ცაინფ-ვიტამინი B12 500მკგ#60ტ

ცაინფ-ვიტამინი B12 500მკგ#60ტ

40.20 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ცაინფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეკობალამინი(მეთილკობალამინი)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 95818
გააზიარე:

ცაინფარმა - მეთილ B12 500 მკგ , #60 ტაბლეტი , საკვები დანამატი

სწრაფი აბსორბციის მქონე ბიოაქტიური მეთილკობალამინი , დამატკბობლით პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტის ფორმით .

მეთილ B12- ის სასარგებლო ეფექტები 1 :

  • ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და ახდენს მეგალობლასტური ანემიის განვითარების პრევენციას.
  • უზრუნველყოფს ორსულობისას ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის ნორმალურ განვითარებას.
  • ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას.
  • ამცირებს ჰომოცისტეინის დონეს სისხლში და ახდენს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის განვითარების პრევენციას.
  • იღებს მონაწილეობას სეროტონინის წარმოქმნაში და აქვს ანტიდეპრესიული მოქმედება.
  • ხელს უშლის თავის ტვინში ატროფიული ცვლილებების განვითარებას და მეხსიერების დაკარგვას.
  • აქვს მნიშვნელოვანი როლი თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაში.

1 ტაბლეტის შემადგენლობა : ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) 500 მკგ;

კომპონენტები: შემავსებელი: სორბიტოლი და ქსილიტოლი,ვიტამინ B12-ის ნარევი(მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილკობალამინი), მჟავიანობის გამაძლიერებელი: ლიმონჟავა, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება:ტრიკალციუმის ფოსფატი, მოდიფიცირებული სახამებელი,ინულინი, ანტიოქსიდანტი:ასკორბილის პალმიტატი, ბუნებრივი ლიმონის არომატი.

მიღების წესი : რეკომენდებულია 1 პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი დღეში. ინიშნება 4 წლიდან. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გაფრთხილება : საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აქვს მიკრობიოლოგიური , მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები .

წარმოადგენს 100%- ით ბუნებრივ პროდუქტს .

არ შეიცავს

  • მაგნიუმის სტეარატს
  • კონსერვანტებს
  • გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

შენახვის პირობები : ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი : ZeinPharma Germany GmbH. გერმანია.

  1. 9 Health Benefits of Vitamin B12, Based on Science. healthline.com. NUTRITION. Evidence Based. 2018