ილუმინარი 10მლ.თვ.წვეთები

ილუმინარი 10მლ.თვ.წვეთები

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰიპრომელოზა+ნატრიუმის ჰიალურონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 91519
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ILUMINAR

 

შემადგენლობა:თვალის წვეთები ჰიპრომელოზას, ნატრიუმის ჰიალურონატის და დისტილირებული წყლის საფუძველზე“

დისტილირებული წყალი მოცვით; დისტილირებული წყალი გვირილით; დისტილირებული წყალი ალოე ვერათი; დისტილირებული წყალი ასკილით;  

თვალის  სიმშრალის შემცირებისთვის

მრავალჯერადი დოზა 10 მლ, არ შეიცავს კონსერვანტებს

ILUMINAR წარმოადგენს სტერილურ ხსნარს ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის ფიზიოლოგიური pH-ით. პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს.

ILUMINAR შეიცავს 2 დამარბილებელ კომპონენტს: ჰიპრომელოზას და ნატრიუმის ჰიალურონატს.

ნატრიუმის ჰიალურონატი გამოიყენება დამატენიანებელი და დამარბილებელი მოქმედებისთვის, რაც თავიდან აცილებს თვალის სიმშრალეს და ქმნის აპკს, რომელიც იცავს რქოვანას ენდოთელიუმს გარემო ფაქტორებისგან და თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისგან. ჰიპრომელოზა წარმოადგენს პოლიმერს მუკომიმეტური თვისებებით, რომელიც ახდენს ცრემლის აპკის სტაბილიზირებას რქოვანას ზედაპირზე დამცავი, გამჭვირვალე და წებვად-მკვრივი საფარის შექმნის გზით. ნატრიუმის ჰიალურონატი - ეს არის მოლეკულა, რომელიც ბუნებრივად არსებობს ადამიანის ორგანიზმში იქ, სადაც საჭიროა მუდმივი ტენიანობა (მყესი, კანი, ცრემლის აპკი) და ამიტომ იგი ბიოლოგიურად შეთვისებადია. მოცემული ლუბრიკანტი ჰიპრომელოზასთან ერთად უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის ხანგრძლივ ტენიანობას.

ლუბრიკანტები იზიდავენ და აკავებენ წყალს გარემოდან და ქმნიან საპოხს თვალის ზედაპირზე. ეს წებვადი სტრუქტურა თანდათან ათავისუფლებს წყალს, ამგვარად, ILUMINAR უზრუნველყოფს თვალის ხანგრძლივ ჰიდრატაციას.

გარდა ამისა, ILUMINAR შედგება რამდენიმე ნატურალური ინგრედიენტისგან.

დისტილირებული წყალი გვირილით ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და განახლებადი თვისებებით და შესაბამისად, გამოიყენება თვალში ტკივილისა და თვალის ლორწოვანი გარსის სიწითლის,  გამოწვეული ატმოსფერული მოვლენებით და გარემო ფაქტორებით, შემსუბუქებისთვის. დისტილირებული წყალი ალოე ვერათი ცნობილია თავისი დამატენიანებელი და ბაქტერიოსტატიკური თვისებებით, ხოლო დისტილირებული წყალი ასკილით - თავისი ვიტამინიზირებადი და გამაგრილებელი თვისებებით. დისტილირებული წყალი მოცვით იცავს ბადურას ლორწოვანს და განკუთვნილია თვალის დაღლის სიმპტომის სამკურნალოდ

ILUMINAR ახდენს დამატენიანებელ და დამარბილებელ მოქმედებას თვალის ზედაპირზე, ამცირებს სიწითლეს, დაღლილობას და დისკომფორტს თვალში და თვალის ლორწოვან გარსზე, გამოწვეული გარემო ფაქტორებით (ქარი, კვამლი, მზის შუქის, ზღვის მარილის და წყლის ხანგრძლივი ზემოქმედება). კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის დროს გამოიყენება თვალში სიმშრალის შემცირებისთვის. უზრუნველყოფს თვალის დაძაბულობის შემცირებას ლინზების გამოყენებისა და თვალის ზედაპირზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

ასევე თვალის წვეთებს ILUMINAR გააჩნია ოპტიმალური სიბლანტე, რომელიც აიოლებს ჩაწვეთების პროცესს კონტაქტური ლინზების მოხსნის შემდეგ, ხსნის სიწითლეს თვალებში, განსაკუთრებით მოზრდილებში, რომელთაც შეიძლება განუვითარდეს დისბალანსი ცრემლსადენ აპკში.

 

გამოყენების ინსტრუქცია

-         მოხსენით დამცავი აპკი გამოყენებამდე;

-         მოხსენით დამცავი ხუფი და გახსენით ფლაკონი;

-         შეიყვანეთ ½ წვეთი თითო თვალში, ფლაკონზე ოდნავ დაწოლით;

-         ფლაკონზე მსუბუქი დაწოლა საჭიროა პრეპარატის თანდათანობით შესაყვანად, ამგვარად ხუფის სისტემა ხელს უწყობს სტერილურობის, ხსნარის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების შენარჩუნებას კონსერვანტების გარეშე;

-         გამოყენების შემდეგ დაახურეთ ფლაკონს: პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს გახსნიდან შემდეგი 3 თვის განმავლობაში;

-         შეიძლება მისი ხშირი გამოყენება - დღეში რამდენჯერმე, ექიმის ჩვენების შესაბამისად.

პრეპარატის პირველად გამოყენებისას შესაძლებელია მოხდეს მხედველობის დაბინდვა. გარდა ამისა, შეიძლება დროებით იგრძნოთ უმნიშვნელო წვა თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შედეგად. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას დაუყოვნებლივ მიმართეს ექიმს.

 

 

შემადგენლობა

ნატრიუმის ჰიალურონატის 0,2%; ჰიპრომელოზას 0,2%, დისტილირებული წყალი ალოე ვერათი, დისტილირებული წყალი გვირილით, დისტილირებული წყალი მოცვით და დისტილირებული წყალი ასკილით, ბორიუმის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ILUMINAR წარმოადგენს სტერილურ ხსნარს და არ შეიცავს კონსერვანტებს ან ფოსფატის ბუფერებს.

 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

-         პროდუქტი განკუთვნილია ერთი პაციენტის მიერ გამოყენებისთვის, შეიძლება მისი მრავალჯერადი გამოყენება.

-         პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის;

-         არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ გახსნის მომენტში ფლაკონი დაზიანდა ან არ არის სრულად დალუქული.

-         ჩაწვეთების დროს არ შეეხოთ პიპეტით თვალს და სახის ზედაპირს.

-         რომელიმე მისაღებ პრეპარატთან შეუთავსებლობის არსებობის შემთვევაში

-         მკურნალობის დროს პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატი და მიმართეთ ექიმს.

-         არ გამოიყენოთ შეფუთვასა და ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

-         გამოყენების შემდეგ მოახდინეთ ფლაკონის უტილიზაცია სათანადო წესით.

-         შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

მრავალჯერადი დოზა 10 მლ, არ შეიცავს კონსერვანტებს.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს +25°C ტემპერატურაზე.

შეფუთვის გახსნის შემდეგ შიგთავსი უნდა გამოიყენოთ 3 თვის განმავლობაში.

სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა

თუ ფლაკონი არ არის გახსნილი, პრეპარატის მოქმედების ვადა არ აღემატება მრავალჯერადი დოზის შემცველ ფლაკონსა და კოლოფზე მითითებულ ვარგისობის ვადას.

 

C.O.C. Farmaceutici s.r.l.

მოდენას ქუჩა 15

40019-სანტ აგატა ბოლონიეზე (Bo) იტალია

დისტრიბუტორი: შპს. Claus Marsh, დიდი ბრიტანეთი

CE 0373

სამედიცინო დანიშნულების საქონელი             სტერილურია