სანდესპრი ჯუნ.D3 400სე20მლ წვ
გააზიარე:
სანდესპრი ჯუნიორი
კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება
საკვები დანამატი
შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი (დაახლოებით 25 წვეთი) შეიცავს: აქტიური ნივთიერებას - ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) - 10 000 სე.
1 წვეთი შეიცავს 400 სე ვიტამინ D3.
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, შაქარი, პოლიეთილენგლიკოლი, პოლიოქსიეთილენსორბიტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა
რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინი D3?
ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციას და ზრდის პროცესს. ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია. მისი დეფიციტი ბევრად უფრო საზიანოა ორგანიზმისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვიტამინის. ვიტამინი D წარმოიქმნება კანში, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ვიტამინი D 3 ვიტამინი D – ს ბუნებრივი ფორმაა და ვიტამინ D2-თან შედარებით ხასიათდება 25%-ით უფრო მეტი აქტივობით.
ვიტამინი D 3 კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულატორია, იგი აძლიერებს მათ შეწოვასა და მინერალური მარილების ტრანსპორტს.
ვიტამინი D 3 აქტიური ანტირაქიტული ფაქტორია, იგი ხელს უწყობს ბავშვებში ძვლოვანი ჩონჩხისა და კბილების ფორმირებას, ძვლების სტრუქტურების შენარჩუნებას.
ვიტამინი D3 აუცილებელია ფარისებრახლო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინი D3 მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.
საკვებში ვიტამინ D-ს ნაკლებობა, მისი შეწოვის დარღვევა, კალციუმის დეფიციტი, ასევე ბავშვის სწრაფი ზრდის პერიოდში მზეზე არასაკმარისად ყოფნა, იწვევს რაქიტს,
ჩვენებები:
•ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა
•რაქიტისა და რაქიტისმაგვარი დაავადებების პროფილაქტიკა
•ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებისპროფილაქტკა
•მალაბსორბცია
•ლაქტოზის აუტანლობა
მიღების წესი და დოზირება:
1 წვეთი შეიცავს 400 სე ვიტამინ D3-ს *%DV 100% (*DV(Daily Value)- ყოველდღიური ღირებულება)
ახალშობილებში 3-4 კვირის ასაკიდან 2-3 წლამდე, 1-2 წვეთი დღე-ღამეში
დღენაკლულ ბავშვებში 7-10 დღის ასაკიდან, 2-3 წვეთი დღე-ღამეში.
ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია დოზის შემცირება 1 წვეთამდე დღე-ღამეში.
მიღების ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითიმოვლენები:
იშვიათად, ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.
დოზისგადაჭარბება: სიმპტომები: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მოუსვენრობა, წყურვილი, დიარეა, ნაწლავური კოლიკა, სხეულის მასის პროგრესული კლება.
ორსულობადალაქტაციისპერიოდი: სანდესპრი ჯუნიორი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შენახვისპირობები:
შეინახეთ ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას, მჭიდროდ დახურული სარქველით.
გამოშვებისფორმა: 20 მლ წვეთები, მარწყვის არომატით.










