ალდობრონქიალი 2მგ/5მლ100მლ სირ
გააზიარე:
ალდობრონქიალი 2 მგ/5მლ სიროფი
1. ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფი და მისი გამოყენება
ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფის აქტიური ინგრედიენტია სალბუტამოლი. ის მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების ჯგუფის მედიკამენტებს.
ალდობრონქიალი სიროფი ნაჩვენებია ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკისა და სიმპტომური მკურნალობისთვის (ფილტვებში სასუნთქი გზების ოკლუზია), რომლებიც დაკავშირებულია ასთმურ შეტევებთან და სასუნთქი გზების შექცევად ობსტრუქციულ დაავადებასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებთან. აღნიშნული მიეკუთვნება ფილტვების დაავადებათა ჯგუფს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ანთებას, რის შედეგადაც ხდება ფილტვებში ჰაერის ნაკადის ბლოკირება.
2. ალდობრონქიალი 2 მგ/5მლ სიროფის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
არ გამოიყენოთ ალდობრონქიალი სიროფი
− თუ ხართ ალერგიული სალბუტამოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ალდობრონქიალი სიროფის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას:
− თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (ჰიპერთირეოზი);
− თუ გაქვთ გულის დაავადებების ისტორია, არარეგულარული გულისცემა ან სტენოკარდია;
− თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
− თუ გაქვთ ასთმის მწვავე ფორმა, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის დონის დაქვეითება, რაც შეიძლება გაუარესდეს ჰიპოქსიით (ჟანგბადის ნაკლებობა);
− კალიუმის დონის ვარდნა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ მედიკამენტმა, შესაძლოა გაუარესდეს ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებით;
− თუ გაქვთ დიაბეტი, ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დონე.
ბავშვები და მოზარდები
ეფექტურობა და უსაფრთხოება სათანადოდ არ არის დადასტურებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება სპორტსმენებში
ეს წამალი შეიცავს სალბუტამოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგი დოპინგის ტესტში.
სხვა მედიკამენტები და ალდობრონქიალი სიროფი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს გაქვთ მიღებული ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი.
არ გამოიყენოთ ერთდროულად არაკარდიოსელექციურ ბეტა-ბლოკატორებთან, მაგალითად, პროპრანოლოლთან ან მსგავს მედიკამენტებთან ერთად. არაკარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორები გამოიყენება მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის), გულის პათოლოგიური დარღვევების (არითმიის) და გულმკერდის ტკივილის სამკურნალოდ (სტენოკარდია); შაკიკის თავიდან ასაცილებლად და ადგილობრივად, გლაუკომის სამკურნალოდ. ბეტა- ბლოკატორები ზოგჯერ ინიშნება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ სტენოკარდია, გულის შემდგომი შეტევების თავიდან ასაცილებლად.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ორსულობისას ან ლაქტაციის დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ალდობრონქიალის სიროფს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
3. ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფის გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.
ექიმი გეტყვით, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ალდობრონქიალი სიროფი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად.
თუ ექიმმა განაზავა ალდობრონქიალის სიროფი, მიღებული ნაზავი უნდა შეინახოთ სინათლისაგან დაცულ ადგილას და გამოიყენოთ 28 დღის განმავლობაში.
დოზირება
მოზრდილები
რეკომენდებული დოზაა 5 მლ-დან 10 მლ-მდე (2-დან 4 მგ), რომელიც მიიღება დღეში სამჯერ ან ოთხჯერ.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
2-6 წლის ასაკში |
რეკომენდებული დოზაა 2.5 მლ-დან 5 მლ-მდე (1-2მგ) 3-4-ჯერ დღეში |
6-12 წლის ასაკში |
რეკომენდებული დოზაა 5 მლ (2 მგ) 3-4-ჯერ დღეში |
12 წლის ზემოთ |
რეკომენდებული დოზაა 5 მლ-დან 10 მლ-მდე (2-4 მგ) 3-4-ჯერ დღეში |
შესაძლოა ექიმმა დინიშნოს რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზა.
ალდობრონქიალი სიროფი მოსახერხებელია მოზრდილების და ბავშვებისთვის, რომლებიც ამჯობინებენ თხევადი მედიკამენტების მიღებას.
ბავშვების, ხანდაზმულებისა და ამ პრეპარატის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 5 მლ ალდობრონქიალის სიროფით (2 მგ) 3-4-ჯერ დღეში.
ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად იყოს დაცული მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია ან ექიმის მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობით და რამდენჯერ უნდა იყოს მიღებული პრეპარატი. ნუ მიიღებთ იმაზე მეტს, რაც დანიშნული გაქვთ ექიმის მიერ. დოზირებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ფიქრობთ, რომ ალდობრონქიალის სიროფის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აღნიშნული იფორმაცია სწრაფად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა განვითარდეს ასთმის გამწვავება და საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტით მკურნალობა.
თუ მიიღეთ ალდობრონქიალი სიროფის რეკომენდებულ დოზაზე მეტი
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი გადაყლაპვისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში (ტელ: (+34) 91 562 04 20) მედიკამენტის სახელის და მიღებული გადაჭარბებული დოზის რაოდენობის მითითებით.
ამასთანავე, თუ გადაყლაპული დოზა დიდია, მაშინვე უნდა მიმართოთ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულების სასწრაფო განყოფილებას. მიზანშეწონილია, რომ თან იქონიოთ ამ მედიკამენტის მუყაოს კოლოფი და გამოყენების ინსტრუქცია, რათა აჩვენოთ ჯანდაცვის წარმომადგენელს.
თუ შემთხვევით რეკომენდებულ დოზაზე უფრო მეტს მიიღებთ, არსებობს გვერდითი მოვლენების განვითარების დიდი რისკი, როგორიცაა გულის აჩქარება, თავის ტკივილი, ტრემორი და კუნთების კრუნჩხვები (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები). თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე უფრო მაღალი რაოდენობა, დაუყოვნებლივ უნდა
აცნობოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ალდობრონქიალი სიროფის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება, მიიღეთ მომდევნო დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ თუ უკვე მოახლოვებულია მომდევნო დოზის მიღების დროს, დაიცადეთ ამ დრომდე.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ალდობრონქიალი სიროფმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სალბუტამოლთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1 ან მეტ პაციენტში), ხშირი (ვლინდება ყოველი 100-დან 1-დან 10-მდე პაციენტში), არახშირი (ვლინდება ყოველი 1,000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე პაციენტში), იშვიათი (ვლინდება ყოველი 10,000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე პაციენტში) და ძალიან იშვიათი (ვლინდება ყოველი 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში) იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით. ძალიან ხშირი, ხშირი და ძალიან იშვიათი მოვლენები დადგინდა კლინიკური კვლევების მონაცემებიდან. იშვიათი და ძალიან იშვიათი არასასურველი ეფექტები მიღებულია სპონტანური ანგარიშებიდან.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები ანგიოედემის ჩათვლით (კანის რეაქციები სიწითლის თანხლებით, შეშუპებითა და ქავილით), ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი (ბრონქის კედლების შევიწროება ჰაერის ნაკადის შეზღუდვით), ჰიპერტენზია და კოლაფსი.
მეტაბოლიზმი და კვების მხრივ დარღვევები
იშვიათად: ჰიპოკალემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე).
ბეტა-2 აგონისტებით მკურნალობამ (კარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორები) შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად სერიოზული ჰიპოკალემია.
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი − ტრემორი.
ხშირი − თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათი − ჰიპერაქტიურობა.
გულის დარღვევები
ხშირი: ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა), პალპიტაცია.
იშვიათი: გულის არითმიები, მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლები (გულისცემის დარღვევები).
უცნობი: მიოკარდიუმის იშემია * (იხ. პარაგრაფი 2).
მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი სიხშირე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, ზოგიერთ ადამიანს ზოგჯერ შეიძლება აღენიშნოს გულმკერდის ტკივილი (გულის პრობლემების გამო, როგორიცაა სტენოკარდია). ალდობრონქიალი სიროფით მკურნალობის დროს ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე აცნობეთ ექიმს, მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის მითითების გარეშე.
* სპონტანური ანგარიშები პოსტმარკეტინგული მონაცემებიდან, შესაბამისად, სიხშირე კლასიფიცირდება როგორც უცნობი.
სისხლძარღვთა დარღვევები
იშვიათი: პერიფერიული ვაზოდილატაცია (პერიფერიული სისხლძარღვების დილატაცია).
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ხშირი − კუნთების კრუნჩხვები.
ძალიან იშვიათად − კუნთების დაჭიმულობის შეგრძნება.
რაიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტს, რომლებიც შესაძლოა არ იყოს ჩამოთვლილი წამლის გამოყენების ინსტრუქციაში.
5. ალდობრონქიალი 2 მგ/5მლ სიროფისშენახვის პირობები
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს სპეციალური შენახვის პირობებს.
მოქმედების ვადა
არ გამოიყენოთ პრეპარატი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია ბოთლზე EXP-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომელიც აღარ გჭირდებათ მოათავსეთ აფთიაქში SUGRE პუნქტში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. სხვა ინფორმაცია
ალდობრონქიალი 2 მგ/5 მლ სიროფის შემადგენლობა
− აქტიური ნივთიერებაა სალბუტამოლი (სულფატი). ყოველი 5 მლ შეიცავს 2 მგ სალბუტამოლის სულფატს.
− სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ნატრიუმის ბენზოატი (E-211), ჰიპრომელოზა, ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის არომატიზატორი და გამოხდილი წყალი.
ალდობრონქიალი სიროფის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემცველობა
ალდობრონქიალი სიროფი არის უფერო, გამჭვირვალე სითხე ფორთოხლის არომატით, რომელიც გამოდის 100 მლ-იან შეფუთვაში დოზირებული ჭიქით.
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს ლაბორატორია ალდო-უნიონი (Laboratorio Aldo-Union S.L.)
ბარონესა დე მალდა, 73
08950, ესპლუგეს დე ლობრეგატი
ბარსელონა, ესპანეთი.
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური განახლებული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/