პანკრეატინი 25ერთ #60ტ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
პანკრეატინი
სავაჭრო დასახელება : პანკრეატინი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება :
პანკრეატინი
სამკურნალწამლო ფორმა : ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა ერთ ტაბლეტში
აქტიურინივთიერება: პანკრეატინი-0,1გ, (პროტეოლიზური აქტივობა 20 დან – 40 მდე ერთ, ლიპოლიზური აქტივობა არანაკლებ 40 ერთ, ამილოლიზური აქტივობა არანაკლებ 1000 ერთ).
დამხმარენივთიერებები: ლაქტოზა (რძის შაქარი), - 0,2120გ, მეთილცელულოზა МЦ-16-0,0048გ, კალციუმის სტეარატი - 0,0032გ; გარსისშემადგენლობა: ცელაცეფატი - 0,01386გ, მჟავა წითელი 2C-0,00010გ, ტიტანის დიოქსიდი მარკა-A-1- 0,00100გ, პოლისორბატი 80-0,00006გ.
აღწერა
გარსით დაფარული, ვარდისფერი ან მუქი ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები სპეციფიური სუნით. ტაბლეტის ირიბ განაკვეთზე დასაშვებია ჩანართების არსებობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალება.
ათქ კოდი : [A09AA02]
ფარმაკოლოგიური თვისებები
კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების დეფიციტის შევსება. შეიცავს პანკრეასის ექსკრეტორულ ფერმენტებს: ლიპაზას, ალფა-ამილაზას, ტრიფსინს, ქიმოტრიფსინს, ხელს უწყობს ცილების დაშლას (ამინომჟავებამდე), ცხიმების დაშლას (გლიცერინამდე და ცხიმოვან მჟავებამდე) და სახამებლის დაშლას (დექსტრინებამდე და მონოსაქარიდებამდე), ანორმალიზებს საჭმლის გადამამუშავებელ პროცესს. პანკრეატინის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტები გამოთავისუფლდება წვრილი ნაწლავის ტუტე გარემოში, რადგან კუჭის წვენის მოქმედებისგან დაცულია გარსით. წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში ტრიფსინი აინჰიბირებს კუჭქვეშა ჯირკვლის სტიმულირებულ სეკრეციას, რაც განაპირობებს პანკრეატინის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
გამოყენების ჩვენება
გამოიყენება აქილიის დროს, ქრონიკული პანკრეატიტებისას კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობით, საჭმლის მონელების დარღვევისას, რაც დაკავშირებულია ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებთან, ანაციდური და ჰიპოაციდური გასტრიტის დროს, ქრონიკული ენტეროკოლიტების დროს.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა (მათ შორის ღორის ხორცის აუტანლობა), მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ან მის მერე დაუყოვნებლივ, დაღეჭვის გარეშე. მოზრდილებისთვის პანკრეატინის ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,5-1,0გ-ს, სადღეღამისო - 4გ-ს.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პანკრეატინი ფხვნილის სახით ინიშნება 0,1-0,15 გ, 2 წლის ასაკის - 0,2 გ, 3-4 წლის ასაკის- 0,25 გ, 5-6 წლის ასაკის - 0,3გ , 7-9 წლის ასაკის - 0,4 გ , 10-14 წლის - 0,5 გ მიღებაზე.
პრეპარატს ტაბლეტებში უნიშნავენ ბავშვებს შემდეგი დოზებით: 6–7 წლის ასაკის 1 ტაბლეტი (0,25გ),
8-9 წლის ასაკის 1-2 ტაბლეტი (0,25 – 0,5გ), 10-14 წლის ასაკის 2 ტაბლეტი (0,5 გ).
მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირიდან 2-3 თვეს ან მეტს.
გვერდითი მოქმედება
ნაწლავური გაუვალობის სიმპტომები (ილეოცეკალურ მიდამოში და ასწვრივ კოლინჯში სტრიქტურების წარმოქმნა) და დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები (მუკოვისციდოზის დროს, განსაკუთრებით ბავშვებში).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან
აქვეითებს რკინის შეწოვას (განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას)
გამოშვების ფორმა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები 25 ერთ.
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგისგან. 6 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში კოლოფში.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები :
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი / პრეტენზიის მიმღები ორგანიზაცია
ღსს „ირბიტის ქიმფარმქარხანა“
623856, რუსეთი, სვერდლოვსკაიას ოლქი, ქ. ირბიტი, კიროვის ქუჩა, სახ. 172.
ტელ/ფაქსი: (34355) 3-60-90
წარმოების მისამართი :
სვერდლოვსკაიას ოლქი, ქ. ირბიტი, კარლ მარქსის ქუჩა, სახ. 124-ა.
გენერალური დირექტორი : ლ.ა. სოლოდუხინა
ღსს „ირბიტის ქიმფარმქარხანა“
/ხელმოწერილია/ბეჭდით/










