ლევიკომი(ლევოფლოქსაც)500მგ#10ტ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათება
ლევიკომი
1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ლევიკომი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს, რაც არის 500 მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტური.
შემავსებლები:
ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს შემავსებლებს FD&C yellow #6/Sunset Yellow aluminum lake.
შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ფორთოხლისფერი, წაგრძელებული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი ნაზოლით.
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ ნახევრებად.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1 თერაპიული ჩვენება
მოზრდილებში ლევიკომის ტაბლეტები ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხ. პარაგრაფი4.4 და 5.1)
• მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
• ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებები
• არაჰოსპიტალური პნევმონია
• კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები.
ზემოხსენებული ინფექციისთვის ლევიკომი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არის მიზანშეწონილი ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ამ ინფექციების საწყისი მკურნალობისთვის.
• პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები (იხ. პარაგრაფი 4.4)
• ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი.
• გაურთულებელი ცისტიტი (იხ.პარაგრაფი 4.4)
• პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა და მკურნალობა (იხ. პარაგრაფი 4.4)
ლევიკომი შეიძლება გამოიყენონ თერაპიის კურსის დასასრულებლად იმ პაციენტებში, რომლებმაც აჩვენეს გაუმჯობესება ინტრავენური ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დაწყებისას.
ყურადღება უნდა მიექცეს ანტიბაქტერიული აგენტების სათანადო გამოყენების შესახებ ოფიციალურ მითითებებს.
4.2 დოზირება და მიღების მეთოდი
ლევიკომის ტაბლეტები მიიღება დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ.
დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე და სავარაუდო გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე.
ლევიკომის ტაბლეტები შეიძლება გამოყენებულ იქნას, აგრეთვე, თერაპიის კურსის დასასრულებლად იმ პაციენტებში, რომლებმაც აჩვენეს გაუმჯობესება ინტრავენური ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დაწყებისას; პარენტერალური და პერორალური ფორმების ბიოექვივალურობის გათვალისწინებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას იგივე დოზა.
დოზირება
ლევიკომისთვის შეიძლება გაიცეს დოზირების შემდეგი რეკომენდაციები:
დოზირება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი> 50 მლ/წთ)
ჩვენება |
სადღეღამისო დოზირების რეჟიმი (სიმძიმის მიხედვით) |
მკურნალობის ხანგრძლივობა (სიმძიმის მიხედვით) |
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
10 - 14 დღე |
ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავება
|
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
7 - 10 დღე |
საზოგადოებაში განვითარებული (არაჰოსპიტალური) პნევმონია |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ |
7 - 14 დღე |
პიელონეფრიტი |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
7 - 10 დღე |
გაურთულებელი ცისტიტი |
250 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
3 დღე |
საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციები |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
7 - 14 დღე |
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
28 დღე |
კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ |
7 - 14 დღე |
ინჰალაციური ციმბირის წყლული |
500 მგ დღე-ღამეში ერთხელ |
8 კვირა |
განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმლის ფუნქციის დაზიანება (კრეატინინის კლირენსი50მლ/წთ)
კრეატინინის კლირენსი |
დოზირების რეჟიმი |
||
250 მგ/24 სთ |
500 მგ/24 სთ |
500 მგ/ 12 სთ |
|
პირველი დოზა: 250 მგ |
პირველი დოზა: 500 მგ |
პირველი დოზა: 500 მგ |
|
50-20 მლ/წთ |
შემდეგ: 125 მგ/24 სთ |
შემდეგ : 250 მგ/24 სთ |
შემდეგ: 250 მგ/12 სთ |
19-10 მლ/წთ |
შემდეგ: 125 მგ/48 სთ |
შემდეგ : 125 მგ/ 24 სთ |
შემდეგ: 125 მგ/12 სთ |
< 10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და CAPD ჩათვლით) 1 |
შემდეგ: 125 მგ/48 სთ |
შემდეგ: 125 მგ/24 სთ |
შემდეგ: 125 მგ/24 სთ |
1 დამატებითი დოზები საჭირო არ არის ჰემოდიალიზის შემდეგ ან მუდმივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის შემდეგ (CAPD).
ღვიძლის ფუნქციის დაზიანება
დოზის კორექცია არ არის საჭირო, რადგან ლევოფლოქსაცინი არ მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ და შესაბამისად გამოიყოფა თირკმელებით.
ხანდაზმული პოპულაცია
დოზის კორექტირება არ არის საჭირო ხანდაზმულებში, გარდა თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებისა (იხ. პარაგრაფი 4.4. ”ტენდინიტი და მყესის გაგლეჯა“ და ”QT ინტერვალის გახანგრძლივება”).
პედიატრიული პოპულაცია
ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ბავშვებში და მოზარდებში (იხ. პარაგრაფი 4.3).
გამოყენების მეთოდი
ლევიკომის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაფხვნის გარეშე და საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით. დოზის ადაპტირებისთვის შეიძლება გაიყოს ნაპრალით. ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვების მიღებას შორის პერიოდში. ლევიკომის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს არანაკლებ ორი საათით ადრე ან შემდეგ რკინის მარილების, თუთიის მარილების, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან, ან დიდანოზინის (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირებები ალუმინის ან მაგნიუმის შემცველ ბუფერული აგენტებით), და სუკრალფატის მიღებისას, რადგან შესაძლებელია შეწოვის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.5).
4.3 უკუჩვენება
ლევიკომის ტაბლეტები არ უნდა გამოიყენონ:
• პაციენტებში, რომლებსაც აქვ მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინზე ან სხვა ქინოლონებზე ან რომელიმე შემავსებელზე, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 პარაგრაფში
• ეპილეფსიის მქონე პაციენტებში;
• პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მყესის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ფტორქინოლონების მიღებასთნ
• ბავშვებში ან მოზრდილებში,
• ორსულობის დროს;
• მეძუძურ ქალებში
4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
მეთიცილინ რეზისტენტული S.aureus, სავარაუდოდ ჯვარედინ რეზისტენტულია ფტორქინოლონებისადმი ლევოფლოქსაცინის ჩათვლით. აქედან გამომდინარე ლევოფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული ცნობილი ან ეჭვმიტანილი MRSA ინფექციების სამკურნალოდ, თუ ლაბორატორიულმა შედეგებმა არ დაადასტურა ორგანიზმის მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის მიმართ (და ხშირად რეკომენდებული ანტიბაქტერიული საშუალებები MRSA- ინფექციების სამკურნალოდ შესაბამისად არ მიიჩნევა).
ლევოფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მწვავე ბაქტერიული სინუსიტის მკურნალობისას და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს, როდესაც ეს ინფექციები სათანადოდ დიაგნოზირებულია.
E.coli-ს ფტორქინოლონებისადმი რეზისტენტობა - ყველაზე ხშირი პათოგენი, რომელიც მონაწილეობს საშარდე გზების ინფექციებში - მერყეობს ევროკავშირის მასშტაბით. ექიმებს ურჩევენ გაითვალისწინონ E.coli- ს რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა ფტორქინოლონების მიმართ.
ინჰალაციური ციმბირის წყლული: ადამანებში გამოყენება დაფუძნებულია in vitro Bacillus anthracis მგრძნობელობის მონაცემებზე და ცხოველების ექსპერიმენტულ მონაცემებზე, ადამინის შეზღუდულ მონაცემებთან ერთად. მკურნალმა ექიმებმა უნდა გაითვალსიწინო ნაციონალური და/ან საერთაშორისო კონსენსუსით მიღებული დოკუმენტები ჯილეხის მკურნალობის შესახებ.
ტენდინიტი და მყესის გაგლეჯა
ტენდინიტი შეიძლება იშვიათად განვითარდეს. ეს ყველაზე ხშირად მოიცავს აქილევსის მყესს და შეიძლება გამოიწვიოს მყესის გაგლეჯა. ტენდინიტი და მყესის გაგლეჯა ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათში და აღწერილია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში. ტენდინიტის და მყესის გაგლეჯის რისკი იზრდება 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ დღიურ დოზას 1000 მგ და პაციენტებში, რომლებიც იყენებენ კორტიკოსტეროიდებს. სადღეღამისო დოზა უნდა დაარეგულიროთ ხანდაზმულ პაციენტებში კრეატინინის კლირენსის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 4.2). ამ პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი აუცილებელია, თუ მათ ენიშნებათ ლევოფლოქსაცინი. ყველა პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, თუ მათ აღენიშნებათ ტენდინიტის სიმპტომები. თუ ტენდინიტი საეჭვოა, ლევოფლოქსაცინთან მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, და შესაბამისი მკურნალობა (მაგ. იმობილიზაცია) უნდა დაინიშნოს დაზარალებულ მყესზე (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.8).
Clostridium difficile-დაკავშირებული დაავადება
დიარეა, განსაკუთრებით მძიმე, მუდმივი ან / და სისხლიანი, ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში) შეიძლება იყოს Clostridium difficile ასოცირებული დაავადების სიმპტომი (CDAD). CDAD შეიძლება იყოს სხვადასხვა სიმძიმის, მსუბუქიდან სიცოცხლისათვის საშიშამდე, რომლის ყველაზე მძიმე ფორმაა ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ. პარაგრაფი 4.8). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებიც ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ სერიოზულ დიარეას აღნიშნავენ. თუ CDAD არის საეჭვო ან დადასტურებული, ლევოფლოქსაცინი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ანტიპერისტალტიკური სამედიცინო პროდუქტები ამ კლინიკურ სიტუაციაში უკუნაჩვენებია.
კრუნჩხვებისადმი მიდრეკილი პაციენტები
ქინოლონებმა შეიძლება შეამცირონ კრუნჩხვების ზღურბლი და შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ეპილეფსია (იხ. პარაგრაფი 4.3) და, ისევე, როგორც სხვა ქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან კრუნჩხვებისკენ ან მკურნალობენ აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც ამცირებენ ცერებრალური კრუნჩხვის ზღურბლს მაგალითად, თეოფილინი ( იხილეთ პარაგრაფი 4.5). კონვულსიური კრუნჩხვების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 4.8), ლევოფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
პაციენტები გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით
გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზის მოქმედების ლატენტური ან ფაქტობრივი დეფექტების მქონე პაციენტები შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ ჰემოლიზური რეაქციებისადმი, ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობისას, ამიტომ, თუ ლევოფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული ამ პაციენტებში, უნდა მოხდეს ჰემოლიზის პოტენციური მოვლენის მონიტორინგი.
პაციენტები თირკმლის დაზიანებით
რადგან ლევოფლოქსაცინი ძირითადად თირკმლით გამოიყოფა, ლევოფლოქსაცინის დოზა უნდა შეიცვალოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.2)
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანგიოედემა ანაფილაქსიურ შოკამდე), ზოგჯერ საწყისი დოზის შემდეგ (იხ. პარაგრაფ 4.8). პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და დაუკავშირდნენ მათ ექიმს ან სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელიც დაიწყებს სასწრაფო ზომებს.
მწვავე ბულოზური რეაქციები
ლევოფლოქსაცინით მკურნალობისას გამოვლინდა კანის ისეთი მწვავე ბულოზური რეაქციები სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, (იხ. პარაგრაფი 4.8). კანის და/ან ლორწოვანის რეაქციების განვითარებისას პაციენტებს უნდა ურჩიონ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე.
დისგლიკემია
როგორც ყველა ქინოლონის შემთხვევაში, სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, მათ შორის ჰიპერგლიკემიის და ჰიპოგლიკემიის ჩათვლით, აღინიშნება, ჩვეულებრივ, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორალურ ჰიპოგლიკემიურ აგენტებს (მაგ., გლიბენკლამიდი) ან ინსულინს, დაფიქსირდა ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის ინტენსიური მონიტორინგი (იხ. პარარგარი 4.8).
ფოტოსენსიბილიზაციის პრევენცია
ფოტოსენსიბილიზაცია აღინიშნა ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.8). რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა თავი შეიკავონ მზის ძლიერი შუქისგან ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებისგან (მაგ., მზის სხივის ლამპა ან სოლარიუმი), მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 48 საათის განმავლობაში, ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ K ვიტამინის ანტაგონისტებით
კოაგულაციის ტესტების (PT/INR)და/ან სისხლდენის შესაძლო რისკის ზრდის გამო პაციენტებში რომლებიც მკურნალობენ ლევოფლოქსაცინით და K ვიტამინის ანტაგონისტებით (მაგ. ვარფარინი) საჭიროა კოაგულაციური ტესტების მონიტორინგი ამ პრეპარატების ერთად მიღებისას (იხ. პარაგრაფი 4.5)
ფსიქოზური რეაქციები
ფსიქოზური რეაქციები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებს, ლევოფლოქსაცინის ჩათვლით. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ეს ყველაფერი პროგრესირდა სუიციდურ აზრებამდე და თვით-დამაზიანებელ ქცევამდე - ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.8). იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ეს რეაქცია აღენიშნება, ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები. სიფრთხილეა რეკომენდებული, თუ ლევოფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული ფსიქიატრიულ პაციენტებში ან ანამნეზში ფსიქიატრიული დაავადების მქონე პაციენტებში
QT ინტერვალის გახანგრძლივება
სიფრთხილეა საჭირო ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას, პაციენტებში, რომელთაც აქვთ ცნობილი რისკის ფაქტორები QT ინტერვალის გახანგრძლივებისთვის, მაგალითად,
- თანდაყოლილი გრძელი QT სინდრომი
- სამკურნალო საშუალებების პარალელური გამოყენება, რომლებიც ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივებით (მაგ., IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები)
- ელექტროლიტების არაკორექტირებული დისბალანსი (მაგ. ჰიპოკალემია, ჰიპომაგნიემია)
- გულის დაავადება (მაგ. გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია)
ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QTc- ის გამახანგრძლივებელი მედიკამენტების მიმართ. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციებში ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას
(იხ. პარაგრაფი.2. ხანდაზმულები 4.5, 4.8 და 4.9).
პერიფერიული ნეიროპათია
პერიფერიული სენსორული ნეიროპათია და პერიფერიული სენსორული მოტორული ნეიროპათია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, ლევოფლოქსაცინის ჩათვლით, რაც მისი გაჩენის დროს შეიძლება სწრაფი იყოს (იხ. პარაგრაფი 4.8). ლევოფლოქსაცინის შეწყვეტა უნდა მოხდეს, თუ პაციენტს აღენიშნება ნეიროპათიის სიმპტომეი, რათა თავიდან იქნას აცილებული შეუქცევადი მდგომარეობა.
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ნეკროზის შემთხვევები ფატალური უკმარისობის ჩათვლით აღწერილია ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას, ძირითადად მწვავე თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში, მაგალითად სეფსისის დროს (იხ . პარაგრაფი 4.8). პაციენტებს უნდა ურჩიონ მკურნალობა შეწყვიტონ და მიმართონ ექიმს ღვიძლის დაავადების სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, შარდის გამუქება, ქავილი და მუცლის გამაგრება.
myasthenia gravis გამწვავება
ფტორქინოლონები ლევოფლოქსაცინის ჩათვლით ხასიათდება ნერვკუნთოვანი მაბლოკირებელი მოქმედებით და შეიძლება გაამწვავოს კუნთების სისუსტე myasthenia gravis დაავადებულ პაციეტნებში.
პოსტმარკეტინგული, სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის სიკვდილიანობა და რესპირატორული დახმარების მოთხოვნილება, უკავშირდება ფტორქინოლონების გამოყენებას myasthenia gravis მქონე პაციენტებში. ლეოფლოქსაცინის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ myasthenia gravis.
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დაზიანებისას ან თვალზე რაიმე ეფექტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია (იხ. პარაგრაფი 4.7 და 4.8).
სუპერინფექცია
ლევოფლოქსაცინის გამოყენება, განსაკუთრებით ხანგრძლივად, შეიძლება იწვევდეს არა-მგრძნობიარე ორანიზმების ჭარბ ზრდას. თერაპიის დროს სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები.
ლაბორატორიულ ტესტებზე მოქმედება
ლევოფლოქსაცინით ნამკურნალბე პაციენტებში შარდში ოპიატების განსაზღვრამ შეიძლება აჩვენოს ცრუ-დადებითი შედეგები. შეიძლება აუცილებელი იყოს ოპიატებზე პოზიტიური ტესტის დადასტურება უფრო სპეციფიური მეთოდით.
ლევოფქლოსაცინი შეიძლება აინჰიბირებდეს Mycobacterium tuberculosis ზრდას და აქედან გამომდინარე შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებიტი შედეგები ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტირებისას.
ეს სამედიცინო აგენტი შეიცავს საღებავს sunset yellow (E110), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სხვა სამედიცინო პროდუქტების ეფექტი ლევოფლოქსაცინზე
რკინის მარილები, თუთიის მარილები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, დიდანოზინი
ლევოფლოქსაცინის შეწოვა მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც რკინის მარილები, ან მაგნიუმი- ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, ან დიდანოზინი (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირებები ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული შემცველობით) მიიღება ლევიკომის ტაბლეტებთან ერთად. ფტოქინოლონების ერთდროული მიღება თუთიის შემცველ მრავალ ვიტამინებთან ერთად, ამცირებს მათ ორალურ შეწოვას. მიზანშეწონილია, პრეპარატები, რომლებიც შეიცავს დივალენტურ ან ტრივალენტურ კათიონებს, როგორიცაა რკინის მარილები, თუთიის მარილები ან მაგნიუმი ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, ან დიდანოზინი (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირებები ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული აგენტებით), არ მიიღონ ლევიკომის ტაბლეტებამდე ორი საათით ადრე და ორ საათზე ნაკლებ დროში მისი გამოყენებიდან (იხ. პარაგრაფი 4.2). კალციუმის მარილებს მინიმალური გავლენა აქვთ ლევოფლოქსაცინის ორალურ აბსორბციაზე.
სუკრალფატი
ლევიკომის ტაბლეტების ბიომისაწვდომლობა მნიშნველოვნად მცირდება სუკრალფატთან ერთად მიღებისას. თუ პაციენტმა უნდა მიიღოს სუკრალფატი და ლევოფლოქაცინი, უმჯობესია სუკრალფატის მიღება ლევოფლოქსაცინის გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.2)
თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი არა-სტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები
კლინიკურ კვლევაში ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა თეოფილინთან. ამასთან შეიძლება მოხდეს ცერებრალური კრუნჩხვების ზღურბლი მკვეთრი დაქვეითება, როდესაც ქინოლონებს იღებენ თეოფილინთან, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან სხვა აგენტებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვის ზღურბლს.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია დაახლოებით 13%-ით მეტია ფენბუფენთან ერთად მიღებისას, ვიდრე მისი მარტო გამოყენებისას.
პრობენეციდი და ციმეტიდინი
პრობენეციდს და ციმეტიდინს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ლევოფლოქსაცინის ელიმინაციაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლის კლირენსი შემცირდა ციმეტიდინით (24%) და პრობენეციდით (34%). ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე მედიკამენტს შეუძლია ლევოფლოქსაცინის თირკმლის მილაკებით სეკრეციის ბლოკირება. ამასთან, კვლევაში გამოვლენილი დოზების დროს, ნაკლებად სავარაუდოა კლინიკურად მნიშვნელოვანი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კინეტიკური განსხვავებები.
სიფრთხილეა საჭირო როდესაც ლევოფლოქსაცინის ერთდროულად მიღება ხდება წამლებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმელზედა ჯირკვლის სეკრეციაზე, როგორიცაა პრობენეციდი და ციმეტიდინი, განსაკუთრებით თირკმელების პრობლემების შემთხვევაში.
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებმა აჩვენა რომ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა არ შეიცვალა კლინიკურად მნიშნველოვნად ლევოფლოქსაცინის შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას: კალციუმის კარბონატი ,დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი.
ლევოფლოქსაცინის ეფექტი სხვა სამედიცინო პროდუქტებზე
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 33%-ით გაიზარდა ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას.
K ვიტამინის ანტაგონისტები
კოაგულაციის ტესტების (PT/INR)და/ან სისხლდენის შესაძლო რისკის ზრდის გამო პაციენტებში რომლებიც მკურნალობენ ლევოფლოქსაცინით და K ვიტამინის ანტაგონისტებით (მაგ. ვარფარინი) საჭიროა კოაგულაციური ტესტების მონიტორინგი იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს (იხ. პარაგრაფი 4.4)
QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი საშუალებები
სხვა ფტორქინოლონების მსგავსად ლევოფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო QT ინტერვალის გამახანგრძივებელ პრეპარატებს (მაგ., IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები) (იხ. პარაგრაფი 4.4 QT ინტერვალის გახანგრძლივება).
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ლევოფლოქსაცინმა არ იმოქმედა თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე (რაც არის CYP1A2 სუბსტრატი), რაც მიუთითებს რომ ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2 ინჰიბიტორი.
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
საკვები
არ არსებობს საკვებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება. ლევიკომის ტაბლეტები შეიძლება გამოიყენონ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. ცხოველების კვლევებში არ არის პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით (იხ. პარაგრაფი 5.3). ამასთან, ადამიანის მონაცემების არარსებობისას და იმის გამო, რომ ქსპერიმენტული მონაცემები მიუთითებს ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის ხრტილების დაზიანების რისკზე, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში (იხ. პარაგრაფი 4.3 და 5.3).
ძუძუთი კვება
პროდუქტი უკუნაჩვენებია მეძუძურ ქალებში. არასაკმარისი ინფორმაციაა ადამიანის რძეში ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ; ამასთან, სხვა ფტორქინოლონები გამოიყოფა დედის რძეში. ადამიანის მონაცემების არარსებობისას და ამის გამო, რომ ექსპერიმენტული მონაცემებით ვლინდება ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის ხრტილის დაზიანების რისკი, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში (იხ.პარაგრაფი 4.3 და 5.3).
ფერტილობა
ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია ვირთაგვების ფერტილობის ან რეპროდუქციული უნარის დაზიანება.
4.7 გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ზოგიეთი არასასურველი ეფექტი (მაგ. თავბრუსხვევა/ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები) შეიძლება აზიანებდეს პაციენტის კონცენტრაციის და რეაქციის უნარს და აქედან გამომდინე შეიძლება რისკი იყოს იმ შემთხვევებში როდესაც ეს უნარები განსაკუთრებით მნიშნველოვანია (მაგ. ავტომობილის მართვა ან მექანიზმების გამოყენეა).
4.8 არასასურველი ეფექტები
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია კლინიური კვლევების მონაცემებზე, რომლებშიც მონაწილეობდა 8300-ზე მეტი პაციენტი და ექსტენსიური პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებიდან.
სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (≥1/10)
ხშირი (≥1/100, <1/10)
ნაკლებად ხშირი(≥1/1,000, <1/100)
იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000)
ძალიან იშვიათი (<1/10,000)
უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
სიხშირის ყოველი ჯგუფისთვის არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია კლებადი სიმძიმით.
ორგანოთა სისტემის კლასი |
ხშირი (>1/100 - <1/10 ) |
ნაკლებად ხშირი (>1/1,000 - <1/100) |
იშვიათი (>1/10,000 -<1/1,000) |
უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით) |
ინფექციები და ინვაზიები |
|
სოკოვანი ინფექციები Candida ინფექციის ჩათვლით პათოგენრეზისტენტობა
|
|
|
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები |
|
ლეიკოპენია ეოზინოფილია |
თრომბოციტოპენია ნეიტროპენია |
პანციტოპენია აგრანულოციტოზი ჰემოლიზური ანემია |
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები |
|
|
ანგიოედემა მომატებული მგრძნობელობა (იხ. პარაგრაფი 4.4)
|
ანაფილაქსიური შოკიa ანაფილაქტოიდური შოკი a (იხ. პარაგრაფი 4.4) |
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები |
|
ანორექსია |
ჰიპოგლიეკმია, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4) |
ჰიპერგლიკემია ჰიპოგლიკემიური კომა (იხ. პარაგრაფი 4.4) |
ფსიქიატრული დარღვევები |
უძილობა |
შფოთვა კონფუზიური მდგომარეობა ნევროზულობა
|
ფსიქოზური რეაქციები (მაგ. ჰალუცინაციები, პარანოია) დეპრესია აჟიტირება ანომალური სიზმრები კოშმარები |
ფსიქოზური დარღვევები თვით-დამაზიანებელი ქცევით, სუიციდური აზრებით ან სუიციდის მცდელობით (იხ. პარაგრაფი 4.4) |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
თავის ტკივილი თავბრუსხვევა |
ძილიანობა ტრემორი დისგევზია |
კონვულსია (იხ. პარაგრაფი 3 და 4.4) პარესთეზია |
პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (იხ. პარაგრაფი 4.4) პერიფერიულ სენსორული მოტორული ნეიროპათია (იხ. პარაგრაფი 4.4) პაროსმია ანოსმიის ჩავლით დისკინეზია ექსტრაპირამიდული დარღვევები აგევზია სინკოპე კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია |
თვალის მხრივ დარღვევები |
|
|
მხედველობის დარღვევები და დაბინდული მხედველობა (იხ. პარაგრაფი 4.4) |
მხედველობის ტრანზიტორული დაკარგვა (იხ.პარაგრაფი 4.4) |
ყურის და ლაბირინთის მხრივ დარღვევები |
|
ვერტიგო |
ტინიტუსი |
სმენის დაკარგვა სმენის დაზიანება |
გულის მხრივ დარღვევები |
|
|
ტაქიკარდია პალპიტაცია |
პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება პარკუჭოვანი არითმია და torsade de pointes (აღწერილი ძირითადად QT გახანგრძლივების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4 და 4.9) |
ვასკულური დარღვევები |
ეხება მხოლოდ ი.ვ. ფორმას: ფლებიტი |
|
ჰიპოტენზია |
|
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის მხრივ დარღვევები |
|
დისპნოე |
|
ბრონქოსპაზმი ალერგიული პნევმონიტი |
გასტრო-ინტესტინური დარღვევები |
დიარეა ღებინება გულისრევა |
მუცლის ტკივილი დისპეფსია შებერილობა ყაბზობა
|
|
დიარეა-ჰემორაგიული ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიუთითებდეს ენტეროკოლიტზე, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით (იხ. პარაგრაფი 4.4) პანკრეატიტი
|
ჰეპატობილიარული დარღვევები |
ღვიძლის ენზიმების მომატება (ALT/AST, ტუტე ფოსფატაზა, GGT) |
სისხლში ბილირუბინის მომატება |
|
სიყვითლე და ღვიძლის მწვავე დაზიანება, ღვიძლის მწვავე ფატალური უკმარისობის შემთხვევების ჩათვლით, განსაკუთრებით მძიმე თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4) ჰეპატიტი |
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები b |
|
გამონაყარი ქავილი ურტიკარია ჰიპერჰიდროზი
|
|
ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი სტივენს-ჯონსონის სინდრომი მულტიფორმული ერითემა ფოტოსენსიტურობის რეაქცია (იხ. პარაგრაფი 4.4) ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი სტომატიტი
|
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები |
|
ართრალგია მიალგია |
მყესების მხრივ დარღვვები (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.4) ტენდინიტის ჩათვლით (მაგ. აქილევსის მყესი) კუნთების სისუსტე, რაც შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს myasthenia gravis დროს (იხ. პარაგრაფი 4.4) |
რაბდომიოლიზი მყესის გაგლეჯა (მაგ. აქილევსის მყესი) (იხ. პარაგაფი 4.3 და 4.4) იოგის გაგლეჯა ართრიტი
|
თირკმლის და შარდის მხრივ დარღვევები |
|
სისხლში კრეატინინის მომატება |
თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ. ინტერსტიციალური ნეფრიტის გამო) |
|
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას |
ეხება მხოლოდ ი.ვ. ფორმას: ინფუზიის ადგილის რეაქცია (ტკივილი, სიწითლე)
|
ასთენია |
პირექსია |
ტკივილი (ზურგის, მკერდის და კიდურების ტკივილის ჩათვლით) |
a ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რექციები ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს პირველი დოზის შემდეგაც
b ლორწოვანის და კანის რეაქციები ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს პირველი დოზის შემდეგაც
სხვა არასასურველი რეაქციები რომლებიც დაკავშირებულია ფტორქინოლონების გამოყენებასთან მოიცავს:
• პორფირიის შეტევას პორფირიით დაავადებულ პაციენტებში
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მონიტორინგის საშუალებას.
4.9 დოზის გადაჭარბება
ცხოველებში კლინიკური ფარმაკოლოგიის ტოქსიკურობის კვლევების თანახმად, ჩატარებული სუპერ თერაპიული დოზებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები, რომლებიც მოსალოდნელია ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მწვავე დოზის მიღების შემდეგ, არის ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა კონფუზია თავბრუსხვევა, ცნობიერების დაზიანება და კონვულსიური კრუნჩხვები. QT ინტერვალის ზრდა, ისევე როგორც კუჭ-ნაწლავის რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ლორწოვანის ეროზია.
ცნს ეფექტები, მათ შორის კონფუზიური მდგომარეობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაცია და ტრემორი, შეინიშნება პოსტ მარკეტინგულ გამოცდილებაში
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. ეკგ – ს მონიტორინგი უნდა განხორციელდეს, QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო. ანტაციდები შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად. ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზის და CAPD ჩათვლით, ეფექტური არ არის სხეულიდან ლევოფლოქსაცინის გამოყოფისთვის.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს
5. ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
5.1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებები – ფტორქინოლონები
ათქ კოდი: J01MA12
ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონების კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული აგენტი არის რაცემიულ აქტიური ნივთიერების ოფლოქსაცინის S (-) ენანტიომერი
მოქმედების მექანიზმი
როგორც ფტორქინოლონური ანტიბაქტერიული აგენტი, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს DNA-DNA-გირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.
PK/PD კავშირი
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიოციდული მოქმედების ხარისხი დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) ან კონცენტრაციის მრუდის (AUC) შეფარდებაზე ან მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციაზე (MIC).
რეზისტენტობის მექანიზმი
ლევოფლოქსაცინისადმი რეზისტენტობა ვითარდება სტადიურად, სამიზნე ადგილის მუტაციებით II ტიპის ტოპეიზომერაზებში, დნმ-ის გირაზასა და ტოპოიზომერაზა IV- ში. წინააღმდეგობის სხვა მექანიზმები, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (გავრცელებულია Pseudomonas aeruginosa) და ეფლუქსის მექანიზმები ასევე შეიძლება მოქმედებდეს ლევოფლოქსაცინის მგრძნობელობაზე.
აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმის გამო, ზოგადად, ლევოფლოქსაცინს და ანტიბაქტერიული აგენტების სხვა კლასებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა არ არსებობს.
მოქმედების მექანიზმის გამო, ზოგადად, ლევოფლოქსაცინს და სხვა კლასის ანტიბაქტერიულ აგენტებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა არ არსებობს.
საკვანძო წერტილები
EUCAST რეკომენდაციას უწევს ლევოფლოქსაცინის MIC საკვანძო წერტილებს, გამოყოფს მგრძნობიარე და საშუალოდ მგრძნობიარე ორგანიზმებს, რეზისტენტული ორგანიზმებისგან, რაც წარმოდგენილია ქვემოთ MIC ტესტირების ცხრილში (მგ/მლ)
EUCAST კლინიკური MIC საკვანძო წერტილები ლევოფლოქსაცინისთვის (ვერსია2.0, 2012-01-01):
პათოგენი |
მგრძნობიარე |
რეზისტენტული |
Entecobacteriaceae |
≤1 მგ/მლ |
>2 მგ/მლ |
Pseudomonas spp. |
≤1 მგ/მლ |
>2 მგ/მლ |
Acinetobacter spp. |
≤1 მგ/მლ |
>2 მგ/მლ |
Staphylococcus spp. |
≤1 მგ/მლ |
>2 მგ/მლ |
S.pneumoniae1 |
≤2 მგ/მლ |
>2 მგ/მლ |
Streptococcus A, B, C, G |
≤1 მგ/მლ |
>2 მგ/მლ |
H, influenzae2,3
|
≤1 მგ/მლ |
>1 მგ/მლ
|
M. catarrhalis3 |
≤1 მგ/მლ |
>1მგ/მლ |
სახეობასთან დაუკავშირებელი საკვანძო წერტილები4 |
≤1 მგ/მლ |
>2მგ/მლ |
1 ლევოფლოქსაცინის საკვანძო წერტილები ეხება მაღალი დოზით თერაპიას
2 დაბალი დონის ფტორქინოლონისადმი რეზისტენტობა (ციპროფლოქსაცინის MICs 0,12-0,5 მგ/ლ) შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ამ წინააღმდეგობას კლინიკური მნიშვნელობა H. influenzae დაავადებებისთვის სასუნთქი გზების ინფექციებზე.
3 შტამები, რომელთა MIC მნიშვნელობები არის მგრძნობიარე წერტილზე ზემოთ, ძალიან იშვიათია ან ჯერ არ არის აღწერილი.ყოველი ასეთი იზოლატის იდენტიფიცირება და ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტები უნდა განმეორდეს და თუ შედეგი დადასტურებულია, იზოლატი უნდა გადაიგზავნოს შესაბამის ლაბორატორიაში. სანამ არ არსებობს მტკიცებულება კლინიკური პასუხის შესახებ დადასტურებული იზოლატებისთვის, როდესაც MIC– არსებულ რეზისტენტულ საკვანძო წერტილზე მაღალია, ისინი უნდა გამოცხადდნენ რეზისტენტულად.
4. საკვანძო წერტილი ეხება ორალურ დოზას 500 მგ x 1 –500 მგ x 2 და ინტრავენური დოზას 500 მგ x 1 –500 მგ x 2.
რეზისტენტობის პრევალენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროის მიხედვით შერჩეული სახეობებისას, სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის ქონა, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების დროს. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ ექსპერტების რჩევა როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა ისეთია, რომ აგენტის სასარგებლო თვისებები, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ტიპის ინფექციებში საეჭვოა
ხშირად მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამ-დადებითი ბაქტერიები
Bacillus anthracis
Staphylococcus aureus methicillin susceptible
Staphylococcus saprophyticus
Streptococci, group C and G
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae
Streptococcus pyogenes
აერობული გრამ-უარყოფითი ბაქტერიები
Eikenella corrodens
Haemophilus influenzae
Haemophilus para-influenzae
Klebsiella oxytoca
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
Proteus vulgaris
Providencia rettgeri
ანაერობული ბაქტერიები
Peptostreptococcus
სხვა
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophila psittaci
Chlamydia trachomatis
Legionella pneumophila
Mycoplasma pneumoniae
Mycoplasma hominis
Ureaplasma urealyticum
სახეობები რომელთა შეძენილი რეზისტენტობაც შეიძლება პრობლემა იყოს
აერობული გრამ-დადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecalis
Staphylococcus aureus მეტიცილინ-რეზისტენტული#
კოაგულაზა-ნეგატიური Staphylococcus spp
აერობული გრამ-უარყოფითი ბაქტერიები
Acinetobacter baumannii
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Klebsiella pneumoniae
Morganella morganii
Proteus mirabilis
Providencia stuartii
Pseudomonas aeruginosa
Serratia marcescens
ანაერობული ბაქტერიები
Bacteroides fragilis
მემკვიდრულად რეზისტენტული შტამები
აერობული გრამ-დადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecium
# მეტიცილინ-რეზისტენტული S. aureus ძალიან დიდი ალბათობით ჯვარედინ-რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ ლევოფლოქსაცინის ჩათვლით
5.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
აბსორბცია
პერორალურად დანიშვნისას ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება, პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 1 - 2 საათში. აბსოლუტური ბიომისაწვდომლობა 99 - 100%.
საკვები მცირე გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე.
მყარი მდგომარეობის მიღწევა ხდება 48 საათში, დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ 500 მგ დოზირების რეჟიმისას.
განაწილება
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30 - 40 % უკავშირდება შრატის ცილებს. ლევოფლოქსაცინის საშუალო განაწილების მოცულობა დაახლოებით 100ლ-ს შეადგენს 500მგ-ს ერთჯერადი და გამეორებითი დოზების შემდეგ. რაც ორგანიზმის ქსოვილებში ფართო განაწილებაზე მიუთითებს.
პენეტრაცია ქსოვილებში და ორგანიზმის სითხეებში:
ნაჩვენებია რომ ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვანის ეპითელიუმში, რაც ამოფენილია სითხის ალვეოლური მაკროფაგებით, ფილტვის ქსოვილში, კანში (ბლისტერების სითხეში), პროსტატის ქსოვილში და შარდში. თუმცა ლევოფლოქსაცინი სუსტად აღწევს თავ-ზურგტვინის სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოფლოქსაცინი ძალიან მცირედ მეტაბოლიზდება, მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შეადგენს დოზის <5% და იშვიათად გამოიყოფა შარდში. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ ახასიათებს ქირალური ინვერსია.
ელიმინაცია
ლევოფლოქსაცინის პერორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ ის შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (t½: 6 - 8 სთ). ექსკრეცია უპირატესად თირკმლით მიმდინარეობს (მიღებული დოზის >85%).
500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ლევოფლოქსაცინის სხეულიდან სრული კლირენსი იყო 175 +/- 29.2 მლ / წთ.
ინტრავენური და პერორალური მიღების შემდეგ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში დიდი განსხვავებები არ არის, რაც ვარაუდობს, რომ შეიძლება ორალური და ინტრავენური გზის მონაცვლეობა.
ხაზოვნება
ლევოფლოქსაცინი ემორჩილება ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას 50-1000მგ ფარგლებში.
განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმლის უკმარისობით დაავადებული სუბიექტები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმლის უკმარისობა. თირკმელების ფუნქციის შემცირებით მცირდება თირკმლისმიერი ელიმინაცია და კლირენსი, ხოლო ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ ცხრილში:
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობისას ერთჯერადი ორალური 500 მგ დოზის შემდეგ
Clcr [მლ/წთ] |
< 20 |
20 - 49 |
50 - 80 |
ClR [მლ/წთ] |
13 |
26 |
57 |
t1/2 [სთ] |
35 |
27 |
9 |
ხანდაზმული სუბიექტები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ახალგაზრდა და ხანდაზმულ სუბიექტებს შორის, იმ შემთხვევის გარდა როდესაც აღინიშნება კრეატინინის კლირენსის ხვაობა.
სქესობრივი განსხვავება
მამაკაცების და ქალების ცალკეულმა ანალიზმა აჩვენა მცირე ან მარგინალური სქესობრიცი განსხვავება ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში. არ არსებობს მტკიცებულება რომ სქესობრიცი განსხავება კლინიკურად მნიშვნელოვანია.
5.3 წინაკლინიკური უსაფრთხობის მონაცემები
არა კლინიკური მონაცემები არ აჩვენებს ადამიანებისთვის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს, ერთჯერადი დოზის ტოქსიკურობის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის ჩვეულებრივი გამოკვლევების საფუძველზე.
ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია ფერტილობის ან რეპროდუქციული პოტენციალის დარღვევა ვირთხებში ხოლო ნაყოფზე მისი ერთადერთი მოქმედება დედის ტოქსიკურობის შედეგად დაგვიანებული მომწიფება იყო.
ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია გენის მუტაცია ბაქტერიულ ან ძუძუმწოვრების უჯრედებში, მაგრამ განაპირობებს ქრომოსომის აბერაციას ჩინურ ზღვის გოჭის ფილტვის უჯრედებში in vitro. ეს ეფექტები შეიძლება მიეკუთვნებოდეს ტოპოეზომერაზას II ინჰიბირებას. In vivo ტესტებში (მიკრონუკლეუსი, დის ქრომატიდის გაცვლა, დნმ-ის სინთეზის არჩევა, დომინანტური ლეტალური ტესტები) არ გამოვლინდა გენოტოქსიკური პოტენციალი.
თაგვებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინს ჰქონდა ფოტოტოქსიური მოქმედება მხოლოდ ძალიან მაღალი დოზებით. ლევოფლოქსაცინმა არ აჩვენა გენოტოქსიკური პოტენციალი ფოტომუტაგენობის გამოკვლევაში და ეს ამცირებს სიმსივნის განვითარებას ფოტოკარცინოგენურობის კვლევაში.
სხვა ფტორქინოლონებთან შედარებით, ლევოფლოქსაცინმა აჩვენა გავლენა ხრტილზე (ბუშტუკები და ღრუები) ვირთხებში და ძაღლებში. ეს აღმოჩენები უფრო აღინიშნა ახალგაზრდა ცხოველებში.
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1 შემავსებლების ჩამონათვალი
ტაბლეტის ბირთვი:
მიკროკრისტალური ცელულოზა,
ჰიდროქსიპროპილცელულოზა
კროსპოვიდონი
მაგნიუმის სტეარატი
გარსი:
ჰიპრომელოზა
FD&C blue #2/ინდიგო კარმინი aluminum lake (E132),
FD&C yellow #6/Sunset Yellow aluminum lake (E110),
რკინის წითელი ოქსიდი (E172),
მაკროგოლი 4000,
ტიტანის დიოქსიდი (E171).
რკინის ყვითელი ოქსიდი
6.2 შეუთავსებლობა
უცნობია
6.3 შენახვის ვადა
4 წელი
6.4 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
ბლისტერი შეინახეთ კოლოფში, სინათლისგან დასაცავად
6.5
6.6 კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა
გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ/ალუმინის ბლისტერი, კოლოფში
შეფუთვის ზომა: შეფუთვაში 1, 5, 7 ან 10 ტაბლეტი.
ბაზარზე შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა
6.6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და შენახვისთვის
ნაზოლის ხაზი იძლევა დოზის ადაპტაციის საშუალებას, თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად
7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
“შ.პ.ს ჰელიოს ფარმა“ საქართველო
8. მწარმოებელი
ფარმათენი ს.ა., საბერძნეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.