მირამისტინის მალ.0.5% 15გ(დარნ

მირამისტინის მალ.0.5% 15გ(დარნ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 9265
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მირამისტინი-დარნიცა



სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: მირამისტინი, 1 გ მალამო შეიცავს 5 მგ მირამისტინს;
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, პროქსანოლი 268, პროპილენგლიკოლი, მაკროგოლი 400 (პოლიეთილენგლიკოლი 400), გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა. მალამო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები. მალამო მირამისტინი-დარნიცა შეიცავს კათიონურ ანტისეპტიცს მირამისტინს, რის გამოც ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით, აერობულ და ანაერობულ, სპორაშემქმნელ ასპოროგენულ მიკროფლორაზე მონოკულტურებისა და მიკრობული ასოციაციების სახით, ანტიბიოტიკების მიმართ პოლირეზისტენტულობით ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით. პრეპარატი უფრო ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები და ა.შ.).
პრეპარატი ამცირებს ბაქტერიებისა და სოკოების მდგრადობას ანტიბიოტიკების მიმართ. ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრის გამო მირამისტინის მალამო ეფექტურად ახდენს ჭრილობებისა და დამწვრობების ინფიცირების აცილებას, აღდგენის პროცესების გააქტიურებით. ამ დროს მალამო არ აზიანებს კანის სიცოცხლისუნარიან უჯრედებს. მალამოსებრი ფუძის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების წყალობით მირამისტინი-დარნიცა მოქმედებს არა მხოლოდ ჭრილობის ზედაპირულ მიკროფლორაზე, არამედ ჭრილობის გარშემო არსებულ ქსოვილებზე მოთავსებულ გამაღიზიანებლებზე.

ჩვენებები.
- ქირურგიაში – ჭრილობის პროცესის პირველ ფაზაში სხვადასხვა ლოკალიზაციისა და გენეზის ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ (ჩირქიანი კერების ქირურგიული დამუშავების შემდგომი ჭრილობები, ნაწოლები, ტროფიკული წყლულები, ოპერაციის შემდგომი დაჩირქებული ჭრილობები, ფისტულები); ჭრილობის პროცესის პირველ ფაზაში – აღდგენილი ჭრილობების განმეორებითი ინფიცირების პროფილაქტიკისათვის.
- კომბუსტოლოგიაში – ზედაპირული და ღრმა II-IIIA ხარისხის დამწვრობებისა და მოყინვების სამკურნალოდ, დამწვრობის ჭრილობათა მოსამზადებლად აუტოდერმოპლასტიკისათვის.
- დერმატოლოგიაში – კანისა და ლორწობითი გარსების სტრეპტო- და სტაფილოდერმიების, ტერფებისა და კანის მსხვილი ნაკეცების მიკოზების, მათ შორის დისჰიდრატული და პიოდერმიით გართულებული ფორმების, გლუვი კანის დერმატომიკოზების, ონიქომიკოზის და კერატომიკოზების, მათ შორის სირსველას, სამკურნალოდ.
- ჭრილობის ინფექციის გართულებათა საპროფილაქტიკოდ – მცირე საწარმოო და საყოფაცხოვრებო ჭრილობების დროს.

უკუჩვენებები. ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილე გამოყენებისას. ჭრილობის ღია ზედაპირზე მალამოს წასმისას შესაძლებელია წვისა და ტკივილის შეგრძნება, რომელიც თვითონ გადის ხანმოკლე დროის გასვლის შემდეგ.
საკმარისი გამოცდილება ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური დედების სამკურნალოდ არ არსებობს.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან. ჭრილობის კომბინირებული მკურნალობისას, როდესაც მალამოს მირამისტინი-დარნიცას ადგილობრივად გამოყენება შეთანხმებულია ანტიბიოტიკების სისტემურ შეყვანასთან, შესაძლებელია ანტიბიოტიკების კურსის დოზის შემცირება.

განსაკუთრებული მითითებები. მალამოს მირამისტინი-დარნიცა ეფექტურობა იზრდება, როდესაც მისი წასმა ხდება წინასწარ ასეპტიკური ხსნარით გასუფთავებული ჭრილობის ზედაპირზე. ჭრილობაში ჩირქოვან-ნეკროტული მასების არსებობა მოითხოვს მალამოს დამატებით რაოდენობას.

გამოყენების წესი და დოზები. მირამისტინი-დარნიცას მალამო გამოიყენება ადგილობრივად. ჭრილობებისა და დამწვრობების სტანდარტული დამუშავების შემდეგ მოზრდილებში პრეპარატი წაისმევა უშუალოდ დაზიანებულ ზედაპირზე, რის შემდეგაც დაიფინება სტერილური მარლის სახვევი, ან მალამო წაისმევა სახვევ ნაჭერზე, ხოლო შემდეგ ჭრილობაზე. პრეპარატით გაჟღენთილი ტამპონებით ამოივსება ჩირქიანი ჭრილობების ღრუ ქირურგიული დამუშავების შემდეგ. მალამოიანი მარლის ტურუნდები შეიყვანება ფისტულების მილებში.
ჩირქიანი ჭრილობებისა და დამწვრობების ჭრილობის პროცესის პირველ ფაზაში პრეპარატი გამოიყენება ერთხელ დღე-ღამეში, მეორე ფაზაში – ერთხელ 1-3 დღე-ღამეში ჭრილობის მდგომარეობის მიხედვით. დოზა დამოკიდებულია ჭრილობის ზედაპირის ფართობსა და ჩირქის ექსუდაციის ხარისხზე. მკურნალობის ხანგრძლივობა განპირობებულია ჭრილობების დასუფთავებისა და შეხორცების დინამიკით. რბილ ქსოვილებში ინფექციის ღრმა ლოკალიზაციის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკებთან ერთად, ამ დროს მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ანტიბიოტიკის მიღების კურსის ხანგრძლივობით.
დერმატოლოგიური დაავადებების მკურნალობისას მოზრდილებში პრეპარატი წაისმევა თხელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე რამოდენიმეჯერ დღე-ღამეში ან გაჟღენთილი მარლის სახვევი დაიდება დაზიანების კერაზე 1-2-ჯერ დღე-ღამეში მიკრობიოლოგიური კონტროლის უარყოფითი პასუხების მიღებამდე. გავრცელებული დერმატომიკოზების, კერძოდ რუბრომიკოზების დროს, მალამოს გამოყენება შეიძლება 5-6 კვირის განმავლობაში კომპლექსურ თერაპიაში გრიზეოფულვინთან ან სისტემური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან. ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების დროს მკურნალობის დაწყებამდე ხდება ფრჩხილის ფირფიტების მოშორება.
ჭარბი დოზა. პრეპარატის ჭარბი დოზა დღემდე არ გამოვლენილა. მაგრამ პრეპარატის დიდ რაოდენობით გამოყენებისას ჭრილობის ფართო ზედაპირზე, არ გამოირიცხება მირამისტინის გამოჩენა სისხლმიმოქცევის სისტემაში, რომლის მოქმედება არ გამოვლინდება როგორც კათიონის დეტერგენტის მოქმედება და შეუძლია გაახანგრძლივოს სისხლდენების დრო.
მკურნალობა. დოზის შემცირება ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, გამოიყენება კალციუმის პერორალური პრეპარატების, ვიკასოლი.

გვერდითი ეფექტები. ცალკეულ შემთხვევებში დამწვრობებისა და ტროფიკული წყლულების მკურნალობისას პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც თვითონ გაივლის და არ მოითხოვს ანალგეტიკების გამოყენებას და მალამოს გამოყენების შეწყვეტას.

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები. ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 8-15°C.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტით.

შეფუთვა. 1000 გ. ქილებში; 15 გ და 30 გ ტუბებში, 1 ტუბი კოლოფში
მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.

მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)