ლაკფილი 40მგ#60ტ

ლაკფილი 40მგ#60ტ

34.99 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ზინამედ გიდა კოსმეტიკ სანაი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ციმიციფუგას ექსტრაქტი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 93733
გააზიარე:

ლაკფილი 40მგ#60ტ

კლიმაქსის სამკურნალო მცენარეული საშუალება

შემადგენლობა1 ტაბლეტი შეიცავს 40მგ ციმიციფუგას ფესვურას (Cimicifugae racemosa, იგივე Actaea racemosa) მშრალ ექსტრაქტს

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კლიმაქსის სამკურნალო მცენარეული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლაკფილი წარმოადგენს არაჰორმონულ, მცენარეულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ციმიციფუგას ფესვურას მშრალ ექსტრაქტს. ციმიციფუგას მნიშვნელოვანი აქტიური კომპონენტია ბიოფლავონოიდი ფორმონონეტინი, რომელიც მას ჰორმონის მსგავს თვისებებს ანიჭებს. ლაკფილს ახასიათებს კომპლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიოექტომიის შემდეგ. როგორც in vitro/in vivo კვლევებმა აჩვენა, ციმიციფუგის ექსტრაქტში არსებული კომპონენტები პირველადად მოქმედებს ესტროგენულ რეცეპტორებზე და ავლენს ესტროგენების მსგავს და დოფამინერგულ თვისებებს. განსხვავებით ესტრადიოლისგან, ციმიციფუგა არ მოქმედებს ენდომეტრიუმზე, საშოს ეპითელიუმსა და სხვა ესტროგენომგრძნობიარე ორგანოებზე. ამგვარად, ციმიციფუგას ექსტრაქტს გააჩნია სელექციური ესტროგენორეცეპტორული აქტივობა- ის უკავშირდება თავის ტვინის ესტროგენულ რეცეპტორებს, ამცირებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას. აღნიშნული დარღვევები გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ამავდროულად მალუთეინიზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის გაძლიერებით.

ციმიციფუგა აუმჯობესებს გულის მუშაობას, ადუნებს გლუვ კუნთებს, აძლიერებს დიურეზს, გააჩნია სედაციური აქტივობა, ზრდის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სეკრეციას, ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს, აქვეითებს ტკივილის მგრძნობელობას და სისხლში შაქრის დონეს, თრგუნავს ანთებით პროცესებს. აბალანსებს ჰორმონულ სტატუსსა და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.

ჩვენებები:

მენოპაუზით გამოწვეული ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები:

• სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება);
• გაძლიერებული ოფლიანობა;
• თავბრუსხვევა;
• თავის ტკივილი;
• მომატებული გაღიზიანებადობა;
• ხასიათის ლაბილობა;
• ძილის დარღვევა;
• გულისცემის გაძლიერება.
• პოსტმენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების პროფილაქტიკა.
 მიღების წესი და დოზირება:

1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს. ტაბლეტების მიღება ხდება კვებისგან დამოუკიდებლად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მიღება დასაშვებია ხანგრძლივად, მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

უკუჩვენება:

ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე;

პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად - ეპიგასტრალური არის გარდამავალი ტკივილი, პრეპარატის კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად - დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში, წონის მატება, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი.

სამკურნალო საშუალების მოქმედება ტრანსპორტისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

არ მოქმედებს

შენახვისპიროებები:

შეინახეთ ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N 60 ტაბლეტი ბლისტერზე

ვარგისობის ვადა: არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: Actiwell İlaç ve Kozmetik San. Tic. A. S. თურქეთი.