გააზიარე:
ავენი - Intense Protect Very high protection SPF 50+ 150 ml
ინტენს პროტექტი ძალიან მაღალი დაცვა მდფ 50+ 150მლ; პროდუქტი სპეციალურად განკუთვნილია ჩვილების, ბავშვების და მოზრდილების უფრო მეტად მგრძნობიარე კანისთვის, ის უნდა გამოვიყენოთ ინტენსიური გარემო პირობებისთან თავის დასაცავად (მაღალი მთა, ტროპიკული ამინდი, მაღალი ტენიანობა და ა.შ) გამოიყენება სახეზე და ტანზე, არ წვავს თვალებს. აქვს ძალიან მაღალი ტოლერანტობა კანზე, რაც დამტკიცებულია დერმატოლოგები და პედიატრების მიერ. პროდუქტი არის არაკომედოგენური. გამოყენება: მზეზე გასვლის წინ (20-30 წუთით ადრე) წაისვით კანზე საკმარისი რაოდენობით (მაგალითად მკლავებზე წასასმელად საჭიროა გამოვუშვათ პროდუქტი 2 თითის სიგძის ოდენობით) მზისგან დაცვის ხარისხი პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული კანზე დატანილი პროდუქტის რაოდებობაზე. პერიოდულად განაახლეთ მისი წასმა, განსაკუთრებით წყლიდან ამოსვლის, ოფლიანობის და პირსახოცით შემშრალების შემდეგ. არ გაჩერდეთ დიდხანს მზეზე განსაკუთრებით 12 დან 16 საათამდე თუნდაც მზისგან დამცავით. მოერიდეთ პროდუქტის თვალში მოხვედრას. თვალში მოხვედრის შემთხვევაში დაიბანეთ თვალი სუფთა წყლით. განსაკუთრებით მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს ჩვილები და ბავშვები. შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.