დეპრერამი 30მგ #30ტ

დეპრერამი 30მგ #30ტ

17.69 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტები
ქვეყანა: საბერძნეთი
მწარმოებელი: ბენეტ ფარმაცევტიკალს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მირტაზაპინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 95883
გააზიარე:

დეპრერამი 30მგ ტაბლეტი 30

Depreram

1. დეპრერამი® და მისი გამოყენება

დეპრერამი® მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.

დეპრერამი® გამოიყენება დეპრესიული განწყობის სამკურნალოდ.

2. დეპრერამის® მიღებამდე საყურადღებო ინფორმაცია

არ მიიღოთ დეპრერამი® 

  • • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მირტაზაპინის, ან დეპრერამის® რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ. ასეთ შემთხვევაში დეპრერამის® მიღებამდე საჭიროა მიმართოთ თქვენს ექიმს.
  • • თუ იღებთ, ან ახლო წარსულში (ბოლო ორი კვირის განმავლობაში) იღებდით მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო).

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დეპრერამის® მიღებისას

გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ჩვეულებრივ დეპრერამი® არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. ასევე, 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ამ კლასის პრეპარატების გამოყენებისას  მომატებულია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდალური აზრები და მტრული ქცევა (განსაკუთრებით, აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი). მიუხედავად ამისა, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დეპრერამი® 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, თუ თვლის, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია მათთვის. თუ ექიმმა დანიშნა დეპრერამი® 18 წლამდე ასაკის პაციენტში და გსურთ ამ საკითხის მასთან განხილვა, საჭიროა კვლავ მიმართოთ ექიმს. აუცილებელია აცნობოთ ექიმს, თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს დეპრერამის® მიღებისას, უვლინდება რომელიმე ზემოთ ხსენებული სიმპტომი. უფრო მეტიც, ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი დეპრერამის® ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების ეფექტები ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების კუთხით.

სუიციდური აზრები და დეპრესიის გაუარესება

თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან სუიციდის შესახებ აზრები. ეს აზრები შეიძლება უფრო ხშირად აღინიშნოს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტების მოქმედებისთვის საჭიროა გარკვეული დროის გასვლა, ჩვეულებრივ 2 კვირა და ზოგჯერ მეტი.

ასეთი აზრები მეტად სავარაუდოა: 

- თუ წარსულში გქონდათ სუიციდური აზრები, ან ფიქრები თვითდაზიანების შესახებ;

- თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევებიდან მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა სუიციდური ქცევის მომატებული რისკი ფსიქიკური დარღვევების მქონე 25 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ აღგენიშნებათ საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან სუიციდის შესახებ აზრები დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან უახლოეს საავადმყოფოს. 

სასურველია აცნობოთ ნათესავს, ან ახლო მეგობარს, რომ გაქვთ დეპრესია, ან შფოთვითი აშლილობა და თხოვოთ მათ ამ ინსტრუქციის წაკითხვა.  სთხოვეთ მათ, გითხრან თუ ფიქრობენ, რომ თქვენი დეპრესია, ან შფოთვითი აშლილობა უარესდება, ან თუ შეშფოთებულნი არიან თქვენი ქცევის ცვლილებებით.

ასევე გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დეპრერამის® მიღებისას

  • • თუ გაქვთ, ან გქონდათ შემდეგი მდგომარეობები:

დეპრერამის® მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა გეხებათ:

- კრუნჩხვები (ეპილეფსია). შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გქონდათ კრუნჩხვები, ან კრუნჩხვები გახდა უფრო ხშირი;

- ღვიძლის დაავადება, მათ შორის სიყვითლე. სიყვითლის გამოვლენისას შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

- თირკმლის დაავადება;

- გულის დაავადება, ან დაბალი არტერიული წნევა;

- შიზოფრენია. თუ ფსიქოზური სიმპტომები, როგორებიცაა პარანოიდული აზრები, გახშირდა, ან გახდა უფრო სერიოზული, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს;

- მანიაკალური დეპრესია (ამაღლებული განწყობის/ჰიპერაქტივობის და დეპრესიული განწყობის პერიოდების მონაცვლეობა). თუ გრძნობთ ამაღლებულ განწყობას, ან ხართ ზედმეტად აგზნებული, შეწყვიტეთ დეპრერამის® გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს;

- დიაბეტი (შესაძლოა საჭირო იყოს ინსულინის, ან დიაბეტის სამკურნალო სხვა  პრეპარატების დოზის კორექცია); 

- თვალის დაავადებები, როგორიც არის თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა); 

- შარდვის გაძნელება, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს პროსტატის ჰიპერტროფიით;

- თუ გამოგივლინდათ ინფექციის სიმპტომები, როგორებიცაა აუხსნელი ხასიათის ცხელება, ყელის ტკივილი და პირის ღრუს დაწყლულება;

  • • შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლიც მიმართეთ თქვენს ექიმს სისხლის ანალიზების ჩასატარებლად. იშვიათ შემთხვევებში ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევაზე. ძალიან იშვიათად, ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 4-6 კვირის შემდეგ. 
  • • თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი. შესაძლოა იყოთ უფრო მგრძნობიარე ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენების მიმართ.

სხვა პრეპარატების გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ უნდა მიიღოთ (ან გეგმავთ მიიღოთ) შემდეგი ჩამონათვალიდან რომელიმე პრეპარატი:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.

არ მიიღოთ დეპრერამი® კომბინაციაში: 

  • • მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (მაო-ს ინჰიბიტორები). ამასთან, არ მიიღოთ დეპრერამი® მაო-ს ინჰიბიტორების შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში. თუ შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება, არ დაიწყოთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღება ორი კვირის განმავლობაში. მაო-ს ინჰიბიტორებია მაგალითად, მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი (ორივე არის ანტიდეპრესანტი) და სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს). 

სიფრთხილე გამოიჩინეთ დეპრერამის® შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისას:

  • • ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი) - ვენლაფაქსინი და ლ-ტრიპტოფანი, ან ტრიპტანები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ), ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი), ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი), ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ფსიქიკური დარღვევისას) და კრაზანა (დეპრესიის მცენარეული სამკურნალო საშუალება). ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მხოლოდ დეპრერამის®, ან მისი ამ პრეპარატებთან ერთობლივმა მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. სეროტონინის სინდრომი. ამ სინდრომის ზოგიერთი სიმპტომია: უმიზეზო ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა, კუნთების შეკუმშვა (უკონტროლო), კანკალი, ჰიპერაქტიური რეფლექსები, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილება და გონების დაკარგვა. ამ სიმპტომების კომბინაციის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • • ანტიდეპრესანტი ნეფაზოდონი - შეიძლება გაზარდოს სისხლში დეპრერამის® კონცენტრაცია. შეიძლება საჭირო იყოს დეპრერამის® დოზის შემცირება, ან ნეფაზოდონის შეწყვეტის შემდეგ დეპრერამის® დოზის ხელახალი გაზრდა;
  • • შფოთვის, ან უძილობის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები;
  • • შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატები, მაგ. ოლანზაპინი;
  • • ალერგიის სამკურნალო პრეპარატები, მაგ. ცეტირიზინი;
  • • ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, მაგ. მორფინი;

ამ პრეპარატებთან ერთად მიღებისას დეპრერამმა® შეიძლება გაზარდოს მოცემული პრეპარატებით გამოწვეული ძილიანობა.

  • • ინფექციის სამკურნალო პრეპარატები: ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ერითრომიცინი), სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი) და აივ/შიდსის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა აივ პროტეაზას ინჰიბიტორები);

დეპრერამის® ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, შესაძლოა გაზარდოს სისხლში დეპრერამის® დონე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე აღნიშნულ პრეპარატს. შესაძლოა საჭირო იყოს დეპრერამის® დოზის შემცირება, ან ამ მედიკამენტებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა კვლავ მოგიწიოთ დეპრერამის® დოზის გაზრდა.

  • • ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი;
  • • ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები, მაგ. რიფამპიცინი;

დეპრერამთან® კომბინაციაში ამ პრეპარატებმა შესაძლოა შეამციროს დეპრერამის® კონცენტრაცია სისხლში. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ამ პრეპარატებს. შეიძლება ისევ საჭირო გახდეს დეპრერამის® დოზის გაზრდა, ან მოცემული პრეპარატების შეწყვეტის შემდეგ დეპრერამის® დოზის შემცირება.

  • • თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. ვარფარინი.

დეპრერამმა® შესაძლოა გაზარდოს სისხლში ვარფარინის ეფექტი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ამ პრეპარატს. კომბინირებული გამოყენებისას რეკომენდებულია ექიმის მიერ გულმოდგინე ჰემატოლოგიური მონიტორინგი.

დეპრერამის® გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

დეპრერამთან® ერთად ალკოჰოლის მიღება იწვევს ძილიანობას. უმჯობესია არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი.

დეპრერამის® მიღება შეიძლება საკვებთან ერთად, ასევე მისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

ორსულ ქალებში დეპრერამის® გამოყენების შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს მომატებულ რისკზე. მიუხედავად ამისა, სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს გამოყენებისას. 

აცნობეთ ბებია ქალს და/ან ექიმს, რომ იღებთ დეპრერამს®. ამ ჯგუფის პრეპარატების (სუსი) ორსულობის დროს გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ბავშვებში სერიოზული მდგომარეობების განვითარების, ე.წ. ახალშობილთა პერსისტირებადი პულმონარული ჰიპერტენზიის რისკი, რაც იწვევს ბავშვებში სუნთქვის გახშირებას და სილურჯეს. ეს სიმპტომები ვლინდება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს მოხდა, დაუყონებლივ მიმართეთ ბებია ქალს და/ან ექიმს. თუ იღებდით დეპრერამს® მშობიარობამდე, ან ბავშის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე, საჭიროა ბავშვის მონიტორინგი შესაძლო გვერდით მოვლენებზე.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს შეგიძლიათ თუ არა ძუძუთი კვება დეპრერამის® გამოყენების პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობ

დეპრერამმა® შეიძლება შეამციროს ყურადღება, ან სწრაფი რეაგირება. სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე და მექანიზმებთან მუშაობამდე დარწმუნდით, რომ პრეპარატი არ ახდენს გავლენას ამ უნარებზე. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეპრერამის ზოგიერთ შემადგენელ ნივთიერებაზე

არ არის ინფორმაცია.

შენიშვნა: ტაბლეტში შემავალი საღაბავი ნივთიერებები არის ბუნებრივი, შესაბამისად მათი გამოყენება მიზანშეწონილია პრეპარატებისათვის. ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს. 

3. დეპრერამი® მიღების წესი  

ყოველთვის მიიღეთ დეპრერამი მკაცრად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

ეკომენდებული დოზა

ჩვეული საწყისი დოზა შეადგენს 15-30მგ-ს დღეში. რამდენიმე დღის შემდეგ ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის გაზრდა თქვენთვის საჭირო დოზამდე (15-45მგ დღეში). დოზა ჩვეულებრივ ერთნაირია ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის. თუმცა, თუ ხართ ხანდაზმული, ან გაქვთ თირკმლის, ან ღვიძლის დაავადება, ექიმმა შეიძლება დაარეგულიროს დოზა.

დეპრერამი® მიღება

მიიღეთ დეპრერამი® ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. დეპრერამის® მიღება უმჯობესია ერთჯერადად, ძილის წინ. მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დაყოს დეპრერამის® დოზა - ერთი დილას და მეორე საღამოს, ძილის წინ. უფრო მაღალი დოზა მიიღება ძილის წინ. ტაბლეტი მიიღეთ შიგნით, გადაყლაპეთ დეპრერამის® დანიშნული დოზა დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყლის ან წვენის მიყოლებით.

მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინი

ჩვეულებრივ დეპრერამი® მოქმედებას იწყებს ერთ, ან ორ კვირაში, მაგრამ ორიდან ოთხ კვირამდე შენიშნავთ გაუმჯობესების პირველ ნიშნებს. 

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში გაესაუბროთ ექიმს დეპრერამით® მკურნალობის ეფექტების შესახებ.

დეპრერამით® მკურნალობის დაწყებიდან ორ ან ოთხ კვირაში აცნობეთ ექიმს, როგორ მოქმედებს მკურნალობა თქვენზე.

თუ ჯერ კიდევ თავს არ გრძნობთ უკეთესად, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შედარებით მაღალი დოზა. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს მომდევნო ორი ან ოთხი კვირის შემდეგ.

ჩვეულებრივ, დეპრერამი® მიიღება დეპრესიის სიმპტომების გაქრობამდე, 4-6 თვის განმავლობაში.

თუ მიიღეთ დეპრერამის® ჭარბი დოზა

თუ თქვენ, ან სხვამ მიიღო დეპრერამის® ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დეპრერამის® (სხვა პრეპარატების და ალკოჰოლის გარეშე) დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო სიმპტომებია ძილიანობა, დეზორიენტაცია და გულისცემის გახშირება. 

თუ დაგავიწყდათ დეპრერამის® მიღება

თუ დოზას იღებთ დღეში ერთჯერ: 

  • • თუ დაგავიწყდათ დეპრერამის® დოზის მიღება, არ მიიღოთ დავიწყებული დოზა. გამოტოვეთ ის და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

თუ დეპრერამს® იღებთ დღეში ორჯერ:

  • • თუ დაგავიწდათ დოზის მიღება დილას, უბრალოდ მიიღეთ ის ღამის დოზასთან ერთად.
  • • თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება საღამოს, არ მიიღოთ ის დილის დოზასთან ერთად. გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მკურნალობა განაგრძეთ ჩვეული დილის და საღამოს დოზებით.
  • • თუ დაგავიწყდათ ორივე დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გამოტოვეთ ორივე დოზა და განაგრძეთ მკურნალობა ჩვეული დილის და საღამოს დოზებით.

თუ შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება

დეპრერამით® მკურნალობა შეწყვიტეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას დეპრესია შესაძლოა ისევ გამოვლინდეს. მიმართეთ ექიმს როგორც კი თავს უკეთ იგრძნობთ. ექიმი გადაწყვეტს როდის უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა. არ შეწყვიტოთ დეპრერამის® მიღება უეცრად იმ შემთხვევაშიც კი, თუ დეპრესია გაქრა. დეპრერამის® მიღების უეცრად შეწყვეტისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, თავბრუსხვევა, აგზნებადობა, შფოთვა და თავის ტკივილი. ამ სიმპტომების თავიდან აცილება შეიძლება პრეპარატის მიღების თანდათანობით შეწყვეტით. ექიმი მოგცემთ რჩევას დოზის თანდათანობით შემცირების შესახებ.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, დეპრერამმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა ვლინდება სხვა გვერდით მოვლენებზე უფრო ხშირად. დეპრერამის® შესაძლო გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ და კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

  • • ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1 პაციენტში
  • • ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში 
  • • არახშირი: ვლინდება 1,000-დან 1-10 პაციენტში 
  • • იშვიათი: ვლინდება 10,000-დან 1-10 პაციენტში 
  • • ძალიან იშვიათი:     ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
  • • არ არის ცნობილი:   შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით

ძალიან ხშირი:

  • • მადის გაძლიერება და წონის მომატება 
  • • თვლემა, ან ძილიანობა
  • • თავის ტკივილი
  • • პირის სიმშრალე

ხშირი:

  • • ლეთარგია
  • • თავბრუსხვევა
  • • კანკალი, ან ტრემორი
  • • გულისრევა
  • • დიარეა
  • • ღებინება
  • • გამონაყარი
  • • სახსრების (ართრალგია), ან კუნთების (მიალგია) ტკივილი
  • • წელის ტკივილი
  • • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა უეცრად წამოდგომისას (ორთოსტატიული ჰიპოტენზია)
  • • შეშუპება (ტიპიურად კოჭების, ან ტერფების) გამოწვეული სითხის შეკავებით 
  • • დაღლილობა
  • • ცხადი სიზმრები
  • • დაბნეულობა
  • • აგზნებადობა
  • • ძილის დარღვევა

არახშირი:

  • • ამაღლებული განწყობა, ან „ამაღლებული“ემოციური მდგომარეობა (მანია) 

შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

  • • პათოლოგიური შეგრძნება კანზე, მაგ. წვა, სუსხვა, ცოცვის შეგრძნება, ან ჩხვლეტა (პარესთეზია)
  • • დაღლილი ფეხების სინდრომი
  • • გონების დაკარგვა (სინკოპე)
  • • პირის ღრუში შეგრძნების დაკარგვა (პერორალური ჰიპოესთეზია)
  • • დაბალი არტერიული წნევა
  • • ღამის კოშმარები
  • • შფოთვა
  • • ჰალუცინაციები
  • • მოძრაობის სურვილი

იშვიათი:

  • • თვალების ან კანის გაყვითლება. ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე (სიყვითლე). 

შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • • კუნთების კრთომა ან კუმშვა (მიოკლონია).

არ არის ცნობილი:

  • • ინფექციის ნიშნები, როგორიცაა უეცარი, აუხსნელი ხასიათის ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს დაწყლულება (აგრანულოციტოზი)

შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სისხლის ანალიზის ჩასატარებლად.

იშვიათ შემთხვევებში დეპრერამმა® შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევა (ძვლის ტვინის დათრგუნვა). ზოგიერთი პაციენტი შესაძლოა გახდეს ნაკლებად რეზისტენტული ინფექციების მიმართ, რადგან დეპრერამს® შეუძლია გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დროებითი შემცირება (გრანულოციტოპენია). იშვიათ შემთხვევაში დეპრერამს® ასევე შეუძლია გამოიწვიოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, ისევე როგორც თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (აპლასტიური ანემია) ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია).

  • • ეპილეფსიური შეტევა (კრუნჩხვები)

შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს 

  • • სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა აუხსნელი ეტიოლოგიის ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა, კუნთების შეკუმშვა (უკონტროლო), კანკალი, ჰიპერაქტიური რეფლექსები, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილება და გონების დაკარგვა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სეროტონინის სინდრომის ნიშნები.

შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

  • • თვითდაზიანების, ან სუიციდური აზრები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. 

  • • პათოლოგიური შეგრძნება პირის ღრუში (პერორალური პარესთეზია)
  • • პირის ღრუს შეშუპება
  • • ჰიპონატრემია
  • • ანტიდიურეზული ჰორმონის პათოლოგიური სეკრეცია.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

5.   დეპრერამი® შენახვის წესი  

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ დეპრერამი® გარე და შიდა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან და ნესტისაგან დასაცავად.

არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების შესახებ რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

6. სხვაინფორმაცია

დეპრერამი® შემადგენლობა 

დეპრერამის® მოქმედი ნივთიერება მირტაზაპინი. 

სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინირებული, კოლოიდური, უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი. გარსი: ოპადრაი O3F23252 რომელიც შედგება: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი E 171, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, რკინის ოქსიდი წითელი E 172.

დეპრერამის® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა 

მუქი ფერის, ოვალური ტაბლეტები გამყოფი ხაზით, მოთავსებული გამჭვირვალე პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, რომელზეც დაბეჭდილია პროდუქტის მახასიათებლები და სერიის მონაცემები. თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს. თითოეული კოლოფი შეიცავს 3 ბლისტერს ანუ 30 ტაბლეტს და ერთ გამოყენების ინსტრუქციას პაციენტისთვის. 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (143 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2027-02-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-12-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2027-02-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-12-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2027-02-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2027-02-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-12-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2027-02-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-12-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2027-02-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2025-12-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2027-02-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-12-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2027-02-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2027-02-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2027-02-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-12-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-12-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2027-02-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2027-02-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2027-02-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-12-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2025-12-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-12-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2027-02-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-12-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2027-02-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2027-02-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2027-02-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2025-12-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2027-02-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2027-02-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2025-12-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2027-02-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2027-02-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2027-02-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2025-12-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2027-02-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2025-12-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2027-02-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2025-12-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2027-02-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2027-02-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2025-12-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2027-02-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2027-02-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2027-02-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2025-12-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2027-02-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2027-02-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2027-02-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2025-12-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2025-12-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2027-02-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2025-12-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2025-12-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2025-12-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2025-12-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2025-12-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2027-02-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2025-12-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2025-12-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2027-02-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2027-02-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2025-12-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2027-02-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2027-02-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2025-12-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2027-02-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2025-12-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2027-02-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2025-12-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2025-12-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2025-12-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2025-12-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2025-12-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2025-12-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2025-12-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2025-12-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2025-12-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2027-02-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2027-02-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2027-02-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2027-02-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2025-12-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2027-02-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2025-12-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2027-02-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2027-02-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2027-02-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2027-02-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2027-02-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2025-12-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2027-02-01

რეგიონი (199 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2025-12-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2027-02-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2027-02-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2025-12-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2027-02-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2027-02-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2025-12-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2025-12-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2027-02-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2027-02-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2025-12-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2027-02-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2025-12-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2025-12-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2027-02-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2027-02-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2027-02-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2027-02-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2027-02-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2027-02-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2027-02-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2025-12-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2027-02-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2025-12-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2025-12-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2027-02-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2027-02-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2027-02-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2025-12-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2027-02-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-02-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2027-02-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2025-12-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2027-02-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2027-02-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2027-02-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2027-02-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2027-02-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2025-12-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2025-12-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2025-12-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2027-02-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2027-02-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2025-12-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2027-02-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2025-12-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2027-02-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-12-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2025-12-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2027-02-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2027-02-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2027-02-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2027-02-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2025-12-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2025-12-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2027-02-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2025-12-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2027-02-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2027-02-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-12-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2025-12-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2025-12-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2025-12-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2027-02-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2027-02-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2027-02-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2025-12-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2025-12-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2027-02-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2027-02-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2027-02-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2027-02-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-12-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2027-02-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2027-02-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2025-12-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2027-02-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2027-02-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2027-02-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2027-02-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2027-02-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2027-02-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2027-02-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2027-02-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2027-02-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2025-12-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2027-02-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2027-02-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2027-02-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2027-02-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2027-02-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2027-02-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2027-02-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2027-02-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2027-02-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2025-12-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2027-02-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2027-02-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2027-02-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2027-02-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-12-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2025-12-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2027-02-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2025-12-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2027-02-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2025-12-01