კაპტოპრილი 25მგ #40ტ(ოზონი)

კაპტოპრილი 25მგ #40ტ(ოზონი)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კაპტოპრილი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 91805
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კაპტოპრილი

სავაჭროდასახელება:კაპტოპრილი

საერთაშორისოარაატენტირებულიდასახელება:კაპტოპრილი

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება კაპტოპრილს - 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალიზებული ცელულოზა - 24,5მგ

ლაქტოზა (რძის შაქარი) – 47,0 მგ

სიმინდის სახამებელი - 2,5მგ

მაგნიუმის სტეარატი  - 1,0მგ

აღწერილობა

თეთრი ან თეთრი კრემისფერი შეფერილობის ტაბლეტები, ბრტყელი ცილინდრის ფორმის, ცალ მხარეს ამოზნექილი დაქანებული გვერდებით.

ფარმაკოლოგიურითვისებები

ფარმაკოლოგიურიჯგუფი:

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი (აგფი).

ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიურიკოდი: С09АА01

ფარმაკოდინამიკა
კაპტოპრილი ანგიოტენზინ-I გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ ინჰიბიტორი) სპეციფიური ანტაგონისტია.
აგფ ინჰიბიტორების დადებითი ეფექტი ძირითადად ვლინდება პლაზმური რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დარგუნვით.  თირკმელების მიერ გამომუშავებული ენდოგენური ფერმენტი რენინი გამოიყოფა სისხლში, სადაც ის გარდაქმნის ანგიოტენზინოგენს ანგიოტენზინ I-ად, შედარებით არააქტიურ დეკაპეპტიდად. შედეგად, ანგიოტენზინ I გარდაიქმნება ანგიოტენზინ II-ად, ძლიერ ვაზოკონსტრიქტორად, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას და ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის გამოყოფას. 

აგფ ინჰიბიტორი ამცირებს ანგიოტენზინ II-ის პლაზმურ კონცენტრაციას და თავის მხრივ აქვეითებს ვაზოპრესორულ აქტივობას, ასევე ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას. თუმცა ეს უკანასკნელი მოქმედება მსუბუქი ხასიათისაა, შესაძლოა გამოიწვიოს შრატის კალიუმის დონის მცირედი მატება. რენინის სეკრეციაზე ანგიოტენზინ II-ის უკუკავშირის დაკარგვის შედეგად იზრდება პლაზმის რენინის მოქმედება. როგორც კინინური ფერმენტი, იგი ასევე პასუხისმგებელია ძლიერი ვაზოდილატაციური ეფექტის მქონე ბრადიკინინის არააქტიურ მეტაბოლიტად გარდაქმნაზე. აქედან გამომდინარე, აგფ ინჰიბიტორი იწვევს კალიკრეინ-კინინურ სისტემაზე ლოკალურ და ცირკულაციურ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს პროსტაგლანდინების სისტემის მეშვეობით პერიფერიულ სისხლძარღვთა ვაზოდილატაციას. შესაძლებელია, ნაწილობრივ ეს მექანიზმი განსაზღვრავს კიდევაც აგფ ინჰიბიტორის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას და  გარკვეული წვლილიც მიუძღვის ზოგიერთი არასასურველი რეაქციის გამოვლენაში. არტერიული წნევა ქვეითდება კაპტოპრილის ერთჯერადი ორალური დოზის მიღებიდან არაუგვიანეს 60-90 წთ-ის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა დოზადამოკიდებულია. სისხლის წნევა შეიძლება პროგრესულად შემცირდეს და მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად საჭირო გახდეს რამდენიმე კვირიანი მკურნალობის ჩატარება. თიაზიდურ დიურეტიკებთან ერთად მიღებისას მოსალოდნელია ჯამური ჰიპოტენზიური ეფექტი.

ჰიპერტენზიულ პაციენტებში კაპტოპრილი ამცირებს არტერიულ წნევას მდგომარე და მჯდომარე პოზიციაში, გულისცემის კომპენსაციური მომატებისა და წყლისა და მარილების შეკავების გარეშე. ჰემოდინამიკური კვლევებისას აღმოჩნდა, რომ კაპტოპრილი იწვევს პერიფერიული არტერიული წნევის მნიშვნელოვან შემცირებას. როგორც წესი, რენული პლაზმური ნაკადი და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე კლინიკურად უცვლელი რჩება.

პაციენტთა უმეტესობაში არტერიული წნევა ქვეითდება კაპტოპრილის პერორალური მიღებიდან 15-30 წთ-ს შემდეგ, ხოლო მაქსიმალურ ეფექტს აღწევს 60-90 წთ-ის შემდეგ. როგორც წესი, კაპტოპრილის გარკვეული დოზით მკურნალობისას, არტერიული წნევა მაქსიმალურად ქვეითდება 3-4 კვირის შემდეგ.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ასევე ხელს უწყობს ხანგრძლივი ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შენარჩუნებას. კაპტოპრილის თერაპიის უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ ზრდას (მოხსნის სინდრომს).
კაპტოპრილით მკურნალობა ზეგავლენას ახდენს ასევე მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებაზე. გულის უკმარობის მქონე ავადმყოფების ჰემოდინამიკის შესწავლამ აჩვენა, რომ კაპტოპრილი იწვევს როგორც პერიფერიული სისტემური რეზისტენტობის შემცირებას, ასევე ვენური მოცულობის ზრდას. ეს იწვევს გულის პრე- და პოსტ-დატვირთვის შემცირებას (ვენტრიკულური წნევის შემცირებას). გარდა ამისა, კაპტოპრილის მკურნალობის პროცესში დაფიქსირდა გულის წუთმოცულობის, დარტყმითი მოცულობის ინდექსის და დატვირთვის ტოლერანტობის ზრდა. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე პაციენტებში (LVEF < 40 %) ჩატარებულმა მრავლობითმა პლაცებო-საკონტროლო კვლევით გამოავლინდა, რომ კაპტოპრილი (გამოიყენებოდა ინფარქტიდან მე-3 მე-16 დღეებს შორის) ზრდიდა სიცოცხლისუნარიანობის კოეფიცენტს და ამცირებდა კარდიოვასკულური დისფუნქციით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ეს უკანასკნელი გამოვლინდა გულის უკმარობის სიმპტომების მოგვიანებითი განვითარებით და ასევე პლაცებოსთან შედარებით, გულის უკმარობის მქონე პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის შემცირებით. პლაცებოსგან განსხვავებით, კაპტოპრილი ასევე ამცირებდა განმეორებითი ინფარქტის შემთხვევებს და/ან გულის რევასკულარიზაციის ინტერვენციებს და/ან დამატებითი მედიკამენტების საჭიროებას, როგორიცაა შარდმდენები და/ან დიგიტალისი ან მედიკამენტის დოზის გაზრდა.

უფრო ფართო პლაცებო-საკონტროლო ცდამ, რომელშიც მონაწილეობდნენ მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტები, აჩვენა, რომ კაპტოპრილი (მიღებული ინფარქტიდან 24 სთ-ს განმავლობაში 1 თვის ხანგრძლივობით) პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვნად ამცირებდა საერთო სიკვდილიანობას 5 კვირის შემდეგ. კაპტოპრილის დადებითი ეფექტი ერთი წლის შემდეგაც შეიმჩნეოდა. არ გამოვლენილა ადრეული სიკვდილიანობის ფაქტები. კაპტოპრილის კარდიოპროტექტორული ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს პოსტინფარქტულ პერიოდში, ასაკის, სქესის, ინფარქტის ფართობის ან თანმხლები ეფექტური თერაპიის (თრომბოლიზური საშუალებების, ბეტა ბლოკატორებისა და აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენების) მიუხედავად.

დიაბეტური ნეფროპათია I ტიპის დიაბეტისას პლაცებო-კონტროლირებადმა, მულტიცენტრულმა, ორმაგა-ბრმა კლინიკურმა კვლევამ დაამტკიცა, რომ პლაცებოსთან შედარებით კაპტოპრილი ახანგრძლივებს (51%-ით) კრეატინინის საწყის კონცენტრაციას პროტეინურიის მქონე I ტიპის ინსულინზე დამოკიდებულ პაციენტებში, ჰიპერტენზიის ან მის გარეშე (არტერიული წნევის საკონტროლოდ ნებადართულია სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენება).

პლაცებოსთან (51%) შედარებით კაპტოპრილის მკურნალობისას უფრო იშვიათი იყო სიკვდილიანობის და ტერმინალური თირკმლის უკმარობის (დიალიზის, ტრანსპლანტაციის) შემთხვევები. 2 წლიანი მკურნალობისას კაპტოპრილი ამცირებდა დიაბეტიან და მიკროალბუმინურიის მქონე პაციენტებში ალბუმინის ექსკრეციას. სისხლის წნევის შემცირების გარდა, კაპტოპრილი ინარჩუნებს თირკმლის ფუნქციას.

ფარმაკოკინეტიკა 
პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატის არაუმეტეს 75% მალევე შეიწოვება და სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია 50 წუთში მიიღწევა. ცილებთან შეკავშირება, მეტწილად ალბუმინებთან, 25-30%-ს შეადგენს. კაპტოპრილი მეტაბოლიზდება ღვიძლში, კაპტოპრილის დისულფიდური დიმერის და კაპტოპრილ-ცისტეინდისულფიდის წარმოქმნით. მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით                                            3 საათს შეადგენს. თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას ნახევარდაშლის პერიოდი 3,5-3,2 საათს შეადგენს. თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას პრეპარატი კუმულირდება.  პრეპარატის 95%-ზე მეტი გამოიყოფა შარდის საშუალებით, საიდანაც 40-50% უცვლელი სახითაა, დანარჩენი ოდენობა ორგანიზმიდან გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 5 საათს.

გამოყენების ჩვენებები

-  არტერიული ჰიპერტენზია   (მათ შორის რენოვასკულური);

 - გულის ქრონიკული უკმარისობა  (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები

-         ჰიპერმგრძნობელობა კაპტოპრილზე, პრეპარატის ნებისმიერ ინგრედიენტზე და სხვა 

აგფ ინჰიბიტორებზე;  

-           ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ანამნეზში სხვა აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შემდგომ);

-         თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, აზოტემია, ჰიპერკალიემია, თირკმლის არტერიების ორმხრივი შევიწროება ან ერთადერთი თირკმლის სტენოზი, პროგრესირებადი აზოტემიით; თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;

-         აორტის ან სარქველის სტენოზი, სხვა დაბრკოლებების არსებობა, რაც ხელს უშლის გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მიმოქცევას;

-          ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

-         არტერიული ჰიპოტენზია;

-         კარდიოგენული შოკი;

-         ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

-         18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებიუნდა იქნას მიღებული შემდეგ შემთხვევებში:

- კლინიკურად მნიშვნელოვანი პროტეინურია (დღეში 1გ-ზე მეტი);

- დაქვეითებული იმუნური სისტემა ან კოლაგენოზით გამოწვეული ვასკულარული დაავადება (მაგ. წითელი მგლურა, სკლეროდერმია);

- ერთდროულად იმუნოსუპრესული პრეპარატების მიღებისას (მაგ. კორტიკოსტეროიდები/ ციტოსტატური საშუალებები, ანტიმეტაბოლიტები) ან ალოპურინოლის, პროკაინამიდის ან ლითიუმის გამოყენებისას;

- პოდაგრა;

- ჰიპოვოლემია;

- ცერებროვასკულარული ცირკულაციის პრობლემები;

- გულის კორონარული დაავადებები;

- მანიფესტირებული ან ლატენტური შაქრიანი დიაბეტი;

- ღვიძლის დაქვეითებული ფუნქცია.

სიფრთხილით გამოიყენება:

მძიმე აუტოიმუნური დაავადებებისას (მათ შორის სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია), ტვინ-ძვლოვანი სისხლის მიმოქცევის დაქვეითება (ნეიტროპენიის და აგრანუიციტოზის განვითარების რისკი), თავის ტვინის იშემია, შაქრიანი დიაბეტი (მაღალია ჰიპერგლიკემიის განვითრების რისკი), ავადმყოფები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, დიეტა ნატრიუმის შემცირებით, გულის იშემიური დაავადება, მდგომარეობები, რომელიც იწვევს მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებას (მათ შორის დიარეა, ღებინება), ხანდაზმული ასაკი.

მიღების წესი და დოზები

კაპტოპრილი მიიღება ჭამამდე ერთი საათით ადრე.

 დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად.

არტერიული ჰიპერტენზიისას, პრეპარატი ინიშნება საწყისი დოზით 25 მგ. დღე-ღამეში 2 ჯერ. საჭიროებისას დოზას თანდათან (2-4 კვირის ინტერვალით) ზრდიან ოპტიმალური ეფექტის მიღებამდე. მსუბუქი ან ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიისას, ჩვეულებრივი დოზა შედაგენს 25 მგ დღე-ღამეში 2-ჯერ; მაქსიმალური დოზა შეადგენს 50მგ დღე-ღამეში 2- ჯერ; მძიმე არტერიული ჰიპერტენზიისას მაქსიმალური დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში 3-ჯერ,   მაქსიმალური დოზა - 150 მგ.

გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ კაპტოპრილი ინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც დიურეტიკების გამოყენება არ უზრუნველყოფს ადეკვატურ ეფექტს. დაწყებითი სადღეღამისო დოზაა 6.25მგ 3-ჯერ დღეში, საჭიროებისას დოზას ზრდიან არაუმეტეს 2 კვირის ინტერვალით. საშუალო დოზა შეადგენს 25მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში. შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათან (არაუმეტეს 2 კვირის ინტერვალით) ზრდიან. მაქსიმალური დოზაა  150 მგ დღე-ღამეში.

თირკმელების ფუნქციის დარღვევებით პაციენტებში: თირკმელების ფუნქციის საშუალო დარღვევებისას (კრეატინინის კლირენსი (კკ) არანაკლებ 30მლ/წ/1,73მ2) კაპტოპრილი შიძლება დაინიშნოს შემდეგი დოზით: 75-100მგ დღე-ღამეში. თირკმელების ფუნქციის უფრო გამოხატული დარღვევებისას (კკ 30მლ/წ/1,73მ2 ნაკლები), საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 12,5-25მგ/დღ-ღამეში; შემდგომში, საჭიროებისას, საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვალებით, კაპტოპრილის დოზას თანდათან ზრდიან, მაგრამ გამოიყენებენ უმცირესს, ვიდრე ჩვეულებრივ, პრეპარატის სადღეღამისო დოზას.

საჭიროებისას, დამატებით ნიშნავენ მარყუჟოვან დიურეტიკებს, და არათიაზიდურ დიურეტიკებს.

გვერდითი მოქმედება

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის გამოხატული შემცირება, ტაქიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, პერიფერიული შეშუპება.

საშარდე სისტემის მხრივ: პროტეინურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, (სისხლში

შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება).

წყალ-ელექტროლიტური ა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მხრივ: ჰიპერკალიემია, აციდოზი.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ასთენია, ატაქსია, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა.

სასუნთქი სისტემის მხრივ:მშრალი ხველა, რომელიც გაივლის პრეპარატის მოხსნის შემდეგ,

ბრონქოსპაზმი, თირკმელების შეშუპება.  

ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები:   ანგიონევროზული შეშუპება,

შრატისმიერი დაავადება, ლიმფადენოპათია, იშვიათ შემთხვევებში - ანტიბირთვული ანტისხეულების გამოვლენა სისხლში.

დერმატოლოგიური რექაციები:გამონაყარი, ძირითადად მაკულო-პაპულოზური ხასიათის, იშვიათად ვაზიკულური ან ბულოზური ხასიათის, ქავილი, მომატებული  ფოტომგრძნობელობა.

კუჭ-ნაწალვის ტრაქტის, ღვიძლის, პანკრეასის, მხრივ: 

გემოს დარღვევა, პირის სიმშრალე, სტომატიტი, გულისრევა,  მადის დაქვეითება;

იშვიათად - დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაზრდა, ჰეპატოცელულარული დარღვევის და ქოლესტაზის ნიშნები (იშვიათ შემთხვევებში).

სხვა: პარესტეზიები

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული ვარდნა, კოლაფსამდეც კი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, თრომბოემბოლური გართულებები.

მკურნალობა: დააწვინეთ ავადმყოფი ქვედა კიდურების ზემოთ წამოწეული პოზით; ღონისძიებები მიმართულია  არტერიული წნევის აღდგენისაკენ (მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდა, მათ შორის ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმის სისტემის დადგმა), სიმპტომური თერაპია. შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება; პერიტონეალური ჰემოდიალიზი  არაეფექტურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დიურეზული საშუალებებისა და ვაზოდილატატორების (მაგალითად, მინოქსიდილი) ფონზე კაპტოპრილის ჰიპოტენზიურ მოქმედება ძლიერდება.

პაპტოპრილის ინდომეტაცინთან (და შესაძლებელია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სხვა პრეპარატებთან) ერთობლივად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზიური მოქმედების შემცირება.

კაპტოპრილის ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შემცირდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კლონიდინს.

კალიუმის შემნახველი დიურეტიკების ან კალიუმის პრეპარატების  კაპტოპრილთან ერთობლივმა მიღებამ შეიძლება  გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.

ლითიუმის მარილებთან ერთობლივმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში.

კაპტოპრილის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, ზრდის ნეიტროპენიის და/ან  სტივენს-ჯონსონის სინდრომის  განვითარების რისკს.

კაპტოპრილის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ იმუნოდეპრესანტებს, (მაგალითად, ციკლოფოსფამიდს ან აზატიოპრინს) ზრდის ჰემატოლოგიური დარღვევების განვითარების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები

კაპტოპრილით მკურნალობის დაწყებამდე და ასევე მკურნალობის პროცესში, საჭიროა 

თირკმელების ფუნქციის კონტროლი.

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, პრეპარატი გამოიყენება მკაცრი 

სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. 

კაპტოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება შემაერთებელი ქსოვილის

დაზიანების მქონე პაციენტებში (სისტემური წითელი მგლურა, პროგრესირებადი სისტემური სკლეროზი), შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნეიტროპენიას. კაპტოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება კოლაგენოზის მქონე პაციენტებში, ნეიტროპენიის და აგრანულოციტოზის განვითარების საშიშროების ზრდის გამო; პაციენტებში, რომლებიც იმუნოდეპრესანტებს ღებულობენ, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის არსებობისას (სერიოზული ინფექციების განვითარების საშიშროება, რომლებიც არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით თერაპიას).

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ალოპურინოლის ან პროკაინამიდით მკურნალობის ფონზე, ასევე იმუნოდეპრესანტების (აზატიოპრინის, ციკლოფოსფამიდის) მკურნალობის ფონზე, განსაკუთრებით თირკმლის  ფუნქციის დარღვევების  მქონე პაციენტებში. 

სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში, ვინაიდან მატულობს პროტეინურიის განვითარების საშიშროება. ასეთ შემთხვევებში პრეპარატით მკურნალობის პირველი 9 თვის განმავლობაში საჭიროა შარდში ცილის შემცველობის ყოველთვიური კონტროლი. თუ შარდში ცილის დონე აღემატება 1 გ/დღე-ღამეში, საჭიროა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. მკურნალობის პროცესში არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი შეიძლება შემცირდეს, თუ კაპტოპრილით მკურნალობის დაწყებამდე 4-7 დღით ადრე შეწყდება  დიურეზული საშუალებების გამოყენება ან საგრძნობლად შევამცირდება მისი დოზა.

კაპტოპრილის გამოყენების შედეგად სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა  მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა ზემოთ აწეული ფეხებით.

გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის დროს დადებითი ეფექტი აღინიშნება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანისას.

ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და უზრუნველყოფილი იქნას სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა. თუ შეშუპება ლოკალიზდება სახეზე, სპეციალური მკურნალობა ჩვეულებრივ, საჭირო არ არის (სიმპტომების  გამოხატულების შესამცირებლად შეიძლება გამოყენებული იქნას ანტიჰისტამინური პრეპარატები); იმ შემთვევაში, თუ შეშუპება ვრცელდება ენაზე, ხახასა და ხორხზე და არსებობს სასუნთქი გზების ობსტრუქციის საშიშროება, საჭიროა დაუყოვნებლივ ადრენალინის (ეპინეფრინის) შეყვანა კანქვეშ (0,5 მლ 1: 1000 განზავებით).

გამოშვებისფორმა

ტაბლეტები 25 მგ10 ტაბლეტი მოთავსებული პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგისაგან დამზადებულ კონტურლუჯრედულ, დაბეჭდილლაკირებულ შეფუთვაში. 

10, 20, 30, 40, 50 ან 100 მოთავსებულია წამლებისთვის გათვალისწინებულ პოლიმერულ კონტეინერში ან ხრახნიან პლასტმასის ან ალუმინის თავსახურიან მინის მასისგან დამზადებულ ფლაკონში.

ერთი კონტეინერი (ფლაკონი) ან 1, 2, 4, 6, 8 ან 10 კონტურულ დანაყოფებიანი შეფუთვა, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

10 ან 20 კონტეინერი (ფლაკონი) ან 20, 40, 60, 80 ან 100 კონტურულ დანაყოფებიანი შეფუთვა, გამოყენების ინსტრუქციების საჭირო რაოდენობასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს ყუთში (სტაციონარებისათვის).

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე).

მწარმოებელი

შპს ოზონი, რუსეთი.