პარადოქს ვიტ D3 5000სე#60კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პარადოქს® ვიტამინი D3 5000 ს/ე - კაფსულები N60
გამოყენების ინსტრუქცია
Paradox®ვიტამინიD3 5000 ს/ე (125µg)
გარანტირებული ინგლისური ხარისხი
ჩვენი ორგანიზმის ნორმალური და ჯანმრთელი ფუნქციონირებისათვის ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები აუცილებელია. ვინაიდან ჩვენს ორგანიზმს მათი სინთეზი არ შეუძლია მათი მიღების წყარო მხოლოდ მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი საკვები ან საკვები დანამატები გახლავთ.
პარადოქს კომპანიამ შეიმუშავა და განავითარა ვიტამინებისა და მინერალების ხაზი სპეციფიკურად იმუნური სისტემის ჯანმრთელი ფუნქციონირებისათვის.
- პარადოქსი ქმნის ინოვაციურ და უნიკალურ საკვებ დანამატებს კვების გაუმჯობესებისათვის.
- Paradox® ვიტამინი D-ს აქვს პარადოქსის პროდუქტებისათვის დამახასიათებელი უმაღლესი ხარისხი!
PARADOX IMMUNE ვიტამინები
იზრუნეთ თქვენს იმუნურ სისტემაზე და ის იზრუნებს თქვენზე |
დოქტორი ჯეფ ჰეიჰერსტი - Founder Paradox®
Dr Geoff. Hayhurst
Paradox® ვიტამინი D3- ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
აღწერილობა და თვისებები
რეკომენდირებულია ვიტამინ D-ს დამატება საკვები რაციონისთვის, რომ უზრუნველვყოთ ვიტამინ D-ს ოპტიმალური დონე მთელი წლის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის ვინც ნაკლებ დროს ატარებს მზეზე.
ჩვენ ვიტამინ D3-ს ვიღებთ საკვებიდან და მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. მზის სხივების (UVB) ზემოქმედების შედეგად კანში ბუნებრივად გამომუშავდება D3 ვიტამინი. D3 ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ჯანმრთელობის მთელ რიგ პრობლემებს.
დღევანდელ დღეს ყველა ჯგუფის მოსახლეობას ურჩევენ მიიღონ ვიტამინი D.
ვიტამინი D საკვანძო საკვები ნივთიერებაა, რამდენადაც მისი კარგად ცნობილი უამრავი უპირატესობის გამო ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის.
Paradox® ვიტამინი D3 5 000 ს/ე კაფსულა შეიცავს ვიტამინ D3-ს (ქოლეკალციფეროლი) ნატურალური ფორმით, რომელიც არის ვიტამინი D3-ის საუკეთესო ფორმა ბიო შეღწევადობის თვალსაზრისით.
Paradox® ვიტამინი D3
- უზრუნველყოფს იმუნურ სისტემის ჯანმრთელობას.
- ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.
- ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.
- თამაშობს გადამწყვეტ როლს ეხმარება რა ჩვენს ორგანიზმს გამოიყენოს კალციუმი მყარი ძვლების შექმნისთვის და შენარჩუნებისთვის.
- შეუცვლელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისათვის.
- ვიტამინ D 3 ნატურალური ფორმა მარტივია აბსორბაციისთვის.
აქტიური ინგრედიენტი (ები) (საერთაშორისო ჯენერიკული დასახელება) / რაოდენობა:
დასახელება: |
რაოდენობა: |
% შემადგენლობა |
აქტიური |
შეფასება µg |
საშუალოდ % |
ვიტამინი D3* (ქოლეკალციფეროლი) 100,000 სე/გ (აკაციის რეზინი 40%, საქაროზა 20%, მზესუმზირის ზეთი 20%, სახამებელი 19,75%, D3 ზეთი (40 მილიონი სე /გ) 0.25%.) |
55 მგ |
14.86 |
ვიტამინი D3 |
125 µg |
10 % |
დამხმარე ნივთიერება (ები):
კაფსულები "1" Veg (HPMC) Clear/Clear, მაგნიუმის სტეარატი (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები), ყავისფერი ბრინჯის ფქვილი.
საკვები ღირებულება: |
ერთი კაფსულა შეიცავს: *NRV% |
ვიტამინი D3 5000 ს/ე (125µg) 2500% |
*NRV = საკვები ნივთიერებების ეტალონური ღირებულება |
გამოშვების ფორმა:
5000 ს/ე (125µg) x 60 კაფსულა PET კონტეინერში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, საინფორმაციო ბროშურასთან ერთად.
რეკომენდებული დღიური დოზა:
ვიტამინი D35000 ს/ე (125µg) ერთი კაფსულა დღეში, ან ორი კაფსულა კვირაში, ან თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. უმჯობესია მიიღოთ საღამო საათებში, ძირითად საკვებთან ერთად.
D ვიტამინის 1000 ს/ე (25µg)-ზე მაღალი დღიური დოზით მიღებამდე მნიშვნელოვანია, რომ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია გამოწვეული იყოს ვიტამინ D-ს მაღალი დოზის ხანგრძლივი დროით მიღებისას.
სპეციალური მითითებები:
ვიტამინ D-ს მაღალი დოზის დიდი ხნის განმავლობაში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ჭარბი რაოდენობით კალციუმის დაგროვება (ჰიპერკალცემია) და შინაგანი ორგანოების დაზიანება. ამიტომ პაციენტებმა სარკოიდოზით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ თავიანთ მკურნალ ექიმს.
პაციენტებმა რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს ვიტამინის მიღებამდე საკონსულტაციოდ უნდა მიმართონ თავიანთ მკურნალ ექიმს.
ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა ნებისმიერი ვიტამინებისა ან მინერალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ გრილ ადგილას, 25˚C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა.
შესაფერისია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის.
იხილეთ შენახვის ვადა შეფუთვაზე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია შპს Paradox Omega Oils Ltd-ისთვის, BT21 0PQ, N. ირლანდია დიდი ბრიტანეთი,
Lifeplan Products Ltd -ის მიერ, LE17 4ND, დიდი ბრიტანეთი.
პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას საკვებ დანამატებზე, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.
Paradox Omega Oils Ltd
Belfast BT4 2AG,
Northern Ireland, UK