კეივერი 25მგ/მლ 2მლ#5ა
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კეივერი
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს: 36,9 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს 100% მშრალ ნივთიერებაზე გაანგარიშებით, რაც შეესაბამება 25 მგ დექსკეტოპროფენს;
დამხმარე ნივთიერებები: 96%-იანი ეთანოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. პროპიონის მჟავას წარმოებულები. დექსკეტოპროფენი. ათქ კოდი: M01A E17
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი არის პროპიონის მჟავას მარილი, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება და მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) კლასს. მისი მოქმედების მექანიზმი ემყარება პროსტაგლანდინების სინთეზის შემცირებას ციკლოოქსიგენაზას დათრგუნვის ხარჯზე. კერძოდ, ხდება არაქიდონის მჟავას გარდაქმნის ინჰიბირება ციკლურ ენდოპეროქსიდად PGG2 და PGH2, რომლიდანაც წარმოიქმნება პროსტაგლანდინები PGE1, PGE2, PGF2α, PGD2, ასევე პროსტაციკლინი PGI2 და თრომბოქსანები ТхА2 და ТхВ2. გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა შეიძლება გავლენას ახდენს ანთების სხვა მედიატორებზე, როგორიცაა კინინები, რაც ასევე, შესაძლოა არაპირდაპირ გავლენას ახდენს პრეპარატის ძირითად მოქმედებაზე. გამოვლინდა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის დამთრგუნველი მოქმედება ციკლოოქსიგენაზა-1-ის და ციკლოოქსიგენაზა-2-ის აქტივობის მიმართ. სხვადასხვა სახის ტკივილისას ჩატარებული კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს გააჩნია გამოხატული ანალგეზიური მოქმედება. დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება კუნთში და ვენაში შეყვანისას საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის მქონე პაციენტებში შესწავლილია სხვადასხვა სახის ტკივილისას ქირურგიული ჩარევების დროს (ორთოპედიული და გინეკოლოგიური ოპერაციები, ოპერაციები მუცლის ღრუს ორგანოებზე), ასევე საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტკივილის (მწვავე ტკივილი წელის არეში) და თირკმლის კოლიკის დროს. ჩატარებული კვლევების პროცესში პრეპარატის ანალგეზიური მოქმედება სწრაფად იწყებოდა და მაქსიმუმს აღწევდა პირველი 45 წუთის განმავლობაში. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების ხანგრძლივობა 50 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის გამოყენების შემდეგ, როგორც წესი, შეადგენს 8 საათს. კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია, რომ პრეპარატ კეივერის გამოყენებისას შესაძლებელია ოპიატების დოზის მნიშვნელოვნად შემცირება მათი ერთდროულად გამოყენებისას ოპერაციის შემდგომი ტკივილის კუპირების მიზნით. თუ პაციენტებს, რომლებსაც ოპერაციის შემდგომი ტკივილის კუპირების მიზნით დაენიშნათ მორფიუმი პაციენტის მიერ კონტროლირებული ტკივილგამაყუჩებელი ხელსაწყოს გამოყენებით, დამატებით დაენიშნათ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი, მათთვის საჭირო იყო მორფიუმის ბევრად ნაკლები დოზა (30-45%-ით), ვიდრე პაციენტებს პლაცებოს ჯგუფში.
ფარმაკოკინეტიკა
დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის კუნთში შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) დაახლოებით 20 წუთში მიიღწევა (10-45 წუთი).
დამტკიცებულია, რომ კუნთში ან ინტრავენურად პრეპარატის 25-50 მგ დოზის ერთჯერადად შეყვანისას მრუდის ქვეშ ფართობი “კონცენტრაცია-დრო“ (AUC) დოზის პროპორციულია. პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენების ფარმაკოკინეტიკური კვლევებით დამტკიცებულია, რომ კუნთში და ვენაში ბოლო შეყვანის შემდეგ AUC და საშუალო Cmax მნიშვნელობა არ განსხვავდება ერთჯერადი გამოყენების შემდეგ აღნიშნული მაჩვენებლებისგან, რაც მოწმობს სამკურნალო საშუალების კუმულაციის არარსებობას. სისხლის პლაზმის ცილებთან მაღალი ხარისხის შეკავშირებით (99%) სხვა პრეპარატების ანალოგიურად, დექსკეტოპროფენის განაწილების მოცულობა საშუალოდ შეადგენს 0,25 ლ/კგ. ნახევარგანაწილების პერიოდი დაახლოებით 0,35 საათს შეადგენს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი - 1-2,7 საათს. დექსკეტოპროფენის მეტაბოლიზმის ძირითად გზას წარმოადგენს კონიუგაცია გლუკურონის მჟავასთან თირკმელების საშუალებით შემდგომი გამოყოფით. დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის შეყვანის შემდეგ შარდში ვლინდება მხოლოდ ოპტიკური იზომერი S-(+), რაც მოწმობს ოპტიკურ იზომერ R-(-)-ად პრეპარატის ტრანსფორმაციის არ არსებობას. პრეპარატის ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზების შეყვანის შემდეგ კვლევაში მონაწილე ხანდაზმულ ჯანმრთელ მოხალისეებში (65 წელზე უფროსები) პრეპარატის გავლენის ხარისხი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო (55%-მდე), ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში, თუმცა Cmaxმაჩვენებლის და მისი მიღწევის დროის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნა. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი გაიზარდა (48%-მდე), ხოლო განსაზღვრული ჯამური კლირენსი შემცირდა.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენება
საშუალო და მაღალი ინტენსივობის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობა, როდესაც არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის პერორალური ფორმების გამოყენება, მაგალითად, ოპერაციის შემდგომი ტკივილის, თირკმლის კოლიკის და წელის (ზურგის) ტკივილის დროს.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის, ნებისმიერი სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (აასს) ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- თუ ანალოგიური მოქმედების ნივთიერებები, მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა აასს, იწვევს ბრონქული ასთმის შეტევების, ბრონქოსპაზმის, მწვავე რინიტის განვითარების პროვოცირებას ან ცხვირის პოლიპების განვითარებას, ჭინჭრის ციების ან ანგიონევროზული შეშუპების განვითარებას;
- წყლულოვანი დაავადების აქტიური ფაზა ან სისხლდენა, ამ მდგომარეობებზე ეჭვის არსებობა, მორეციდივე წყლულოვანი დაავადება ან სისხლდენა ანამნეზში (წყლულის ან სისხლდენის არანაკლებ ორი დადასტურებული ფაქტი), ან ქრონიკული დისპეფსია;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, სხვა სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან მომატებული სისხლდენა;
- ანამნეზში სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან ან პერფორაცია, დაკავშირებული აასს-ით ადრე ჩატარებულ თერაპიასთან;
- კრონის დაავადება ან არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი;
- ანამნეზში ბრონქული ასთმა;
- გულის მძიმე უკმარისობა;
- თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (10-15 ქულა ჩაილდ-პიუს სკალით);
- ჰემორაგიული დიათეზი და სისხლის შედედების სხვა დარღვევები;
- ორსულობის III ტრიმესტრი და ძუძუთი კვების პერიოდი;
- გამოყენება ნეიროაქსიალური (ინტრათეკალური ან ეპიდურული) შეყვანისთვის (ეთანოლის შემცველობის გამო).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
რეკომენდებული არ არის აასს-ის კომბინირება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
- სხვა აასს, მათ შორის სალიცილატები მაღალი დოზებით (>3 გ/დღე-ღამეში). რამდენიმე აასს ერთდროულად მიღებისას იზრდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წყლულის და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკი, ამ პრეპარატების მოქმედების ურთიერთგაძლიერების გამო.
- ანტიკოაგულანტები: აასს აძლიერებს ანტიკოაგულანტების, მაგალითად ვარფარინის, მოქმედებას, დექსკეტოპროფენის სისხლის პლაზმის ცილებთან მაღალი ხარისხით შეკავშირების, ასევე თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვის და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად. თუ ერთდროულად გამოყენება აუცილებელია, ეს უნდა განხორციელდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით და შესაბამისი ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლით.
- ჰეპარინი: იზრდება სისხლდენის რისკი (თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვის და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო). თუ ერთდროულად გამოყენება აუცილებელია, ეს უნდა განხორციელდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით და შესაბამისი ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლით.
- კორტიკოსტეროიდული საშუალებები: იზრდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წყლულის და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკი.
- ლითიუმი (აღწერილია რამდენიმე აასს-თან დაკავშირებით): აასს ზრდის სისხლში ლითიუმის კონცენტრაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია (თირკმელების მიერ ლითიუმის გამოყოფის დაქვეითება), ამიტომ, დექსკეტოპროფენის გამოყენების დასაწყისში, დოზის კორექციისას ან პრეპარატის მოხსნისას საჭიროა სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი.
- მეტოტრექსატის მაღალი დოზები (არანაკლებ 15 მგ კვირაში): მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითების შედეგად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ფონზე ზოგადად ძლიერდება მისი მავნე მოქმედება სისხლის სისტემაზე.
- ჰიდანტოინის წარმოებულები და სულფონამიდები: შესაძლებელია ამ ნივთიერებების ტოქსიური თვისებების გაძლიერება.
აასს-ის კომბინირება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას:
- დიურეზულები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, ანტიბაქტერიული ამინოგლიკოზიდები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები. დექსკეტოპროფენი ამცირებს დიურეზულების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტიანობას. თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე (მაგალითად, გაუწყლოების დროს ან ხანდაზმულ პაციენტებში) ზოგ პაციენტში ციკლოოქსიგენაზაზე დამთრგუნველი მოქმედების მქონე საშუალებების აგფ ინჰიბიტორებთან, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ან ანტიბაქტერიულ ამინოგლიკოზიდებთან ერთდროულად გამოყენებას შეუძლია გააუარესოს თირკმელების ფუნქცია, რაც, როგორც წესი, ატარებს შექცევად ხასიათს. დექსკეტოპროფენის დიურეზულთან ერთად გამოყენებისას უნდა დარწმუნდეთ, რომ პაციენტს არ აქვს გაუწყლოება, ასევე საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლი მკურნალობის დასაწყისში.
- მეტოტრექსატი დაბალი დოზებით (15 მგ-ზე ნაკლები კვირაში): მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითების ხარჯზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების ფონზე ძლიერდება მისი ნეგატიური გავლენა ზოგადად სისხლის სისტემაზე. კომბინირებული თერაპიის პირველ კვირებში საჭიროა სისხლის ანალიზის ყოველკვირეულად ჩატარება. თირკმელების ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაშიც კი, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ.
- პენტოქსიფილინი: არსებობს სისხლდენის რისკი. საჭიროა კონტროლის გაძლიერება და სისხლდენის დროის მაჩვენებლის ხშირი კონტროლი.
- ზიდოვუდინი: არსებობს ერითროციტებზე ტოქსიური ზემოქმედების გაძლიერების რისკი რეტიკულოციტებზე გავლენის შედეგად, რაც აასს-ის გამოყენების პირველი კვირის შემდეგ იწვევს მძიმე ანემიას. აასს-ის გამოყენების დაწყებიდან ერთი-ორი კვირის განმავლობაში საჭიროა სისხლის ანალიზის გაკეთება და რეტიკულოციტების შემცველობის შემოწმება.
- სულფონილშარდოვანას პრეპარატები: აასს-ს შეუძლია გააძლიეროს ამ საშუალებების ჰიპოგლიკემიური მოქმედება პლაზმის ცილებთან კავშირებში სულფონილშარდოვანას პრეპარატების ჩანაცვლების ხარჯზე.
გასათვალისწინებელია შესაძლო ურთიერთქმედება შემდეგი საშუალებების გამოყენებისას:
- ბეტა-ბლოკერები: აასს-ს შეუძლია შეასუსტოს მათი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის ხარჯზე.
- ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი: შესაძლებელია ნეფროტოქსიურობის გაძლიერება აასს-ის თირკმლის პროსტაგლანდინებზე ზემოქმედების ხარჯზე; კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
- თრომბოლიზური საშუალებები: იზრდება სისხლდენის რისკი.
- ანტიაგრეგანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები: იზრდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი.
- პრობენეციდი: შესაძლებელია სისხლის პლაზმაში დექსკეტოპროფენის კონცენტრაციის მომატება, რაც, როგორც ჩანს, განპირობებულია თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის და პრეპარატის გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის დათრგუნვით, და საჭიროებს დექსკეტოპროფენის დოზის კორექციას.
- საგულე გლიკოზიდები: აასს-ს შეუძლია გაზარდოს სისხლის პლაზმაში გლიკოზიდების კონცენტრაცია.
- მიფეპრისტონი: პროსტაგლანდინსინთეტაზას ინჰიბიტორების მოქმედებით მიფეპრისტონის ეფექტიანობის შემცირების თეორიული რისკის არსებობის გამო, აასს უნდა დაინიშნოს მიფეპრისტონით თერაპიის დასრულდებიდან 8-12 დღის შემდეგ.
- ქინოლინი: ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ მაღალი დოზებით ქინოლონის წარმოებულების აასს-თან კომბინაციაში გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვის განვითარების რისკს.
გამოყენების თავისებურებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში ალერგიული მდგომარეობების მქონე პაციენტებში. თავი აარიდეთ პრეპარატ კეივერის გამოყენებას სხვა აასს-თან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციურ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. გვერდითი რეაქციების შემცირება შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზის მინიმალური დროის განმავლობაში გამოყენების ხარჯზე, რაც საჭიროა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, წყლულის წარმოქმნა ან მისი პერფორაცია, ზოგ შემთხვევაში ლეტალური შედეგით, აღინიშნებოდა ყველა აასს-ის შემთხვევაში მკურნალობის სხვადასხვა ეტაპებზე, მანიშნებელი სიმპტომების არსებობის ან არარსებობის, ასევე, ანამნეზში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ სერიოზული პათოლოგიის არსებობის მიუხედავად. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, წყლულის წარმოქმნის ან პერფორაციის რისკი იზრდება აასს-ის დოზის გაზრდისას ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში მომატებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გვერდითი რეაქციების გამოვლენის სიხშირე, განსაკუთრებით ისეთების, როგორიცაა სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან და წყლულის პერფორაცია, ზოგჯერ ლეტალური შედეგით. ამ პაციენტების მკურნალობის დაწყება საჭიროა უმცირესი შესაძლო დოზით. აასს სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ანამნეზში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებს, რადგან არსებობს ამ დაავადებების გამწვავების რისკი.
აასს-ის გამოყენება შეიძლება იწვევდეს არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის, ასევე კრონის დაავადების რეციდივებს პაციენტებში რემისიის სტადიაში. დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის გამოყენების დაწყებამდე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ეზოფაგიტი, გასტრიტი ან/და წყლულოვანი დაავადება, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ეს დაავადებები არის რემისიის სტადიაში. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიის სიმპტომების არსებობის და ანამნეზში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების შემთხვევაში საჭიროა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობის კონტროლი შესაძლო დარღვევების გამოვლენის თვალსაზრისით, ეს განსაკუთრებით ეხება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას.
ამ პაციენტებისთვის, ასევე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზებით ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების რისკს, საჭიროა დამცავი პრეპარატებით, მაგალითად მიზოპროსტოლით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით, კომბინირებული თერაპიის გამოყენების შესაძლებლობა.
პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, რომლებსაც ანამნეზში აქვთ გვერდითი რეაქციები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, უნდა შეატყობინონ ექიმს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ყველა უჩვეულო სიმპტომის შესახებ, კერძოდ, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შესახებ, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი, კერძოდ პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტიაგრეგანტები, როგორიცაა, აცეტილსალიცილის მჟავა.
არასელექციურ აასს-ს შეუძლია დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია და გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის ხარჯზე. ოპერაციის შემდგომ პერიოდში დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის და დაბალმოლეკულური ჰეპარინის პროფილაქტიკური დოზების კომბინირებული გამოყენება შესწავლილია კლინიკური კვლევების პროცესში, კოაგულაციის მაჩვენებლებზე გავლენა აღწერილი არ არის. მიუხედავად ამისა, პაციენტები, რომლებიც დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლთან ერთად იღებენ ჰემოსტაზზე მოქმედ პრეპარატებს, მაგალითად, ვარფარინს, სხვა კუმარინებს ან ჰეპარინებს, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ.
არტერიული ჰიპერტენზიის და/ან გულის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის სიმძიმის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა ექიმის გულდასმით კონტროლი ორგანიზმში სითხის შეკავების და პერიფერიული შეშუპების განვითარების რისკის გამო.
კლინიკური კვლევების შედეგების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ზოგიერთი აასს-ის გამოყენებას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება თან ახლდეს არტერიული თრომბოზებით გამოწვეული მდგომარეობების, მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკის გარკვეული ზრდა. დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის გამოსარიცხად მონაცემები არასაკმარისია.
არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, გულის დადასტურებული იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების ან/და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების შემთხვევაში დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი უნდა დაინიშნოს მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის გულდასმით შეფასების შემდეგ. იგივე საკითხები უნდა იყოს განხილული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა) პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე.
მიღებულია ცნობები კანის მხრივ მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევების (ზოგიერთი ლეტალური შედეგით) შესახებ აასს-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის შესახებ. სავარაუდოდ, მათი განვითარების ყველაზე მაღალი რისკი აღინიშნება თერაპიის საწყის ეტაპზე, უმრავლეს შემთხვევაში, კანის რეაქციები ვითარდება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსების დაზიანების ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატი კეივერი უნდა მოიხსნას. როგორც ყველა აასს, პრეპარატს შეუძლია გაზარდოს სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის კონცენტრაცია. პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, მის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს გვერდითი რეაქციები თირკმელების მხრივ, რაც შეიძლება იწვევდეს გლომერულონეფრიტს, ინტერსტიციულ ნეფრიტს, პაპილარულ ნეკროზს, ნეფროზულ სინდრომს და თირკმელების მწვავე უკმარისობას.
სხვა აასს-ის მსგავსად, პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი მაჩვენებლის დროებითი და უმნიშვნელო მატება, ასევე ასტ და ალტ დონის მნიშვნელოვანი მომატება. ამ მაჩვენებლების შესაბამისი მომატებისას თერაპია უნდა შეწყვიტოთ.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ღვიძლის ან/და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით ან/და გულის შეგუბებითი უკმარისობით, რადგან აასს-ის გამოყენების ფონზე შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის გაუარესება, ორგანიზმში სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპების განვითარება. ნეფროტოქსიურობის მომატებული რისკის გამო პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს დიურეზული საშუალებებით მკურნალობისას, ასევე პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება განუვითარდეს ჰიპოვოლემია.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭიროა ანამნეზში გულის დაავადებების მქონე პაციენტებში, კერძოდ, გულის უკმარისობის წინა ეპიზოდებით, რადგან პრეპარატის გამოყენების შედეგად იზრდება გულის უკმარისობის განვითარების რისკი.
ხანდაზმული პაციენტებში მაღალია თირკმელების ფუნქციის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების სიხშირე.
საჭიროა კეივერის სიფრთხილით შეყვანა სისხლმბადი სისტემის დარღვევების, სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადების მქონე პაციენტებში.
სხვა აასს-ის მსგავსად, დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს შეუძლია შენიღბოს ინფექციური დაავადებების სიმპტომები მისი გამოყენების დროს. არსებობს ცნობები რბილი ქსოვილების ინფექციური პროცესების გააქტიურების იზოლირებული შემთხვევების შესახებ აასს-ის გამოყენებისას. შესაბამისად, პრეპარატის გამოყენების დროს ბაქტერიული ინფექციის სიმპტომების გამოვლენის ან გაძლიერების შემთხვევაში, რეკომენდებულია ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
როგორც ყველა აასს, დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს შეუძლია დააქვეითოს ქალის ფერტილობა, ამიტომ, პრეპარატი რეკომენდებული არ არის ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებში, რომლებსაც აქვთ ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები ან რომლებსაც უტარდებათ გამოკვლევა უნაყოფობასთან დაკავშირებით, უნდა იქნას განხილული პრეპარატის მოხსნის შესაძლებლობა. ორსულობის I და II ტრიმესტრებში პრეპარატ კეივერის დანიშვნა შეიძლება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
პრეპარატ კეივერის ერთი ამპულა შეიცავს 200 მგ ეთანოლს, რაც შეესაბამება 5 მლ ლუდს ან 2,08 მლ ღვინოს ერთ დოზაზე. პრეპარატს შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებში. ეთანოლის შემცველობა გასათვალისწინებელია პრეპარატის გამოყენებისას ორსულობის I და II ტრიმესტრებში, ბავშვებში და რისკის ჯგუფის პაციენტებში, მაგალითად ღვიძლის დაავადებების დროს, ასევე ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ დოზაზე, ე.ი. პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში
პრეპარატ კეივერის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის III ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში.
პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება არასასურველი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე ან/და ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგების თანახმად, ორსულობის ადრეულ ეტაპზე პროსტაგლანდინების სინთეზის დამთრგუნველი პრეპარატების გამოყენება ზრდის მუცლის მოშლის, ნაყოფის გულის მანკის განვითარების და მუცლის წინა კედლის შეუხორცებლობის რისკს. ასე, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანომალიების განვითარების აბსოლუტური რისკი გაიზარდა 1%-ზე ნაკლებიდან, დაახლოებით, 1,5%-მდე. ითვლება, რომ ასეთი მოვლენების გამოვლენის რისკი იზრდება პრეპარატის დოზის და თერაპიის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენება იწვევდა პრე- და პოსტიმპლანტაციური დანაკარგების გაზრდას და ემბრიოფეტალური სიკვდილიანობის გაზრდას. გარდა ამისა, ცხოველებში, რომლებიც იღებდნენ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებს ორგანოგენეზის პერიოდში, იზრდებოდა ნაყოფის განვითარების მანკების გამოვლენის სიხშირე, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანომალიები. მიუხედავად ამისა, ცხოველებზე ჩატარებული დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის კვლევებით არ არის გამოვლენილი ტოქსიურობის ნიშნები რეპროდუქციული ორგანოების მიმართ. ორსულობის I და II ტრიმესტრში დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში. ორსულობის დაგეგმვისას, ან ორსულობის I და II ტრიმესტრში ქალებში დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის დანიშვნისას საჭიროა უმცირესი შესაძლო ეფექტიანი დოზის გამოყენება მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობით.
ორსულობის III ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება იწვევს შემდეგს:
რისკები ნაყოფში:
- კარდიოპულმონალური ტოქსკიურობის სინდრომი (არტერიული სადინარის დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიით);
- თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს თირკმელების უკმარისობამდე მცირეწყლიანობის განვითარებით.
რისკები დედისთვის და ბავშვისთვის ორსულობის ბოლოს:
- სისხლდენის დროის გახანგრძლივება (თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის ეფექტი), რომელიც შესაძლებელია დაბალი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი;
- საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის დათრგუნვა, შესაბამისად მშობიარობის დაგვიანებით და გახანგრძლივებით.
ცნობები დედის რძეში დექსკეტოპროფენის გადასვლის შესახებ არ არსებობს.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფის უნარზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას
პრეპარატ კეივერის გამოყენების ფონზე შესაძლებელია თავბრუსხვევის, ძილიანობის და მომატებული დაღლილობის განვითარება, ამიტომ არ გამოირიცხება პრეპარატის სუსტი ან ზომიერი გავლენა ავტოსატრანსპორტი საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ეს უნდა მიიღონ მხედველობაში პაციენტებმა და ობიექტურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობა ასეთი საქმიანობის შესრულების თვალსაზრისით.
გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილები. რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ-ს 8-12 საათის ინტერვალით. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა განმეორებით შეჰყავთ 6 საათის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ-ს. პრეპარატი განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისთვის, ამიტომ მისი გამოყენება საჭიროა მხოლოდ მწვავე ტკივილის პერიოდში (არაუმეტეს ორი დღისა). თუ შესაძლებელია, პაციენტი გადაიყვანეთ პერორალურ ანალგეზიურ საშუალებებზე. გვერდითი რეაქციების შემცირება შეიძლება უმცირესი ეფექტიანი დოზის მინიმალური დროის განმავლობაში გამოყენების ხარჯზე, რაც აუცილებელია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ოპერაციის შემდეგ საშუალო ან ძლიერი ხარისხის სიმძიმის ტკივილისას პრეპარატის გამოყენება შეიძლება ჩვენებით იგივე რეკომენდებული დოზებით ოპიოიდურ ანალგეზიურ საშუალებებთან კომბინაციაში.
ხანდაზმული პაციენტები. როგორც წესი, დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, თირკმელების ფუნქციის ფიზიოლოგიური დაქვეითების გამო რეკომენდებულია უფრო ნაკლები დოზა, კერძოდ: მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ-ს თირკმელების ფუნქციის მსუბუქი დარღვევის დროს.
ღვიძლის დაავადებები. ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის (5-9 ქულა ჩაილდ-პიუს სკალით) პათოლოგიის მქონე ავადმყოფებში საჭიროა მაქსიმალური სადღეღამისო დოზის შემცირება 50 მგ-მდე და ღვიძლის ფუნქციის გულდასმით კონტროლი. პრეპარატი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს (10-15 ქულა ჩაილდ-პიუს სკალით).
თირკმელების დისფუნქცია. თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) საჭიროა მაქსიმალური სადღეღამისო დოზის შემცირება 50 მგ-მდე. პრეპარატი უკუნაჩვენებია თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი
ბავშვები. პრეპარატი არ გამოიყენება ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო.
კუნთში შეყვანა. საინექციო ხსნარი ნელა შეჰყავთ ღრმად კუნთში.
ინტრავენური ინფუზია. ინტრავენური ინფუზიისთვის ამპულის შიგთავსს 2 მლ აზავებენ 30-100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში, გლუკოზის ხსნარში ან რინგერ-ლაქტატის ხსნარში. საინფუზიო ხსნარს ამზადებენ ასეპტიკურ პირობებში, ბუნებრივი დღის სინათლის ზემოქმედებისგან დაცვით. მომზადებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე. ინფუზია შეიყვანება 10-30 წუთის განმავლობაში. დაუშვებელია ბუნებრივი დღის სინათლის ზემოქმედება მომზადებულ ხსნარზე.
100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში ან გლუკოზის ხსნარში გახსნილი კეივერის შერევა შეიძლება დოფამინთან, ჰეპარინთან, ჰიდროქსიზინთან, ლიდოკაინთან, მორფინთან, პეტიდინთან და თეოფილინთან.
არ შეიძლება კეივერის შერევა პრომეტაზინის და პენტაზოცინის საინფუზიო ხსნარში.
ინტრავენური ინექცია (ბოლუსური შეყვანა). საჭიროების შემთხვევაში ერთი ამპულის შიგთავსი (2 მლ საინექციო ხსნარი) შეიყვანება ინტრავენურად არანაკლებ 15 წამის განმავლობაში.
პრეპარატის შერევა შეიძლება მცირე მოცულობით (მაგალითად, შპრიცში) ჰეპარინის, ლიდოკაინის, მორფინის და თეოფილინის საინექციო ხსნარებთან ერთად.
არ შეიძლება კეივერის შერევა მცირე მოცულობით (მაგალითად, შპრიცში) დოფამინის, პრომეტაზინის, პენტაზოცინის, პეტიდინის და ჰიდროკორტიზონის ხსნარებთან, რადგან წარმოიქმნება თეთრი ნალექი.
პრეპარატის შერევა შეიძლება მხოლოდ ზემოთ მითითებულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
კუნთში ან ვენაში ინექციის სახით გამოყენებისას პრეპარატი უნდა შეიყვანოთ ამპულიდან აღებისთანავე. ინტრავენური ინფუზიის ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე. შემდგომში შენახვისა პირობებსა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო მუშაკს. მომზადებული ხსნარი ინარჩუნებს თვისებებს 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე, დღის სინათლის ზემოქმედებისგან დაცვის პირობით.
პრეპარატის განზავებული ხსნარების შენახვისას პოლიეთილენის პაკეტებში ან ეთილვინილაცეტატის, ცელულოზის პროპიონატის, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის და პოლივინილქლორიდის შესაყვან შეფუთვებში მოქმედი ნივთიერების შემადგენლობის ცვლილება აბსორბციის შედეგად არ აღინიშნებოდა.
პრეპარატი კეივერი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის, ამიტომ, მზა ხსნარის ნარჩენები უნდა გადაღვაროთ. შეყვანამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა. არ შეიძლება ხსნარის გამოყენება, რომელიც შეიცავს მყარ ნაწილაკებს.
ბავშვები
ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატი არ გამოიყენება ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების სიმპტომატიკა ცნობილი არ არის. ანალოგიური სამკურნალო საშუალებები იწვევს დარღვევებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი) და ნერვული სისტემის (ძილიანობა, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, თავის ტკივილი) მხრივ. შემთხვევით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყეთ სიმპტომური მკურნალობა პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის დახმარებით.
გვერდითი რეაქციები
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მითითებულია გვერდითი მოქმედება, რომლებიც განაწილებულია ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების და გამოვლენის სიხშირის მიხედვით, რომელთა კავშირი დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლთან კლინიკური კვლევების მონაცემებით მიჩნეულია, როგორც შესაძლებელი, ასევე არასასურველი რეაქციები, რომელთა შესახებ შეტყობინებები მიღებულია პრეპარატის ბაზარზე გასვლის შემდეგ:
ორგანოები და ორგანოთა სისტემები |
ხშირად (1/100-დან 1/10-მდე) |
არახშირად (1/1000-დან 1/100-მდე) |
იშვიათად (1/10000-დან 1/1000-მდე) |
ძალიან იშვიათად (<1/10000) |
||
სისხლის/ლიმფური სისტემის მხრივ |
_ |
ანემია |
_ |
ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია |
||
იმუნური სისტემის მხრივ |
_ |
_ |
ყელის შეშუპება |
ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიურ შოკი |
||
დარღვევები კვებისა და ნივთიერებათა ცვლის მხრივ |
_ |
_ |
ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ანორექსია, უმადობა |
|
||
ფსიქიკური აშლილობა |
_ |
უძილობა, მოუსვენრობა |
_ |
_ |
||
ნერვული სისტემის მხრივ |
_ |
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა |
პარესთეზია, გონების დაკარგვა |
_ |
||
მხედველობის ორგანოს მხრივ |
_ |
არამკვეთრი მხედველობა |
_ |
_ |
||
სმენის ორგანოს მხრივ |
_ |
ვერტიგო |
შუილი ყურებში |
_ |
||
გულის მხრივ |
_ |
პალპიტაცია |
ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია |
_ |
||
სისხლძარღვების მხრივ |
_ |
არტერიული ჰიპოტენზია, წამოხურება |
არტერიული ჰიპერტენზია, ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი |
_ |
||
სასუნთქი გზების, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ |
_ |
_ |
ბრადიპნოე |
ბრონქოსპაზმი, ქოშინი |
||
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ |
გულისრევა, ღებინება |
ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, დიარეა, შეკრულობა, სისხლიანი ღებინება, სიმშრალე პირის ღრუში |
წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა ან პერფორაცია |
პანკრეატიტი |
||
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ |
_ |
_ |
ჰეპატიტი, სიყვითლე |
ჰეპატოცელულარული პათოლოგია |
||
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ |
_ |
დერმატიტები, ქავილი, გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა |
ჭინჭრის ციება, ფერიჭამელები |
სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია |
||
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
_ |
_ |
კუნთების რიგიდულობა, სახსრების გაკავება, კუნთების კრუნჩხვა, ტკივილი ზურგის არეში |
_ |
||
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ |
_ |
_ |
თირკმელების მწვავე უკმარისობა, პოლიურია, თირკმელების ტკივილი, კეტონურია, პროტეინურია |
ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი |
||
რეპროდუქციული სისტემის მხრივ |
_ |
_ |
მენსტრუალური დარღვევები, წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები |
_ |
||
ზოგადი და ადგილობრივი დარღვევები |
ტკივილი ინექციის ადგილზე, რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის ანთება, ჰემატომა, სისხლდენა |
ცხელება, მიმატებული დაღლილობა, ტკივილი, კანკანი, ასთენია, შეუძლოდ ყოფნა |
კანკალი, პერიფერიული შეშუპება |
_ |
||
გამოკვლევები |
_ |
_ |
ღვიძლის სინჯების გადახრა |
_ |
||
ყველაზე ხშირად აღინიშნება გვერდითი მოქმედება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ.
შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულოვანი დაავადების, წყლულის პერფორაციის ან სისხლდენის განვითარება, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. არსებული მონაცემებით, პრეპარატის გამოყენების ფონზე შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის ტკივილი, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება. უფრო იშვიათად აღინიშნება გასტრიტი. ასევე აღნიშნულია შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა, რომლებიც შეიძლება გამოიწვეული იყოს აასს-ის გამოყენებით. როგორც სხვა აასს-ის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები: ასეპტიური მენინგიტი, რომელიც ძირითადად ვლინდება პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებებით, და რეაქციები სისხლის მხრივ (პურპურა, აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია, იშვიათად, აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია). შესაძლებელია ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ძალიან იშვიათად).
კლინიკური კვლევების შედეგების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ზოგიერთი აასს-ის გამოყენებას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება თან ახლდეს არტერიული თრომბოზებით გამოწვეული პათოლოგიის, მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკის მცირედით გაზრდა.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე
შეუთავსებლობა
არ შეიძლება კეივერის შერევა მცირე მოცულობით (მაგალითად, შპრიცში) დოფამინის, პრომეტაზინის პენტაზოცინის, პეტიდინის და ჰიდროკორტიზონის ხსნარებთან, რადგან წარმოიქმნება თეთრი ნალექი.
არ შეიძლება პარაგრაფში “ინტრავენური ინფუზიები“ მითითებული წესით განზავებული საინფუზიო ხსნარების შერევა პრომეტაზინთან ან პენტაზოცინთან.
შეფუთვა
2 მლ ამპულაში. 5 ამპულა კოლოფში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
სს “ფარმაკი“
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების მისამართი
უკრაინა, 04080, ქ. კიევი, კირილოვსკაიას ქუჩა 74.