ოტოფა 10მლ ყურის წვეთები
გააზიარე:
ოტოფა
საერთაშორისო სახელწოდება: რიფამიცინი
სამკურნალო ფორმა: ყურის წვეთები
შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში
მოქმედი ნივთიერებებები: ნატრიუმის რიფამიცინი - 2.6გ, რაც შეესაბამება 2 000 000ME
სხვა კომპონენტები: მაკროგოლი 400, ასკორბინმჟავა, ნატიუმის ედეტატი, კალიუმის მეტაბისულფატი, ლითიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი
აღწერილობა: მოწითალო-ნარინჯისფერი გამჭვირვალე სითხე
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რიფამიცინის ჯგუფის ანტიობიოტიკი
ფარმაკოლოგიური თვისებები: რიფამიცინის ჯგუფის ანტიობიოტიკი ადგილობრივი მოხმარებისთვის ოტოლარინგოლოგიაში. რიფამიცინს მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნმ-დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზის სტაბილური კომპლექსის წარმოქმნით, რაც ეწინააღმდეგება ბაქტერიების ზრდას. აქტიურია თითქმის ყველა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიები მიმართ, რომლებიც იწვევენ შუა ყურის ინფექციურ-ანთებით დაავადებებს.
ჩვენება: მწავე გარეთა ოტიტი; ქრონიკული შუა ოტიტის გამწვავება (დაფის აფკის მდგრადი პერფორაციის დროსაც კი) შუა ყურის ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობის დროს;
უკუჩვენება: რიფამიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ორსულობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე
გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილებში: 5 წვეთი თითო ყურში 3 ჯერ დღეში ან პრეპარატს ასხმენ ყურში რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეღამეში ორჯერ.
პრეპარატუ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაფის ღრუს გამორეცხვის მიზნით აქტიური კანულის მეშვეობით.
ბავშვებში: 3 წვეთი თითო ყურში 3 ჯერ დღეში ან პრეპარატს ასხმენ ყურში რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეღამეში ორჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 7 დღისა.
ყურის წვეთების გამოყენებამდე რეკომენდირებულია ფლაკონის ხელებში შეთბობა, ყურში ცივი სითხის ჩაწვეთებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან აცილების მიზნით.
გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი რეაქციები: დაფის აფკის სჰევარდისფერება, (რომელიც ხილულია ოტოსკოპიის დროს). იშვიათად კანი ალერგიული რეაქციები.
ჰიპერდოზირება: სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის დაბალი აბსორბციის გამო ნაკლებ სავარაუდოა ჰიპერდოზირების განვითარება.
განსაკუთრებული მითითებანი: მოერიდეთ პრეპარატის ტანსაცმელზე მოხვედრას, ვინაიდან იგი ტოვებს ლაქებს.
გამოშვების ფორმა: ყურის წვეთები
ყვითელი შუშის ფლაკონი ტევადობით 10მლ საწვეთურთან კომპლექტში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით
მწარმოებელი: ლაბორატორია ბუშარა-რეკორდატი, საფრანგეთი