კალციტრონი 150მლ სიროფი
გააზიარე:
კალციტრონი 150 მლ სიროფი
საკვები დანამატი
რეკომენდებულია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების სიჯანსაღისათვის. ახდენს ორგანიზმში კალციუმის, D3 ვიტამინის, Mg და Zn დეფიციტის შევსებას. ვიტ.C და ვიტ.B6 ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
შემადგენლობა (10 მლ): კალციუმი(კალციუმის კარბონატი)-310 მგ, ვიტ.D3 (ქოლეკალციფეროლი) – 160 IU, თუთია(Zn)-6მგ, მაგნიუმი(Mg)-150მგ, ვიტ.C-80მგ, ვიტ.B6-1,4მგ.
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, ფრუქტოზა, ლიმონის მჟავა, ქსანტანის ფისი,კალიუმის სორბატი.
კალციუმის ძირითადი ფუნქცია არის ძვლოვანი სისტემის ფორმირება, რომლის შემადგენლობაში შედის კალციუმის 99%. დარჩენილი კალციუმის 1% ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას სისხლის შედედების პროცესში, ნერვული იმპულსების გენერაციასა და გადაცემაში, კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვაში, გარკვეული ფერმენტული სისტემების გააქტიურებაში, რამდენიმე ჰორმონის გამოყოფაში. კალციუმი საჭიროა მაგარი კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას, საჭიროა სისხლის შედედებისა და კიბოს პრევენციისთვის; უჯრედებს უზრუნველყოფს ენერგიით, მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება (აფერხებს ჰისტამინის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის სიმპტომების, ტკივილის სინდრომისა და ანთებითი პროცესების შემცირებას). კალციუმს ახასიათებს სტრესისსაწინააღმდეგო მოქმედება.
ვიტამინი D3- ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. იგი წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში.
Mg: მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში არსებული მაგნიუმის ნახევარი მოთავსებულია ძვლებში და აუცილებელია მათი მდგრადობისა და ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს.
Zn: თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციონირებაში, მათ შორის ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის, კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმალური მუშაობისთვის.
გამოყენების წესი: 6 თვიდან –3 წლამდე: 2,5 მლ დღეში ერთხელ;
>3 წლიდან : 5 მლ დღეში ერთხელ;
მოზრდილები: 10 მლ დღეში ერთხელ;
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
შენახვის წესი: შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ვარგისობის ვადა: იხ.კოლოფზე. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი: სან მარინოს რესპუბლიკა „ValueMed Pharma” Srl.
Via Ventotto Luglio, 218 - 47893 Borgo Maggiore
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: „ავერსი–ფარმა“