ნაპროქსენი 10% 30გ გელი
გააზიარე:
ნაპროქსენი - გელი
ნაპროქსენი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ინსტრუქცია რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შეიძლება საზიანო იყოს მათთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მათი დაავადების ნიშნები ერთნაირია.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული. იხ. პუნქტი 4.
რა არის ამ ჩანართში
1. რა არის ნაპროქსენი გელი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ ნაპროქსენი გელის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ნაპროქსენი გელი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ ნაპროქსენი გელი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ნაპროქსენი გელი და რისთვის გამოიყენება იგი
ნაპროქსენი გელი მიეკუთვნება არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კლასს ადგილობრი გამოყენებისთვის.
ნაპროქსენი გელი გამოიყენება ადგილობრივად კუნთოვანი და სახსროვანი ტკივილის სამკურნალოდ როგორიცაა: კუნთის ტკივილი (მიალგია), წელის ტკივილი, კისრის გაშეშება, ბურსის ანთება სახსრის ან მყესების გარშემო (ბურსიტი), მყესების ანთება (ტენდინიტი), სინოვიური გარსის ანთება მყესების გარშემო (ტენდოსინოვიტი), ანთება სახსრის გარშემო (პერიართრიტი), კუნთის დაჭიმულობა, კონტუზიები, ჰემატომა.
ნაპროქსენის გამოყენება შეიძლება როგორც ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის და/ან ორთოპედიული ოპერაციის დამხმარე საშუალება.
მიმართეთ ექიმს თუ 7 დღიანი მკურნალობის შემდეგ კარგად არ გრძნობთ თავს ან ხართ უარესად.
2. რა უნდა იცოდეთ ნაპროქსენი გელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ნაპროქსენი გელი
- თუ ხართ ალერგიული ნაპროქსენის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6). ორსულობის მესამე ტრიმსეტრსი (იხ. „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ნაპროქსენი გელის გამოყენებამდე მიმართერთ ექიმს ან ფარმაცევტს
- თუ აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი და/ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ გაქვთ ალერგიული დაავადება, როგორიც არის ასთმა, ჭინჭრის ციება, რინიტი, ცხვირის პოლიპები, ანგიონევროტული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები.
- თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს, იხილეთ შემდეგ პუნქტში „სხვა პრეპარატები და ნაპროქსენი გელი“.
პროდუქტი არ წაისვათ თვალებზე, ლორწოვან გარსზე, ჭრილობებზე და/ან დაზიანებულ კანზე.
- ჰიპერმგრძნობელობის ან ფოტომგრძნობელობის მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, მკურნალობის დროს და შემდეგ ორი კვირის განმავლობაში მოერიდეთ მის პირდაპირ სხივებს, მათ შორის სოლარიუმს, გასარუჯ საწოლებს ან ლამფებს (იხილეთ ასევე პარაგრაფი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
- პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აშენიშნება გამონაყარი ან კანის გაღიზიანება.
სხვა პრეპარატები და ნაპროქსენი გელი
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ ღებულობდით სხვა პრეპარატებს.
ნაპროქსენის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
არ ახდენს გავლენას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნაყოფზე და ან ბავშვზე არ არის გამორიცხული მავნე ზემოქმედების რისკი. აქედან გამომდინარე ორსულობის და / ან ძუძუთი კვების დროს, ნაპროქსენი გელის გამოყენება უნდა მოხდეს სამედიცინო რჩევის საფუძველზე და აუცილებლობის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ ნაპროქსენი გელი ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ნაპროქსენი გელი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
3. როგორ გამოიყენება ნაპროქსენი გელი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხარით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნაპროქსენი გელი დაიტანეთ მტკივნეულ ადგილზე ორჯერ დღეში და შეიზილეთ მსუბუქად რათა სრულად მოხდეს შეწოვა.
ბავშვებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემთა ნაკლებობის გამო, ნაპროქსენი 10%-იანი გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდრე ასაკის ბავშვებში.
არ გამოიყენოთ 7 დღეზე მეტ ხანს. არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი.
თუ ტკივილი ისევ გრძელდება ან გაუარესდება კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იყენებთ იმეზე მეტ ნაპროქსენის გელს ვიდრე უნდა იყენებდეთ
ჭარბი დოზირების შესახებ არ არის აღნიშნული.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პრეპარატი გამოიყენეთ რეკომენდებულზე მეტი ჯერადობით ან შემთხვევით გადაყლაპეთ სამკურნალო პროდუქტი.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
მსგავსად ყველა პრეპარატისა, ნაპროქსენის გელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველასთვის.
უცნობი (სიხშირის შეფასება ვერ ხდება არსებული მონაცემებით)
- კანის სიწითლე (ერითემა)
- ქავილი
- კანის გაღიზიანება
- სითბოს ან წვის შეგრძნება
- გამონაყარი იმ ადგილზე სადაც გელია დატანილი (კონტაქტური დერმატიტი)
- სითხით სავსე ბუშტუკები (ბულეზური გამონაყარი)
- ფოტომგრძნობელობითი რეაქციები
- ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები
- გელის დატანის ადგილის დათბობა
ადგილობრივი გამოყენების პროდუქტების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მოვლენები. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა, მიმართეთ ექიმს და მოახსენეთ რაც მოხდა.
გვერდითი მოვლენების მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.
5. როგორ შევინახოთ ნაპროქსენი გელი
შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და კოლოფზე. ვარგისიანობის ვადის გასვლა გულისხმობს თვის ბოლო დღეს. ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული ტემპერატურის პირობებს. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში დახურულ მდგომარეობაში რათა მოარიდოთ სინათლეს და აორთქლებას. არცერთი სამკურნალო პროდუქტი არ გადააგდოთ გამდინარე წყალში. მიმართეთ ფარმაცევტს თუ სად გადააგდოთ არასაჭირო პრეპარატი. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნაპროქსენი გელი:
აქტიური ნივთიერება არის ნაპროქსენი 10% წ/წ კონცენტრაცია (პროდუქტის 1 გ შეიცავს 100 მგ ნაპროქსენს).
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი - 940, ნატრიუმის მეტაბისულფატი, ტრიეთანოლამინი, გლიცერინი, კალიუმის დიჰიდროგენ ფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (NaOH), გასუფთავებული წყალი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ნაპროქსენი გელის შეფუთვა და შეფუთვის შიგთავსი
ნაპროქსენი გელი - 30 გ ტუბში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
DRUG INTERNATIONAL LIMITED
252, ტონგის სამრეწველო ზონა, ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში