ტონზილოტრენი A #40ტ
გააზიარე:
ტონზილოტრენი A #40ტ
შემადგენლობა
1 ტაბლეტი (250 მგ) შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: Atropinum sulfuricum (ატროპინის სულფატი) trit. D5 12.5 მგ, Hepar sulfuris (ჰეპარ სულფური) trit. D3 10.0 მგ, Kalium bichromicum (კალიუმის ბიქრომატი) trit. D4 50.0 მგ, Mercurius bijodatus (ვერცხლისწყლის (II) იოდიდი) trit. D8 25.0 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტი ნაზოლით, დასაშვებია უმნიშვნელო ჩანართები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰომეოპათიური თერაპია მკაფიოდ განსხვავდება ტრადიციული მედიცინისაგან დაავადების შეცნობის და სამკურნალო სუბსტანციების გამოყენების თვალსაზრისით.
ჰომეოპათიური საშუალებები ასტიმულირებს სხეულის დაცვის მექანიზმებს და, ამრიგად, ააქტიურებს მისი თვითგანკურნების პოტენციალს. სხეულის პასუხი ჰომეოპათიურ საშუალებაზე მკაცრად ინდივიდუალურია. ამ მიზეზით დოზასპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტების, ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.
გამოყენების ჩვენებები
მწვავე ტონზილიტი, ქრონიკული ან მორეციდივე მწვავე ტონზილიტი და ნუშისებრი ჯირკვლების გადიდება. შეხორცების დასაჩქარებლად ნუშისებრი ჯირკვლების ქირურგიული მოშორების შემდეგ.
უკუჩვენებები
პრეპარატი არ გამოიყენება ქრომის, ვერცხლისწყლის, ნებისმიერი სხვა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ცნობილი მომატებული მგრძნობელობის დროს.
უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სპეციალური მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას. პრეპარატი არ გამოიყენება გალაქტოზას იშვიათი
მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
- თუ მწვავე მდგომარეობის სიმპტომები არ უმჯობესდება ან უარესდება მკურნალობის პირველი 2
დღის შემდეგ;
- დამატებითი ჩივილების შემთხვევაში, მაგ., სხეულის ტემპერატურა 39 °C-ზე ზემოთ.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის ტონზილოტრენის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
გამოიყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში .
ტონზილოტრენის მიღება ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე .
არ მოქმედებს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამო-ყენებას.
რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტები იყენებენ, ცოტა ხნის წინ გამოიყენებდნენ
ან შეიძლება გამოიყენონ სხვა სამკურნალო საშუალებები.
შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე შეიძლება უარყოფითი ზეგა-ვლენა მოახდინოს ცხოვრების ჩვევების ნეგატიურმა ფაქტორებმა, მათ შორის მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
ყოველთვის შეასრულეთ მოცემული ინსტრუქციის, თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენების სისწორეში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები: მწვავე მდგომარეობების დროს ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ
არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, სიმპტომების შემცირებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ან
ქრონიკული მდგომარეობების დროს, გამოიყენება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
პედიატრიული ჯგუფი
2დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს, შემდგომი მკურნალობისთვის ან
ქრონიკული მდგომარეობების დროს გამოიყენება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
6დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს გამოიყენება 1 ტაბლეტი ყოველ
2 საათში, მაგრამ არა უმეტეს 6 ტაბლეტი დღეში სიმპტომების შემცირებამდე. შემდგომი
მკურნალობის ან ქრონიკული მდგომარეობების დროს გამოიყენება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს გამოიყენება 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, სიმპტომების შემცირებამდე. შემდგომი მკურნალო-ბისთვის ან ქრონიკული მდგომარეობების დროს გამოიყენება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ნუშურების გადიდებისას მოზრდილებსა და ბავშვებში გამოიყენება 1 ტაბლეტს 3- ჯერ დღეში.
მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 6-8 კვირის განმავლობაში.
ქრონიკული და მორეციდივე მწვავე მდგომარეობების დროს წელიწადში გამოიყენება მკურნალობის რამდენიმე ციკლი, თითოეულის ხანგრძლივობა შეადგენს 6-8 კვირას.
გამოყენების წესი
ტაბლეტები ნელა უნდა გალღვეს პირში.
პატარა ბავშვებისთვის შესაძლებელია ტაბლეტების დაფშვნა და მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.
რეკომენდებულია საკვების მიღებამდე სულ მცირე ნახევარსაათიანი ინტერვალის ან საკვების
მიღების შემდეგ ერთსაათიანი ინტერვალის დაცვა.
გვერდითი რეაქციები
იშვიათ შემთხვევებში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგ., გამონაყარი კანზე. ასეთ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის
მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
ნერწყვდენის გაძლიერებისას რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
შეფუთვა
20 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი :
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე










