ჰეპარგიტოლი A+B ფხვ#20პაკ
გააზიარე:
ჰეპარგიტოლი
საერთაშორისოდასახელება (აქტიურინივთიერება):
პაკეტი A: Sorbitol, Citric acid,
პაკეტი B: Arginine chlorhydrate, Sorbitol, Sodium anhydrous sulfate, Sodium hydrophosphate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ყაბზობის საწინააღმდეგო, ოსმოსურად მოქმედი საფაღარათო საშუალებები
შემადგენლობა
პაკეტი A: სორბიტოლი 1,8450 გ , ლიმონმჟავა 0,8780 გ ერთ პაკეტზე
პაკეტი B: არგინინის ქლორჰიდრატი 0,5000გ, სორბიტოლი: 1,5700 გ, უწყლო ნატრიუმის სულფატი: 0,0660 გ, ნატრიუმის ჰიდროგენოფოსფატი:0,1190 გ, ერთ პაკეტზე.
დამხმარე შემადგენლები
პაკეტი A : საქაროზა, ფორთოხლის ზეთი,ნატურალური კონცენტრირებული ლიმონის ზეთი.
პაკეტი B: ნატრიუმის ბიკარბონატი, საქაროზა
მედიკამენტი წარმოდგენილია კოლოფით, რომელიც შეიცავს 20 პაკეტ ორალურ ფხვნილს.
მოქმედება და თერაპიული ჩვენებები
ჰეპარგიტოლი არის ოსმოსური საფაღარათო და საკვების მონელების გასაუმჯობესებელი კომბინირებული პრეპარატი, რეკომენდებულია ყაბზობის და დისპეფსიის დროს.
ჰეპარგიტოლი ნაწლავის სანათურში აკავებს წყალს, არბილებს განავალს, ეფექტურია ფეკალური საცობების პრევენციისა და დაშლისთვის, აღადგენს რეგულარულ ნაწლავთა მოქმედებას, ხელს უწყობს უმტკივნეულო დეფეკაციას, აუმჯობესებს საკვების მონელებას (ნაღვლმდენი ეფექტი, პანკრეასის ფერმენტების აქტივაცია), აქრობს დისპეფსიის სიმპტომებს (გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ტკივილი და სიმძიმე ეპიგასტრიუმის არეში). ჰეპარგიტოლი არ იწვევს ტენეზმებს, შებერილობას და სწორი ნაწლავის გაღიზიანებას.
მიღების წესი
ორივე პაკეტის შემადგენლობა იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში და უნდა შეანჯღრეს.
შეკრულობის დროს: მიიღება1- 2 პაკეტი უზმოზე, დილით.
დისპეფსიის დროს: მედიკამენტი მიიღება ჭამამდე ან უშუალოდ სიმპტომების დროს ნახევარი ჭიქა წყალში გახსნილი.
მოზრდილებში: 2-დან 4 პაკეტამდე დღეში.
2 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი დღეში.
5 წლის ზემოთ: 1-2 პაკეტი დღეში.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
ამ მედიკამენტის მიღება შესძლებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს,თუ დაცული იქნება მიღების წესი.
გაფრთხილება: გაურკვეველი მიზეზის ყაბზობის შემთხვევაში, ისეთი შეკრულობისას, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, სიცხე, მუცლის შებერილობა, აუცილებელის ექიმის კონსულტაცია. უმარილო დიეტის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია 0,277 გრ. ნატრიუმის არსებობა ერთ პაკეტში; ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს. კოლიტის დროს, საჭიროა დოზის შემცირება და პრეპარატის უზმოზე მიღებისაგან თავის არიდება. დიაბეტის შემთხვევაში მოერიდეთ გამოყენებას; გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ პაკეტში საქაროზის შემცველობა არის 0.500გ.
უკუჩვენებები
მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება, კრონის დაავადება, უცნობი გენეზის აბდომინალური ტკივილი.
გამოშვებისფორმა
პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი,
პაკეტი A + პაკეტი B №20
შენახვის წესი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მედიკამენტი არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ჯორჯიან რემედი ლიმიტედ .
მწარმოებელი: ELERTE, საფრანგეთი