ვიგლიპტმეტი 50მგ/850მგ#30ტ
გააზიარე:
V-გლიპტმეტი: ვილდაგლიპტინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები
რა არის ამ ბროშურაში?
ეს ბროშურა პასუხობს ზოგად კითხვებს V-გლიპტმეტის შესახებ.
იგი არ შეიცავს არსებულ ინფორმაციას სრულად. იგი ვერ ჩაანაცვლებს კონსულტაციას ექიმთან, ფარმაცევტთან ან დიაბეტის შესახებ კვალიფიციურ საუბარს.
ამ ბროშურაში მოცემული ინფორმაციის ბოლო განახლების თარიღი მითითებულია ბოლო გვერდზე. შესაძლოა მედიკამენტზე უახლესი ინფორმაციაც არსებობდეს.
თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ფლობთ უახლეს იმფორმაციას ამ სამკურნალო საშუალებაზე, რისთვისაც უნდა გაესაუბროთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს.
ეს განახლებები შეიძლება შეიცავდეს მნიშვნელოვან ინფორმაციას სამკურნალო საშუალების შესახებ და მისი გამოყენების შესახებ, და თქვენ იგი აუცილებლად უნდა იცოდეთ. ყველა მედიკამენტს აქვს რისკი და სარგებელი. თქვენი ექიმი შეაფასებს ამ მედიკამენტის მიღების რისკებს იმ სარგებელთან შედარებით, რაც მოსალოდნელია.
თუ ამ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით გაქვთ გარკვეული ეჭვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეინახეთ ეს ბროშურა სამკურნალო საშუალებასთან ერთად. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
პროდუქტის აღწერილობა
V-გლიპტმეტი 50 მგ/500 მგ: ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები 50 მგ/500 მგ
აღწერილობა: ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები, გლუვი ორივე მხრიდან.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ვილდაგლიპტინს ……………….… 50 მგ-ს;
მეტფორმინის ჰიდროქლორიდს… 500 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: საკმარისი რაოდენობით.
საღებავი: ტიტანის დიოქსიდი BP, რკინის ოქსიდი (ყვითელი) USP NF
V-გლიპტმეტი 50 მგ/850 მგ: ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები 50 მგ/850 მგ
აღწერილობა: ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები, გლუვი ორივე მხრიდან.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ვილდაგლიპტინს ……………….… 50 მგ-ს;
მეტფორმინის ჰიდროქლორიდს… 850 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: საკმარისი რაოდენობით.
საღებავი: ტიტანის დიოქსიდი BP, რკინის ოქსიდი (ყვითელი) USP NF
V-გლიპტმეტი 50 მგ/1000 მგ: ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები 50 მგ/1000 მგ
აღწერილობა: ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე, კაფსულის ფორმის, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს N/N მარკირებით და ორივე მხარეს გამყოფი ხაზით.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ვილდაგლიპტინს ……………….… 50 მგ-ს;
მეტფორმინის ჰიდროქლორიდს… 1000 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: საკმარისი რაოდენობით.
საღებავი: ტიტანის დიოქსიდი BP, რკინის ოქსიდი (ყვითელი) USP NF
რისთვის გამოიყენება V-გლიპტმეტი
V-გლიპტმეტი გამოიყენება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ იმ პირებში, რომლებიც ცალ-ცალკე უკვე იღებდნენ ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ტაბლეტებს, ან რომელთა დიაბეტის კონტროლი მხოლოდ მეტფორმინით არ არის შესაზლებელი. V-გლიპტმეტი ასევე გამოიყენება სულფონილშარდოვანასთან ერთად იმ პაციენტებში, რომელთა შაქრის დონე სისხლში ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას მიღებით.
V-გლიპტმეტი ასევე გამოიყენება ინსულინთან ერთად, როდესაც ინსულინისა და მეტფორმინის სტაბილური დოზა არ უზრუნველყოფს სისხლში შაქრის შესაბამის კონტროლს.
იგი ინიშნება ექიმის მიერ დიეტასა და ვარჯიშთან ერთად.
V-გლიპტმეტი შეიცავს ორ ინგრედიენტს: ვილდაგლიპტინს, რომელიც მიეკუთვნება კუჭქვეშა ჯირკვლის კუნძულოვანი აპარატის მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალებების კლასს, და მეტფორმინი, რომელიც მიეკუთვნება „ბიგუანიდების“ კლასს.
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი ცნობილია როგორც „არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (NIDDM)“ ან „მოზრდილთა დიაბეტი“.
მე-2 ტიპის დიაბეტი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს ინსულინს ან თუ ინსულინი, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში, სათანადოდ ვერ მუშობს. იგი ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გლუკაგონს დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს. ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს შაქრის დონის შემცირებას სისხლში, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლში შაქრის წარმოქმნას, რაც სისხლში შაქრის დონის მომატებას იწვევს. ორივე ნივთიერება კუჭქვეშა ჯირკვალში წარმოიქმნება. მისი ზემოქმედებით კუჭქვეშა ჯირკვალში მეტი ინსულინი და ნაკლები გლუკაგონი წარმოიქმება (ვილდაგლიპტინის მოქმედება), იგი ასევე ეხმარება ორგანიზმს უკეთ გამოიყენოს მის მიერ წარმოებული ინსულინი (მეტფორმინის მოქმედება).
ექიმი დაგინიშნავთ V-გლიპტმეტს ცალკე ან სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, იმისათვის, რომ ჩაანაცვლოთ დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები, რომლებსაც უკვე იღებთ, რადგან მხოლოდ ეს მედიკამენტები არ არის საკმარისი სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის.
მნიშვნელოვანია, V-გლიპტმეტის მკურნალობის დროს დაიცვათ რეკომენდებული დიეტა ან/და გააგრძელოთ ვარჯიში.
ჰკითხეთ ექიმს, თუ გაქვთ შეკითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ დაგინიშნეს ეს წამალი.
ექიმმა შეიძლება იგი სხვადასხვა მიზეზის გამო დანიშნოს.
V-გლიპტმეტი არ არის ინსულინის შემცვლელი. იგი არ გამოიყენება I ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ (როდესაც ორგანიზმში საერთოდ არ გამომუშავდება ინსულინი) ან დიაბეტური კეტოაციდოზის დროს.
ეს წამალი ხელმისაწვდომია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. იგი არ იწვევს შეჩვევას.
არ არის საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ამ პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
V-გლიპტმეტის გამოყენებამდე
როდის არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი
არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ თქვენ გაქვთ ალერგია:
- ვილდაგლიპტინის ან მეტფორმინის (აქტიური ინგრედიენტების) ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელი-ცანართის ბოლოს.
- ნებისმიერი სხვა მსგავსი მედიკამენტის მიმართ (მაგალითად, იმავე კლასის ან მსგავსი სტრუქტურის მქონე მედიკამენტები, თუ ისინი მითითებულია მოცემულ ფურცელ-ცანართში).
შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციის ზოგიერთი სიმპტომი: ქოშინი; ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება; სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება; გამონაყარი კანზე, ქავილი ან ჭინჭრის ციება.
არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ გაქვთ შემდეგიდან რომელიმე:
- თირკმლის მკვეთრად შემცირებული ფუნქცია, რის გამოც თქვენი ექიმმი V-
გლიპტმეტის გამოყენებას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
- იყენებდით მედიკამენტს ადრე, მაგრამ ექიმმა გითხრათ, რომ აღარ უნდა მიიღოთ იგი ღვიძლის პრობლემების გამო.
- გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან გაქვთ გულის უკმარისობა.
- ცირკულაციის სერიოზული პრობლემები, შოკისა და სუნთქვის გაძნელების ჩათვლით.
- დიაბეტის სერიოზული გართულებები
მაგალითად, დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტის გართულება წონის სწრაფი დაკლებით, გულისრევა ან პირღებინება) ან დიაბეტური კომა.
- 1 ტიპის დიაბეტი
(მდგომარეობა, როდესაც თქვენს სხეულში საერთოდ არ გამომუშავდება ინსულინი. V-გლიპტმეტი არ არის ინსულინის შემცვლელი).
- დიაბეტური კეტოაციდოზი
(გართულება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, როდესაც ინსულინი ნაკლებად გამომუშავდება. V-გლიპტმეტი არ არის ინსულინის შემცვლელი).
არ მიიღოთ ეს წამალი, თუ აპირებთ კონტრასტული რენტგენის ჩატარებას (რენტგენის სახეობა, რომელიც გულისხმობს ინიექციის სახით საღებავის შეყვანას).
ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი თირკმლის ფუნქციაზე, ამიტომ მისი მიღების შეწყვეტა მოგიწევთ პროცედურის დაწყებამდე და პროცედურის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში.
არ მიიღოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, ან თუ შეფუთვა დაზიანებულია ან გახსნილია.
ამ შემთხვევაში დაუბრუნეთ იგი თქვენს ფარმაცევტს.
პრეპარატის მიღებამდე
უარი თქვით მეტფორმინის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება ექიმის მიერ დანიშნული გქონდათ წარსულში და რომლებიც შეიძლება უკვე შეძენილი გქონდეთ.
V-გლიპტმეტი შეიცავს მეტფორმინს. თუ თქვენ გაქვთ მეტფორმინის შემცველი ერთზე მეტი წამალი, შეიძლება შემთხვევით მიიღოთ პრეპარატი ძალიან დიდი დოზით (ჭარბი დოზირება).
შემთხვევით მეტფორმინის ძალიან დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები, რომლებსაც ლაქტოაციდოზი ეწოდება.
მეტფორმინის ჭარბი დოზირება უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.
მეტფორმინი იყიდება სხვადასხვა ბრენდის სახელებით. თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ეცოდინება, რომელი სხვა მედიკამენტებიც შეიცავს მეტფორმინს.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ალერგია სხვა მედიკამენტებზე, საკვებზე, საღებავებზე ან კონსერვანტებზე. თქვენი ექიმი გკითხავთ, გაქვთ თუ არა მიდრეკილება ალერგიის მიმართ.
აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას.
თქვენი ექიმი განიხილავს შესაძლო რისკებსა და სარგებელს.
აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ძუძუთი კვებას.
არ არის ცნობილი, გადადის თუ არა V-გლიპტმეტის აქტიური ნივთიერება დედის რძეში და შეიძლება თუ არა მან გავლენა მოახდინოს ბავშვზე.
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ შემდეგი სამედიცინო პრობლემების დროს:
- თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემები;
- ღვიძლის პრობლემები;
- I ტიპის დიაბეტი (ადრე ეწოდებოდა „იუვენილური“ ან „ინსულინდამოკიდებული“ შაქრიანი დიაბეტი ან „IDDM“), როდესაც ორგანიზმში არ გამომუშავდება ინსულინი.
- დიაბეტური კეტოაციდოზი, მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ინსულინის ძალიან დაბალი დონის გამო, გროვდება ქიმიური ნივთიერებები - კეტონები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ რომელიმე ზემოაღნიშნული პირობიდან, გაიარეთ კონსულტაცია ექმითან.
მკურნალობის დასაწყისში და რეგულარულად მკურნალობის პერიოდში თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლისა და შარდის ანალიზებს შაქრის დონის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის განსაზღვრისათვის.
ალკოჰოლი, დიეტა, ვარჯიში და თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს დიაბეტის კონტროლზე.
სხვა მედიკამენტების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის, რომლებსაც ყიდულობთ ურეცეპტოდ აფთიაქში, სუპერმარკეტში ან ჯანსაღი კვების მაღაზიებში.
V-გლიპტმეტის მიღების დროს შეიძლება დაგჭირდეთ სხვადასხვა მედიკამენტების ან სხვადასხვა რაოდენობის მედიკამენტების მიღება. ინფორმაცია ამის შესახებ დააზუსტეთ თქვენს ექიმთან და ფარმაცევტთან.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი მედიკამენტებისთვის:
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ (მაგ., ვანკომიცინი, ტრიმეტოპრიმი).
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ანთების სამკურნალოდ (მაგ. კორტიკოსტეროიდები).
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ (მაგ. ამილორიდი, ტრიამტერენი, ნიფედიპინი, ენალაპრილი, ლოზარტანი, შარდმდენები).
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (მაგ., დიგოქსინი, ქინიდინი).
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ (მაგ., მორფინი, დიკლოფენაკი).
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ (მაგ., ციმეტიდინი, რანიტიდინი).
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ (მაგ., ფენოთიაზინი).
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების სამკურნალოდ.
- პერორალური კონტრაცეპტივები და გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სიმპტომების შესამცირებლად ქალებში, რომლებსაც აქვთ მენოპაუზა ან ოსტეოპოროზი (მაგ., ესტროგენი).
- თუ თქვენ გჭირდებათ სისხლში სისხლში იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების ინექცია, მაგალითად რენტგენის ან სკანირების კონტექსტში უნდა შეწყვიტოთ V-გლიპტმეტ- ის მიღება ინექციის დაწყებამდე ან დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის უნდა შეჩერდეთ და როდის უნდა დაიწყოთ მკურნალობა V-გლიპტმეტ- ით.
თუ ექიმს არ აცნობეთ რომელიმე ამ საკითხის შესახებ, ჰკითხეთ მას რჩევა პრეპარატის მიღების დაწყებამდე.
როგორ უნდა მიიღოთ V-გლიპტმეტი
ზედმიწევნით გაითვალისწინეთ ექიმისა და ფარმაცევტის მიერ მოცემული ყველა მითითება.
შეიძლება იგი განსხვავდებოდეს ამ ბროშურაში მოცემული ინფორმაციისგან.
თუ ვერ გაიგეთ ეტიკეტზე არსებული ინსტრუქციები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რა რაოდენობით უნდა მიიღოთ პრეპარატი
V-გლიპტმეტის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. ექიმი გეტყვით ზუსტად რამდენი ტაბლეტის უნდა მიიღოთ. არ უნდა გამოიყენოთ ორ ტაბლეტზე მეტი დღეში.
თქვენმა ექიმმა სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს V-გლიპტმეტის დოზა, რათა შესაძლებელი იყოს დიაბეტის სათანადო კონტროლი.
თირკმლის ფუნქციის შემცირების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა. თუ თქვენ იღებთ ანტიდიაბეტურ მედიკამენტს, რომელიც სულფონილშარდოვანის სახელით არის ცნობილი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.
როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი
V-გლიპტმეტის ტაბლეტები მიიღება მთლიანად ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.
როდის უნდა მიიღოთ პრეპარატი
მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.
ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს მიღებას საუკეთესო ეფექტი ექნება. ამ შემთხვევაში უფრო მარტივად დაიმახსოვრებთ მიღების დროს.
მიიღეთ ეს წამალი ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე.
ეს შეამცირებს დარღევვებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
რამდენი ხანი უნდა მიიღოთ პრეპარატი
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ექიმი მკურნალობის პროგრესის საფუძველზე თქვენთან ერთად განიხილავს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.
არ შეწყვიტოთ V-გლიპტმეტის მიღება ექიმთან შეთანხმების გარეშე.
თუ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება
თუ მოვიდა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით.
ამავდროულად მიიღეთ პრეპარატი გახსენებისთანავე და შემდეგ დაუბრუნდით პრეპარატის მიღების ჩვეულ სქემას. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ამან შეიძლება გაზარდოს არასასურველი ეფექტის განვითარების რისკი. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ვერ იხსენებთ როდის უნდა მიიღოთ წამალი, ჰკითხეთ ამის შესახებ ფარმაცევტს.
თუ პრეპარატი დიდი რაოდენობით მიიღეთ (ჭარბი დოზირება)
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ინტოქსიკაციის საინფორმაციო ცენტრს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან სხვა ვინმემ შემთხვევით მიიღო დიდი რაოდენობის V-გლიპტმეტი. ასე უნდა მოიქცეთ მაშინაც კი, თუ არ აღნიშნავთ დისკომფორტის ან მოწამვლის ნიშნების განვითარებას.
ამ ადგილების ტელეფონის ნომრები ხელმისაწვდომ ადგილას უნდა გედოთ.
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ჭარბი დოზირების შესაძლო სიმპტომებია:
- ხელების ან ფეხების შეშუპება;
- ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
- კუნთების ტკივილი;
- ცხელება.
ჭარბი დოზირების სიმპტომებში ასევე აღინიშნება ლაქტოაციდოზის სიმპტომები:
- სიცივის შეგრძნება (განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებში);
- ძლიერი სისუსტის, დაღლილობის შეგრძნება;
- გაბრუების შეგრძნება, თავბრუსხვევა;
- ძლიერი გულისრევა ან ღებინება;
- დისკომფორტის შეგრძნება;
- კუნთების ტკივილი;
- ძილიანობა;
- მუცლის ტკივილი;
- წონის აუხსნელი დაქვეითება;
- არარეგულარული გულისცემა
- გახშირებული სუნთქვა ან სუბთქვის გართულება.
V-გლიპტმეტის მიღების დროს
რა უნდა გააკეთოთ
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ დაორსულდებით ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში.
V-გლიპტმეტი არ გამოიყენება ორსულობის დროს. ორსულობის დროს სისხლში გლუკოზის კონტროლისთვის უფრო მისაღებია ინსულინი.
ყურადღებით გაითვალისწინეთ ექიმის ან/და დიეტოლოგის რჩევა დიეტის, ალკოჰოლის მიღების და ვარჯიშის შესახებ.
შეინახეთ თქვენი ექიმის ყველა დანიშნულება, რომ მკურნალობა პროგრესი შეფასდეს.
თქვენი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს თქვენ მდგომარეობას, რათა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის გვერდითი მოვლენები ან არ განვითარდეს დიაბეტის სერიოზული გართულებები. ამისათვის ჩაგიტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:
- სისხლის და შარდის ანალიზები:
- საჭიროა მათი რეგულარული შემოწმება შაქარზე;
- თირკმლის ფუნქცია:
- უნდა შემოწმდეს მკურნალობის დაწყებისთანავე და წელიწადში ერთხელ მკურნალობის დროს - უფრო ხშირად, თუ ხანდაზმული ხართ.
- ღვიძლის ფუნქცია:
- უნდა შემოწმდეს მკურნალობის დაწყებისთანავე და მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში, შემდეგ რეგულარულად.
- სისხლის ზოგადი ტესტები:
- უნდა ჩატარდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
- ვიტამინი B12-ის დონე:
- უნდა შემოწმდეს სლ მცირე 2-3 წელიწადში ერთხელ.
დარწმუნდით, რომ რეგულარულად ამოწმებთ სისხლში გლუკოზის დონეს.
ეს საუკეთესო გზაა იმის გასარკვევად, სწორად კონტროლდება თუ არა თქვენი დიაბეტი. თქვენი ექიმი ან დიაბეტის ინსტრუქტორი გირჩევთ როგორ და როდის უნდა გააკეთოთ ტესტი.
აცნობეთ ექიმს, თუ ავად ხართ ან განიცდით დამატებით სტრესს, მიიღეთ ტრავმა, გაქვთ ცხელება, დაინფიცირდით ან გჭირდებათ ოპერაცია.
ამ დროს სისხლში გლუკოზის კონტროლი შეიძლება გაჭირდეს.
დარწმუნდით, რომ შაბათ-კვირისა და დღესასწაულების პერიოდში წამალი საკმარისი რაოდენობით გაქვთ მომარაგებული.
მნიშვნელოვანია, რომ სისხლში გლუკოზა მუდმივად კონტროლდებოდეს, რათა თავიდან აიცილოთ დიაბეტის სერიოზული გართულებები.
შეახსენეთ ექიმს და ფარმაცევტს, რომ იღებთ V-გლიპტმეტს, თუ აპირებთ რაიმე ახალი მედიკამენტის გამოყენებას. აცნობეთ სხვა ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, რომ იღებთ V-გლიპტმეტს.
რა არ უნდა გააკეთოთ
არ მისცეთ ეს წამალი სხვებს, მაშინაც კი, თუ მათი მდგომარეობა თქვენის მსგავსია. არ გამოიყენოთ პრეპარატი სხვა ჩივილების სამკურნალოდ, თუ ამას არ გეტყვით ექიმი.
რას უნდა მოერიდოთ
ფრთხილად უნდა მართოთ ავტომობილი, მექანიზმები ან შეასრულოთ სამუშაოები, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს, სანამ არ გეცოდინებათ, თუ როგორ მოქმედებს ეს წამალი თქვენზე.
თუ სისხლში გლუკოზის დონე ძალიან შემცირდება, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, გაბრუვდეთ, იგრძნოთ სისუსტე ან დაღლილობა, ხოლო თქვენი რეაციები შენელდეს. თუ აღნიშნავთ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარებას, არ მართოთ ავტომობილი და არ შეასრულოთ რაიმე სახის საშიშროების შემცველი სამუშაოები.
ფრთხილად იყავით შემდეგი მდგომარეობების დროს, როდესაც მაღალია ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი:
- ალკოჰოლის მიღება;
- არასაკმარისი კვება;
- უეცარი მოძრაობები ან ენერგიული ვარჯიში.
გვერდითი მოვლენები
რაც შეიძლება სწრაფად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ V-გლიპტმეტის მიღების დროს თავს შეუძლოთ იგრძნობთ, მაშინაც კი, თუ არ უკავშირებთ ამ მდგომარეობას პრეპარატის მიღებას.
ყველა მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. ზოგჯერ ეს გვერდითი მოვლენები არის სერიოზული ხასიათის, უმეტესად კი - არა.
გვერდითი მოვლენების განვითარებისას შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტური მკურნალობა.
არ შეშფოთდეთ ქვემოთ მოცემული შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალის გამო. შეიძლება მათთაგან არცერთი არ დაგიფიქსირდეთ. სთხოვეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან დიაბეტის ისტრუქტორს გიპასუხონ კითხვებზე. აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შესახებ:
- კანის გაწითლება ან ქავილი;
- კანის აქერცვლა ან კანზე ბუშტუკების წარმოქმნა;
- სახსრების ტკივილი;
- ხელების, კოჭების ან ტერფების შეშუპება;
- სისხლში გლუკოზის დაბალი დონე;
- დიარეა;
- მუცლის ტკივილი;
- წვის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, რომელიც ყელში ვრცელდება („გულძმარვა“);
- მეტალის გემო პირში;
- მადის დაკარგვა;
- ყაბზობა;
- შებერილობა (მეტეორიზმი).
- წონაში მომატება.
შეწყვიტეთ V-გლიპტმეტის მიღება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან მიმართეთ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, თუ აღნიშნავთ რომელიმეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან:
- სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, უეცარი გამონაყარი ან ჭინჭრის ციება;
ეს არის მძიმე ალერგიული რეაქციის სიმპტომები.
- კანის და თვალების სიყვითლე, გულისრევა, მადის დაკარგვა, მუქი ფერის შარდი (ღვიძლის პრობლემების შესაძლო სიმპტომები);
ეს არის ღვიძლის პრობლემების სიმპტომები.
- გულისრევა, ჭარბი ოფლიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, კანკალი, თავის ტკივილი, შემცივნება.
ეს არის სისხლში შაქრის დონის დაქვეითების ნიშნები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კვების დეფიციტით, ინტენსიური ვარჯიშით არასაკმარის კვებასთან ერთად ან ძალიან ბევრი ალკოჰოლის მიღებით.
- ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში.
ეს არის კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების შესაძლო ნიშანი.
ლაქტოაციდოზის რომელიმე სიმპტომის განვითარებისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ V-გლიპტმეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
მეტფორმინმა იშვიათად შეიძლება ლაქტოაციდოზი გამოიწვიოს. ეს არის კრიტიკული მდგომარეობა, რომელმაც შეიძლია სიკვდილი გამოიწვიოს. იგი ვითარდება ორგანიზმში რძემჟავას დაგროვების გამო. ლაქტოაციდოზის სიმპტომებია:
- სიცივის შეგრძნება (განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებში);
- ძლიერი სისუსტის, დაღლილობის შეგრძნება;
- გაბრუების შეგრძნება, თავბრუსხვევა;
- ძლიერი გულისრევა ან ღებინება;
- დისკომფორტის შეგრძნება;
- კუნთების ტკივილი;
- ძილიანობა;
- მუცლის ტკივილი;
- წონის აუხსნელი დაქვეითება;
- არარეგულარული გულისცემა
- გახშირებული სუნთქვა ან სუბთქვის გართულება.
აცნობეთ ექიმს, თუ კიდევ სხვა სიმტომს აღნიშნავთ, რის გამოც თავს ცუდად გრძნობთ.
ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ჯერ არ არის ცნობილი ან არ არის აღნიშნულია ამ ფურცელ-ჩანართში. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა (მაგ., ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები) შეიძლება მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევით გამოვლინდეს.
შენახვა
შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, 8 ° C-დან 25 ° C-მდე ტემპერატურაზე.
დაიცავით ნესტის ზემოქმედებისაგან.
არ შეინახოთ V-გლიპტმეტი ან რაიმე სხვა წამალი აბაზანაში ან ნიჟარასთან.
არ დატოვოთ იგი მანქანაში ან ფანჯრის რაფებზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
უტილიზაცია
თუ ექიმმა გითხრათ, რომ უნდა შეწყვიტოთ ამ წამლის მიღება ან მას გაუვიდა ვარგისობის ვადა, ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს დარჩენილი ტაბლეტების უტილიზაცია.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
ეგზემედ ფარმასიუტიკალს
133/1 და 133/2 GIDC
სელვას გზა, ვაპი - 396 195
გუჯარეთი, ინდოეთი