ფურამაგი 50მგ #30კაფს **

ფურამაგი 50მგ #30კაფს **

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფურაზიდინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 9348
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ფურამაგი 50 მგ კაფსულები

შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს 50 მგ ხსნად ფურაგინს.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი ფუძოვანი, კალიუმის კარბონატი, ტალკი.

წამლის ფორმა

კაფსულები პერორალური მიღებისთვის.

ფარმაკოთერაპიული
ჯგუფი

ანტიბაქტერიული საშუალება (ნიტროფურანის წარმოებული)

ათქ კოდი: J01XE

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფურამაგი _ ხსნადი ფურაგინისა და ფუძოვანი მაგნიუმის კარბონატის კომპლექსური ნაერთი 1:1-ზე, რომელსაც ხსნადი ფურაგინისაგან პრინციპულად განსხვავებული ფარმაკოკინეტიკური თვისებები გააჩნია – კუჭის მჟავიან სფეროში არ მიმდინარეობს მისი ფურაგინად გადაქცევა და ამიტომ, მისი ბიოლოგიური შეთვისებადობა უფრო მაღალია. ფურამაგი არ ცვლის შარდის pH-ს და მისი მიმოქცევა თირკმლებში უფრო მაღალია; არ ვითარდება პრეპარატის მიმართ მიკროფლორის რეზისტენტობა. ფურამაგს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, მათ შორისაა პათოგენური სტაფილოკოკებისა და სხვა მიკროორგანიზმების შტამები, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ. ის ეფექტურია მწვავე ინფექციების დროს, როდესაც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება არ არის ეფექტური.
სტაფილოკოკებთან მიმართებაში ფურამაგი მოქმედებს უფრო ძლიერად, ვიდრე ყველა ნიტროფურანი, მთელი რიგი ბაქტერიების წინააღმდეგ  კი (E.coli, Aerobacter aerogenes, Bact. citrovorum, Proteus mirabilis, Proteus morganii) ანტიბიოტიკებზე უფრო ძლიერად. დადგენილია ფურამაგის ანტიბაქტერიული მოქმედება სეპტიცემიის დროს, რომელიც გამოწვეულია სტაფილოკოკებით, ნაწლავური ჩხირითა და B პარატიფის გამომწვევით, ასევე პერიტონიტის დროს, რომელიც გამოწვეულია ჰემოლიტური სტაფილოკოკით და ნაწლავური ჩხირით.
კლინიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პრეპარატის მაღალი შემცველობა ლიმფაში, ვინაიდან ფერხდება ლიმფატური გზებით ინფექციის გავრცელება. კონცენტრაცია ნაღველში გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე სისხლის შრატში, ხოლო ლიქვორში გაცილებით დაბალი, ვიდრე შრატში. ფურამაგის მიღებიდან 4 საათის შემდეგ მისი კონცენტრაცია შარდში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმავე დოზის ფურაგინის მიღების შემდეგ. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეწოვის შემდეგ ღვიძლის კარის ვენაში წარმოიქმნება პრეპარატის ბაქტერიოსტატური კონცენტრაცია, აღმოიფხვრება ბაქტერიემია და უმჯობესდება ორგანიზმის იმუნოლოგიური მდგომარეობა. პრეპარატის ზემოქმედებით მიკროორგანიზმები გამოყოფენ ნაკლებ ტოქსინებს, ამიტომ ავადმყოფის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება უფრო სწრაფად ხდება მიკროფლორის გამოხატულ დათრგუნვამდე. პრეპარატი არ თრგუნავს იმუნურ სისტემას, არამედ პირიქით, ააქტიურებს კიდეც მას.

ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი ხასიათის მძიმე დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ხსნადი ფურაგინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. სეფსისი, უროგენიტალური ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი), სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია), ჭრილობები, კანისა და რბილის ქსოვილების ინფექციები, მძიმე ინფიცირებული დამწვრობები, გინეკოლოგიური ინფექციები, ქოლეცისტიტი. პროფილაქტიკისათვის შეიძლება პრეპარატის გამოყენება უროლოგიური ოპერაციებისას, ცისტოსკოპიის, კათეტერიზაციის დროს და სხვ.

უკუჩვენებები

ნიტროფურანის ჯგუფის პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა და ლაქტაცია, თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევები. პოლინევროპათია (მათ შორის დიაბეტური).

გვერდითი
მოქმედება
ფურამაგი ნაკლებტოქსიკურია. იშვიათად აღინიშნება გვერდითი ეფექტები, რომლებიც დამახიასიათებელია სხვა ნიტროფურანებისთვის: თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, მადის დაკარგვა, ალერგიული რეაქციები, ნევრიტი. იმისათვის, რომ ფურამაგით მკურნალობისას თავიდან იქნას აცილებული გვერდითი მოვლენები, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად და იმავდროულად მიღებული უნდა იყოს B ჯგუფის ვიტამინები და ანტიჰისტამინური პრეპარატები.
გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, განსაკუთრებით ისეთი ეფექტებისა, რომლებიც აღწერილი არ არის ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სიფრთხილის
ზომები
გლუკო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებს მართებთ სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან არსებობს ჰემოლიზის განვითარების რისკი. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლების ფუნქციის დარღვევის დროს.

პრეპარატის
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

უკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფურამაგის გამოყენება არ შეიძლება რისტომიცინთან, ლევომიცეტინთან, სულფანილამიდებთან ერთად, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლმბადი სისტემის დათრგუნვა.
უროანტისეპტიკებთან ერთად გამოყენებისას სუსტდება მათი მოქმედება.
წარმატებულია კომბინაცია ტეტრაციკლინთან, ერითრომიცინთან ან ოლეანდომიცინთან.
მკურნალობის პერიოდში სასურველია ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება, ვინიადან ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მიღების
წესი და დოზები
მოზრდილებში ინიშნება 50-100 მგ (2-4 კაფსულა) დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ. ბავშვებში, რომელთა სხეულის წონა არის 30 კგ და მეტი _ 50 მგ (2 კაფსულა) დღეში 3-ჯერ.
1-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში რამდენიმე მიღებაზე.

ბავშვები

სადღეღამისო დოზა

ასაკი

სხეულის წონა კგ-ში

მგ

25 მგ კაფსულები

1-1,5 წელი

10-13

50-65

2-3

1,5-2 წელი

14-15

70-75

3

3-4 წელი

16-18

80-90

3-4

5-6 წელი

19-24

95-120

4-5

7-10 წელი

24,5-30

122,5-150

5-6

11 წელი და ზემოთ

30კგ-ზე მეტი

150

6

მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.
აუცილებლობისას, 10-15-დღიანი შესვენების შემდეგ ხდება კურსის გამეორება.
მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობის კურსის გგრძელდება ადრე დანიშნული დოზებით, ისე, რომ არ ხდება დოზის მომატება. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზა
ჩვეულებრივ, ტოქსიკური მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს თირკმლების შემცირებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ჭარბი დოზის მიღებისას აღინიშნება ნეიროტოქსიკური ხასიათის სიმპტომები, რომლებიც აღწერილია ქვეთავში “გვერდითი ეფექტები”.
მოწამვლის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. მწვავე სიმპტომების კუპირებისათვის გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები. ნევრიტების პროფილაქტიკისათვის მიიღება ვიტამინები (თიამინის ბრომიდი).

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის შესაძლებლობაზე
არ აღინიშნება.

გამოშვების ფორმა
10 კაფსულა კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში. შეფუთვაში 30 კაფსულა.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმტეს 250C-ზე.

ვარგისიანობის
ვადა

მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის
წესი

გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებლის
დასახელება და მისამართი
სს “ოლაინფარმი”
მისამართი: რუპნიცუს 5, ოლაინე, 2114 ლატვია