თსსუ-ის ამერიკული პროგრამისა და

თსსუ-ის ამერიკული პროგრამისა და "ავერსის" სააფთიაქო ქსელის ერთობლივი პროექტი

  • 2024-08-07
თსსუ-ის ამერიკული პროგრამისა და "ავერსის" სააფთიაქო ქსელის ერთობლივი პროექტი თსსუ-ს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პატრონაჟით განხორციელდა 
უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტები ორი თვის განმავლობაში ცამეტ სააფთიაქო ქსელში ეცნობოდნენ ფარმაცევტულ საქმიანობას და თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ პროცესში.
სოციალური პროექტის მიზანი სტუდენტებში ზოგადტრანსფერული უნარების განვითარება იყო. პროექტისთვის შერჩეულ პარტნიორ ორგანიზაციებს შორის "ავერსმა" ყველაზე მეტი - 26 სტუდენტი მიიღო.
23 ივლისს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელზეც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და პროგრამის დირექტორმა ეკა ეკალაძემ პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
სტუდენტებმა კი აუდიტორიას შთაბეჭდილებები გაუზიარეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ პროექტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.
ლალი დათეშიძემ, "ავერსის" პროექტის კოორდინატორმა, აღნიშნა, რომ "ავერსის" სააფთიაქო ქსელისა და თსსუ-ის თანამშრომლობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ყოველთვის მზად არის მონაწილეობა მიიღოს მსგავს პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებრივ ჯანდაცვას და პროფესიული ურთიერთობების განვითარებას.
გააზიარე: