3 აგვისტოს "ვილა მოსავალში" "ავერსის" სპორტული კლუბის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წლის სპორტული შედეგები შეაჯამეს და საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.
"ავერსის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მელანაშვილმა აღნიშნა, რომ დაჯილდოების მიზანია, აამაღლოს გუნდის წევრების მოტივაცია და წაახალისოს სპორტულ აქტივობაში უფრო მეტი ავერსელის ჩართვა.
"ავერსის" საფეხბურთო გუნდს მოგებული აქვს ბიზნეს ჩემპიონთა ტურნირის ბრინჯაოს ლიგა. წელს მან ვერცხლის ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო მეგობრობის თასის ფინალში მეორე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება საკალათბურთო გუნდს, ის სამოყვარულო ლიგის ოთხგზის ჩემპიონია, თუმცა, წელს ისიც მეორე ადგილს დასჯერდა.