ჰიალოგინი 0.2% #10აპლიკაცია
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გინეკოლოგიური სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ფიდია ფარმაცეუტიცი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ჰიდეალ-დ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 94714
გააზიარე:
ჰიალოგინი / HYALO GYN
- საერთაშორისო დასახელება ( აქტიური ნივთიერება ): hyaluronic acid sodium
- კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი : მეანობა, გინეკოლოგია → საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის პროცესის მასტიმულირებელი პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია : Fidia farmaceutici
- მწარმოებელი ქვეყანა : იტალია
- გამოშვების ფორმა : 30 გრ. ტუბი 10 ერთჯერადი აპლიკატორით.
- გაცემის რეჟიმი : III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
- · ინფორმაცია პროდუქტის შესახებ :
- · საშოს ეპითელიუმი არის რბილი და ელასტიური, რომელიც სათანადო დონეზე ინარჩუნებს ტენიანობას და წებოვნებას.
- · ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე (მშობიარობის შემდგომ, ძუძუთი კვების განმავლობაში, მენო-პაუზის დროს), ასევე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შედეგად ან ქიმიოთერაპიის დროს და სტრესისას საშოს ლორწოვანის მდგრადობა იცვლება, ვითარდება სიმშრალე, რაც იწვევს ქავილს, წვას და გაღიზიანებას და ხშირად ინფექციის განვითარების მიზეზი ხდება.
- · ჰიალოგინი სწრაფად ხსნის სიმშრალის სიმპტომებს და აღადგენს საშოს ლორწოვანის ელასტიურობას.
- · ჰიალოგინი არის უფერო, უსუნო გელი, შეიცავს Hydeal-D-S-ჰიალურონის მჟავას ეთერულ ნაერთს, რომელიც უფრო ხანგრძლივად მოქმედებს და ეფექტურია ვიდრე უბრალოდ ჰიალურონის მჟავა. იგი უნარჩუნებს საშოს ქსოვილს ელასტიურობას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს და ხელს უწყობს ეპითელიუმის რეგენერაციას (აღდგენას).
- · ჰიალოგინი აღადგენს საშოს ნორმალურ PH-ს და იცავს შარდსასქესო სისტემას ინფექციებისგან.
- · ჰიალურონის მჟავა შედის კოლაგენის ბოჭკოების შემადგენლობაში და ზრდის საშოს კუნთების სიმტკიცეს. იგი ანტიოქსიდანტია, იცავს საშოს ეპითელიუმის უჯრედებს დაზიანებისაგან.
- ·
- · შემადგენლობა :
ძირითადი მოქმედი ნივთიერება: : Hydeal-D D 0,2 % (ჰიალურონის მჟავას ეთერული ნაერთი) - · სხვა კომპონენტები: პროპილენგლიკოლი, კარბომერი, მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
- · ჩვენება :
- · • ვაგინალური სიმშრალე ნებისმიერი წარმოშობის (მშობიარობის შემდგომ, ძუძუთი კვების პერიოდში, მენოპაუზა, სტრესი, ორალური კონტრაცეპტივების მიღება, სხივური და ქიმიოთერაპია, საკვერცხეების ამოკვეთის შემდგომ (პოსტკასტრაციული სინდრომი), შაქრიანი დიაბეტი)
- · • ატროფიული ვაგინიტი
- · • საშოს სიმშრალით განპირობებული წვა, ქავილი
- · • საშოსშიდა ჭრილობები, მიკრონახეთქები
- · • დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)
- · • ჰიალოგინი აჩქარებს ლორწოვანის რეგენერაციას საშვილოსნოს ყელის დესტრუქციული მეთოდებით მკურნალობის შემდგომ.
- · ჰიალოგინი არ შეიცავს ჰორმონს, ამიტომ მისი გამოყენება უსაფრთხოა და რეკომენდებულია ასევე ონკოლოგიურ პაციენტებში.
- ·
- · გამოყენების წესი :
- · 1. კარგად მიახრახნეთ აპლიკატორი ტუბის პირს.
- · 2. მოუჭირეთ ტუბს და შეავსეთ აპლიკატორი, სანამ დგუში არ გაჩერდება (დგუშს აქვს ნიშნული, რაც გააჩერებს მის მოძრაობას).
- · 3. მოხსენით აპლიკატორი და შეიყვანეთ საშოში, იყავით მჯდომარე მდგომარეობაში ან დაწექით ზურგზე.
- · 4. გელი მთლიანად შეიყვანეთ საშოში.
- · 5. მკვეთრად გამოხატული სიმშრალის შემთხვევაში სასურველია აპლიკატორი გაპოხოთ გელით მის შეყვანამდე.
- ·
- ·
- · გამოყენების სიხშირე :
- · ჰიალოგინი გამოიყენება 3 დღეში ერთხელ 1 თვის განმავლობაში
- · უკუჩვენება: ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე ჰიპერმგრძნობელობა
- · განსაკუთრებული მითითებები: ყოველი აპლიკატორი გამოიყენეთ მხოლოდ ერთხელ
- · ვაგინალური ინფექციის დროს პრეპარატის დანიშვნა ხდება ექიმის მიერ.
- · ჰიალოგინის გამოყენება შესაძლებელია ასევე მენსტრუაციის დროს. პრეპარატი გავლენას არ ახდენს გინეკოლოგიურ კვლევაზე.
- · გელი შეთავსებადია პრეზერვატივთან მისი გამოყენების დროს
- · იმავდროულად ნუ გამოიყენებთ ამონიუმის მარილების შემცველ სადეზინფექციო საშუალებებს, მაგ. ბენზალკონიუმის ქლორიდს.
- · შეინახეთ არაუმეტეს 30 °C ტემპერატურისა
- · შეინახეთ ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილას
- · ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
- · გვერდითი მოვლენები :
არ აღნიშნულა










