ექსისტა-Men #30პაკ
გააზიარე:
ექსისტა - Men
30 საშე
საკვები დანამატი
ინგრედიენტები |
1 პაკეტში |
ინოზიტოლი |
1000 mg |
L-კარნიტინი |
1000 mg |
L- არგინინი HCL |
100 mg |
ვიტამინი E (DL-α- tocopheryl acetate) |
20 mg α-TE |
თუთია(zinc citrate) |
5 mg |
სელენიუმი (sodium selenite) |
50 mcg |
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციკლამატი, სილიციუმის დიოქსიდი, ლიმონის არომატი.
ექსისტა-Men-ის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედება
ინოზიტოლი მამაკაცებში აუცილებელია
- სპერმის მომწიფებისა და მოძრაობის გაუმჯობესებისთვის, ემბრიოგენეტიკური განვითარებისთვის საჭირო ცილების წარმოქმნისთვის;
- სათესლე პლაზმის ოსმოლარობის და მოცულობის შესანარჩუნებლად;
- პროსტატის ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის.
არგინინი შედის სპერმის სტრუქტურის შემადგენლობაში. მისი შემცველობა სპერმაში 70-80%-ია.
L–არგინინი ასტიმულირებს
- ტესტოსტერონის პროდუქციას და სპერმატოგენეზის პროცესს.ზრდის სპერმის რაოდენობას და აუმჯობესებს მათ ხარისხს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ნაყოფის ჩასახვისთვის;
- ზურგის ტვინში სასქესო ცენტრებს,ძლიერდება მღვიმოვანი სხეულის სისხლმომარაგება,ლიბიდო,სექსუალური ცხოვრების ხარისხი,ერექცია;
- პროსტატის ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას ;
- გარდაიქმნება სინთეზირებულ აზოტის ოქსიდად,რომელიც იწვევს ჰოპოთალამუსში გონადოტროპული ჰორმონების სტიმულაციას;
არგინინი აუმჯობესებს კუნთების კვებას,იწვევს მამაკაცებში კუნთოვანი მასის ზრდას, რაც ხელს უწყობს სწრაფ შედეგებს სპორტში. ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის სინთეზს, ცხიმოვანი მჟავების დაშლის პროცესს, კანქვეშა ცხიმის შემცირებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს ათეროსკლეროზის პრევენციას.
L- კარნიტინი აუმჯობესებს
- სპერმის სიცოცხლისუნარიანობასა და მოძრაობას;
- სექსუალურ ფუნქციას,პოტენციას და სპერმის რაოდენობის ზრდას.
მამაკაცების ორგანიზმში L- კარნიტინის რაოდენობის შემცირება იწვევს ცუდი ხარისხის სპერმის წარმოებას,რომელთაც აქვთ დაბალი სპერმული აქტივობა.
თუთია - მნიშვნელოვანი ელემენტია სასქესო ჯირკვლების ფუნქციებისათვის. თუთია საჭირო და მნიშვნელოვანია
- სპერმის და მამაკაცის ჰორმონების წარმოქმნისათვის;ნორმალური ნაყოფიერებისა და გამრავლებისთვის;
- ვიტამინი E-ს მეტაბოლიზმისათვის;
- პროსტატის ნორმალური ფუნქციონირებისთვის;
- ტესტოსტერონის,ინსულინის, და ზრდის ჰორმონის. სინთეზისთვის.
სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ზრდის სპერმის რაოდენობას და აუმჯობესებს ნაყოფიერებას მამაკაცებში, ხელს უწყობს ნორმალურ სპერმატოგენეზს და სასარგებლო გავლენას ახდენს მამაკაცის პოტენციაზე. იწვევს ინსულინისადმი რეზისტენტობის შემცირებას , თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას,ლიპიდური ცვლის რეგულაციას.
ვიტამინი E არის ძირითადი ანტიოქსიდანტი რეპროდუქციული ფუნქციისთვის.წარმოადგენს სქესობრივი ჰორმონების წინამორბედს და ერთვება ტესტოსტერონის წარმოებაში; ვიტამინის E–ს მიღება იწვევს ნაყოფიერების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
მიღების წესი და დოზირება: დღეში 1-2 პაკეტი. 1 პაკეტი უნდა გაიხსნას 250 მლ წყალში.
არ გამოიყენება ექსისტა–Men ბალანსირებული დიეტის შემცვლელად, ასევე რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას.
შენახვის პირობები: პრეპარატები ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიცავს გმო-ს.
მწარმოებელი: Fortex Nutraceuticals Ltd.Bulgaria, Sofia 1362, Prohladen kat str. 10