ორნიდი 500მგ #10ტ

ორნიდი 500მგ #10ტ

9.74 ლარი
ქვეყანა: ბანგლადეში
მწარმოებელი: დრაგ ინტერნეშენალ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ორნიდაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 95851
გააზიარე:

ორნიდი

ორნიდაზოლი INN 500 მგ ტაბლეტი

შემადგენლობა: ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ორნიდაზოლი INN 500 მგ.

აღწერა: ორნიდაზოლი წარმოადგენს 5 ნიტრომიდაზოლის წარმოებულს. იგი მოქმედებს მეტრონიდაზოლის მსგავსად და ანალოგიურად გამოიყენება მგრძნობიარე პროტოზოული ინფექციების და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგია : ორნიდაზოლი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და დაახლოებით 30 მიკრო/გ/მლ-ს კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 1.5 გ ერთჯერადი დოზის მიღებიდან ორი საათის განმავლობაში. ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს 12-14 საათს. 15%-ზე ნაკლები უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი ფართოდ ნაწილდება სხეულის ქსოვილებში და სითხეებში, მათ შორის თავ-ზურგტვინის სითხეში. ორნიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდში ძირითადად კონიუგატების სახით და ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა განავალში. აღინიშნა რომ ერთჯერადი პერორალური დოზის 85% გამოიყოფოდა 5 დღის განმავლობაში.

ჩვენებები: ორნიდი ნაჩვენებია მგრძნობიარე პროტოზოული ინფექციების სამკურნალოდ და ანაერობული ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის.

დოზა და მიღბის წესი:

მოზრდილების ჩვეულებრივი დოზა

დაავადებები

დოზა

მკურნალობის ხანგრძლივობა

ამებიაზი

ორდინაზოლის ტაბლეტი ორჯერ დღეში

5-10 დღე

ამებური დიზენტერია

3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით

3 დღე

ლამბლიოზი

3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით

1-2 დღე

ტრიქომონიაზი

3 ორდინაზოლის ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით

5 დღე

* ანაერობული ბაქტერიული ინფექციები - ორნიდაზოლის ტაბლეტი ორჯერ დღეში 5-10 დღე.

ბავშვების დოზა

დაავადება

მგ/კგ/სხეული/წონა

დოზა

მკურნალობის ხანგრძლივობა

ამებიაზი

25 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე

ერთჯერადი დოზა

5-10 დღე

ამებური დიზენტერია

40 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე

ერთჯერადი დოზა

3 დღე

ლამბლიოზი

40 მგ სხეულის მასის ყოველ ერთ კგ-ზე

ერთჯერადი დოზა

2 დღე

** ანაერობული ბაქტერიული ინფექციები - 10მგ/კგ ორჯერ დღეში 5-10 დღე. ან ლიცენზირებული ექიმის მითითების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები: ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია - კუჭ-ნაწლავის დარღვევები, განსაკუთრებით გულისრევა და ლითონის არასასიამოვნო გემო; გულისრევას ხანდახან თან ერთვის თავის ტკივილი, ანორექსია, ღებინება, დიარეა, სისუსტე, თავბრუსხვევა, უძილობა.

უკუჩვენებები: ორნიდი უკუნაჩვენებია პროდუქტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

წამალთშორისი ურთიერთქმედება: ორნიდი შეიძლება ურთიერთქმედებდეს შემდეგ პრეპარატებთან: ვეკურონიუმის ბრომიდი ან სხვა მიორელაქსანტები და ვარფარინი.

სიფრთხილის ზომები : ორნიდი დიდი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის დისკრაზია ან ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური დაავადება. დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს : ორსულობა კატეგორია C. ორნიდაზოლის გამოყენებას უნდა მოერიდოთ ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში და განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებას. ქალბატონებმა ამ პრეპარატს გამოყენების დროს არ უნდა კვებონ ბავშვები ძუძუთი.

ჭარბი დოზა: ზედმეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ორნიდმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირება. როგორც ასეთი, უმჯობესია, თავიდან აიცილოთ ამ პრეპარატის დიდი დოზით მიღება ან იმაზე მეტ ხანს ვიდრე დანიშნული გაქვთ.

შენახვა:

შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.

ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

ყოველ კოლოფში არის 10 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

DRUG INTERNATIONAL LIMITED

მისამართი: 252, ტონგის სამრეწველო ზონა, გაზიპური, ბანგლადეში