააკვირდება.
  • ორგანოთა გადანერგვის შემდეგ, ორგანოს მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გამოყენებული ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (თირკმლეზედა ჯირკვალზე   მავნე ეფექტის გამოვლინების რიკსი მატულობს).
  • მკერდის არეში ტკივილის და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული დილთიაზემი, რომელიც ორალური გზით მიიღება და გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს (განსაკუთრებით, ხანდაზმულებში იწვევს  გულისცემის რითმის მკვეთრ შენელებას, გულის გამტარებლობის ბლოკადას).
  • გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული დიგოქსინი (გულის გამტარებლობის ბლოკადა, გულისცემის სიჩქარის მკვეთრად შენელების რისკი მატულობს)
  • გულისცემის რითმის დარღვევის სამკურნალოდ გამოყენებული ესმოლოლი (გული რითმის დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს).
  • კალიუმის დონის დამაქვეითებელი წამლები, შარდმდენები, რომელბიც სისხლში კალიუმის დონეს  ამცირებენ (გულის ცემის რითმის დარღვევა ვლინდება).
  • ანთებითი პროცესის სამკურნალოდ გამოყენებული ჰიდროკორტიზონი, ბეტამეტაზონი ანდა პრენიზოლონის მსგავსი კორტიკოსტეროიდული წამლები
  • ფუროსემიდის მსგავსი შარდმდენები.
  • ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული ფენიტოინი (ერთად გამოყენებისას ამ წამლის სისხლში არსებულ დონეს შეიძლება გაზრდის).
  • გულის ცემის სიხშირის  დამაქვეითებელი წამლები (მაგ. კალციუმის ანტაგონისტები (დილთიაზემი, ვერაპამილი), ბეტა-ბლოკერები (სოტალოლის გარდა),კლონიდინი, საგულე გლიკოზიდები, მეფლოკინი, ანტი-ქოლინესთერაზული წამლები (დონეზეპილი, გალანტამინი, რივასტიგმინი, ტაკრინი, ამბემონიუმი, პირიდოსტიგმინი, ნეოსტიგმინი (ვლინდება რითმის დარღვევა)
  • ოპერაციის შემდგომ პერიოდში მაღალი დოზით გამოყენებული ჟანგბადი და  ანესთეზიის დროს გამოყენებული წამლები (შეიძლება გამოვლინდეს გულისცემის სიხშრის შენელება, არტერიული წნევის დაცემა, გულის ფუნქციის დარღვევა, ოპერაციის შემდეგ სუნთქვის პრობლემები).

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა  ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორგამოიყენებაკორდარონი ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

მკურნალობის საწყისი ეტაპი:

ზოგადად, ჩვეული დოზაა:  დღეში 3 ტაბლეტი (დღეში 600 მგ) 8-10 დღის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევებში, საწყისი მკურნალობა იწყება - ხანმოკლე დროში  უფრო მაღალი დოზის მიცემით (4-5  ტაბლეტი/დღეში). ამ დროს, ექიმი თქვენს მდგომარეობას, გულის ფუნქციებს, ეკგ (ელექტროკარდიოგრამა)შეაფასებს.

შემანარჩუნებელი  თერაპია: ექიმი, თქვენთვის ყველაზე ეფექტურ მინიმალურ დოზას განსაზღვრავს, ეს დოზა, ავადმყოფის მკურნალობაზე პასუხის მიხედვით შეიძლება იყოს დღეში ½ ტაბლეტიდან -  დღეში 2 ტაბლეტამდე (400 მგ).

დოზა, ორ დღეში ერთხელ, 1 ტაბლეტის (200 მგ) სახითაც შეიძლება იქნას მიცემული.

ექიმი, კორდარონის მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვავს. მკურნალობა დროზე ადრე არ შეწყვიტოთ, რადგანაც აღნიშნულმა დაავადების მიმდინარეობაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

შეყვანისგზა და მეთოდი:

კორდარონი, პირის გზით მიიღება. თუ, დღიური დოზა ½ ტაბლეტია (100 მგ), საჭიროა ტაბლეტზე არსებულ ღარზე (დაყოფის ხაზი) ერთი თითით ზეწოლა, შედეგად  ტაბლეტი ორად  ადვილად დაიყოფა.

ტაბლეტები, 1 ჭიქა წყლით, ექიმის მიერ რეკომენდირებული რაოდენობით უნდა გადაიყლაპოს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება: ბავშვებში წამლის ეფექტურობა და უსაფრთხოება  დადასტურებული არ არის.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში გამოყენებული დოზა ზრდასრულებთან გამოყენებულის ანალოგიურია. ექიმი, შეიძლება კორდარონის უფრო დაბალ დოზას გამოგიწერთ, ამავე დროს  გულისცემის სიჩქარეს და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს მკაცრად გააკონტროლებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ამიოდარონის მოქმედებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების გამოვლენის მიზნით, ექიმი ღვიძლის ფუნქციებს რეგულარულად გადაამოწმებს.

თუ,ფიქრობთ, რომ კორდარონის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

 თუ, კორდარონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, კორდარონის  საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, კორდარონის მიღება დაგავიწყდებათ:

წამლის მიღება არ დაგავიწყდეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც კორდარონით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის რეკომენდაციის გარეშე კორდარონით მკურნალობა  არ შეწყვიტოთ. კორდარონის მიღება, მხოლოდ იმიტომ არ შეწყვიტოთ, რომ თავს კარგად გრძნობთ. თუ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებას შეაჩერებთ, გულისცემის რითმის დარღვევები კვლავ შეიძლება განახლდეს.  ეს შეიძლება ძალიან საშიში იყოს.

4.  რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, კორდარონის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ  100 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან  შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, კორდარონის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

  • თუ, თქვენთან ალერგიული რექაციები გამოვლინდება: გამონაყარი, ყლაპვის ანდა სუნთქვის გაძნელება, თვალის ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხახის ანდა ენის შეშუპება (ანაფილაქსიური შოკი)-

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული  გვერდითი ეფექტებია.  თუ, ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კორდარონის მიმართ ალერგია გაქვთ.

 ამ  დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

გავრცელებული:

  • კანის ანდა თვალების გაყვითლება(სიყვითლე), დაღლილობა, გულისრევა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი ანდა მაღალი ტემპერატურა (აღნიშნული ღვიძლის პრობლემების ანდა  დაზიანების მაჩვენებელი ნიშნები შეიძლება იყოს).
  • სუნთქვის გაძნელება, უწყვეტი ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, წონის დაკარგვა და ცხელება(აღნიშნული სიმპტომები სერიოზული პრობლემის, ფილტვების ჩირქოვანი ანთების მაჩვენებელი შეიძლება იყოს).

ნაკლებად გავრცელებული:

  • გულისცემის რითმის ძლიერი დარღვევა (ეს მდგომარეობა შეიძლება გულის კრიზში გადაიზარდოს, სასწრაფოდ  საავადმყოფოს მიმართეთ).
  • სხეულის ნებისმიერ ნაწილში დაბუჟება, სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ანდა წვის შეგრძნება

ძალიან იშვიათი:

  • ერთ თვალში მხედველობის დაკარგვა ანდა მხედველობის შემღვრევა და დანისლული მხედველობა. თვალებში წვის ანდა მგრძნობელობის მომატების შეგრძნება, თვალის კაკლების მოძრაობისას ტკივილი. აღნიშნული  ოპტიკური ნეიროპათიის ანდა ნევრიტის სახელით წოდებული დაავადების სიმპტომები  შეიძლება იყოს.
  • გულისცემის რითმის შენელება, თითქმის გაჩერებამდე. ამ დროს პირდაპირ საავადმყოფოს მიმართეთ.
  • კანზე, სისხლძარღვების შევიწრობასთან და დახშობასთნ დაკაშირებული სიწითლე (ვასკულიტი)
  • თავის ტკივილი (განსაკუთრებით დილაობოთ უფრო ძლიერი ანდა ხველის ანდა ჭინთვის შემდეგ გაძლიერებული), გულისრევა, გულყრები, გონების დაკარგვა, მხედველობის პრობლემები ანდა გონების არევა. აღნიშნული თავის ტვინთან დაკავშირებული დარღვევების (pseudotumor cerebri-თავის ტვინის ფსევდო-სიმსივნე) მანიშნებელი სიმპტომები შეიძლება იყოს.
  • მოუხერხებელი და დაბრკოლებული მოძრაობები ანდა  მეტყველების გაძნელება ანდა ნელი საუბარი.
  • გაბრუება, თავბრუსხვევა, დაღლილობა და სუნთქვის გაძნელება. ყველა ჩამოთვლილი გულისცემის რითმის ძალიან შენელების მანიშნებელია (განსაკუთრებით, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში ანდა ნორმალური გულისცემის დარღვევის გამომწვევი სხვა სინდრომების ნიშნები შეიძლება იყოს).
  • ჩასუნთქვის გაძნელება ანდა მკერდში მოჭერის შეგრძნება, ჯიუტი ხველა, წონის დაკარგვა და ცხელება. აღნიშნული სიმპტომები ფილტვების ჩირქოვანი ანთების  განვითარების მანიშნებელი  და ასევე, სიკვდილის გამომწვევი შეიძლება იყოს.
  • ძლიერი სუნთქვის დარღვევები, რომელიც ზოგჯერ სიკვდილის გამომწვევი შეიძლება იყოს (ზრდასრულებში სუნთქვის მწვავე უკმარისობის სინდრომი).
  •  სუნთქვის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, განსაკუთრებით, ასთმით დაავადებულებში ბრონქების შევიწროება და / ანდა სუნთქვის გაჩერება.

უცნობი:

  • Torsades de pointes სახელით წოდებული რითმის დარღვევის სახეობა.
  • ზოგიერთ ავადმყოფში დაფიქსირებულია ფილტვებში სისხლდენა. ხველის დროს  სისხლის  გადმოსვლისას სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.
  • კანზე პროგრესირებადი გამონაყარი, აშრევება, სითხით სავსე ბუშტუკები, პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების მიდამოებში გამონაყარი და წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით განვითრებული კანის დაზიანებები, რომელიც შეიძლება სასიკვდილოც იყოს (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი/ სტივენს ჯონსონის სინდრომი).
  • ბულოზური დერმატიტი (სითხით სავსე ბუშტუკების  განვითარებით მიმდინარე კანის ჩირქოვანი დაავადება)
  • გულის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ, გადანერგილი გულის ნორმალური მუშაობის დარღვევა, რომელიც პირველადი გრაფტის დისფუნქციის სახელით წოდებული, სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა (დაავადებასთან ერთად გამოვლენილი  დარღვევა) (იხილეთ ნაწილი-,,კორდარონი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო  ჩარევა.

სხვა  გვერდითი ეფექტები:

ძალიან გავრცელებული:

  • მხედველობის შემღვრევა ანდა ძლიერი  განათების დროს ფერადი რგოლების ხედვა
  • გულისრევა ანდა ღებინება
  • გემოს შეგრძნების დარღვევა
  • მკურნალობის დასაწყისში ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილება (ლაბორატორიული  გამოკვლევის შედეგად გამოვლინდება)
  • მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა (კანის მზის სხივებს მოარიდეთ)

გავრცელებული:

  • ძლიერი მოუსვენრობა ანდა აღელვება, წონის დაკარგვა, ოფლიანობის მატება, სითბოს აუტანლობა.  აღნიშნული სიმპტომები ფარისებრი ჯიკრვლის ჰორმონების საჭიროზე უფრო მეტ გამომუშავებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული (ჰიპერთიროიდიზმი)
  • ძლიერი დაღლილობა, სისუსტე, მოთენთილობა, წონის მომატება, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა და კუნთების ტკივილი. აღნიშნული სიმპტომები ფარისებრი ჯიკრვლის ჰორმონების საჭიროზე უფრო ნაკლებ გამომუშავებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული (ჰიპოთიროიდიზმი)
  • დოზის შემცირების ანდა  მიღების შეწყვეტის შემდეგ,  ხელების და ფეხების  მოძრაობისას  განვითარებული  კანკალის გაუარესება
  • მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ სხეულის ნაწილებზე, განსაკუთრებით სახის კანზე მოცისფრო ანდა ტყვიისფერი ცვლილებები
  • დოზასთან დაკავშირებული გულისცემის სიჩაქრის მცირე შემცირება
  • კოშმარები
  • ძილის პრობლემები
  • ყაბზობა (კონსტიპაცია)
  • ეგზემა

ნაკლებად გავრცელებული:

  • კუნთების კრუნჩხვები, შებოჭილობა ანდა სპაზმები
  • პირის სიმშრალე

ძალიან იშვიათი:

  • სათესლე ჯირკვლების შეშუპება (ეპიდიდიმიტი)
  • კანის სიწითლესთან ერთად გამონაყარი, თმის ცვენა ანდა ფჩხილების სტრუქტურის დარღვევა და დაცვენა (ექსფოლიაციური დერმატიტი)
  • დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა ანდა კანის სიფერმკრთალე. აღნიშნული სიმპტომები ანემიის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
  • სისხლდენა, რომელიც ნორმალურთან შედარებით ადვილად ვითარდება ანდა სისხლჩაქცევები. აღნიშნული სისხლის უჯრედეული შემადგენლობის დარღვევის, თრომბოციტოპენიის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
  • უხასიათობა, გაბრუება ანდა სისუსტე, გულისრევა, უმადობა, გაღიზიანება, აღნიშნული ,,შეუთავსებელი ADH სინდრომის’’ სახელით წოდებული დაავადების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
  • თავის ტკივილი
  • ძირითადად, დოზის შემცირების ანდა მიღების შეწყვეტის შემდეგ წონასწორობის დარღვევის გაუარესება, თავბრუსხვევა
  • ერექციის ანდა ორგაზმის პრობლემები
  • თმის ცვენა, სიმელოტე
  • კანზე გამონაყარი
  • რადიოთერაპიის დროს კანის სიწითლე
  • სისხლში კრეატინინის დონის მომატება

უცნობი:

  • ურტიკარია
  • გრანულომები, ძვლის ტვინის გრანულომის ჩათვლით (მარცვლოვანი ტუბერი)
  • სისხლის თეთრი უჯრედების ერთი ნაწილის ანდა  სრულად ყველას რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია), აგრანულოზიტოზი)
  • კანის და კანქვეშა ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება/კვინკეს შეშუპება)
  • გამონაყარი, ყლაპვის ანდა  სუნთქვის გაძნელება, თვალის ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხახის ანდა ენის შეშუპება და სისხლის არტერიული წნევის დაცემა, შედეგად კი შოკი (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქცია)
  • მადის შემცირება
  • ხელების ოფლიანობა, უნებლიე მოძრაოებები, კუნთების გამკვრივება და მოძრაობის გაძნელება (პარკინსონიზმი)
  • სუნის შეგრძნების დარღვევა (პაროსმია)
  • ცნობიერების არევა (კონფუზია), დელირიუმი (მოუსვენრობა, გაღიზიანება, მღელვარების მსგავსი ნიშნების მაჩვენებელი უეცარი, გარდამავალი  ცნობიერების დარღვევა)
  • არ არსებულის გაგონება ანდა დანახვა (ჰალუცინაციები)
  • პანკრეასის ჩირქოვანი ანთება (პანკერატიტი/მწვავე პანკრეატიტი)
  • სისხლში თეთრი უჯრედების ერთი სახეობის მომატება და  სხვა სიმპტომებთან ერთდ გამოვლენილი წამლისმიერი რეაქცია (ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომატიკის მქონე წამლისმიერი რეაქცია)
  • სქესობრივი მოთხოვნის შემცირება (ლიბიდოს შემცირება)
  • ლუპუსის მსგავსი სინდრომი (სხეულის იმუნური სისტემის მიერ საკუთარი ქსოვილების მიმართ რეაქცია, შედეგად სახსრების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ცხელება)

აღნიშნული გვერდითი ეფექტები კორდარონის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს  ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  ანდა ფარმაცევტს.  ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ  აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr   ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში  დაკლიკებით ანდა დარეკეთ  ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს  ცენტრს(TUFAM).

გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის  მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

5. კორდარონის შენახვა

კორდარონი,  ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ  <300 C  ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

ვადა გასული  ანდა  გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. სანოფი საღლიქ ურუნლერი

ესენთეფეს დასახლ.  ბუიუქდერეს ქ.  193.  აპარტამენტის N: 193/11

შიშლი- სტამბული

ტელ: 0212 339 10 00;  ფაქსი: 0212 339 10 89

წარმოების ადგილი:  Sanofi Winthrop Industrie  საფრანგეთი

თარჯიმანი ნაილა იდნოევი