პანდევიტი 400ერთ/2წვ10მლ წვ
გააზიარე:
პანდევიტი წვეთები (ვიტამინი D3) 400 სე. 10მლ
საკვები დანამატი
ბავშვებისთვის 0 ასაკიდან.
ერთი დოზა - 2 წვეთი შეიცავს 400 სე (10 მკგ) ვიტამინ D3-ს.
(ნატურალური MCT ზეთი - საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები).
D ვიტამინი აუცილებელია ბავშვებში ზრდისა და ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის. ხელს უწყობს ძვლების, კბილების სიჯანსაღეს, კუნთების გამართულ ფუნქციონირებას, იმუნური სისტემის სიჯანსაღეს.
მიღების წესი: 0-6 თვე: 400 სე (2 წვეთი) დღეში. 6-12 თვე: 400-600 სე (2-3 წვეთი) დღეში. 1-4 წელი: 800 სე (4 წვეთი) დღეში.
შესაძლებელია ჩაწვეთება პირდაპირ პირის ღრუში ან მიღება საკვებთან ერთად. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
სიფრთხილის ზომები: ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ გამოიყენოთ ტუბერკულოზის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. პრეპარატი ვარგისია გახსნიდან 3 თვის განმავლობაში. დამზადებულია ევროკავშირში: Eubion Corporation Sp. z o.o. Sarmacka 11, Warsaw, Poland, 02-972.