აფალაზა #100ტ
გააზიარე:
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
აფალაზა
სავაჭრო სახელწოდება
აფალაზა
სამკურნალო ფორმა
ჰომეოპათიური საწუწნი ტაბლეტები.
შემადგენლობა (1 ტაბლეტზე)
მოქმედი ნივთიერებები:
ენდოთელური NO სინთაზას მიმართ აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები - 0.006 გ*,
პროსტატოსპეციფიკური ანტიგენის მიმართ აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები - 0,006 გ*.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
*დაიტანება ლაქტოზას მონოჰიდრატზე სამი აქტიური განზავებული წყალ-სპირტოვანი სუბსტანციის ნარევის სახით, განზავებული შესაბამისად 10012, 10030, 100200 -ჯერ.
აღწერილობა
ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ნაჭდევით და ნაზოლით, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე. ბრტყელ ზედაპირზე ნაზოლით დატანილია წარწერა MATERIA MEDICA, მეორე ბრტყელ მხარეზე დატანილია წარწერა AFALAZA.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პროსტატოსპეციფიკური ანტიგენის (პსა) მიმართ აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები ახდენენ ენდოგენური პსა-ს ფუნქციური აქტივობის მოდიფიცირებას, რომელიც იცვლება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს, რასაც თან ახლავს მოცემული აგენტის რეგულატორული ზემოქმედების გაძლიერება ფუნქციურ და მეტაბოლურ პროცესებზე წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილებში. პსა-ს მიმართ ანტისხეულები ავლენენ პროფილაქტიკურ და სამკურნალო მოქმედებას პროსტატის ადენომის დროს.
ენდოთელური NO სინთაზას მიმართ აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევის სიჩქარის გაზრდას სასქესო ორგანოს და წინამდებარე ჯირკვლის სისხლძარღვებში; მათ აქვთ პროტექტორული მოქმედებს ენდოთელიუმის მიმართ (ხელს უწყობენ სისხლძარღვების რეაქტიულობის, სისხლძარღვოვანი სპაზმის შემცირებას და პერიფერიული მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას).
აფალაზას კომპლექსური პრეპარატის შემადგენლობაში კომპონენტების ერთდროულ გამოყენებას თან ახლავს სინერგიული ეფექტები: ანტისხეულები ენდოთელური NO სინთაზას მიმართ ენდოთელიოპროტექტორული მოქმედების და ვასკულარიზაციის გაუმჯობესების ხარჯზე აძლიერებენ ანტისხეულების ანტიპროლიფერაციულ და ანთების საწინააღმდეგო აქტივობას პსა-ს მიმართ. სინერგიული ეფექტი, შესაძლოა, ასევე განპირობებულია ენდოთელური NO სინთაზას მიმართ ანტისხეულების განზავების უჯრედშიდა ტრანსდუქციის სიგნალის გაძლიერების არასპეციფიკური მექანიზმებით.
პრეპარატის კომპონენტების კომპლექსური გამოყენება ხელს უწყობს პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (წჯკჰ) და პროსტატიტის დროს, ამცირებს დიზურიულ დარღვევებს და ერექტიულ დისფუნქციას; ავლენს ვეგეტომასტაბილიზირებელ მოქმედებას. ექსპერიმენტულად ნაჩვენებია პრეპარატის გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატი ხელს უწყობს პროსტატის და ქვედა საშარდე გზების ფუნქციური მდგომარეობის ნორმალიზებას, უროდინამიკის მაჩვენებლების გაუმჯობესებას (ნარჩენი შარდის მოცულობის შემცირება, შარდის მაქსიმალური სიჩქარის გაზრდა), პსა-ს დონის ნორმალიზებას. პრეპარატი ასევე ხელს უწყობს დიზურიული დარღვევების რედუქციას, ცალკეულ შემთხვევებში - წინამდებარე ჯირკვლის მოცულობის ზომიერ შემცირებას.
ფარმაკოკინეტიკა
თანამედროვე ფიზიკო-ქიმიური ანალიზების მგრძნობელობა (აირსითხური ქრომატოგრაფია, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, ქრომატო-მას-სპექტრომეტრია) არ იძლევა პრეპარატი აფალაზას მოქმედი ნივთიერებების შემცველობის შეფასების საშუალებას ბიოლოგიური სითხეებში, ორგანოებსა და ქსოვილებში, შედეგად, ტექნიკურად შეუძლებელია ფარმაკოკინეტიკის შესწავლა.
გამოყენების ჩვენება
მწვავე და ქრონიკული პროსტატიტის დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში - ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით.
დიზურიული დარღვევები (შარდვის ხშირი სურვილი, გართულებული შარდვა, ტკივილი და დისკომფორტი შორისის მიდამოში).
სხვადასხვა წარმოშობის ერექციის დარღვევა (ერექციული დისფუნქცია).
კლიმაქტერული პერიოდის ვეგეტატური დარღვევები მამაკაცებში (სისუსტე, დაღლილობა, ფიზიკური აქტივობის შემცირება, ლიბიდოს დაქვეითება და სხვა).
უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი აფალაზა არ არის განკუთვნილი ქალებში გამოსაყენებლად.
გამოყენების წესი და დოზები
შიგნით მისაღებად. ერთ მიღებაზე - 2 ტაბლეტი (გააჩერეთ პირში სრულ გახსნამდე - არ გამოიყენოთ საკვების მიღების დროს).
პრეპარატი მიიღება ორჯერ დღეში, დილით და საღამოს. პრეპარატის მიღების რეკომენდებული ხანგრძლივობა - 16 კვირა.
გამოხატული ტკივილის სინდრომის და დიზურიული დარღვევების დროს თერაპიის პირველი 2-3 კვირის განმავლობაში პრეპარატის მიღება ნაჩვენებია დღეში 4-ჯერ.
საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება 1-4 თვის შემდეგ.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია დისპეპსიური მოვლენები, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებებით.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მიმდინარე დრომდე სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთზემოქმედების შემთხვევები არ არის დარეგისტრირებული.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზას მონოჰიდრატი, შესაბამისად, მისი დანიშვნა არ არის რეკომენდებული პაციენტებში თანდაყოლილი გალაქტოზემიით, გლუკოზას მალაბსორბციის სინდრომით ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობით.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
აფალაზა არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა
საწუწნი ტაბლეტები ჰომეოპათიური. 20 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის ფირის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 5 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე სახის დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა/ორგანიზაცია, რომელიც იღებს მომხმარებლების პრეტენზიას
შპს ,, სსფ ,,მატერია მედიკა ჰოლდინგ“
რუსეთი, 127473, ქ. მოსკოვი, მე-3 სამოტეჩნი შეს., ს.9
ტელ./ფაქსი: +7 (495) 684-43-33.
,,ცხელი ხაზის“ ტელეფონის ნომერი: +7 (495) 681-09-30, +7 (495) 681-93-00.
E-mail: [email protected]
სამკურნალო პრეპარატის წარმოების ადგილის მისამართი
რუსეთი, 454139, ქ. ჩელიაბინსკი, ბუგურუსლანსკაიას ქ., ს. 54
შპს ,,ნპფ ,,მატერია მედიკა ჰოლდინგ“-ის
წარმოების განვითარების და რეგისტრაციის დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილე ი. იუ. კრასნოვა










