ფერუმნესტი B #30კაფს
გააზიარე:
ფერუმნესტი B ფერუმნესტი B 30 კაფსულა
საკვები დანამატი
შემადგენლობა: --
პროდუქტი |
ტექნოლოგია |
ინგრედიენტები |
შემადგენლობა |
ფერუმნესტი B |
ლიპოსომა |
Fe++პიროფოსფატი + ვიტ.B12 + ვიტ.C |
30 მგ + 2.5მკგ +80მგ |
ლიპოსომური რკინა, მაქსიმალური ეფექტი !
უპირატესობები:
- რკინის ოპტიმალური შემცველობა.
- მაღალი ბიოშეღწევადობა.
- უსაფრთხოება.
- გვერდითი მოვლენების არარსებობა.
- საუკეთესო შეფარდობითობა
ლიპოსომური რკინა - მიკროინკაფსულირებული რკინის პიროფოსფატი მაღალი ბიოშეღწევადობით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ინოვაციური ლიპოსომური კაფსულა წარმოადგენს რკინის პიროფოსფატისა და ფოსფოლიპიდებისაგან შექმნილი მიკროკაფსულის ერთობლიობას. რკინის პიროფოსფატი მოთავსებულია მიკროკაფსულის ცენტრალურ ნაწილში. რკინის სხვა მარილებისაგან განსხვავებით, იგი არატოქსიურია, არ აკატალიზებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნასა და ლიპიდურ პეროქსიდაციას. წარმოადგენს ძლიერ და სტაბილურ ნაერთს. რკინის პიროფოსფატი ცნობილია როგორც ტრიგერი, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან და ხელს უწყობს მის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში. სწორედ ამიტომ, ანემიის მკურნალობა რკინის პიროფოსფატის მიღებისას ბევრად სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება.ლიპოსომური მიკროკაფსულა ტრანსპორტირდება პირდაპირ ღვიძლში, სადაც ხდება დაშლა და რკინის სრული გამოთავისუფლება.
ინოვაციური კაფსულა განაპირობებს რკინის მაღალ ბიოშეღწევადობას.რკინის ათვისება ხდება სრულად, დანაკარგის გარეშე. რკინის ტრანსპორტირება მიკროკაფსულის საშუალებით იცავს მას ფერმენტების დამშლელი მოქმედებისგან- აქედან გამომდინარე, საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას მცირე დოზა. ლიპოსომური რკინის სწრაფი შეწოვა და ეფექტიანობა განაპირობებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას უსაფრთხოების მაღალი პროფილით. არ საჭიროებს C ვიტამინის მაღალი დოზის მიღებას ათვისების გასაუმჯობესებლად. არ ბლოკავს სხვა მინერალებისა და ვიტამინების აბსორბციას. ლიპოსომურ რკინას არ აქვს კონტაქტი კუჭ-ნაწლავის ლორწოვანთან, შესაბამისად, არ ახასიათებს სხვა რკინის პრეპარატებისათვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები: გასტრალგია, გულისრევა, პირის ღრუში მეტალის გემოს შეგრძნება, ექსკრემენტების შეფერილობა, არ იწვევს ყაბზობას. უსაფრთხოა ხანდაზმულ, დიაბეტიან პაციენტებში და ხანგრძლივი გამოყენებისათვის.
ციანკობალამინი (ვიტ. B12)
უზრუნველყოფს ნორმალურ ჰემოპოეზს ერითროციტების მომწიფების აქტივაციის გზით. B12 ვიტამინი დნმ-ის სინთეზში აუცილებელი კოფაქტორია. დეფიციტი იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს და მეგალობლასტურ ანემიას. ვიტ. B12 საჭიროა ვიტ. B9-ს სწორი ფუნქციონირებისათვის და მნიშნვნელოვანია ნუკლეინური მჟავების წარმოსაქმნელად. პასუხს აგებს უჯრედების გაყოფაზე.
ვიტამინი C - ხელს უწყობს რკინის შეწოვას კუჭნაწლავის ტრაქტიდან,
გავლენას ახდენს ჰემის სინთეზზე ძვლის ტვინში.
მონაწილეობს დეპო ორგანოებიდან რკინის გამოთავისუფლებაში.
ჩვენებები:
- რკინადეფიციტური ანემია.
- რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა რისკ ჯგუფის პაციენტებში (ორსულობა და ლაქტაცია, პუბერტატული და ხანდაზმული ასაკი, დიეტა, ვეგეტარიანობა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა).
- გადატანილი ინფექციის შემდგომი პერიოდის ანემია.
- სხვადასხვა ინფექციური დაავადებების თანმხლები ანემია
- რკინის დეფიციტი გამოწვეული: ჰემოდიალიზით, თირკმლის უკმარისობით, დონორობით, მწვავე და ქრონიკული სისხლდენებით, მენო და მეტრორაგიებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის დაქვეითებული შეწოვით , მათ შორის კუჭის რეზექციით.
- ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებული ანემიები.
- ჰორმონალური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია)
- სიდეროპენია.
დოზირება და მიღების წესი:
მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან .
რეკომენდებულია დღეში 1 კაფსულის მიღება სასმელი წყლის მიყოლებით.
დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
შეინახეთ 25 გრადუს С-ზე. მშრალ, სინათლისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე ორიგინალურ შეფუთვაში. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვადა იხილეთ შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია: UAB Akses Swiss.
Lithuania. მისამართი: Inovaciju str.4, FEZ, Kaunas district. ტელ: +370 37 328008 E-mail: [email protected]